"მინდა დაგარწმუნოთ, რომ "ცხინვალის" კარგი თამაში პირველ წრეში არ იყო მხოლოდ ნიკას დამსახურება"
მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო, "ცხინვალმა" გამარჯვების გემო არ იცის. არადა, კახა კაჭარავას გაწვრთნილი გუნდი პირველ წრეში შესანიშნავად თამაშობდა.

რა გახდა "ცხინვალის" წარუმატებელი ასპარეზობის მიზეზი? ამ და სხვა საკითხებზე გუნდის მთავარ მწვრთნელს, კახა კაჭარავას ველაპარაკეთ...

როგორ აფასებს გუნდის გამოცდილი დამრიგებელი მეორე წრეში ცხინვალელთა თამაშს? ამის თაობაზე კაჭარავა ამბობს:

"რა შეფასება შეიძლება გავაკეთოთ? რა თქმა უნდა, შედეგი ჩვენთვის მისაღები არ არის, მაგრამ ამ ყველაფერს ობიექტური ახსნაც აქვს. სამი-ოთხი თვის განმავლობაში რომ ვერ აიღებ ხელფასს, იმის საშუალებაც რომ არ არის, გუნდი წინასამატჩო შეკრებაზე გადაიყვანო, ძნელია, ფეხბურთელებისგან შედეგი მოითხოვო.

პირიქით, მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს. ისინი ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძვიან და მაქსიმუმს აკეთებენ "ცხინვალის" წარმატებისთვის. ძალიან მონდომებულები არიან, ბევრს შრომობენ. არანაირი პრეტენზია მათ მიმართ არ მაქვს".

როგორც ჩანს, "ცხინვალს" განსაკუთრებით გაუჭირდა რუსული პრემიერლიგის ლიდერ "როსტოვში" გაყიდული ნიკა კაჭარავას შეცვლა. ის თითქმის ყველაფერი იყო ცხინვალელთათვის. მამა შვილის თაობაზე ამბობს:

"ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი გუნდი ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე იყო დამოკიდებული. ჩვენს ბოლო შედეგებს მე უფრო საერთო სიტუაციას მივაწერდი.

ნიკა ფორვარდია, თავის საქმეს აკეთებდა ავად თუ კარგად, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ "ცხინვალის" კარგი თამაში პირველ წრეში არ იყო მხოლოდ ნიკას დამსახურება. ჩვენი წარმატების საიდუმლო იდო გუნდურ თამაშში".

საინტერესოა, დარჩა თუ არა "ცხინვალს" მოტივაცია საქართველოს ჩემპიონატში? კაჭარავა გვპასუხობს:

"წინა ტურში "გურიასთან" რომ მოგვეგო, კვლავ გაგვიჩნდებოდა ევროთასებზე გასვლის რეალური შანსი. ახლა კი უფრო გართულდა ამ მხრივ საქმე, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ დაკარგული ჯერ არაფერია. ჩვენ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ".

შესაძლოა, "ცხინვალის" არათანაბარი თამაში იმის ბრალიც იყოს, რომ გუნდმა ვერ მოახერხა გაძლიერება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში. კაჭარავაც ასე ფიქრობს:

"როგორც იცით, ზამთარში ჩვენი გუნდი ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. შევსება ვერ მივიღეთ ისეთი, როგორიც უნდა მიგვეღო. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა