საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში ინტერესთან ერთად იმატა სატურნირო დაძაბულობამაც, რაც გამოიხატა იმაში, რომ რამდენიმე კლუბის წარმომადგენელმა ვერ შეძლო ემოციების გაკონტროლება და მათი ქმედებები როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ასევე, კონკრეტული პიროვნებების მხრიდან დაფიქსირდა მასმედიის მეშვეობით გავრცელებელი დაუსაბუთებელი ბრალდებები, რაც სფფ-ის შესაბამისი სამსახურების მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩება.მსგავსი გადაცდომების მიმართ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია შეუვალია და მომავალშიც ასევე შეურიგებელი იქნება.

სფფ ამა წლის თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოს. ამასთან დაკავშირებით, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებზე, გზავნის რა მობილურ ჯგუფებს როგორც უმაღლესი ლიგის ყველა მატჩზე, ასევე პირველი და მეორე ლიგის შეხვედრებზე ინფორმაციის პირველწყაროდან მოპოვების მიზნით. ხოლო ამ და სხვა გზებით სათანადო მტკიცებულებების მოძიების შემთხვევაში გადასცემს მათ შსს-ს შესაბამისი რეაგირებისთვის.

ამას გარდა სფფ თანამშრომლობს უეფასთან, თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ტოლერანტული მსგავსი პროცესების მიმართ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომავალშიც განაგრძობს მუშაობას, როგორც მატჩების მანიპულირების ფაქტების გამოვლენის, ისე მათი სამართალწარმოებაში გადაცემის და დანაშაულის პრევენციის კუთხით.

სფფ მიმართავს ქართული ფეხბურთის ყველა კეთილისმსურველს, გარიგებული მატჩების ან დანაშაულის შემცველი სხვა ფაქტის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მიმართოს სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურს ან აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენი მხრიდან ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

ამავე დროს შეგახსენებთ, რომ სფფ-ის ყველა სუბიექტი ვალდებულია, არ გააკეთოს საჯარო განცხადება ამ წესის გვერდის ავლით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება სადისციპლინო კოდექსით გათვალისწინებული ზომები". - ნათქვამია განცხადებაში.

gff.ge

gio zesta
მთელი უმალესი ლიგა გარიგებული თამაშებია, რა არი დაუსაბუთებელი თქვენ ხო არ გძმარავთ. ზესტაფონი შეეწირა მაგ სიბინძურეს და ახლა კიდე ერთი იმერული გუნდი ეწირება, ვინ იქნება შემდეგი?... ვაი ჩვენს პატრონს....
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება