საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კარიერის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელში გამოაცხადა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დავით სირაძემ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

34 წლის დავით სირაძემ განცხადება სოციალურ ქსელში 25 აპრილს გაავრცელა:

"ძვირფასო მეგობრებო და გულშემატკივრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი საფეხბურთო კარიერა დავასრულე!

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს, რადგან მათი დიდი დამსახურება იყო წარმატებები ჩემს საფეხბურთო კარიერაში. მადლობას ვუხდი გოჩა ავსაჯანიშვილსა და სოსო გილაურს, რომლებმაც პირველი ნაბიჯები გადამადგმევინეს საფეხბურთო გზაზე. ასევე მადლობას ვუხდი კახა ცხადაძეს, რომელმაც მომცა საშუალება და შანსი, ფეხი შემედგა პროფესიონალურ ფეხბურთში. მისმა ნდობამ განაპირობა მთელი ჩემი მომავალი საფეხბურთო კარიერა.

ბედნიერი ვარ იმით, რომ ახდა ჩემი ბავშვობის ოცნება და მე შევძელი მეთამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ისეთი ფეხბურთელების გვერდით დგომა მოედანზე, როგორებიც არიან კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული, რომლებსაც ერთ დროს ტრიბუნიდან ვგულშემატკივრობდი.

დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ შეიძლებოდა უფრო მეტი წარმატებისათვის მიმეღწია ჩემს საფეხბურო კარიერაში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ასე არ მოხდა.

მინდა წარმატება ვუსურვო ქართულ ფეხბურთს. მე მუდამ ვრჩები ქართული ფეხბურთის ქომაგად და ეს ჩემი ვალიცაა.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა დაკავშირებული იქნება ისევ საფეხბურთო სფეროსთან. აქვე მინდა რჩევა მივცე ახალგაზრდა ფეხბურთელებს: იმისათვის, რომ იყო სამაგალითო ფეხბურთელი, საჭიროა იმ წესების დაცვა, რაც აქვს ფეხბურთს - ესაა გულმოდგინე შრომა, რეჟიმი და ნებისყოფა.

სამწუხაროდ, საფეხბურთო კარიერა არც ისე ხანგრძლივია და ყველა ფეხბურთელს ვუსურვებ, რაც შეიძლება ხანგრძლივი იყოს მათი საფეხბურთო გზა. ვთვლი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ შანსი, ითამაშონ უკვე გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით, რათა მათ მიიღონ ცოდნა და გამოცდილება.

დაბოლოს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, რომელთა სიყვარულსა და მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი. მადლობა ყველა იმ თბილი სიტყვისა და დამოკიდებულებისათვის, რომელიც ამ წლების მანძილზე არ დაგიშურებიათ და მინდა აღვნიშნო, რომ გულშემატკივართა მხარდაჭერა უდიდეს როლს თამაშობს ფეხბურთელის შემართებაში!".

სირაძეს ქვეყნის ეროვნულ გუნდში 28 მატჩში უთამაშია, რომლის მაისურით 8 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, სხვადასხვა დროს ის თბილისის "ლოკომოტივის", ბერლინის "უნიონის", ტრირის "აინტრახტის", აუეს "ერცგებირგეს", "პადერბორნის", ნალჩიკის "სპარტაკისა" და ბოლნისის "სიონის" ღირსებას იცავდა. ბოლოს დათო მოლდოვურ "დაჩიაში" გამოდიოდა.

გიო
მადლობა დავით, მახსოვს შენს მიერ გატანილ გოლები, ბოლო წუთზე ბევრჯერ გადაგირჩენია ნაკრები, კაცური კაცი ხარ.
brah
თავით თამაში ამან რო იცოდა ისეთი უნდა
thankfull
დავით გაიხარე, კარგად ბურთაობდი, სულ ჯიგრიანად. წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში
რევაზ პაპუაშვილი
კარგი ოჯახისშვილი, კარგი ფეხბურთელი და ეტყობა კარგი ადამიანიც...
ლუკა
მადლობა დავით სირაძეს! მოედანზე ჩანდა რომ კარგი ფეხბურთელი და კარგი ადამიანი არის. ქართულ ფეხბურთს დააკლდება მისი დონე. იმედია ქართულ ფეხბურთში გააგრძელებს საქმიანობას. მისაბაძი მაგალითი იქნება ახალგაზრდებისთვის.
glexi
ამისთანა ფეხბურთელი არ ათამაშეს, ბოლო წამების კაცი... სერ დავით სირაძე!
sexnia
კაი კაცი ხარ დავით, ყოველთვის გულიანად თამაშობდი,გმერთმა ხელი მოგიმარტოს,წარმატებები!
dave
მადლობა დავით !!! გვახარებდი ეროვნულში თამაშით და შენი მომნდომებით სამაგალითო იყავი. წარმატებებს გისურვებ მომავალ საქმიანობაში.
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
დიდი დაბრუნებები ქართულ ფეხბურთში - ლევან ყენიას წინამორბედები
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
"გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და უკეთესი პირობები გვქონდა?"
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
დავით სირაძე: ირლანდიას განსაკუთრებით ბოლო წუთებზე უნდა ვუფრთხილდეთ!
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ბელორუსთან თავი ფავორიტებად არ უნდა ჩავთვალოთ - გოჩა ჯამარაული - 31 ოქტომბრის დაიჯესტი
ინფრასტრუქტურა: ძიუდოს ახალი დარბაზები
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
გოჩა ჯამარაულმა გამგებლის 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ჩვენ და რუმინელები - უსიამოვნოდ გასახსენებელი...
ვასილ მაისურაძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები დატოვა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"მოულოდნელად გაუჩინარდა, არავის დამშვიდობებია" - ქართველები, რომლებსაც "ციურიხში" უთამაშიათ