რატომ გააქტიურდა გარიგებული თამაშების თემა? სფფ-ის განცხადება, შეხვედრა სამინისტროში და უცნაური მინიშნებები
შემთხვევით არაფერი ხდება. ორიოდე დღის წინათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გარიგებული მატჩების თაობაზე განცხადება გამოაქვეყნა და კლუბებს თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შეახსენა, რომლის თანახმადაც, სფფ ვალდებულია, სამართალდამცავ ორგანოს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს...

"ამ საკითხებზე სფფ-ის თანამშრომლობა შსს-სა და უეფასთან კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ტოლერანტულები მსგავსი პროცესების მიმართ. სფფ მიმართავს ქართული ფეხბურთის ყველა კეთილისმსურველს, გარიგებული მატჩების ან დანაშაულის შემცველი სხვა ფაქტის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მიმართოს სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურს ან აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენი მხრიდან ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული იქნება", - ეწერა განცხადებაში.

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ სფფ ამ განცხადებით გარიგებული თამაშების წინააღმდეგ პროცესის დაწყებას აპირებდა. ამაზე გუშინდელი შეხვედრაც მეტყველებს - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა სპორტულ შეჯიბრებებში მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან - შალვა გოგოლაძესა და რევაზ ჯაველიძესთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კომისიის წევრები და მოწვეული სტუმრები.

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრია, წევრები კი - იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები. კომისიის მუშაობაში მონაწილეობს სფფ-ის პრეზიდენტი.

საქმე ისაა, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს შვეიცარიის ქალაქ მაკოლინში, საქართველოს სახელით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა "სპორტულ შეჯიბრებებზე მანიპულაციების შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციას, რომელიც დღეისთვის რატიფიცირებულია ნორვეგიის და ხელმოწერილია 17 ქვეყნის (დანია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ლიტვა, ჩერნოგორია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუსეთი, სერბეთი, შვეიცარია, სომხეთი, აზერბაიჯანი) მიერ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს თანამშრომლობას სპორტში არსებული გლობალური საფრთხეების პროცესშიც. საქართველოში კი უწყებათაშორისი კომისია მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სხდომის მიზანი იყო კომისიის კომპეტენციის გაზრდა, მის დებულებაში ცვლილებების შეტანა და თემატური ჯგუფების შექმნა. მაგრამ რეალურ მიზანზე მინიშნებად ის ფაქტი გამოდგება, რომ შეხვედრას სფფ-ის თავკაცი ესწრებოდა.

განცხადებაში სხვა საინტერესო მინიშნებაცაა:

"კომისიის შექმნა განპირობებულია საქართველოში სპორტული შეჯიბრებების (განსაკუთრებით, ფეხბურთის მატჩებთან დაკავშირებით) მანიპულაციების გახშირებული ფაქტებითა და აღნიშნულის წინააღმდეგ წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის უზრუნველსაყოფად".

"ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა შევძლოთ, რომ სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან გარიგებულ თამაშებზე მკაცრი რეაგირება მოხდეს. ამავე დროს, აუცილებელია, გაძლიერდეს დოპინგ-კონტროლი", - ეს მინისტრის სიტყვებია.

ლევან კობიაშვილი: "ჩვენი სურვილია, რომ სპორტის სახეობებში არსებული პრობლემები ერთიანი ძალებით დავძლიოთ".

აქ მრავლისმეტყველი ქვეტექსტები იკითხება და გვაფიქრებს, რომ შესაძლოა, ქართულ ფეხბურთში დიდი რყევა მოხდეს, ოღონდ რეალური რყევა და არა ისეთი, წლების წინათ რომ იყო. სპეცოპერაცია თავად შსს-მ რომ წამოიწყო და მის მიერვე გადაგდებულ ანკესზე წამოგებული ღლავები გვაჩვენა, აქაოდა, ფეხბურთში გარიგებულ თამაშებს ვებრძვითო. არადა, ორგანიზატორები არ დაუჭერიათ და ამან მხოლოდ პიარაქციის შთაბეჭდილება დატოვა.

სფფ-ის პრეზიდენტად არჩევის დღიდან კობიაშვილი ამბობდა, რომ გარიგებულ თამაშებში მონაწილე ნებისმიერ კლუბს მკაცრად დასჯიდა. ბოლო დღეებში კი ამ თემის წამოწევა დამაფიქრებელია.

მეორე წრეში ჩაწყობილ თამაშებზე ნაკლებს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ბოლო ტურებში რამდენიმე უცნაური რამ მაინც მოხდა. აგორებული ხმების მიღმა დაინტერესებული ხალხის კავშირი იკვეთება, რომლებმაც ტყუილით სინამდვილის გადაფარვა მოიწადინეს. მაგრამ ეს სინამდვილეც არ იმალება, რაც თამაშების მსვლელობისას 70-ე წუთამდე და შემდგომ მომხდარ მანიპულირებასთან გავრცელებულ, უფრო დამაჯერებელ ხმებს უკავშირდება (გამგები გაიგებს).

არავინ დავობს, ეს ძალიან მძიმე თემაა. ამიტომ კობიაშვილისა და სახელმწიფოს პოზიციაც გასაგებია: რეალურ ბრძოლას თუ დაიწყებენ, არავინ უწყის, ამას რა შეიძლება მოჰყვეს. შესაძლოა, გარიგებული მატჩების გამომჟღავნების შემთხვევაში, ქართული ფეხბურთის დროებითი პარალიზებაც მოხდეს - კორუფციამ და გარიგებებმა ხომ ძალიან ღრმად გაიდგა ფესვები.

მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადასადგმელია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უგონო მდგომარეობაში მყოფი ქართული ფეხბურთი კომიდან ვეღარც გამოვა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

andro zarqua
ქართული ფეხბურტი 20 წელია პარალიზებულია
diego70
ქართულ ფეხბურთს კაგა ხანია პარაჩილი აქვს
Gio
თბილისში იმიტომ არ დადის ხალხი საქართველოს ჩემპიონატის თამაშეგზე რომ თბილისისათვის საქართველოს არც ერთი ქაალაქის გუნდი სერიოზული გამღიზიანებელი არ არის...თბილისში ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს,მისი დიდი ნაწილი თავს თბილისელზე მეტად აჭარეკად,გურულად,მეგრელად,,იმერელად,ქართლელად ან კახელად მიიჩნევს და ამ რეგიონების გუნდს უფრო გულშემატკივრობს ვიდრე თბილისისას...
jango
Tsotne არავინ დადი სად? თბილისში? კი ბატონო, გადაიყავნეთ დინამო როემლიმე რაიონში და იქ ივლის მაყურებელიც და ხარისხიც ექნება თამაშს. ის რომ თბილისელებს ფეხბრუთი კი არა სპორტი არ გიყვართ,ამაში რეგიონების რა ბრალია?უმაღლესი ლიგის 16 გუნდიდან 10 დასავლეთ საქართველოსია 1-ლი ლიგსი 18 კლუბიან კი 13 არის დასავლეთ საქართველოსი.
Tsotne
ფეხბურთის დაფინანსება რომ საერთოდ გაუქმდეს და მოყვარული გუნდები დარჩეს მხოლოდ არ შეიძლება? არც არავის აინტერესებს ეს ქართული ფეხბურთი, არავინ დადის თამაშებზე და ამხელა ფულს რატომ ყრის სახელმწიფო? ბავშვებსაც ეცოდინებათ რომ ან პატარა ასაკში უნდა გადავიდნენ სხვა ქვეყანაში პროფესიონალური ფეხბურთის სათამაშოდ ან დაანებონ ფეხბურთს თავი და კარგად ისწავლონ. ეს ფული დაიხარჯოს საქართველოს ინფრასტრუქტურაში, ჩვენი ქვეყნისათვის ასეთი მიდგომა გამართლებული იქნება
tengos
აუტსაიდერმა თუ მოიგო ჩაწყობილი იყო? პროფესორრებო
თენგო
გურია,ბათუმის,და გურია ქუთაისის,თამაშები რომ ჩაწყობილი იყო,ამას სულელიც კი მიხვდება.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ცნობილი გახდა, როდის დაიწყება ევრობასკეტისთვის ახალი დარბაზის მშენებლობა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
პაატა გურასპაული: ევრობასკეტის მასპინძლობა ქვეყანას აღიარებას მოუტანს
"ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი - ინტერვიუ
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე [VIDEO]
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
შალვა გოგოლაძე: ახალი მულტიფუნქციური სპორტული არენის მშენებლობა დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაუჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...