ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თვალსაზრისი: რატომ ვერ ვუგებთ ყაზახეთს?

თვალსაზრისი: რატომ ვერ ვუგებთ ყაზახეთს?

კარგი იქნება, თუ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში მისი წინამორბედის, კახა ცხადაძის გამოცდილებას გაიზიარებს
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფრედ ითამაშა ყაზახეთთან თბილისურ ამხანაგურ მატჩში.

საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ყაზახეთს ვუგებდეთ, მით უმეტეს - საკუთარ კედლებში, მაგრამ მხოლოდ ამბიცია არაფერს ნიშნავს. თითქოს, ისეთი ფეხბურთელებიც გვყვანან, ყაზახეთის ყალიბის გუნდს რომ უნდა ეყოს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...

საკლუბო ამბები

ყაზახეთის ნაკრებში თიოთქმის არ არიან ლეგიონერები. ამ გუნდის ფეხბურთელთა უმრავლესობა ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს. ყაზახეთის პირველობა კი რამდენიმე თავით აღემატება ჩვენს მრავალტანჯულ ეროვნულ ჩემპიონატს.

დაგვერწმუნეთ - რომ არა ყაზახური საკლუბო ფეხბურთის მაღალი დონე, თბილისში მათ ძლევას მოვახერხებდით. ყაზახი ფეხბურთელები ვერ არიან ლიდერები თავიანთ კლუბებში, თუმცა სახელოვანი და კლასიანი ლეგიონერების გვერდით საშუალო დონეზე თამაშს კი სწავლობენ.

ყაზახეთის ჩემპიონატში მრავლად არიან ისეთი ფეხბურთელები, სხვადასხვა დროს მაღალ დონეზე რომ უთამაშიათ, განსაკუთრებით - რუსულ პრემიერლიგაში. თუნდაც, უკრაინელი ანატოლი ტიმოშჩუკი ავიღოთ. ის ახლაც იცავს უკრაინის ნაკრების ღირსებას, წლების განმავლობაში კი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტსა" და თვით მიუნხენის "ბაიერნშიც" აგორებდა ბურთს.

ყაზახეთისა პირველობაზე ასევე თამაშობენ სხვადასხვა აფრიკული ქვეყნების წარმომადგენელი ფეხბურთელები. ისინი თავიანთ ქვეყნებში ნაკრებების ღირსებას იცავენ.

ყაზახურ საკლუბო ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს. აგერ, "ასტანამ" ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა. ყაზახებმა ევროპა ლიგაზეც მიაღწიეს წარმატებებს...

მოკლედ, ძალიან სწრაფად ვითარდებიან და ამ განვითარების მთავარი მიზეზი ფულია.

ეს ის შემთხვევაა, როცა დროა, კუდი ყავარზე აღარ გვქონდეს გადებული. ევროთასებზე, სადაც კი გადაგვეყარნენ, ყაზახურმა კლუბებმა კუდით ქვა გვასროლინეს და წინასასეზონო შეკრებებს ხომ ნუღარ იკითხავთ - ლამის ასტრონომიული ანგარიშებით გვიგებენ ანტალიასა თუ მის შემოგარენში.

ჩვენ ვამაყობთ იმ კლუბებით, რომლებშიც ქართველი ლეგიონერები თამაშობენ და ის კი გვავიწყდება, რომ ამ კლუბებს თავისუფლად გაუწევს კონკურენციას (თუ არ აჯობებს) ძალიან ბევრი ყაზახური გუნდი.

მე არ მეგულება ბევრი ქართველი ლეგიონერის ისეთი კლუბი, რომელიც მადრიდის "ატლეტიკოსა" და ლისაბონის "ბენფიკას" ეჭიდავება. არადა, "ასტანამ" ეს ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო.

ნამყოფი ვარ ყაზახეთში და საკუთარი თვალით მინახავს იქაური საფეხბურთო ინფრასტრუქტურა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ასტანის სუპერთანამედროვე სტადიონის მშენებლობა, მაგრამ მაშინდელი მდგომარეობითაც კი იქაური ინფრასტრუქტურა ბევრად წინ იყო თუნდაც ჩვენს დღევანდელზე.

მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა. ყაზახებმა კიდევ უფრო წინ წაიწიეს, ჩვენ კი ჯერაც უკან-უკან მივდივართ. თუ ეს ვინმესთვის საკამათოა, ერთ ადგილს რომ ვტკეპნით, ამაზე ხომ მაინც ვერავინ შემოგვედავება...

ზემოთ ევროტურნირები ვახსენე და, მხოლოდ ერთი ისეთი ქართული კლუბი მახსოვს, ყაზახური ბარიერი რომ გაიარა - რუსთავის "ოლიმპი". ანუ, ფაქტები თავისთავად ყველაფერზე მეტყველებენ.

მგონი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რამდენიმე კვალიფიციური ლეგიონერის ყოლა სულაც არ ნიშნავს ძლიერ ნაკრებს.

სათამაშო პრაქტიკა

გადავხედოთ საქართველოს ნაკრების იმ შემადგენლობას, რომელმაც სამშაბათს ყაზახეთთან ითამაშა. რამდენიმე ფეხბურთელს აშკარად აკლია სათამაშო პრაქტიკა თავის კლუბში. ეს, განსაკუთრებით, ჩვენი გუნდის საკვანძო მოთამაშეებზე ითქმის - ნუკრი რევიშვილი, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა ძალიან ცოტას თამაშობენ თავიანთ გუნდებში.

აქვე, უნდა მოვიხსენიოთ ლევან მჭედლიძეც, ვისაც "ემპოლის" სამწვრთნელო შტაბი ლიმიტირებულ სათამაშო დროს აძლევს.

ჯანო ანანიძეს კი მეტი შეუძლია და მეტიც მართებს. ამას უკვე დიდი მარჩიელობა აღარ სჭირდება - ჯანომ აუცილებლად უნდა დატოვოს მოსკოვის "სპარტაკი", სადაც ის უკვე დიდი ხანია, მხოლოდ ეპიზოდურ როლებშია.

ჯანო უკვე კარგა ხანია, აღარ არის ბავშვი. მას საფეხბურთო სიმწიფის წლები უდგას და თვისობრივად ახალ დონეზე უნდა გავიდეს. ვფიქრობ, ეს გაზაფხული გადამწყვეტი იქნება მის კარიერაში - ან წავა "სპარტაკიდან" და ნაღდ ევროპულ ფეხბურთს ეზიარება, ანდაც...

ფიზიკური მომზადება

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი თამაშის მიმოხილვის კომენტარებში მკითხველმა მისაყვედურა - ყველაფერზე რომ წერ, რატომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უსუსტეს ფიზიკურ მომზადებას არ ახსენებო?!

იქნებ, სიტყვა "უსუსტესი" გადაჭარბებულიც იყოს, მაგრამ ამ მხრივ რომ ძალიან მოსამატებელი გვაქვს, ვფიქრობ, ამაზე კამათი არ ღირს. ბევრი ისეთი გუნდი და ნაკრები ვიცით, თამაშებს მხოლოდ ამ კომპონენტზე დაყრდნობით რომ იგებს. საქართველო არ არის ასეთი და თავისი საფეხბურთო კრედოებიდან გამომდინარე, ვერც იქნება, მაგრამ ისიც დაუშვებელია, რომ რამდენიმე ფეხბურთელის ფიზიკური მომზადების დონე სანაკრებო სტანდარტებს არ შეესაბამება.

დაუშვებელია, როცა ნაკრების ფეხბურთელს ფიზიკური მომზადება მხოლოდ ერთი ტაიმი ჰყოფნის. შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრი გვქონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე გვარ-სახელების ჩამოთვლას მოვერიდებით...

...ოღონდ, მხოლოდ ამ ეტაპზე, რადგან ვლადიმირ ვაისი ამას ჩვენზე უკეთ შეამჩნევდა და ვაცადოთ ამ კომპონენტის გამოსწორება. დარწმუნებულიც ვარ, რომ ამ მხრივ, ნაკრების სამწვრთნელო შტაბს უკვე ექნება მდიდარი სტატისტიკური მონაცემები და მას ნაკრების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის გამოიყენებს.

ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!

ლევან მჭედლიძემ ყაზახეთთან შეხვედრაში ვერ ითამაშა. იმ წამსვე გაჩნდა ვერსია, თითქოს "ემპოლის" ფორვარდს უთანხმოება მოუვიდა საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელთან. მჭედლიძე ისეთ ადგილას და ისე იჯდა, ეს ეჭვი იქვე გაგვეფანტა, გუშინ კი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სლოვაკ სპეციალისტთან კონფლიქტი კატეგორიულად უარყო.

ძალიანაც კარგი! ვაისს ახლა ქართული სარმები კი არა, ჩვენი თანადგომა სჭირდება, რადგან მისი წარმატება ქვეყნის წარმატება იქნება. ნაკრები კი ის ადგილი არ არის, სადაც ერთმანეთს უნდა ვეკამათოთ.

რაც შეეხება მჭედლიძეს, ჩემი აზრით, დღეს ის აშკარად შეუცვლელი ფეხბურთელია საქართველოს ნაკრების თავდასხმაში. ის რომ ჯანმრთელად ყოფილიყო, მჯერა, ვაისი ყაზახეთთან შეხვედრას ფორვარდის გარეშე არ დაიწყებდა.

ზოგადად, როცა მჭედლიძე ჯანზეა, საქართველოს ნაკრების შეტევაში მეტი აგრესია და კლასია. დღეს გუნდს, ძირითადად, ტანად პატარა, ტექნიკური შემტევები ჰყავს და მჭედლიძე მათ შორის აშკარა გამონაკლისია.

ჯანმრთელი მჭედლიძე საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდ სარგებლობას მოუტანს და დარწმუნებული ვარ, ამაზე ვაისიც დამიკრავს კვერს.

გამოცდილებას თუ გაიზიარებს...

კარგი იქნება, თუ ვაისი მისი წინამორბედის გამოცდილებას გაიზიარებს. რა თქმა უნდა, ყველაფერში არა, მაგრამ ზოგიერთ საკითხში მაინც.

მე, მაგალითად, ვერ ვხედავ ანანიძის ადგილს მარცხენა შემტევის პოზიციაზე. კახა ცხადაძემ ჯანოს კარგი ადგილი მოუნახა და შოტლანდიასთან თბილისურ მატჩში აკი გამოჩნდა კიდეც - ანანიძე იდეალურად ერგება ეგრეთ წოდებული შემქმნელი საყრდენი ნახევარმცველის ადგილს.

ამით ორი პრობლემა იხსნება. ჯერ ერთი, ჯანოს ვიყენებთ სასარგებლოდ და მეორეც - ბურთი უფრო სწრაფად და ხარისხიანად ამოდის შეტევაში.

ცხადაძე უკვე წარსულია და ჩვენც გვესმის, რომ ფეხბურთში მწვრთნელები იცვლებიან, მაგრამ რაც კარგი და სასარგებლო იყო იმ დროში, რატომ უნდა დავკარგოთ?!

არა მგონია, ვაისისთვის სათაკილო იყოს პოზიტიური გამოცდილების გაზიარება. არ ჩანს ასეთი კაცი, რადგან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ზოგიერთი შეცდომა გულწრფელად აღიარა. ეს უკვე კარგია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gela

ფეხბურთი გარიბების სპორტია. ბავშთა ფეხბურთის სექციები უნდა იყოს უფასო. რამდენი ბავშვი ვერ დადის ფეხბურთზე უფულობის გამო.

• Lashamax

რეალურად ქართული ფეხბურთი ჩიხშია შესული. გადაჭრილი აქვს მთავარუ არტერიები. დაიკარგა აფხაზეთის წყარო. რომელიც ერთ ერთი მთავარი პლაცდარმი იყო ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ხელოვნურად მოხდა რეგიონებში ფეხბურთი ჩაკვლა. ბათუმში სტადიოიც კი დაანგრიეს და დაშალეს ბათუმის გუნდი. სამეგრელოშიც სულს ღაფავს ფეხბურთი და ეს ყველაფერი ვფიქრობ რომ მიზანმიმართულად კეთდება. შეხედეთ რა დღღეშია დინამო. თითქოს არაფერი აკლია. პირობები. ბაზა. ფული. პრეზიდენტი მილიონერი. მეტი რა არის საჭირო იმისათვის რომ ნორმალური გუნდი ჩამოყალიბდეს. რა არის მიზეზი თუ აქ შეგნებულ ქმედებას არ აქვს ადგილი რათა საბოლოოდ დაასამარონ ჩვენთან ფეხბურთი და ხალხს ათქმევინონ რომ ისევ ჯობია რუსულ ჩემპიონატს მივეკედლოთ და გავაუქმოთ ეროვნული ჩემპიონატი. ყველაფერს აკეთებენ ამისათვის.

• გუჯა კახაძე

რამდენი მიზეზიც არ უნდა დაასახელოთ და რამდენი ფულიც არ უნდა დაახარჯოთ შედეგი არ იქნება ვიდრე სირბილს არ ისწავლიან. სირბილის სწავლას არ სჭირდება ინფრასტრუქტურა და არც ბევრი ფული. პრობლემა არის იმ 2 მწვრთნელის პოვნა, რომლებიც საქართველოში არიან, შეუძლიათ სირბილის სწავლება, მაგრამ დღემდე ვერ გაიგეს ვინ არის ის 2 მწვრთნელი.

• kote

მხოლოდ ყაზახეთი რა შუაშია? საფეხბურთო შემოდგომის აზნაურები ვართ... ვერ გაგვიგია, სად ვართ და რისი ამბიცია უნდა გვქონდეს. სათაურშივე უკუღმაა დაწერილი - რატომ უნდა ვუგებდეთ ყაზახეთს? არანაირი ლოგიკით. მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის და უაზრო ამბიციების გამო? ვიდრე ამას არ მივხვდებით და გასასვლელი ქულების თვლას არ შევეშვებით, არ იქნება ჩვენი საშველი )

• გგ

დაანებეთ ამ ფეხბურთს თავი. არ გვაქვს ფეხბურთის რესურსი. გულშემატკივარსაც არ უყვარს თორე რა გუნდებიც გვყავს იმას უგულშემატკივრებდნენ. რატო ხარჯავთ ფულს? ხო იცით რომ ამაზე 10-ჯერ მეტი ფულითაც კი ვერ მიაღწევთ ვერაფერს? გულშემატკივარი ითხოვს ჰოლანდიის თუ არა ბელგიის დონის ფეხბურთს მაინც და იმის გარეშე არ აპირებს მოსვლას სტადიონზე, არადა ყოველ თამაშზე 5 ლარის გადახდის თავი და სურვილი არ აქვთ. ვერ ვხვდები რატომ უნდა ვუგებდეთ ყაზახეთს. უფრო მეტი ფული ტრიალებს იქ, ფეხბურთელიც მეტი ყავთ, იმ ფეხბურთელების გულშემატკივრებიც.

• უცნობი

მაინტერესებს,ყაზახეთშიც ერთნაირი დაფინანსება აქვს ყველა საფეხბურთო კლუბს?ყველაფერი უაზრობა ჩვენ როგორ უნდა მოვიგონოთ.

• კობა

ისე,ყველაფერი ვცადეთ,მგონი,მწვრთნელების, სათამაშო სისტემის და კიდევ ბევრი რამის ცვლა, მაგრამ არაფერი ამათ არ შველით.ერთი სურვილი მაქვს (და მე მგონი, ბევრი დამეთანხმება), იქნებ, ერთი კვირით მაინც, რაგბის ნაკრებთან ერთად ვავარჯიშოთ? დარწმუნებული ვარ, რომ ასწავლიან როგორ, რანაირად და რა გულით უნდა თამაში, თავდადება და სამშობლოს სიყვარული!!!

• malxazi

მართალს ამბობს ლევანი მოვეშვათ უაზრო ყოყლოჩინობას და მეტი ვიმუშაოთ საკუთარ თავზე.ერთი-ორი ფეხბურთელის გამოჩენა საქმეს ვერ უშველის,მასიურად უნდა ავწიოთ დონე.

• 666

getanxmebi rom pexburtisganvitarebistvis oulia sachiro magram pexburtis gan itarebistvis chadebul pulsrom chort ivo znaet ramimartulebaaq egaa ubedureba.memjera rom yvrlgan chamdnen chamen da shechamen magram asevtqvat imdens archsmen rom fexburts ziani moutanon.esmashinxdeba roca pulu giyvars ssmshobloze sportze da sindisze metad..

• mustafa

ყაზახებზე უკეთესი ფეხბურთელები კი გვყავს მაგრამ პრობლემა იმაშია რომ საქართველოს ნაკრების 70% საკუთარ კლუბებში სკამზე ზის ან ტრიბუნაზე,უთამაშებელი ფეხბურთელი ფიზიკურადაც ჩამორჩება მოწინააღმდეგეს, ტაქტიკურადაც, სისწრაფეშიც და აზროვნებაშიც(გადაწყვეტილების მიღებაში)ქართველი ფეხბურთელი უბურთოდ არ მოძრაობს, არავინ იხსნება,უკან პასი მეკარეს და უაზროდ წინ დარტყმა!ან ჭანტურიას თამაში როგორ უნდა მოგეწონოს?! უაზრო ფინტები რომელსაც გამწვავება არ მოჰყვება, პასის მუდმივი დაგვიანება და ეგოისტობა!ლობჟანიძეს აკრიტიკებენ მაგრამ ვინ სჯობია დღეს მას მაგ პოსტზე?! და საერთოდ ბავშვთა ფეხბურთში თუ არ მოხდა ძირეული ცვლილებები არაფერი გვეშველება...

• niko

და არც ის მახსოვს რაიმე წარმატებისთვის მიეღწიოთ როცა აიაქსში, მილანში, შალკეში, ფრაიბურგში,პსვში,სიტიში და ბევრ სხვა კარგ გუნდში და ჩემპიონატში როცა გვყავდა ფებურთელები, ასე რომ პრობლემა სხვა რამეშია და ყაზახეთს ცალკეული ფეხბურთელების ხარისხით დღესაც ვჯობნით

• zaza

ზაგრების დინამო გაგიგია? ხორვატიის ჩემპიონატს როგორ ადარებ საქართველოსას?

• niko

სად მივდივართ? სპარტაკი, რუბინი, ვიტესი, ემპოლი,რეიმსი, დნიპრო და ა.შ, რომელია ასტანაზე ნაკლები გუნდი? რა გგონიათ ასტანამ მაღალი დონის ჩემპიონატში რომ ითამაშოს ლიდერებში იქნება? იგივე რუსეთის ჩემპიონატში ცხრილის შუაში თუ იქნება.

• zaza

გენახცვალეარ ვიცი რა დონეზე იცი ფეხბურთი, მაგრამ ურუგვაის ჩემპიონატს რატო თვლი სუსტად?

• Guadua

ტოპ ლეგიონერი ფეხბურთელები გაყარეთ,ჩემპიონატის დისციპლინირებული ფეხბურთელები დააყენეთ შემადგენლობაში, ანუ ეს 60-70%-ის გადახალისება გამოდის და ყველაფერი უცბად დადგება ადგილზე!

• ზაზა

ისლანდიის ჩემპიონატიც გაცილებით ჩამოუვარდება ყაზახეთისას,მაგრამ ისლანდიის ნაკრები ევროზე მიდის!ყაზახები?... 3 მლნ ურუგავაიდან 1400ზე მეტი ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობს!მომზადების ,ბავშვთა ფეხბურთის დონე...!

• kvaxa

ძლივს სიმართლე თქვა ჟურნალისტმა და ლამის შეჭამონ. ყაზახეთს უკეთესი ჩემპიონატი აქვს, უკეთესი ნაკრები, უკეთესი ფეხბურთელები, უკეთასად თამაშობს თანამედროვე ფეხბურთს, უკეთესი სისწრაფე აქვს, უკეთესი ფიზმომზადება და ცოდნაც. ერთადერთი სანამ ეყოთ მონდომება პირველ ტაიმში, გავქაჩეთ. მეორეში კლასი გამოჩნდა. გარდა ამისა ჩვენი გოლი მოულოდნელად გავიდა. ლობჟანიძეს ჩაწოდება არ გამოუვიდა, ჭანტურია უაზროდ მივარდა ბურთთან, ბოლო მომენტში მიხვდა და გადაახტა, ოქრი აზრზე არ იყო ისე დაარტყა ნელა. მეკარე და დაცვა ვერ მიხვდა ამათ რა უნდოდათ. პრინციპში თვითონ არ იცოდნენ რა უნდოდათ. ეგ გაუგებრობა რომ არა მაგრა წავაგებდით. სიმართლე უნდა ითქვას, თორე ეგ არ არი ფეხბურთი. ჭანტურიამ ითამაშა, ანანიძე ევროპაში უნდა წავიდეს, ვიღაც ცისკარიძე გვიშველის. კაი რა, ზხღაპრებია. შიგა ჩემპიონატის დონე უნდა ამაღლდეს, ჰოდა მერე მოვუგებთ ყაზახეთს.

• zaza

ვეთანხმები ნიკოს!რა ,,გაპრავებაა,,ყაზახეთის ჩემპიონატის გამო ყაზახეთის ნაკრებს ვერ უნდა ვუგებდეთ?...ურუგვაი როგორ ... ბრაზილიას,არგენტინას?ხორვატები როგორ უმალავენ ბურთს იტალიელებს?

• niko

არ არის თავის მართლება. ირლამდიელი ეგრევე ინგლისში მიდის სათამაშოდ და სად მიდიხარ შენ?

• niko

ეს არის იაფ ფასიანი თავის მართლება, რა თქმა უნდა ყაზახეთის ჩემპიონატის დონე მაღალია და ჩვენ კლუბებში რაღაც სტაბილურობას მაინც თუ მივაღწევთ კარგი იქნება, მაგრამ რა შუაშია კონკრეტულად ეს საქართველოს ნაკრები ამ ყაზახეთის ნაკრებთან მიმართებაში, ყველა პოზიციას რომ გაყვე ყველგან უფო მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს, ირლანდიას რა ჩემპიონატი აქვს, დღეს საკლუბო ფეხბურთი არ არის ერთადერთი კრიტერიუმი ნაკრების დონის გამსაზღვრელი, როგორ ამბობთ ყაზახური თუ აზერბაიჯანული ფეხბურთის პროგრესზე როცა საშუალო ევროპული დონის ერთი კაციც არ ყავთ, სირცხვილია ის რასაც ჩვენი ნაკრები თამაშობს და არ არის საჭირო გაპრავება თითქმის ყველა ნორმალურ კლუბშია და მომზადება არ აკლიათ.

• გიო

რა დრო იყო, ზაზა ჯანაშია ვერ ხვდებოდა ნაკრების ძირითადში და დღეს მჭედლიძეა მთავარი თავდამსხმელი.

• გიო

მჭედლიძეს სეზონზე გოლი რომ გააქვს იმაზე მეტი ზოგიერთ მეკარეს გააქვს. მჭედლიძე რომაა დღეს ჩვენი ნაკრების #1 თავდამსხმელი მაგიტომაც ვართ 122 ადგილზე.

• Giorgi567

ელემენტარულად გამართულ ინფრასტრუქტურაზე თამაში ენატრებათ ბიჭებს, ღამით განათებაზე, კარგად მახსოვს გორის დილა და არამარტო დილა ევროპა ლიგის შესარჩევზე გორში 40 გრადუსიან სიცხეში ათამაშეს მერე იძახიან შედეგი არ გვაქვსო, სტადიონის ღობეებზე ძროხებია მიბმული თამაშის დროსაც, ფეხბურთელები სათამაშოდ რო გამოდიან ხედავ ზოგს აწერია სახელი ან გვარი მეორე გუნდს არა, შეიძლება წვრილმანებია მაგრამ ძალიან ცუდად ჩანს (უმაღლესი ლიგისთვის) ეს ყველაფერი. ამას ხომ მომავალი თაობა უყურებს??

• giorgi567-ს

საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთი შოტლანდიას უგებ და ისიც მჭედლიძის გოლით და საგოლე პასით

• ზაზა

პირველი მატჩი იყო ვაისის და გასაგებია,რომ დრო ჭირდება თითოეული ფეხბურთელის შესწავლაში... რაც დამაფიქრებელია–პირველი ტაიმი უკეთესი იყო,ვიდრე–მეორე.ფიზიკა?აშკარად მეორე ტაიმში ფეხბურთელთა ნაწილს ფიზიკა არ ეყო(((მხოლოდ თამაშის დროს 100%–ით დახარჯვა არასაკმარისია,ფეხბურთელი უნდა გამოცხადდეს ნაკრებში 100%მზად,ამისთვის კლუბში უნდა ქონდეს სათამაშო პრაქტიკა და თუ არ ყოფნის დამატებით უნდა ვარჯიშობდეს კლუბში!!! რატომ გამოცვალა პირველი ტაიმის შემდეგ ჭანტურია?მგონი საუკეთესო იყო და...ჭანტურიას ცვლილება დიდი შეცდომა იყო,რომელმაც არდანიშნულ პენალტთან ერთად მატჩის შედეგზე იქონია გავლენა.ან ჯანო უნდა გამოეცვალა(რომელიც ორი ტაიმისთვის არ იყო მზად)ან აბურჯანია და ჯანო გადაეყვანა საყრდენზე(თუმცა ფიზიკურად ვერ გაუძლებდა და კვეკვესკირით ჯანოც დროზე უნდა შეეცვალა).ჭანტურია თავის კლუბში 90წუთს თამაშობს და ეს უნდა გაეთვალისწინებინა კობახიძე–საერთოდ არ ათამაშა.ჯერ კიდევ არ არის სათანადო ფორმაში?ვაისმა 10თამაში ვნახე ნაკრებისო და ინდივინდუალურად ფეხბურთელთა ტექნიკურ–ტაქტიკურ მონაცემებს არ გაეცნო?კობახიძე და ნავალოვსკი საუკეთესო ფიზიკური მონაცემებით,სისწრაფეებით გამორჩეულები არიან და...და თუ სწრაფი ფეხბურთი უნდა ითამაშოს კობახიძის იგნორირება?..საერთოდ უნდა აღინიშნოს უკრაინაში ფიზიკური მომზადების მაღალი დონე!ქართველი ფეხბურთელები,რომლებმაც უკრაინის კლუბებში თამაშობდნენ ფიზიკურად გამოირჩეოდნენ–ლობჟანიძე,კანკავა,კობახიძე...ოქრიაშვილი ილიჩევეცში სანამ თამაშობდა,ფიზიკურად გაცილებით უკეთესი იყო... მჭედლიძე–მჭედლიძის გარეშე შეტევითი პოტენციალი აშკარად,გაცილებით მცირდება((( იქნებ ვაისმა ,ფედერაციამ მიაქციონ ყურადღება 21წ გიორგი ჯიქიას,,ამკარიდან,,მარცხენა მცველი,ნახევარმცველის პოზიციაზე ნავალოვსკის ჭირდება შემცვლელი,კონკურენტი...იგივე პოზიციებზე,პლიუს საყრდენად შეუძლია თამაში ცისკარიძეს ტეპლიცედან...

• ლევანი

აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ დღეს ქართველ ლეგიონერთა ვერც ერთი კლუბი ღირსეულად ვერ ეჭიდავება "ატლეტიკოს"... არადა, "ასტანამ" მართალც დამსახურებული ფრე გაუგორა მადრიდულ მონსტრს. ამ გუნდში კი, რამდენიმე წევრია ეროვნული ნაკრების. ასე რომ, ძალზედ მართებულია შენიშვნა - დროა მოვეშვათ უსაფუძვლო ყოყლოჩინობას და მწარე რეალობას გავუსწოროთ თვალი. ასე აჯობებს საქმისთვის და რასაკვირველია, ჩვენთვისაც!

• Giorgi567

მჭედლიძემ ბოლოს გოლი როდის გაიტანა??? თავდამსხმელს გოლები უნდა გაჰქონდეს და არა მხოლოდ თავით უნდა აძლევდეს პასს! მაშინ მოვიწვიოთ ზაზა ფაჩულია მარტო სიმაღლე თუა პრობლემა. რაც შეეხება თავდამსხმელის გარეშე თამაშს მე ვერ ვხვდები რატო დაიწყო ასე ვაისმა 4 თავდამსხმელი 3 თავდამსხმელი ყავდა სკამზე

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან