მატჩის მერე გაირკვა, რომ 28 წლის მეკარემ კუნთი გაიწყვიტა
რევაზ თევდორაძისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა. თბილისის "ლოკომოტივის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი მარტვილის "მერანთან" ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში დაშავდა - მატჩის მერე გაირკვა, რომ 28 წლის მეკარემ კუნთი გაიწყვიტა.

"ფეხი თამაშამდეც, მთელი ერთი თვე მაწუხებდა, მაგრამ მკურნალობას ექვემდებარებოდა. ამ პერიოდში, "ლოკომოტივს" მნიშვნელოვანი თამაშები ჰქონდა და ამის გამო თავს დასვენების უფლება ვერ მივეცი. სამწუხაროდ, ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვეღარ გავძელი.

ეს "მერანთან" თამაშის ბოლოს მომივიდა, როცა გამოსვლაზე ვთამაშობდი და კუნთი ნაწილობრივ გავიწყვიტე. ჩვენ 3 შეცვლა გაკეთებული გვქონდა და მოედნიდან ვეღარ გავედი", - ამბობს თევდორაძე და იქვე აგრძელებს:

"სამკურნალოდ თვე-ნახევარი დამჭირდება, სრულ დატვირთვებზე კი მხოლოდ ამის შემდეგ გადავალ. ასე რომ, ჩემთვის სეზონი დასრულებულია. არადა, "ლოკომოტივში" ძალიან მაგარი სეზონი მქონდა. სულ 10 თამაში ჩავატარე, საიდანაც 6 მატჩში გოლი არ გავუშვი და იმედი მქონდა, სეზონის ბოლომდე კიდევ უკეთეს ფორმაში შევიდოდი. გული მწყდება, რომ ასე მოხდა".

მართლაც ცუდია ამბავია, კარგი კი ბოლოსთვის შემოვინახეთ: ტრავმირებული იყო თბილისის "დინამოსა" და ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები მათე ცინცაძე, რომელიც მეორე წრეში გუნდს ვერ ეხმარებოდა, მაგრამ 20 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ვარჯიში განაახლა და მოედანსაც, წესით, მალე დაუბრუნდება.

"თერჯოლის "საპოვნელასთან" მეორე წრის პირველივე შეხვედრაში დავშავდი და მენისკის ოპერაცია გავიკეთე. მერე კი საკმაოდ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი გავიარე და ახლა თავს კარგად ვგრძნობ, გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე დავიწყე და იმედია, ფორმასაც მალე აღვიდგენ", - იმედოვნებს ცინცაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"არ ვაპირებთ, ჯოხი ვინმეზე გადავტეხოთ!"... "ლოკომოტივის" სამი პრობლემა
ეროვნული ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეროვნული ლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ლოკომოტივი-ჩიხურა 5:0 - მხუთავი სიამოვნება [VIDEO]
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივმა" "დილას" მოუგო
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა