ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჯაბა ჯიღაური: მომავალ ევროთასებზე ჩვენ სულ სხვა მიზნები გვაქვს

ჯაბა ჯიღაური: მომავალ ევროთასებზე ჩვენ სულ სხვა მიზნები გვაქვს

"ვინც მიცნობს, იცის, რომ თავიდან ბოლომდე ფეხბურთით ვცხოვრობ"
თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონია. დედაქალაქურმა კლუბმა სანუკვარი ჯილდო პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გაინაღდა. ამ წარმატებაში ძალიან დიდია ჯაბა ჯიღაურის წვლილი. ეს არის 23 წლის ფეხბურთელი, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში რამდენიმე პოზიციაზე. ვფიქრობ, ყველა დაგვეთანხმება - მას კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს.

ამ დროისთვის, საქართველოს ჩემპიონატში ჯაბამ 13 გოლი გაიტანა, რაც მისი ამპლუის ფეხბურთელისთვის შესანიშნავი შედეგია. ზოგადადაც, "დინამოს" თამაშს რომ დააკვირდები, აშკარა გახდება, რომ ჯიღაური გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. შემთხვევითი არ არის, რომ მან "კოლხეთთან" საჩემპიონო შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი...

- ჯაბა, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს ჩემპიონობას!..

- დიდი მადლობა!

- ახლა მიმდინარე სეზონზე გკითხავთ, რომელიც "დინამოსთვის" უკვე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს...

- სეზონი სტაბილურად ჩავატარეთ. ეროვნული ჩემპიონატი რაც დაიწყო, მას შემდეგ პირველი ადგილი არავისთვის დაგვითმია. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ "დინამოს" ჩემპიონობა აბსოლუტურად დამსახურებულია. პირველი წრის დასრულების შემდეგ 5 ქულა იყო უპირატესობა კონკურენტთან. ცოტა კი დაიძაბა ბრძოლა ოქროს მედლებისთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში შევძელით მობილიზება და მჯეროდა, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გავხდებოდით პირველები. ასეც მოხდა. ახლა სეზონის ბოლო ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი - საქართველოს თასის მოგება!

- სეზონი "დინამოში" გია გეგუჩაძემ დაიწყო და იურაი იარაბეკმა გააგრძელა. როგორ მოახერხეთ "გადაწყობა" ერთი მწვრთნელიდან მეორეზე?

- თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ გია გეგუჩაძეს დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის "დინამოს" ჩემპიონობაში. მისი წასვლის შემდეგ იურაი იარაბეკის მოთხოვნებთან შეგუება არ გაგვჭირვებია, რადგან ძალიან ბევრით არ შეცვლილა. ახალი მწვრთნელის პირობებში შედარებით მეტი აქცენტი კეთდება ფიზიკურ ორთაბრძოლებზე. ისევ იმ ფეხბურთს ვთამაშობთ, როგორსაც გეგუჩაძე ითხოვდა ჩვენგან - ტექნიკურს, კომბინაციურს...

- ალბათ, "დინამოს" მეტი კონკურენცია არ აწყენდა...

- მართალი ბრძანდებით. საქართველოს ჩემპიონატში კიდევ 3-4 ძლიერი გუნდიც რომ იყოს, ეს ძალიან წაგვადგებოდა ევროთასებზე. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს პირველობის დონე ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს, მაგრამ ამ პრობლემას ყველა ერთად უნდა მოვერიოთ.

- რას უნდა ველოდოთ "დინამოსგან" ევროთასებზე? ფაქტია, მიმდინარე სეზონისგან განსხვავებით, მოთხოვნა და მოლოდინი მეტია...

- როგორც გახსოვთ, შარშან "გაბალასთან" დავთმეთ ორრაუნდიანი ბრძოლა. მაშინ მთავარი მწვრთნელი ახალი მოსული იყო გუნდში და შეთამაშებისთვის დრო ნაკლები გვქონდა. მომავალ ევროთასებზე ჩვენ სულ სხვა მიზნები გვაქვს. ჩემპიონთა ლიგის, ან ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრა გვინდა - ასეთია ჩვენი მიზანი და ვფიქრობ, ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

ახლა ძალიან კარგი პერიოდი გვიდგას. ყველა ფეხბურთელი ფორმის პიკშია, პროფესიულად უდგება საქმეს... ერთი სიტყვით, გუნდი მომწიფებულია იმისთვის, რომ დადოს შედეგი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველით.

- ეგაა, ევროთასებზე ალექსანდრე იაშვილი დააკლდება "დინამოს"...

- იშვიათია მისნაირი ადამიანი და პროფესიონალი. რა თქმა უნდა, ის ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ ცხოვრების კანონი ასეთია - ოდესღაც ყველაფერი მთავრდება და მთავრდება იაშვილის ბრწყინვალე კარიერაც. თავის დროზე ყველას მოგვიწევს დამშვიდობება ფეხბურთთან.

- ადრეც გქონიათ კარგი სეზონები, მაგრამ საყოველთაო აზრია, რომ ეს სეზონი საუკეთესოა თქვენს კარიერაში. რის ხარჯზე მოხდა ეს?

- მეც ვეთანხმები ამ შეფასებას. მიმდინარე სეზონი მართლაც გამორჩეულია ჩემთვის. ვარჯიში, მონდომება, სწორად ცხოვრება... რა ვიცი... ალბათ, ამან მოიტანა ეს. მწვრთნელებისგან ნდობას ვგრძნობდი და ეს ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გია გეგუჩაძეს - იმდენ რამეზე და ისე მელაპარაკა, ბევრ რაღაცას სხვანაირად შევხედე.

- თუ არიან საქართველოს ჩემპიონატში ისეთი ფეხბურთელები, რომელთა თამაშის ყურებაც გსიამოვნებთ?

- რა თქმა უნდა, არიან ასეთი ფეხბურთელები. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს საქართველოს ჩემპიონატში არ არიან ტაქტიკურად, ტექნიკურად და ფიზიკურად კარგად მომზადებული ფეხბურთელები. ახლა არ დავიწყებ მათ ჩამოთვლას, მაგრამ მოკლედ ვიტყვი - ნამდვილად არიან ასეთი მოთამაშეები და კარგი იქნებოდა, ისინი გაცილებით მეტნი ყოფილიყვნენ...

- მოდით, ცოტათი გადავუხვიოთ თემას. როგორ მოხვედით ფეხბურთში?

- 8 წლის ვიყავი, ფეხბურთზე რომ შევედი. ახლაც თვალწინ მიდგას ის დღე... საბედნიეროდ, ოჯახმა არჩევანი თავიდანვე მომიწონა. თავდაპირველად, სკა-ს სტადიონზე ვვარჯიშობდი. სამწუხაროდ, დღეს აღარ არის ეს სტადიონი... მერე მივხვდი, რომ ფეხბურთელი უნდა გამოვსულიყავი.

- სწავლა სიბერემდეო და... რაზე მუშაობს ახლა ჯაბა ჯიღაური?

- საკუთარი თავის ერთ-ერთი უპირველესი კრიტიკოსი მე ვარ! დასახვეწი და სამუშაო კიდევ ბევრი მაქვს. ყველა თამაშში ვცდილობ, დავინახო ის, რაშიც უნდა მოვუმატო. ამ კითხვას, ალბათ, ორიგინალურად ვერ ვუპასუხებ. ესაა ორთაბრძოლებში მეტად შესვლა, ართმევაზე თამაში, დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა და პირიქით... მოკლედ, სამუშაო ბევრი მაქვს...

- როგორია ჯაბა ჯიღაური მინდვრის მიღმა?

- ვინც მიცნობს, იცის, რომ თავიდან ბოლომდე ფეხბურთით ვცხოვრობ. ეს ჩემთვის ცხოვრების კანონია. ციდან არაფერი ცვივა. ქართველებს ერთი ძალიან კარგი გამოთქმა გვაქვს - რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. ვცდილობ, ბევრი ვიმუშაო, რეჟიმს განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდო. ფეხბურთს მიღმა კი სიკეთის კეთება მიყვარს. მიყვარს ასევე ჩემი ოჯახი, მეგობრები, სამშობლო...

- თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

- ხან მეგობრებთან ვარ, ხან ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ. თუ ტელევიზორში საინტერესო გადაცემაა, ვუყურებ...

- საყვარელი კლუბი?

- ბავშვობიდან "ლივერპულის" ქომაგი ვარ. რა თქმა უნდა, მომწონს "ბარსელონას" თამაში...

- ჯაბა ჯიღაური და საქართველოს ნაკრები...

- ესაა ჩემი ბავშვობის ოცნება და ამავე დროს, ძალიან ფაქიზი თემა პირადად ჩემთვის. ფეხბურთელისთვის არ არის იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე მშობლიური ქვეყნის ჰიმნზე დგომა. ვეცდები, ეს ოცნება ავისრულო!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გიორგი

ამ ბიჭსაც უკვე თავში უვარდება ნელ-ნელა, სულ მოდელებთან და შოუ ბიზნესის ხალხთან დვიჟენიობს და ... სასტავთან. თუ გამოსწორდა და მოუმატა კარგი მომავალი აქვს

• nikalla

დინამომ წააგოსამტრერდიასთან.გორთან ორივე,საჩხერესთან.ე.ი.სამეულში მყოფ გუნდებთან ყველასთან წააგო,ეს რა ჩემპიონია

• _svani_

ვა ევროპა ლიგის პლეიოფამდე აპირებთ მისვლას? (y)

• jango

სამგლოვიარო აღნიშვნა ჩემპიონობისა პირველსავე მატჩზე სამტრედიაში. სამტრედიამ ჩაუტარა მასტერ კლასი დინამოს! ჯაბა წარმატებები, მართლა კაი ბიჭი ხარ! იქნებ სამტრედიაში გადახვიდე?

• jj

კაი თუ კაცი ხარ არ გეიგოს გაბალამ თვარა მოკვდება სიცილითDD

• kote

ფიზიკურად სუსტია და თუ არ იმუშავა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობოსებაზე ევროპაზე ძალიან დაიჩაგრება და არამარტო ჯიღაური....

• jabas

ჯაბა შენ უფრო მაგარი მომავალი გელოდა. 18 წლის ბიჭი დინამოს ძირითადში იყავი. ღმერთმა ქნას ჭკუა ისწავლე. კიდევ გაქვს შანსი ნაკრებში ითამაშო, 23-გინდ 24 წელი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი უნდა იყო. თუ ეს გესმის კდევ გაქვს შანსი. მე მომწონდა შენი თამაში, საჭიროა მეტი სისწრაფე, და გუნდურობა. ასე მგონია ბურთს რომ მიიღებ, გინდა ვინმეს ათოხლო. ეგ ფეხბურთი მოკვდა. მთავარია სწორი გადაწყვეტილება, ან პასი, ან დრიბლინგ, ან ფინტი ან პაუზა, მაგრამ ეს უნდა იყოს სწორი და გუნდისთVის საჭირო. და ბურთზე გახსნა. სულ ეგ არი ფეხბურთი.

• levani kaxeti

თავმდაბალი, წესიერი, შრომისმოყვარე... დღითიდღე იზრდება, იხვეწება და ნამდვილ პროფესიონალად ყალიბდება ეს ბიჭი! გაიხარე ჯაბა, მასე გააგრძელე შვილო და აუცილებლად მიაღწევ შედეგს. ჰო, მართლა: ნუ მიაქცევ ყურადღებას ვიღაც ბოღმიანებს.

• რეზო

ჯანგო–რა გჭირს,თბილისის დინამო ასე რამ შეგაძულა.

• jangos

ჯანგო შენ იცი რომ ზედიზედ მეხუთე თამაშია დინამოს წინააღმდეგ პენალტი ინიშნება? ტექნიკური ფეხბურთელები არიან დინამოში და შესაბამისად ხშირად აქცევენ საპენალტოდ ხშირად ყოფილა თამაშში ისეთი შემთხვევები 3 საპენალტო ეპიზოდი რომ ყოფილა მაგრამ 1 დაუდია მარტო

• jango

ფეხბურთელიც ადამიანია და მის მორალურ განწყობაზე მინდორზე ბევრი რამ მოქმედებს,მეტოქის უხეშობა, ტრიბუნების გინება-ღრიანცელიც. ძალიან მოქმედებს გაშვებული გოლი, ხოლო თამაშს კლავს ან მაქსიმალურად აფუჭებს არაფრისაგან დანიშნული პენალტები, შეიძლება გამარჯვებისათვის განწყობილი კლუბიც კი დასცეს მორალურად. ამიტომაც არ აქვს მნიშვნელობა რომელ წუთზე ან რა ანგარიშის დროს ინიშნება უსამართლო პენალტი, ის გამიზნული არის მეტოქის გასანეიტრალებალდ საბოლოოდ, და იშვიათები თუ უძლებენ ასეთ ზეწოლას. ახლა კი დათვალეთ რამდენი პენალტი დაიდო დინამოს მხარეს, რამდენი იყო სეჭვო და რამდენი მატჩია ესა, უკვე აქედან გახდება ცხადი თუ რა მივიღეთ საბოლოოდ. მეც მსურს რომ ევროპალიგებზე და ჩემპიონთა ლიგაზე ქართული კლუბები წარმატებით გამოვიდნენ, მაგრამ "უმაყურებლო პენალტოჩმეპიონებმა" რა უნდა შესთავაზონ ევროპის კლუბებს მე არ ვიცი.თვით კლუბში სულისკვეთება არის ცოტა გადახრილი ნორმისაგან, რადგან როგორც მე გველესიანია ინტერვიუს მოვუსმინე, ეს ბიჭი სადღაც უკვე ღრუბლებში დაფრინავს და ის გახარებულია "რომ ეღირსება წესიერ 10 გუნდიან ჩემპიონატში ტანმაში" ამ იდიოტური 16 გუნდიანის მაგივრად...როცა კლუბში ასეთი განწყობაა, ის განწირულია სამწუხაროდ პირველსავე სერიოზიულ ბარიერზე კისერი მოიტეხოს. ამიტომაც ეს რომ არ მოხდეს, ცოტა მიწაზე დაეშვნენ და რეალობას გაუსწორონ თვალი ეს აჯობებს ყველაფერს. ისე კი ჯიღაური რომ საჩხერეში დარჩენილიყო, ეს მისი კარიერისათვისაც კარგი იქნებოდა და საჩხერისათვისაც.

• Vaso

აი ასეთი კაცები გვჩირდება ნაკრებში!!!!!!!!! ასეთი სულის!!!!! რო ეხვეწებით ვიგაც-ვიგაცეებს , და ისინიც იპრანჩებიან გეგონება მყავდნენ ეგენიც ბაიერნის და ბარსა-რეალის იგროკები, მაგათნაირი მენტალიტეტის ადამიანები ნაკრებში არ გვჩირდება!!!!!!!!/ ტყუილად უნდა გვაგინებინონ თავები!!!! ასე რომ ვინც გულით და სულით ქართველია და ვინც მზად არი ნაკრებისთვის , მხოლოდ ასეთი კადრები გვინდა..... იმედია ეს ბიჭი ბევრჯერ გაგვახარებს თავის თამაშით...

• მიშა 63

წარმატებები, ჯაბა.......

• მიშა 63

წარმატებები, ჯაბა.......

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა

მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...