"ზუგდიდი" და მარტვილის "მერანი" ბრალდებებს პასუხობენ
"ზუგდიდის" წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილმა უპასუხა.

"ზოგიერთ ჟურნალისტს, გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით, წითელი ხაზგამყოფი სატურნირო ცხრილის ქვედა საფეხურზე მყოფი გუნდებიდან რატომღაც სამეგრელოს რეგიონის გუნდებზე - "ზუგდიდსა" და "მერანზე" აქვს გავლებული და ორივე გუნდი პირდაპირაა დადანაშაულებული.

ჩვენი კლუბი ორიენტირებულია მომავალ საშინაო თამაშებზე, რომლებშიც უმაღლეს ლიგაში ჩვენი დარჩენა-არდარჩენის საკითხი უნდა გადაწყდეს. აღარ მინდა ვინმეს პოლემიკაში შევყვე, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებით ჩვენი კლუბის მისამართით რა ვარაუდები, ეჭვები და ბრალდებებიც გაჟღერდა, სრული აბსურდი და ცინიზმია.

ზოგიერთ ჟურნალისტს ავიწყდება თავისი მოვალეობები, ეთიკური სტანდარტი და რატომღაც შეთქმულების თეორიით მსჯელობს, ამ ყველაფერს კი ერთ-ერთი, ცინიკურად, "მეგრელების საქმედ" მოიხსენიებს.

ეს ნამდვილად არ არის პირველი შემთხვევა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, მიზანმიმართულ ქმედებებთან ხომ არა გვაქვს საქმე. ამიტომ მივმართავ სპორტულ მედიას, ზედა ეწერის სტადიონზე დარჩენილ საშინაო ტურებში მოავლინეთ თქვენი წარმომადგენლები, რათა ანალიზი და დასკვნები ყოველგვარი ეჭვის გარეშე გაკეთდეს. გარიგებული თამაშების შედეგი, ჩვენი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად არ გვეტყობა", - ამბობს ინალიშვილი.

ზუგდიდელთა დირექტორი თერჯოლის "საპოვნელას" დირექტორ მირიან გეწაძის კომენტარებში გაჟღერებულ ეჭვებსაც შეეხო:

"მზად ვარ, ნებისმიერ კითხვაზე ღიად და საჯაროდ გავცე პასუხი, ხოლო "საპოვნელა"-"ზუგდიდის" მატჩზე მსაჯების მიერ პენალტის დანიშვნა-არდანიშვნის მართლზომიერების შესაფასებლად, სათანადო განყოფილებები არსებობს. თუ ბატონ მირიანს ამასთან დაკავშირებითაც ეჭვები და კითხვები აქვს, პასუხის გასაცემად მზად ვარ. ერთ დეტალზე კი მას პირდაპირ ვპასუხობ - ნამდვილად არცერთ ზუგდიდელს არ აძლევს ხელს საკუთარი გუნდის უმაღლესი ლიგიდან გავარდნა, ხოლო ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა ისეთი ტემპით მიმდინარეობს, დავრჩებით თუ არა უმაღლეს ლიგაში, მის მშენებლობის პროცესს ეს ხელს არანაირად არ შეუშლის, ვინაიდან პროექტის მიხედვით, ზუგდიდის ახალი სტადიონი 2017 წლის სექტემბერში უნდა გაიხსნას".

"ლელოში" თერჯოლის "საპოვნელას" დირექტორ მირიან გეწაძის მიერ გაკეთებულ კომენტარსა და ერთ-ერთი სპორტული გამოცემის მიერ მარტვილის "მერანის" მიმართ წაყენებულ ბრალდებებს "მერანის" დირექტორი ელდარ ბაკურიაც გამოეხმაურა.

"მარტვილის "მერანი" ეროვნულ ჩემპიონატში პატიოსნად, ღირსეულად თამაშობს. ჩვენი ფეხბურთელები თითოეული ქულისთვის მაქსიმუმს აკეთებენ და ფაქტების გარეშე, უსაფუძვლო ბრალდებები და ცილისწამება არა მარტო "მერანს", ზოგადად, ქართულ ფეხბურთს ვნებს.

მირიან გეწაძემ და ინტერნეტგამოცემამ უნდა დაამტკიცონ, რა ეჭვებსაც გამოთქვამენ. ამ განცხადებით ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და ხელმძღვანელობას, რაც ჩვენთვის მიუღებელია და თუ ვინმეს რამე ეჭვები აქვს, ფაქტებით უნდა ილაპარაკოს! ის, რომ გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდა, ეს ფეხბურთელების თავდაუზოგავი შრომის, სამწვრთნელო შტაბის ნაყოფიერი მუშაობისა და ზოგადად, კლუბის მიერ არჩეული სწორი კურსის შედეგია და არა იმის, რაც ამ უსაფუძვლო ეჭვებში გაჟღერდა.

აქედან გამომდინარე, როცა ფაქტები არა აქვთ, ყველას მოვუწოდებ მსგავსი განცხადებისგან თავი შეიკავოს", - ამბობს ბაკურია.

P.S. სფფ-მ "ზუგდიდს" ზედა ეწერის სტადიონზე საშინაო მატჩების გამართვის ნება დართო. 23 აპრილს იური ბაკალოვის შეგირდები "ლოკომოტივს" უმასპინძლებენ. საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი და აქედან 4 მატჩს "ზუგდიდი" საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VENDETTA
FCB. Mართალი ხარ, არც წითელს ამოუღებდა და ის არ ჩათვლილი გოლი სასტვენის მერე გავიდა. Vადაჭკორია რო დასაჯეს, მან გამოტოვა რამოდენიმე ტური.ყრუაშვილს არ გამოატოვებინეს, ესეიგი გაამართლა ფედერაციამ. Xოდა მოთხოვოს პასუხი საპოვნელამ ფედერაციას და გალახონ კიდევ ეგ მსაჯი.
fcb
რაც ვნახე ამ თამაშზე,საპოვნელას არ ჩათვლილი გოლი სასტვენის მერე გავიდა, ასე რომ გოლს ვერ ჩათვლიდა. ისე წითელ ბარათსასაც არ ამოუღებდა ზუგდიდს ჩაწყობილი რომ ყოფილიყო!
dato-s
ნამუსი საერთოდ დაკარგე მაგას რომ ამბობ? ვინ იდგა მაღლა?... მაღლა მსაჯი იდგა მანდ ვინც უნამუსოდ წაგლიჯა საპოვნელას 3 ქულა
dato
უკაცრავდ მაგრამ რომანდო დავიჯერო ზუგდიდ საპვნელას მატჩი ნახე ანდ საერტოგ ზუგდიდი ბევრად მაGLა დგას საპოვენელაზე
romandro
მე როგორც ნეიტრალური გულშემატკივარი ორივე კლუბს დიდ პატივს ვცემ,მაგრამ რაც ვიდეო ჩანაწერზე ვნახე ნათლად ჩანს რომ საპოვნელას წინააღმდეგ მოქმედებდნენ არბიტრები, თერთმეტ მეტრიანი რომელიც საპოვნელას კარში დაინიშნა ასეთ პენალტს ზუგდიდის კარში რომარდადობდა ესეც ნათელია(და ის გოლი რომელიც არ ჩაითვალა პირიქით რომ გასულიყო აუცილებლად ჩაითვლებოდა) როგორც დინამოსთან თამაშისდროსაც მოექცა არბიტრი,თუ ვინმე ფიქრობს რომ პენალტი ობიექტურად დანიშნა მსაჯმა, მაშინ გულწრფელად თქვით,იგივე რომ საპოვნელას ფეხბურთელს გაეკეთებინა როგორც დინამოელმა კიტეიშვილმა, დანიშნავდა კი ეგეთ პენალტს დინამოს კარში?
VENDETTA
რაო მირიან? :)) უპასუხე ახლა და დაამტკიცე ის რაც შენი პირიდან ამოვიდა.
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა