ჯაბა კანკავა სათადარიგოთა სკამზე დასვეს, გიორგი ჭანტურია კი "დუისბურგში" გაციებულიც ყველას ჯობია
ფოტოზე: დავით სხირტლაძე დუბლით გამოირჩა

ერთი ტენდენცია შევამჩნიეთ - სანაკრებო პაუზის მერე იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა მიიღეს, ძირითადად, არ მისცემიათ თავიანთ კლუბებში თავის გამოჩენის საშუალება.

მწირი უქმეების მიუხედავად, 6 ქართული გოლი მაინც გავიდა, თუმცა შედარებით სუსტ პირველობებზე - კვიპროსში, დანიის რანგით მეორე დივიზიონში, იტალიის დუბლების პირველობაზე, ყაზახეთსა და უზბეკეთში.

გერმანია. II ბუნდესლიგა. როგორც ჩანს, გიორგი ჭანტურიას "დუისბურგი" უნდა გამოვიტიროთ - აუტსაიდერმა შინ "ჰაიდენჰაიმთან" 0:2 წააგო და ახლა არცთუ მცირე სასწაული თუ იხსნის გავარდნისგან. თამაშის წინ "დუისბურგის" საიტმა დაწერა, რომ ჭანტურია გაციებული იყო, თუმცა მან მაინც ითამაშა 90 წუთი და წყალწაღებულ გუნდში აშკარად საუკეთესო იყო (2,5 ბალი "შპორტალისგან").

III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილი "ვერდერის" დუბლების განაცხადში არ ყოფილა "ჰალეშერთან" მატჩში - 2:0.

ესპანეთი. სეგუნდა. გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკმა" ნამდვილი თრილერი ითამაშა "კორდობასთან" - 4:4. ჩვენებური სასტარტოში იყო. პირველ ტაიმში ის გააფრთხილეს, 65-ე წუთზე კი შეცვალეს.

ინგლისი. ჩემპიონშიპი. დიდი ხნის შესვენების შემდეგ "ბრენტფორდის" განაცხადში გამოჩნდა აკაკი გოგია (სათადარიგო), მისმა გუნდმა კი სტუმრად "ნოტინგემ ფორესტი" გაანადგურა - 3:0.

საფრანგეთი. ლიგა 1. ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა "რეიმსში" სათადარიგოთა სკამზე დასვეს და ინანეს - ჩვენებურის გუნდი სტუმრად "რენთან" 1:3 დამარცხდა.

ნასიონალი. ამირან სანაიას (ტრავმა) "ლერბიე" სტუმრად "სედანთან" 0:1 დამარცხდა.

იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძე ტრავმის გამო ვერ გაჰყვა "ემპოლის" ტურინში, სადაც მისი გუნდი 0:1 დამარცხდა.

"ემპოლის" დუბლებმა კი 2:0 იმარჯვეს სტუმრად "ბარისთან" და ერთ-ერთი გოლი რომან ჭანტურიამ გაიტანა.

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (სათადარიგო) "ტუტოკუოიო" სტუმრად "სანტანრკანგელოსთან" შერცხვა - 1:4.

ჰოლანდია. ერედივიზიე. ქართველთა "ვიტესი" დერბიში 1:2 დამარცხდა "ნეიმეგენთან". გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 73-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

პორტუგალია. სეგუნდა. ტრავმირებული გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" სტუმრად 0:0 დაუზავდა "ოლანენშეს" და ამით ელიტაში გადასვლისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

ავთო ებრალიძის (46-ე წუთზე შევიდა) "ჟილ ვისენტე" სტუმრად "ვარზიმთან" 0:2 დამარცხდა.

თურქეთი. სუპერლიგა. თორნიკე ოქრიაშვილის "ესქიშეჰირმა" სენსაცია მოახდინა - ბოლოადგილოსანმა გუნდმა "გალათასარაის" მოუგო. თუმცა ჩვენებურის წვლილი მოკრძალებულია, ის მოედანზე 91-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმრებმა ამის მერე გაიტანეს, თუმცა მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს - 4:1.

საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილის (86-ე წუთზე შევიდა) "ლევადიაკოსი" შინ "იანინას" 1:1 დაუზავდა.

ბელგია. პროქსიმუსლიგა. ლევან შენგელიას "ტუბიცემ" 2:0 მოუგო "სერკლ ბრიუგეს". ჩვენებურს არ უთამაშია.

რუსეთი. პრემიერლიგა. თედო გრიგალაშვილი ტრავმირებულია, მისმა "ტერეკმა" 3:2 დაამარცხა "ანჟი".

ჯანო ანანიძე (სიცხე) "სპარტაკის" განაცხადში არ ყოფილა "როსტოვთან" საგარეო მარცხში - 0:2. ნიკა კაჭარავა კი კვლავ ელის "როსტოვში" დებიუტს, ის სათადარიგო იყო.

"რუბინი" სტუმრად "ლოკომოტივთან" დამარცხდა. წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ (6,5 ბალი "ჩემპიონატისგან").

ორი ქართველი გოლკიპერის, ნუკრი რევიშვილისა და გიორგი ლორიას დუელი დღეისთვის გადმოიდო. მიზეზი ისაა, რომ "კრილია სოვეტოვის" თვითმფრინავი სარანსკში ვერ დაეშვა. "მორდოვიას" წარმომადგენლები სტუმართათვის წაგების ჩათვლას ითხოვდნენ, მაგრამ თამაში 4 აპრილს გადმოიტანეს.

I დივიზიონი. ზურაბ არზიანის (90 წთ.) "არმავირი" შინ "შინიკთან" 0:2 დამარცხდა.

"სკა-ენერგია" "ზენიტის" დუბლებს 0:0 დაუზავდა. გიორგი ნავალოვსკიმ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ილურიძე 83-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

უკრაინა. პრემიერლიგა. ჯაბა ლიპარტიას (სათადარიგო) "ზორიამ" 4:1 გაანადგურა ბუბა დაუშვილის (65-ე წუთზე შევიდა) "კარპატი".

ტრავმირებული დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" კი შინ კიევის "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა.

ოდესის "ჩერნომორეცი" სტუმრად "ვოლინს" დაუზავდა - 1:1. დავით ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და მან სრულად ითამაშა ოდესელთა რიგებში, მისი გუნდელი გიორგი გადრანი კი ჯერ ტრავმირებულია.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლადო დვალიშვილი "პოგონის" რიგებში 75-ე წუთზე გამოჩნდა აუტსაიდერ "გორნიკთან" საგარეო შეხვედრაში. ანგარიში უკვე 1:1 იყო და მატჩი ასეც დასრულდა.

პოზნანში ლაშა დვალის (90 წთ) "შლიონსკმა" 1:0 იმარჯვა "ლეხზე".

I ლიგა. დავით მაკარაძის "სუვალკი" "კლუჩბორკს" 2:2 დაუზავდა. ჩვენებური განაცხადში არ იყო.

დანია. სასლიგა. მათე ვაწაძე "ორჰუსის" განაცხადშიც ვერ ვიხილეთ. მისმა გუნდმა შინ 1:1 ითამაშა აუტსაიდერ "ჰობროსთან".

I ლიგა. დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" "როსკილდე" 6:2 გაანადგურა. ჩვენებურმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა. ეს მხოლოდ მეორე დუბლია წლეულს ქართული ლეგიონის ანგარიშზე.

ნორვეგია. გიორგი გოროზიას (მე-60 წუთზე შევიდა) "სტაბეკმა" სეზონი ცუდად დაიწყო. გუნდი ზედიზედ მესამე ტურში დამარცხდა, ამჯერად, "ბოდო გლიმტთან" - 1:3.

ჩეხეთი. ზურაბ ცისკარიძის (90 წ.) "ტეპლიცე" შინ 0:1 დამარცხდა "ბრნოსთან".

ლევან ყენიას "სლავიამ" პრაღის დერბი მოუგო "დუკლას" - 1:0. ჩვენებური სათადარიგო იყო.

სლოვაკეთი. აკაკი ხუბუტია "მიხალოვცეს" განაცხადში არ ყოფილა, მისი გუნდი კი სტუმრად "პოდბრეზოვასთან" 0:2 დამარცხდა.

კვიპროსი. თემურ ქეცბაია "ფორ ფორ თუ"-მ მარტის თვის ევროპის ხუთ საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელა. ამ ტურში მისმა აპოელ-მა ბოლო წამს გადაარჩინა თამაში "აპოლონთან" - 2:2. სამი ტურით ადრე ქეცბაია ახლოს არის მიზანთან - ჩემპიონობასთან.

ირაკლი მაისურაძის "ანორთოსისმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ნეა სალამინას". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. ის პირველ ტაიმში გააფრთხილეს.

დასარჩენად მებრძოლ ექვსეულში "არისი" "ახნასს" 2:2 ეთამაშა. სტუმრებმა ანგარიში შოთა გრიგალაშვილის გოლით გახსნეს. ჩვენებური 87-ე წუთზე შეცვალეს. მისმა ძმამ, ელგუჯამ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს). რევაზ ბარაბაძე "ახნასის" განაცხადში არ ყოფილა.

ლევან ხმალაძის (პირველი ტაიმი ითამაშა) "პაფოსი" შინ 1:1 დაუზავდა აელ-ს.

ბელორუსი. ექსსიონელი პაპუნა მოსემღვდლიშვილისა (36-ე წუთზე შეცვალეს) და იაკობ აფხაზავას (სათადარიგო) "სლავია" "სლუცკს" 1:1 ეთამაშა.

ვალერიან გვილიას (90 წთ.) "მინსკმა" 1:0 მოუგო "ვიტებსკს".

ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილი "ფლორას" განაცხადში არ ყოფილა "ინფონეტთან" საგარეო მატჩში (1:1).

მოლდოვა. გურამ მაღალდაძის (90 წთ.) "საქსანი" სტუმრად "ზარიასთან" 0:2 დამარცხდა.

აზერბაიჯანი. ნუგზარ კვირტიასა (68-ე წუთზე შევიდა) და სანდრო გურულის (სათადარიგო) აზალ-მა 3:0 მოუგო "ქიაფაზს".

ზაურ სვანაძის "ინტერი" სტუმრად "გაბალას" დაუზავდა - 0:0. ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა სალუქვაძემ (გააფრთხილეს) და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ლომაია თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, ლაშა კასრაძე სათადარიგო გახლდათ.

სომხეთი. გიორგი ხუბუას (90 წთ.) "არარატი" დაუზავდა "შირაქს" - 1:1.

გოგიტა გოგატიშვილის (90 წთ.) "განძასარმა" 2:1 მოუგო "ბანანცს".

ყაზახეთი. გოგიტა გოგუას "ირტიშმა" 3:0 მოუგო "ატირაუს". 81-ე წუთზე მატჩის მესამე გოლი გოგუამ გაიტანა. ეს ქართველის სადებიუტო გოლია ყაზახეთის ჩემპიონატში.

იხილეთ ვიდეო

უზბეკეთი. ამას წინათ კახა მახარაძემ უზბეკეთის თასზე "ლოკომოტივში" პირველი გოლი გაიტანა. ახლა 28 წლის ქართველმა გოლის გატანა ჩემპიონატშიც შეძლო. III ტურში "ლოკომოტივმა" ფერღანის "ნეფთჩი" 4:0 გაანადგურა. სტუმართა კარში ბოლო გოლი მატჩის 76-ე წუთზე სწორედ მახარაძემ გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი კვესიეშვილის (90) "ყიზილყუმმა" 2:1 მოუგო "ოლმალიქს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dave
მდააა, ვერაა სახარბიელო სიტუაცია... სათადარიგო იყო, შევიდა 75 წუთზე, განაცხადში ვერ მოხვდა... ასე ნამდვილად ვერ გავფრინდებით და ყაზახეთთან ფრე სანატრელი გაგვიხდება :( კაი, ყაზაიშვილზე არ ითქმის რაღაც გაუგებრობაა მაგრამ აი დანარჩენების ადგილზე მე მაგრად შემრცხვებოდა...
luk
Sadac Arian ik ar tamashoben... Mere gamovlen profesorebi yazaxets rato ver ugebto? Pexburteli to tveshi ertxel itamashebs isic 10 wuti mwvrtnels ra unda motxovo?!
georgian
სამარცხვინოა ეს ყველაფერი!! რატომ აქვს ამ ხალხს ამბიცია რომ ჯგუფიდან გავიდეთ ძაან მიკვირს ხოლმე..
levani kaxeti
ეჰ, მე პაპუნაშვილზე მტკივა გული, რაზე დაიღუპა (თუ დაღუპეს) თავი ამ ბავშვმა, ნუთუ გვერდით ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი მაინც არ ჰყავდა, რომ ნორმალური რჩევა მიეცა?.....
kika
ალბათ პურის ფულს უხდიან ჩვენ ლეგიონერებს აბა მეტს მაინც ვერ თამაშობენ.
მურთაზი
მართლა ჭ კლასის გუნდებში არიან გაფორმებულები და არც იქ ათამაშებენ ხელფასს მაინც თუ უხდიან ამ ტურისტებს
niko
ისე მემგონი ამ ხალხს იმიტომ იძახებენ რახან ლეგიონერები არიან, ლეგიონერი უნდა გერქვას ალბათ, ამათ დინამო რომ ამ წუთას აქციონ საბაზო გუნდად მემგონი ჯობია, ბევრად სწრაფ და შეთამაშებულ ფეხბურთს თამაშობენ, რამოდენიმე ლეგიონერი დაუმატონ მაგალითად აბურჯანია, ყაზაიშვილი, კაშია, კვირკველია, მეკარეები...
kika
ამ გუნდებიდან 70 პროცენტს დინამო ბევრად ჯობს თამაშით ჭ კლასის გუნდებშიც ვერ თამაშობენ ჩვენი ლეგიონერები.
llcl
მოკლედ ესენი კლუბებში თამაშობენ, ენის ნამდვილად კარგი სავარჯიშოა, არა მარტო დასამახსოვრებლად, გამოსათქმელადაც მაგარი რთულია
იკა
რა გინდათნაკრების მწვრთნელთან აგერ არის სურათი სად თამაშობენ და როგორ .
მეცინება
ვისაც ფეხბურთი არ ესმის, რომ წაიკთხოს იფიქრებს, ქართველებს ფეხბურთში მსოფლიო დაუპყრიათო. მოდებული არიან მთელ მსოფლიოს და ალბათ მაგრები არიანო. არადა 11 კაცს ვერ ვაგროვებთ ყაზახეთს რომ თანაბრად ეთამაშონ.
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
დავით სხირტლაძე დანიის "ვიბორგში" გადავიდა
შოთა და ტაშკენტის "ფახთაქორი"? არველაძე არ ჩქარობს...
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
ლეგიონის უქმეები: ქართველი ფეხბურთელების 11 გოლი! [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
ლეგიონის ანონსი: დავით ხოჭოლავას "ეტიჰადზე" ვიხილავთ
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
[ლეგიონი] გოლი და საგოლე, ტაბიძე სრულად და ჯანო ჩემპიონობისკენ [VIDEO]
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
ლეგიონის ანონსი: შედგება კაჭარავა VS მერებაშვილი?
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ლეგიონის უქმეები: 3 გოლი, მჭედლიძის დაბრუნება, კიტეიშვილის დებიუტი [VIDEO]
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
შოთა არველაძის დანიშვნა ტაშკენტის "ფახთაქორში" გადაწყვეტილია
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სხირტლაძე: ესტონეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ, სხვა სცენარი არ განიხილება
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა
სხირტლაძე: 19-ში ყველა სტადიონზე! - შემდეგ ეტაპზე ვართ გასასვლელი
შოთა არველაძეს "ფახთაქორის" გაძლიერება ქართველი ნახევარმცველით სურს
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
დავით სხირტლაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
ქართული ლეგიონის "შაბათობა" - 4 გოლი [VIDEO]
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
თბილისის "დინამო" დავით სხირტლაძემაც დატოვა - დედაქალაქური გუნდის ყოფილი კაპიტანი თურქეთში წავიდა
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...