"ვიტ ჯორჯიის" 21 წლის თავდამსხმელს 19 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი
ფოტოზე: მარჯვნივ ზურაბ ღირდალაძე

ბოლო ტურში წარმატებული გამოსვლით, თბილისის "ვიტ ჯორჯიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლის რეალური შანსი გაუჩნდა - "მცხეთა პარკის" ბინადრებმა გასვლაზე გათამაშების ლიდერი, ცხინვალის "ლიახვი" 2:0 დაამარცხეს და მეორე პოზიცია განიმტკიცეს...

პირველ ლიგაში რამდენიმე საინტერესო მოთამაშეა და ერთ-ერთი მათგანი, უდავოდ, "ვიტ ჯორჯიის" ფორვარდი ზურაბ ღირდალაძეა. ეს 21 წლის თავდამსხმელი კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ. კარიერა "ზესტაფონში", 17 წლის ასაკში დაიწყო, შემდეგ იყო "გაგრაში", "სასკოსა" და "ბორჯომში"...

მაგრამ ის სწორედ "ვიტ ჯორჯიაში" "გაიხსნა" და გამორჩეულ სეზონსაც ატარებს - 19 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი. ღირდალაძე განსაკუთრებით მეორე წრეში ათამაშდა - 11 მატჩში მან 10-ჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე და დიდწილად ამანაც განაპირობა, "ვეტერინარები" მე-2 ადგილზე რომ აღზევდნენ.

ბოლო კვირა ღირდალაძემ განსაკუთრებით კარგად ჩაატარა. ჯერ სათასო ნახევარფინალში ბოლნისის "სიონს" გაუტანა, 24 აპრილს კი ცხინვალის "ლიახვთან" ზემოხსენებულ მატჩში სულაც დუბლი გაიფორმა. სხვათა შორის, "ვიტ ჯორჯიამ" პირველი ლიგის ლიდერს პირველ წრეშიც მოუგო და გაცილებით სოლიდური ანგარიშით, 4:1 და ღირდალაძემ ამ შეხვედრაშიც დუბლი შეასრულა.

"პირველი წრე დამაჯერებლად ვერ ჩავატარეთ და ლიდერებს დიდი სხვაობით ჩამოვრჩებოდით, მაგრამ ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გავიარეთ, მეორე წრეში 13 მატჩიდან კი 8 მოვიგეთ და 5 ფრედ დავასრულეთ.

ბუნებრივიც არის, მეორე ადგილზე რომ დავწინაურდით. ცხინვალის "ლიახვთან" მოგებით კი უმაღლეს ლიგაში გადასვლის რეალური შანსი გაგვიჩნდა.

ჩემპიონატის დასრულებამდე ძალიან მცირე დრო დარჩა და იმედია, დარჩენილ მატჩებსაც კარგად ჩავატარებთ", - ამბობს ღირდალაძე.

თავდამსხმელს პირად წარმატებაზეც ვკითხეთ:

"ვერ ვიტყვი, რომ პირველი წრე კარგად ჩავატარე. თანაც, ბოლოსკენ დავშავდი და ვერ ვთამაშობდი. მაგრამ ძალიან წამადგა მოსამზადებელი ეტაპი, ფორმაში შევედი და, რაც მთავარია, გუნდი ათამაშდა და ხელს მიწყობს. სხვაგვარად, ვერაფერს მივაღწევდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ეროვნული ლიგა 2. VIII ტური:"ვიტ ჯორჯიამ" ისევ იმარჯვა, ბათუმის "დინამო" ისევ დამარცხდა
ეროვნული ლიგა 2. II ტური: "ვიტ ჯორჯიამ" ღირდილაძის ჰეთ თრიქით "ზუგდიდს" სძლია
"ვიტ ჯორჯიამ" ყაზახურ "აქტობეზე" ქართული კლუბების ჯავრი იყარა - 5:0 [VIDEO]
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
ზურაბ ღირდალაძე კარიერას "სიონში" გააგრძელებს
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
განახლებული "ვიტ ჯორჯია" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას უმიზნებს
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
ეროვნული ლიგა 2. V ტური: მცხეთაში ლიდერების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"
ეროვნული ლიგა 2. VI ტური:"თელავი"-"შევარდენი" და "ვიტ ჯორჯია"-"შუქურა უგოლოდ დასრულდა