20 აპრილს ბელორუსის ქალაქ ბრესტიდან სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ
20 აპრილს ბელორუსის ქალაქ ბრესტიდან სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ - ქართველმა მოცურავემ, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულმა და პრიზიორმა თეიმურაზ კობახიძემ ამ ქვეყნის ღია პირველობაზე, რომელიც სალიცენზიო ტურნირიცაა, 200 მეტრი თავისუფალი ყაიდით წუთსა და 51,45 წამში დაფარა, რაც სალიცენზიო დროზე 0,30 წამით უკეთესი აღმოჩნდა და რიოს საგზური მოიპოვა.

ასპარეზობის პირველი დღის დილის საკვალიფიკაციო გაცურვაში თეიმურაზ კობახიძე 28 მონაწილეს შორის მეორე (1:52.98) იყო. ფინალში მან საგრძნობლად გააუმჯობესა (1:51.45) საკუთარი დილის შედეგი, საქართველოს რეკორდი (1:51.84) და ტურნირის ვერცხლის მედალთან ერთად, როგორც აღვნიშნეთ, რიოს ოლიმპიადის ლიცენზიაც (1:51.75) დაისაკუთრა, რაც საქართველოსთვის 28-ე ლიცენზიაა რიოს ოლიმპიადაზე.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თეიმურაზ კობახიძე მეორე მოცურავეა, რომელმაც ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო დრო შეასრულა.

ირაკლი ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე 100 მეტრი ბრასით 1:04.59 წამში გაცურა და მე-5 ადგილი დაიკავა. ამავე დისტანციაზე ლევან ბახტურიძემ პირადი საუკეთესო შედეგი 2 წამით გააუმჯობესა (1:06.34) (684 ქულა) და ამ დისტანციაზე სპორტის ოსტატობის ნორმატივი პირველად შეასრულა.

დანარჩენი შედეგები: 100 მ თავისუფალი ყაიდა. გიორგი ბიგანიშვილი (52,80), ელენე ბერაია (1:02.54), 100 მ ბატერფლაი. აკაკი ვაშაკიძე (57,25), 50 მ გულაღმა ცურვა. აკაკი ვაშაკიძე (28,20), 50 მ ბრასი. მერი მუმლაძე (35,07), რუსუდან გოგინაშვილი (36,74), 100 მ გულაღმა ცურვა. რუსუდან გოგინაშვილი (1.11,40).

ჯუდერ ბიჭიკაშვილმა 100 მეტრი თავისუფალი ყაიდით 55.91 წამში დაფარა. შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ იგი ავტოავარიაში მოყვა და შეჯიბრებისთვის სათანადოდ მომზადება ვერ მოასწრო.

საასპარეზოდ არ გასულა ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ფილტვების ანთების დიაგნოზით ბრესტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს