მიმართულება, რომელიც სახტად დატოვებს ბევრ ქართველ სპეციალისტს
მიმართულება, რომელიც სახტად დატოვებს იმ ქართველ სპეციალისტებს, რომლებიც სწორი ფეხბურთის სწავლებას ინდივიდუალიზმის ჩაკვლასთან აიგივებენ და ბავშვებს ცრუ მოძრაობებსა და ფინტებს უკრძალავენ.

ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ, ბევრი ფიქრობდა, რომ გერმანის ეროვნული ნაკრები და კლუბები გრანდის სტატუსს ინერციით ინარჩუნებდნენ. ისინი სტაბილურად წარმატებულად გამოდიოდნენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე, კონტინენტის საკლუბო ტურნირებზე. მაგრამ იმ პერიოდში ბუნდესკლუბებმა და ეროვნულმა ნაკრებმა ის ეფექტი და მიმზიდველობა დაკარგეს, რითიც მთელ მსოფლიოში ოდითგანვე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდათ.

ჩამოყალიბდა აზრი, რომელსაც ბევრი გერმანელი სპეციალისტი იზიარებდა და ეს გვესმოდა კიდეც, რომ კარგი ცხოვრების გამო გერმანელი ახალგაზრდები სარფიან პროფესიებს უფრო ამჯობინებდნენ, ვიდრე უზომო დატვირთვებით ფეხბურთში წვალებას...

ფიქრითა და დაკვირვებით

...მაგრამ 2014 წელს, ბრაზილიაში ჩატარებულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა ეს თეორიები გააცამტვერა და ყველას აჩვენა, რომ გერმანული მანქანა არათუ არ გაუფერულდა, არამედ მოდერნიზაცია მოახერხა და კვლავაც ისეთივე შეუვალი ავტორიტეტია, როგორც დაარსების შემდეგ "მერსედესი" და BMW.

გერმანული ფეხბურთი, "მერსედესი" და BMW ისეთი თემებია, რაც ყოველთვის კამათს იწვევს - ყველას ერთი ფეხბურთი და მანქანის მარკა არ მოსწონს. მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ სამივე გერმანული პროდუქტი უმაღლესი ხარისხის ბრენდია და მათ დრო ვერაფერს აკლებს. 2014 წლის მუნდიალზე იოახიმ ლიოვისა და ბუნდესგუნდის გასაოცარი გამოსვლა ადასტურებს, რომ გერმანელები მართლაც საათივით მუშაობენ.

გერმანული ფეხბურთის წარმატებები შემთხვევითი არ არის და ამ წარმატებებს საფუძველი დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ჩაუყარეს. გერმანიაში ნიჭიერების მოძიებისა და აღზრდის პრობლემა არსებობდა. ამის გამო, იქაური საფეხბურთო კავშირში ბავშვთა და მოზარდთა ფეხბურთის განვითარების პროგრამა დაამუშავეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც ლაპარაკობდა წინასაარჩევნო პერიოდში, რომ გერმანული საფეხბურთო ცენტრების სისტემა სამაგალითოა და რომ მისი საქართველოში დანერგვა სურს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად როგორ ამზადებენ გერმანელები პატარა ტალანტებს და როგორ ახერხებენ მათ ვარსკვლავებად ჩამოყალიბებას.

გერმანული მოდელი ჩვენთვის საინტერესო იმიტომაც არის, რომ საქართველოში, რაც თავი გვახსოვს, სულ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზეა ლაპარაკი. მაგრამ მოზარდების დიდების ფეხბურთში გადასვლის ეტაპებისთვის აუცილებელი ნაბიჯები გაცნობიერებული არ გვაქვს. არადა, რეალურად ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის.

მასალა, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით, მომზადებულია ფრანკფურტის "აინტრახტის" ბავშვთა მწვრთნელის მონათხრობის მიხედვით...

გერმანული სისტემა

ეს ერთიანი სისტემაა და გერმანიის საფეხბურთო კავშირის (გსკ) ეგიდით მოქმედი ჯგუფებისა და პროფესიულ კლუბებთან არსებული საფეხბურთო სკოლებისთვის სავალდებულოა.

ბავშვების სავარჯიშოდ გერმანიის ყველა ფედერალურ მიწაზე (სულ 16) 387 მოედანი შეარჩიეს. ჯგუფებში 10-დან 12 წლამდე ბავშვებს ავარჯიშებდნენ. უმცროსი ასაკის ჯგუფებში 15 ბავშვზე მეტი არ აჰყავთ და მათ ორშაბათობით 17 საათზე ავარჯიშებენ, 13-16 წლის ბიჭებს კი - 18:30-ზე, დროს კი დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბავშვების შერჩევები ჯერ დაბალი დონიდან იწყება. ფედერალური მიწების გუნდებისთვის ტურნირებსა და ტესტ-მატჩებს ატარებენ, რაიონებისა და ოლქების ნაკრებებში კი ბავშვები ადგილობრივ მწვრთნელთა რეკომენდაციით აჰყავთ. საფეხბურთო ცენტრების მწვრთნელი ვალდებულია, მათთან მუდმივი კავშირი ჰქონდეს. საბოლოოდ, შერჩეულებს სავარჯიშოდ გსკ-ის ცენტრებში იწვევნ, ნიჭიერები კი განსაკუთრებულ კონტროლზე აჰყავთ - ბავშვი სავარჯიშო ცენტრიდან არაუმეტეს 25 კილომეტრში უნდა ცხოვრობდეს.

ყველა ჯგუფს გსკ-ის ლიცენზიის მქონე სამი მწვრთნელი ავარჯიშებს. ისინი მთავარ და დამხმარე მწვრთნელებად არ იყოფიან და აბსოლუტურად თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. თუმცა, ყოველ კვირას სავარჯიშო პროცესს მონაცვლეობით ადგენენ, რაც გსკ-ის მიერ შემუშავებულ მეთოდზეა დამყარებული, ხოლო ხანგრძლივ საწვრთნელ-სავარჯიშო პროგრამას თავად გსკ ადგენს. მასში წარმოდგენილია სამწვრთნელო გეგმები, ფეხბურთელთა მომზადების ახალი მეთოდოლოგიური რეკომენდაციები, ტაქტიკური სწავლებები, რომელ ასაკში რაზე უნდა გამახვილონ ყურადღება...

დინამიკა და ზაფხულის სკოლები

მწვრთნელები გაწეულ სამუშაოზე გსკ-ს ანგარიშს ყოველთვიურად აბარებენ, თითოეული ბავშვის ტაქტიკურ და ტექნიკური მომზადებას, მის დადებით და უარყოფით მხარეებსა და პერსპექტივას აანალიზებენ, ყოველწლიურ დინამიკას ადევნებენ თვალს, ეს მონაცემები კი გსკ-ის საინფორმაციო ბაზაში აღირიცხება.

ზრდის დინამიკას ტესტებით ამოწმებენ, რომელსაც მოთამაშეს წელიწადში ორჯერ უტარებენ. გსკ-ის განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ 12 და 16-წლამდელი ბავშვები არიან.

თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის დაწერილია ვარჯიშების მეთოდები. სწავლების სავალდებულო პროგრამაშია:

- 10 საგანგებო ვარჯიში მეკარეებისთვის; 10 საგანგებო ვარჯიში გსკ-ისგან, ორი სავალდებულო ტესტირება.

გერმანიაში ამისთვის არსებობს სპეციალიზებული კომპანია, სადაც ფედერალური მიწებისა და ოლქების სპორტული ინსტიტუტების თანამშრომლებს იწვევენ.

მნიშვნელოვანია იმ საფეხბურთო კლუბებში არსებული სკოლების როლი, რომლებიც რომელიმე ცნობილი ვარსკვლავის სახელს ატარებენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობენ, რადგან მომავალი თაობების ჯანსაღი აღზრდა სოციალურ პროექტად განიხილება.

ამის მაგალითია ფრანკფურტის "აინტრახტის" ეგიდით კარლ-ჰაინც კიორბელის მეირ დაფუძნებული სკოლა. იქ გათვალისწინებულია არდადეგებზე საფეხბურთო კვირის ჩატარება, რომლის ღირებულებასაც (160 ევრო) მშობლები იხდიან. საინტერესოა, რომ იგივე დროით ჩვენს ბავშვებს შეკრებებში 400-500 ლარს მაინც სთხოვენ. არადა, გერმანიისა და ჩვენი პირობები ერთმანეთს როგორ უნდა შევადაროთ?..

დღეში ბავშვები ორჯერ ვარჯიშობენ და კვირაში ორ ტურნირს თამაშობენ. მათ ეკიპირებით "აინტრახტი" ამარაგებს: თითოეულს ჩუქნიან ბურთს და ყველანაირ სავარჯიშო ინვენტარს, უზრუნველყოფენ კვებით. ვარჯიშებისთვის სამი ბალახის და ორი წიდის მოედანი გამოიყენება. ეს მოედნები იმავე ხარისხისაა, როგორსაც დიდების გუნდნები იყენებენ.

ჯგუფები ფასიანია, მაგრამ იმხელა მოთხოვნაა, რომ ადგილს ორი წლით ადრე ჯავშნიან. ბევრი ფეხბურთის გაგებაში არც არის, მაგრამ თამაში სურს. საზაფხულო სკოლებში განსაკუთრებით ნიჭიერებს არჩევენ.

საწყისი ეტაპი

ამ ჯგუფებში 7-დან 14 წლამდე ბავშვებია და მათ შემდეგ ასაკებად ჰყოფენ: 7-8, 9-10, 11-12 და 13-14. თითოეულ ჯგუფში ბავშვები ოთხად იყოფიან, საათნახევარი ვარჯიშობენ და შემდეგი მიმართულებით ამეცადინებენ:

1) კოორდინაციის განვითარება; 2) ტექნიკური ილეთების ათვისება; 3) კარში დარტყმა; 4) სათამაშო ვითარებების მოდელირება.

დილით ყველაზე პატარები 45 წუთი კოორდინაციის განვითარებაზე მუშაობენ, 9-10-წლიანები - ტექნიკური ილეთების ათვისებაზე; ვარჯიშის მეორე ნაწილში ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან. დიდებშიც იგივეა: ერთი ჯგუფი 45 წუთი კარში დარტყმებს ხვეწს, მეორე - სათამაშო ვითარებების მოდელირებას ცდილობს. მთელი ამ კვირის განმავლობაში თითოეული ამ მიმართულებით ბავშვები რამდენჯერმე იტვირთებიან.

თითოეულ ჯგუფში ორი მწვრთნელია, ძირითადად - ვეტერანი ფეხბურთელები. გერმანელები ამ ფაქტორს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და თანაბარი განათლების შემთხვევაში, უპირატესობას ყოფილ ფეხბურთელს აძლევენ. და თუ ის ბუნდესლიგაშია ნათამაშები, კონკურენციის გარეშე აჰყავთ. ამჟამად გერმანულ სკოლებში ბევრი ვეტერანი მუშაობს.

საფეხბურთო გუნდებში არის აკადემიებიც, სადაც 8-10 და 11-12 წლების ასაკის საუკეთესო ბავშვები გადაჰყავთ. იქ კვირაში სამჯერ ავარჯიშებენ. 12 წელზე უფროსებს სატესტო ვარჯიშები უტარდებათ. აკადემიის ხარჯებს სპონსორები აფინანსებენ, მშობლები კი არაფერს იხდიან. აქ გაცილებით მიზანმიმართული საწვრთნელი პროცესია, ვიდრე საზაფხულო სკოლებში.

დიდი ყურადღება მთავარ სათამაშო ელემენტებს ექცევა: 1) მოთამაშეთა მოქმედება დაცვასა და თავდასხმაში; 2) პოზიციის შერჩევა მოედანზე მოთამაშის ადგილმდებარეობისა და სათამაშო ვითარების მიხედვით; 3) გახსნა და უბურთოდ თამაში; 4) დაცვის ზონური მეთოდისა და ურთიერთდაზღვევის ათვისება.

დიდი ყურადღება ექცევა კოორდინაციისა და ტექნიკის განვითარებას, რაც ავტომატიზმამდე უნდა დავიდეს.

გსკ-ის ჯგუფების სასწავლო პროგრამა

ასაკობრივი ჯგუფი U12

მთავარი მიმართულებები: 1) დრიბლინგები, ცრუ მოძრაობები კორპუსის ჩადგმით, ფინტები; 2) გუნდური თამაშის საფუძვლები (გადაცემები, ბურთის მიღება, გახსნა); 3) თამაში მცირე ზომის მოედანზე (რაც ხელს უწყობს სწრაფი აზროვნების ჩამოყალიბებას. პლუს, ასწავლიან პრესინგის წინააღმდეგ თამაშს);

ამ ასაკში რეკომენდებულია ორმხრივი თამაშები 7X7 ფორმატში (ნახევარი წელი), შემდეგი ნახევარი წელი კი 11X11 ფორმატში - მეზობელი რეგიონების გუნდებთან.

ამ ასაკობრივი ჯგუფის საწვრთნელი პროცესის მთავარი მიმართულება სახტად დატოვებს იმ ქართველ "პროფესორ" სპეციალისტებს, რომლებიც სწორი ფეხბურთის სწავლებას ინდივიდუალიზმის ჩაკვლასთან აიგივებენ და ბავშვებს ცრუ მოძრაობებსა და ფინტებს უკრძალავენ.

ასაკობრივი ჯგუფი U13

მთავარი მიმართულებები: 1) მოთელვითი პროგრამის გაცნობა, კოორდინაციის განვითარება, მეკარეთა ვარჯიშები, რაც რეაქციისა და ნახტომის განვითარებას ემსახურება; 2) ტაქტიკის საფუძვლების გაცნობა: მცველების მიერ ბურთისა და პარტნიორების გადაადგილების კონტროლი. ბავშვები თამაშობენ 1X1-ზე, 2X2-ზე, 3X3-ზე, 4X4-ზე. სწავლობენ ოთხი მცველით ზონურ თამაშს; 3) გახსნა და თანაგუნდელებისთვის პასის დროული მიწოდების სწავლება.

ამ ასაკში რეკომენდებულია 11X11 ფორმატში ამხანაგური თამაშები სხვა რაიონების გუნდებთან. ამ ასაკში ოფიციალური მატჩები არ ტარდება. გერმანელები ამით ბავშვებს ხალისის პერიოდს უგრძელებენ, ოფიციალური თამაშებისთვის დამახასიათებელ სტრესებს არიდებენ და ფსიქოლოგიურად ნაადრევად არ ფიტავენ. მაგრამ ატარებენ ბევრ ტურნირს და სპარინგებს კერძო სკოლების გუნდებთან.

ამ გუნდების საბაზო ტაქტიკური სქემა 3-4-3-ია.

ასაკობრივი ჯგუფი U14

მთავარი მიმართულებები: 1) წინა წელს კოორდინაციასა და ტექნიკაზე ნასწავლის გამყარება-განვითარება. იგივე ხდება მეკარეების შემთხვევაშიც; 2) დაცვაში თანამედროვე თამაშის გაცნობა (ნახევარი წელი) - ოთხი მცველით ზონური თამაშის უკეთ ათვისება, კონტრშეტევების წამოწყება, სიღრმიდან პასი პირველის გაკეთება, ბურთის დაკარგვის შემდეგ დაცვაში სწრაფად დახევა, ტაქტიკური ელემენტის დამუშავება, როცა მოთამაშეები ბურთის ხაზზე განლაგდებიან; 3) ასწავლიან გახნასა და თანაგუნდელისთვის პასის დროულ მიწოდებას.

ამ ასაკშიც 11X11 ფორმატში სხვა რაიონების გუნდებთან ამხანაგურად თამაშობენ, გუნდების საბაზო ტაქტიკური განლაგება კი 4-4-2-ით იცვლება.

ასაკობრივი ჯგუფი U15

მთავარი მიმართულებები: 1) აქაც მთავარია კოორდინაციისა და ტექნიკის უფრო მაღალ დონეზე აყვანა, მეკარეთა რეაქციისა და ნახტომის განვითარება; 2) დაცვაში თანამედროვე თამაში: შეთანხმებულ მოქმედებებს ასწავლიან მცველებსა და ნახევარმცველებს, პლუს - უკანახაზელებს. გარდა ამისა, მცველებს სწრაფ და საიმედო თამაშს აჩვევენ; 3) შემოქმედებითი თამაში - მუშავდება შეტევების ფლანგებიდან ორგანიზება, კომბინაციური თამაშის სხვადასხვა ვარიანტები, შეტევებში მცველთა და ნახევარმცველთა ჩართვა, გადაცემა, შეტევის ცენტრალურ ზონაში ჯვარედინად გადაადგილებები.

ამ ასაკშიც შენარჩუნებულია თამაშის სტილი - 11X11 ფორმატში კვლავ ამხანაგურად სპარინგობენ. გუნდების საბაზო ტაქტიკური განლაგება კი ორია - 4-4-2 და 4-3-3-ია.

ასაკობრივი ჯგუფი U16

მთავარი მიმართულებები: 1) ეს პუნქტი უცვლელია და მიზნად წინა წლებში ნასწავლის კიდევ უფრო დახვეწა-განვითარებას ისახავს; 2) სიახლე ისაა, რომ ფეხბურთელებს მაღალ ტემპში თამაშს აჩვევენ; 3) ხდება სათამაშო მომენტების მოდელირება; 4) მუშავდება გუნდური ტაქტიკა: თამაშის ორგანიზება მეტოქის სწრაფი გადაადგილებისას, როგორ უნდა შეაჩერონ მცველებმა შეტევები. უკანახაზელები შეთანხმებულ მოქმედებებს ამ ასაკშიც ხვეწენ, დამატებით კი გუნდი სწრაფი კონტრშეტევების ორგანიზებას ითვისებს.

ამ ასაკშიც 11X11 ფორმატში ბევრი ამხანაგური მატჩი იგეგმება. გუნდების საბაზო ტაქტიკური განლაგება აქაც ორია - 4-4-2 და 4-3-3.

გსკ-ის (გერმანიის საფეხბურთო კავშირის) პროგრამით სწავლებას ბავშვები 16 წლის ასაკში ასრულებენ. მთლიანობაში, ნიჭიერების არაერთგზის გასინჯვისა და შერჩევის შედეგად, გერმანული საბავშვო-მოზარდთა საფეხბურთო სისტემა 12-დან 16 წლამდე ასაკში ბავშვების პროფესიულ დონეზე გაზრდას უზრუნველყოფს. მათი შემდგომი ზრდა კი უშუალოდ საფეხბურთო გუნდების სკოლების ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული.

გამორჩეული ნიჭის ბავშვებს სამივე ლიგის (ბუნდესლიგა, II ბუნდესლიგა, III ლიგა) გუნდების მწვრთნელები აკვირდებიან და სელექციას იწყებენ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

zviad
Aმ ამ მეთოდებში რაც აქ წერია ყველაზე მეტად ის მომწონს რომ ამხანაგურებს ათამაშებენ ბავშვებს და არა რაღაც ქულებზე დახარბებულ სპლიყვებს არ ზრდიან.ცალკე მწვრთნელები ჯღავიან და ანევროზებენ ბავშვებს ცალკე მშობლები .ამხელა კაცი უცებ დავნევროზდები ხოლმე ამ ყველაფრის ყურებისას.ეს მეთოდი აუცილებლად გასათვალისწინებელია და კიდე ვიღაცა მაინც უნდა ესწრებოდეს თამაშებს ფედერაციიდან თორე ყველა ტურნირზე ერთიდაიგივე ბავშვებს ათამაშებენ შედეგის გულისთვის.სანამ ერთნი ითამაშებენ და მეორენი კედელთან დასჯილი ბავშვებივით იქნებიან აყუდებულები,სანამ მამიკოების პატივისცემებით დაწინაურებული ბავშვები სულ ძირითადში იქნებიან,სანამ ზბორზე არ წამსვლელებს დაჩაგრავენ არაფერი გვეშველება
მურთაზი
ბატონო გუჯა,მაშინ გამოდის რომ სფფ-ში ან "გენიოსები" სხედან ან კიდევ უარესი-მოგზავნილები
Nika
Gamarjobat.baton guja kakhadzes rogor daukavshirde?
გუჯა კახაძე
მურთაზი-ს!ფედერაციას ნაკრების ვარჯიშს უფასოდ ვთავაზობ, ამიტომ ფინანსური მხარე დაბრკოლება ვერ იქნება. რაც შეეხება შედეგს დავით მუჯირმა საკუთარ თავზე გამოსცადა შედეგი და ინტერვიუში არც მალავს რომ პირობა შევასრულე. რატომ არ იყენებენ? ამ შეკითხვაზე პასუხს არავინ მაძლევს.
Temuri
თუ ასე მაგარია გერმანული სისტემა რატომაა რომ 15 წლის განმავლობაში გერმანულმა კლუბებმა მხოლოდ ერთი ევროთასი მოიგეს?(2013წელს ბაიერნმა)ყველაფერი იზომება რეზულტატით, შედეგით და არა პროგრამებისა თუ ვარჯიშების ახალი სისტემების შექმნაში.
მურთაზი
ბატონო გუჯა ვარ ქართული ფეხბურთის 55 წლის სტაჟის მქონე გულშემატკივარი (წლები უფრო მეტი გავიარე),ვიცი რა ჭაობშიც ვართ,ვიცი რომ დიდი ხანია სფფ-ს თავაზობთ დახმარებას,მაგრამ თქვენი არ ესმით,რატომ? იქნებ არ გენდობიან ან ძალიან ბევრს ითხოვთ ან კიდევ თავიანთი თავები გონიათ გენიოსები
Vep1963
მერაბ გაგიმარჯოს ღმერთმა.მე მგონი იღვიძებთ ნელ ნელა.ესეთი წერილები ადრე ადრე რომ გეწერათ შეიძლება ცოტა უკეთ ყოფილიყო ჩვენი ფეხბურთის საქმე.ისე წესით ჩვენი სასიქადულო თუ სასიქაფულო ვეტერანი ფეხბურთელების საქმე იყო ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების ასეთი სისტემის შექმნა და ხელისუფლებისათვის ამისათვის პირობების Dექმნის მოთხოვნა.მაგრამ მერე ვინ მოტეხსვდს ფულებს.ჰოდა ძამიკო კი იჯდნენ თბილად თან ხელისუფლებას ....ჰოდა ხელისუფლების სწორედ ამიტომ ერეოდნენ ფეხბურთის სსქმეში.და სწორედ ამიტომაც ვიჯექით ყელამდე ნეხვში.ეხლა ვიმედოვნებ დაე ნელ,ნელა გსმოსწორდება
moxetiale
მე G წლოვანებიდან D წლოვანებამდე მაქვს აქ ბავშვთა ფეხბურთში ნამუშევარი;ჩემი უფროსი შვილის გუნდს ვწვრთნიდი.ზაფხულიდან ც იუგენდში გადადის მე კი თავიდან ვიწყებ მესამე შვილის გუნდის გაწვრთნას G იუგენდში.დიდი სიამოვნებით ცამოვალ საქართველოში და მოვახმარ ჩემ გამოცდილებას ქართულ ფეხბურთს თუ მანდ მართლა დაინტერესდებიან ბავშვთა ფეხბურთის განვითარებით და დავინახავ რომ ვიღაცას დავჭირდები
გუჯა კახაძე
Saakadze-ს! გაინტერესებთ როდის გაუქმდება გადასახადი საფეხბურთო სკოლებში? ფეხბურთი მომგებიანი თუ გახდება საფეხბურთო სკოლებში გადასახადი აღარ იქნება. ფეხბურთი მიმგებიანი რომ გახდეს ფეხბურთელის გაზრდა უნდა ვისწავლით. ფეხბურთელი რაც უფრო ძვირად გაიყიდება, მით მეტ მოგებას მიიღებს კლუბი და მეტ ბავშვს ავარჯიშებს გადასახდის გარეშე. ფეხბურთელის სიტრანსფერო ფასმა რომ მოიმატოს საჭიროა მაღალ ტემპში თამაში შეძლოს (სხვა შემთხვევაში არავის სჭირდება). მაღალ ტემპში სირბილი რომ შეძლოს ჩემთან უნდა ივარჯიშოს, მაგრამ ჩემთან ვარჯიშის უფლებას არ აძლევენ. ვარჯიშის კი არა 30 წუთიანი მსუნუქი ექსპერიმენტის ჩატარების უფლებასაც არ მაძლევენ. აი რატომ არის საფეხბურთო სკოლებში გადასახადი და კიდევ დიდხანს არაფერი შეიცვლება.
kvaxa
კაცო ეგეთი სისტემა გერმანიაში მარტო ფგეხბურთში კი არ არის, არამედ ყველაფერში. პირველ რიგში ზოგად საგანმანათლებო სკოლაში. მეორე ჩვენი ტრენერებიო ცრუ მოძრაობას და დრიბლინგს რომ უკრძალავენო. აქ პირდაპირ წერია, რომ ტაქტიკურ თამაშს თავიდანვე აჩვევენ(მთავარია), პლიუს ტექნიკის გაუმჯოსების ვარჯიშები. ჰო კიდევ, ბუნდესლიგაში ნათამაშევ ტრენერს აქვსო უპირატესობაო. ჩვენთან კაცი თუ ნათამაშევია ჩვენ ჩემპში, იმასთან ბავშვი არ უნდა მიიყვანო. გააფუჭებს. აქაურობას მარტო ერთი მეთოდით ეშველება, როგორც ავტოინსპექტორები ერთ დღეს გაYარეს, აი ესე უნდა გაყარო ყველ ვინც ფეხბურთში მოღვაწეობს (ჟურნალისტების ჩათვლი). იქნებ მერე ბავშვებმა თავის თავს თვითონ უშველონ.
seriali
რა სტატია რა გერმანია ავტორი რა სუაშია ფედერაცია ბეჩავია და ნეპოტიზმით ინგრევა
Saakadze
გერმანელებს ნებისმიერი დარგი სწორედ ასე აქვთ განვითარებული, ჩვენთან რომელი დარგია განვითარებული? სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ფედერაციებიც რომ გვაქვს თუ იცით? და რა საშინელება ხდება მანდ უნდა გაიგოთ. ბავშვი დამყავდა ერთ კლუბში, გადასახადი, ფორმის ფული, ბურთის თანხა, მოედნის შეკეთების თანხა, გასვლითი თამაშის დროს ტრანსპორტის თანხა, საშინაო თამაშის დროს მსაჯის ხელფასის თანხა, ზამთარ - ზაფხული ზბორების 500 ლარი, ბოლოს გამოვიყვანე შედეგი არ იყო. ხოდა ჩვენთან სანამ არ შეიცვლება სისტენა მანამდე არ ეშველება არაფერი.
jorj
დროული სტატია.
khvicha
Dzalian kargi statiaa. Me vmushaob germaniis pexburtis regionalir akademiashi mwvrtnelad. Kargi iqneboda saqaetveloshi am sistemis danergva.
გუჯა კახაძე
მადლობა კარგი სტატიისთვის! გამორჩეული ნიჭის ბავშვებს სამივე ლიგის (ბუნდესლიგა, II ბუნდესლიგა, III ლიგა) გუნდების მწვრთნელები აკვირდებიან და სელექციას იწყებენ. U16 - ფეხბურთელებს მაღალ ტემპში თამაშს აჩვევენ.
DUDA
იქ მოხვედრა ქართველი ბავშვისტვის თუ შეიძლება?
უცნობი
ბრწყინვალე სტატიაა,ბატონო მერაბ!ყოველივე ამის დანერგვაა საჭირო საქართველოში,მაგრამ არა ბრმად გადმოღება.ეს რომ განხორციელდეს,ისეთი მმართველი ორგანოა საჭირო,როგორიც გსკ-ა და არა ისეთი მახინჯი წარმონაქმნი,როგორიც " ფეხბურთის განვითარების ფონდია",რომელსაც მომაკვდავი ქართული ფეხბურთი პირდაპირ სამარისაკენ მიყავს.ეს რომ ასეა,ნებისმიერი გუნდის ნებისმიერი წარმომადგენელი დაგიდასტურებთ (ნებისმიერ ლიგაში),გამონაკლისი 3-4 გუნდია (რომელია ეს გუნდები,იმედია,მიხვდებით).
davit
წარმოგიდგენიათ სამი მწვრთნელისთვის რომ ექნება ბავშვის მამას გასამაზი თანხა რომ ათამაშოს და კარგი რეკომენდაცია წეროს ბავშვზე ტრენერმა?.. :D სამმაგი ხარჯია გერმანული მოდელი ქართულ სპორტში :D 90იანებში უნდა დანერგილიყო და აქამდე უკვე შედეგი იქნებოდა...
Givi g
კანონი სანამ ყველასთვის ერთი არ იქნება მანამდე საქართველოს არაფერი ეშველება.თორემ გერმანელი ბავშვი ნამდვილად არაა ქართველ თანატოლზე ნიჩიერი.კანონი,პრაგმატიზმი და ბევრი შრომა.ნეპოტიზმი ღუპავს საქართველოს
gizog
კარგია, თუნდაც რამდენიმე მწვრთნელი თუ მაინც გამოიყენებს მოწოდებულ სასწავლო გეგმას, საქმე წინ წავა.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ლიოვი მზადაა ნაკრებში მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნება განიხილოს
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
რიუდიგერმა შეიძლება პლეი-ოფში ვერ ითამაშოს
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს