საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
"ტორპედო" მეორე წრეში საკუთარ არენაზე პირველად თამაშობდა და ქუთაისელი გულშემატკივრები საფეხბურთო ზეიმის მოლოდინში იყვნენ, მაგრამ... მათი საყვარელი გუნდის უნიათო თამაშმა ქომაგებს იმედები გაუცრუა.

ნამატჩევს, გულშემატკივრების ნაწილმა გულისწყრომა ღიად გამოხატა და ტრიბუნებთან მისულ ფეხბურთელებს ქოქოლა დააყარა. "ტორპედო" თავიდანვე "დაღლილი გუნდის" შთაბეჭდილებას ტოვებდა, არადა, სანაკრებო თამაშების გამო ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება იყო და გუნდებს ამით კარგად უნდა ესარგებლათ...

საწყის წუთებში სტუმრებიც ფრთხილობდნენ, თუმცა შემდეგ მოედნის ცენტრში უპირატესობა მოიპოვეს და ტორპედოელებს საკუთარი თამაში მოახვიეს თავს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, იმერული დერბი "ჩიხურასთვის" გაცილებით მნიშვნელოვანი იყო - სოსო ფრუიძეს საპრიზო სამეული და ევროთასები ამოუჭრია გულში, ამისთვის კი, პირველ რიგში, ქუთაისში მოგება იყო აუცილებელი...

პირველ ტაიმში საჩხერელები უფრო მონდომებით თამაშობდნენ და მეტოქეზე მეტ სახიფათო მომენტს ქმნიდნენ. მათ ჯერ შორეული დარტყმებით სცადეს ქუთაისელთა დამწუხრება, მაგრამ ლაშა კუჭუხიძისა და კახაბერ კაკაშვილის მცდელობები უშედეგო გამოდგა. შემდეგ საჩხერელთა კუთხურს გიორგი განუგრავას სახიფათო დარტყმა მოჰყვა, თუმცა ბურთი სამიზნეს ისევ ასცდა.

ცოტა ხანში სტუმრებს გოლის გატანის რეალური შანსი მიეცათ - თორნიკე კირკიტაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ მცველებისგან უყურადღებოდ მიტოვებული კუჭუხიძე შვიდიოდე მეტრიდან თავით ურტყამდა, მაგრამ ქუთაისელთა ბედად, ბურთი ხარიხას გადააცილა.

ფრუიძის შეგირდებს აქტიურობა 38-ე წუთზე დაუფასდათ - გიორგი კორიფაძემ საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის ნახევარზე გრძელი გადაცემა გააკეთა, აქ კი ერთ-ერთი ქუთაისელი მცველი, რომელიც მეკარესთვის თავით ბურთის დაგდებას ცდილობდა, შეცდა და დავით ვოლკოვი და კარიდან გამოსული როინ კვასხვაძე უშანსოდ დატოვა.

მეორე ტაიმში ვოლკოვმა დუბლი გაიფორმა, როცა მეგრელიშვილისა და კუჭუხიძის აქტიურობის შემდეგ სტუმართა შეტევა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა.

იქამდე, ალექსანდრ შტელინმა ცვლილებებითა და გადაადგილებებით სცადა ქუთაისელთა თამაშში გარდატეხის შეტანა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა - ქუთაისელთა სათამაშო რგოლები ერთმანეთისგან მოწყვეტილი იყო.

მასპინძლებმა მხოლოდ მეორე ტაიმის მეორე ნახევრიდან შეძლეს ვითარების გამწვავება. ქუთაისელთა რიგებში ნათელი წერტილი იყო თორნიკე კაპანაძე, რომელიც ერთ გოლს მაინც იმსახურებდა, მაგრამ საჩხერელთა ბოსნიელმა მეკარე დინო ჰამზიჩმა დიდებულად ითამაშა და კაპანაძის ორი ეფექტური დარტყმა მოიგერია, ერთ ეპიზოდში კი "ელვამ" მიზანი ვერ გაისწორა.

რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ მეორე გოლის შემდეგ დიდად არ გამოუდვიათ თავი, ბურთს ძირითადად მოედნის ცენტრში "ატრიალებდნენ" და ტემპის დაგდებას ცდილობდნენ.

ფრუიძის მიერ არჩეულმა პრაგმატულმა ტაქტიკამ გაამართლა და "ჩიხურამ" შინისკენ მეტად საჭირო 3 ქულით გასწია...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური

02.04. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"

ტორპედო-ჩიხურა 0:2

გოლები: 0:1 ვოლკოვი (37), 0:2 ვოლკოვი (55. კუჭუხიძის პასით)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ნერგაძე (65. კვარაცხელია), მირცხულავა, ქიმაძე, მამასახლისი, კლიმიაშვილი (46. შინდაგორიძე), საღლიშვილი, კუხიანიძე, ტუღუში (46. ბაბუნაშვილი), კაპანაძე.

სათადარიგოები: ქვილითაია, ნიკონოვი, ბრეგვაძე, ფანცხავა

მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი

ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, შ. კაშია, განუგრავა, მეგრელიშვილი, დობროვოლსკი (90. რეხვიაშვილი), თ. კირკიტაძე, კაკაშვილი, ჩიკვაიძე, ვოლკოვი (75. მუმლაძე), კუჭუხიძე.

სათადარიგოები: კუპატაძე, ჭანკოტაძე, ენუქიძე, დ. კირკიტაძე, ჯოხაძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: ბაბუნაშვილი (71), შინდაგორიძე (81)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები:

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16

ო. მარცვალაძე (დილა) 14

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

დ. ტატანაშვილი (სიონი) 12

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12

ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 12

მომდევნო, XXIII ტური

6 აპრილი, ოთხშაბათი

სიონი-ზუგდიდი

ჩიხურა-ცხინვალი

შუქურა-მერანი

სამტრედია-დინამო (ბთ)

ლოკომოტივი-კოლხეთი

საპოვნელა-საბურთალო

გურია-დილა

დინამო (თბ)-ტორპედო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Guadua
ანატოლი 04 აპრილი 2016 13:20 დინამოსტან არ ცავაგებტ.----------მაგ არაა პასუხი!!! პასუხია - მ ო ვ ი გ ე ბ თ, და უნდა მოიგოთ, რადგან დინამოს მერე დინამოზე უარესი გელოდებათ სახლში - სამტრედია.
bogmianebs
ჩიხურა გამაგრდი და იხარე.ბოღმიანებო 1 ადგილს ნუ ათამაშებთ.ბიუჯეტის მხაპავებო.როცა ჩიხურას უჭირდა ყველას ფეხებზე გეკიდათ.ახლა ჩვენი დროა....
ანატოლი
დინამოსტან არ ცავაგებტ.
raul
ABatumtan tamashis dros torpedos komentatoristvis rom gesmina mati she.cherebeli chempionatshi ar moidzebnebao magram im tamashis shemdeg meore marcxi igemes da amtamashit kide bevri marci elodebat ase rom natqvamia jer gadaxti da hop mere daidzaxeo.
mosamartle
კიდევ 1 მიზეზი ტორბედოს ... ფანებს.მოგება რომ გინდათ წაგებააც უნდა შეეგუოთ.მითუმეტეს როცა სუსტი ხარ
Guadua
ჩიხურა მაინც ჩიხურაა,ის თავის კლასს კიდევ უჩვენებს. შტელინი შეეწირება ქართველი ფეხბურთელების უხიაგ და უპასუხისმგებლო საქციელებს. ამათმა თუ ასე ითამაშეს თბილისში და სამტრედიასთან, მაშინ კიდევ 2 მარცხი გარანტირებული აქვთ
ქუთაისელი
არა უშავს.. დინამოს "დავუმალეთ" თამაში.. :D
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - თავით და კლასით [VIDEO]
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"კოლხეთის" დირექტორი: 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ფინანსებზე იქნება დამოკიდებული
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXVII ტურის წინ: ვამთავრებთ "კლასიკოთი"!
სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა