საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
გადაღლილი ჩანდა "სამტრედიასთან" უპრინციპულეს მატჩში "ჩიხურა" და ეს ბუნებრივიც იყო - მას ხომ 8 დღეში ორი ურთულესი შეხვედრის ჩატარება მოუწია თბილისის "დინამოსთან". ამას გუნდის "მოტორის", დობროვოლსკის არყოფნაც დაემატა, მე-17 წუთზე კი "ქვა აღმართში მიეწია" - თამაშის დაწყებისთანავე ტრავმის გამო მიხეილ სარდალიშვილი შესაცვლელი შეიქნა...

მიუხედავად ამისა, კორიფაძე, კირკიტაძე, კუჭუხიძე, ვოლკოვი და სხვები მაინც ახერხებდნენ მოწინააღმდეგის საჯარიმოში არეულობების შექმნას.

გულხელდაკრეფილნი არც მოზომილად ფრთხილი სამტრედიელები იყვნენ, მათაც ჰქონდათ მომენტები. ორივე შემთხვევაში უშეცდომოდ ირჯებოდნენ მცველები და მეკარეები.

31-ე წუთზე კაშიამ სასწაულებრივი სიზუსტის შორეული პასი მისცა ვოლკოვს, რომელიც თითქმის გასული იყო მეკარესთან პირისპირ, როცა ცინცაძემ მოცელა. სასჯელი ორმაგად უმაღლესი გამოდგა - დავით ხარიტონაშვილმა პენალტიც დანიშნა და მცველიც გააძევა. 11-მეტრიანის ნიშნულიდან კარგად დაარტყა ჭანკოტაძემ - 1:0.

33-ე და მე-40 წუთებზე კირკიტაძე და ჭანკოტაძე ამაოდ ეცადნენ, პირველ ტაიმშივე მოეთავებინათ საქმე, მაგრამ კინაღამ აქეთ მიიღეს გოლი - მეკარესთან პირისპირ გასულ რაჟამაშვილს დროულად ჩაუწვა დინო ჰამზიჩი და ფეხიდან ააცალა ბურთი.

ალბათ, უიღბლობა ჰქვია მომენტს, რომელიც კირკიტაძეს ორჯერ შეექმნა ტაიმის მიწურულს და ორივეჯერ - ვერგატანა უფრო იოლი იყო გატანაზე.

ასეა თუ ისე, საგრძნობლად არა, მაგრამ პირველ ტაიმში უკეთ მაინც საჩხერელები გამოიყურებოდნენ. მეორე ტაიმი კი ისეთი რიხითა და შემართებით დაიწყეს "ვა-ბანკზე" წასულმა სამტრედიელებმა, სულაც არაფერში ეტყობოდათ კაცნაკლულობა. მოვლენებიც კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა.

48-ე წუთზე რაჟამაშვილს შეეძლო გატანა, რომ არა მეკარის ბრწყინვალე რეაქცია, მერე კი - მატჩის საუკეთესო მოთამაშე (ჩვენი აზრით) ჯიქიას. იგივე შეიძლება ითქვას თამაშის გამამწვავებელ მუმლაძეზეც, ვუკასოვიჩსა და კუჭუხიძეზეც.

მეკარისა და დაცვის საიმედოობა მოსინჯეს ენდელაძემაც, შერგელაშვილმაც და ზივზივაძემაც, 76-ე წუთზე კი იოსელიანის უნაკლოდ დარტყმული აუღებელთა კატეგორიისა იყო - 1:1.

მე-80 წუთზე საჩხერელებს მაინც შეეძლოთ მატჩის გადარჩენა - საოცარია, როგორ ვერ გაიტანა ორიოდე მეტრიდან მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დეკანოიძემ.

სიტყვა "გადარჩენა" შემთხვევით არ გვიხსენებია: გათამაშების ცხრილში გუნდების მდგომარეობიდან (და არა თამაშიდან) გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ "ჩიხურამ" 2 ქულა დაკარგა, "სამტრედიამ" კი ერთი მოიპოვა და ალალად იმსახურებდა კიდეც.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური

24.04. ივანწმინდა

ჩიხურა-სამტრედია 1:1

გოლები: 1:0 ჭანკოტაძე (31-პენ), 1:1 იოსელიანი (76)

ჩიხურა: ჰამზიჩი, თ. კირკიტაძე (46. მუმლაძე), განუგრავა, კუჭუხიძე, კორიფაძე, ვოლკოვი (67. დეკანოიძე), სარდალიშვილი (19. ჭანკოტაძე), ვუკასოვიჩი, ჩიკვაიძე, კაშია, რეხვიაშვილი.

სათადარიგოები: კუპატაძე, ლოვრეჩიჩი, დობროვოლსკი, ჯოხაძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, ცინცაძე, შერგელაშვილი, ცნობილაძე, დათუნაიშვილი, სიხარულიძე (40. ენდელაძე), რაჟამაშვილი (69. მარკოზაშვილი), ზივზივაძე, ჯიქია (71. იოსელიანი).

სათადარიგოები: მეშველიანი, კერძევაძე, ახალაძე, მთიულიშვილი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილება: მარკოზაშვილი (68), ენდელაძე (83), დათუნაიშვილი (87)

გაძევება: ცინცაძე (31)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები

გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 20

ო. მარცვალაძე (დილა) 15

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15

ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13

ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVII ტური

30 აპრილი, შაბათი

ზუგდიდი-საბურთალო

ლოკომოტივი-დილა

მერანი-კოლხეთი

სამტრედია-დინამო (თბ)

გურია-ჩიხურა

საპოვნელა-დინამო (ბთ)

შუქურა-ტორპედო

სიონი-ცხინვალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VENDETTA
მსაჯების ბრალი ყოფილა :D :D :D რა ოპსაიტები? :DDD პენალი იყო და წითელი იყო 100000%. ერთი-ერთზე წააქცია მეკარესთან და მეტი წითელი რა არის აბა?!
chixura
მე თავიდან ბოლომდე ვუყურე თამაშს და შევეცდები რეალობა გადმოვიტანო აქ.(1)ძალიან მებრძოლი გუნდი ყავს სამტრედიას.გამოკლებით იმ სირკო ზოგზოგიერთი ბალექშიკის გარდა.ჩემი თვალით მაინც არ დამენახა ამხელა რიყის ქვა რომ დაითრია იმ ...ვითომ მამაკაცმა ეგ ერთი.რაცხა არ მომესმა და კიდევ კაი არც მომესმა.ვინც არ ხტუნავს ჩიხურააო რაც წინა თამაშზე აშკარათ დედედებს.იტყ სამტრეედიაში(#)გამოგიჭერიათ 1 ბიჭი ამდენ დასირებულს და გიცემიათ.მაგ გაგვეგო მაშინვე ვინ იხტუნებდა მაგასაც ვნახავდით
gia
Saertod reebs wer ukugma ijeqi tamashzee? Chxeres opsaitebi ro gautara msajmaa is rato ar dawere.. penali dasadebi iyo , magram kaci ar iyo gasagdebii.. agram samtrediam mainc wamoigo qula kacnaklulmaa.. msajebi xo saertod askarad chagraven samtredias.. ertaderti gundia samtredia romelic ar maimunobs da yvela tamashis mosagebad gadis.. naxevari gundi gamotovebs exla dinamostan samtredia. Msaji gamiznulad arigebda yvitlebs dinamostan ro ver etamashat..
dcsafs
კიდევ მე დავამატებდი.უზრდელი ბალექშიკები არ გყვავს.თქვენგან გამოკლებით...თუ იყავით იმ თამაშზე გეცოდინებათ კარგათ
jango
სამტრედიამაც 2 ქულა დაკარგა და ნუ წერ სასაცილოს ლაშხო. ჩიხურას ტადარიგში არა მართო ტავსი ტამაშები აქვს, არამედ სამტერდიას თამაშები აქვს, მათ შორის ბოლო ტურში სიონთან, რომელსაც არნაირად არ დათმობს და ეს იქნება საცხერლებისათვსი მეოთე ადგილის საჩუქარი, თუკი მანამ არ წაიფორხილეს. სამტრედიოას კი მეორე ადგილის პრობლემა აქვს, თუკი დინამოს გარანტირებულად არ მოუგო 30-ში, რასაც იმედია შეეცდება და ახალგამოჩეკილ ჩემპიონს პირველ ცრემლებსაც დააყრევინებს.
dcsaf
თამაზ ლაშხი, ჩიხურას გულშემატკივარი ხარ? კიდე რას დაამატებდი მაგათ სასახელოდ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სამთვენახევარია ფეხბურთელებს ხელფასი არ მიგვიღია... სფფ-მ "ზუგდიდს" ვადა მისცა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
მარკო ვუკაშოვიჩი: გაგიკვირდათ, უნგრეთიდან საქართველოში რომ ჩამოვედი?
მერანი-ჩიხურა 3:2 - მოსალოდნელი მოულოდნელობა [VIDEO]
"ზუგდიდი": მარცხი არაბებთან, გამარჯვება თურქმენებთან
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ვიტ ჯორჯიამ" ყაზახურ "აქტობეზე" ქართული კლუბების ჯავრი იყარა - 5:0 [VIDEO]
უკრაინელი ინვესტორების ამბავი - არის თუ არა ცნობილი მენეჯერი სელიუკი "ზუგდიდის" ახალი მეპატრონე?
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურა" 24 წლის ჩერნოგორიელ ნახევარმცველ მარკო ვუკაშოვიჩს იმატებს
სამტრედია-საბურთალო 8:2 - აწყვეტილები
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
გია ცეცაძემ "სამტრედიაში" ოთხი ფეხბურთელი მიიწვია
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ოთარ გაბელია საქმეს შეუდგა - "ზუგდიდში" "ტომის" მცველს აკვირდებიან
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
სამტრედია-დინამო (თბ) 2:1 - ნერვების თამაში [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]