სახელოვან ქართველ დიდოსტატ ნონა გაფრინდაშვილს 3 მაისს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა
სახელოვან ქართველ დიდოსტატს, ქალთა შორის მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულს, მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენ ქალბატონს, საჭადრაკო ოსკარის მფლობელ ნონა გაფრიდაშვილს 3 მაისს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვერის ბაღში ჭადრაკის სასახლის წინ ნონას ვარსკვლავი გაიხსნა. იგი პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელსაც სამშობლოში ასეთი პატივი ერგო. ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, ევროპის საჭადრაკო კავშირის თავკაცი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, სხვა ოფიციალური პირები, იუბილარის ახლობლები და თაყვანისმცემლები.

გიორგი კვირიკაშვილი:

"ნონა გაფრინდაშვილი ინტელექტისა და მებრძოლი სულის განსახიერებაა. მისი ღვაწლი საქართველოსთვის შეუფასებელია, დიდი მადლობა ქალბატონ ნონას ყველაფრისთვის, რაც მან ქართველი ხალხისათვის გააკეთა".

კირსან ილუმჟინოვი:

"ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს მინდა მივულოცო დაბადების დღე. იგი ჭადრაკის ნამდვილი დედოფალია, რომელმაც პირადი წარმატებებითა და ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარეობისას სპორტის ამ სახეობის განვითარება-პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ნონა გაფრინდაშვილი არა მარტო მსოფლიო ქალთა ჭადრაკის, არამედ საქართველოს სინონიმიცაა. იგი ნებისმიერ ქვეყანაში სასურველი სტუმარია. ქალბატონი ნონა ახსოვთ და პატივს სცემენ ყალმუხეთშიც. ელისტაში ყოველი სტუმრობისას იგი ახლომდებარე სოფლებს ეწვეოდა, ესაუბრებოდა ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებთან ერთდროული თამაშის სეანსებს მართავდა. მოზარდები ცდილობენ, ნონას მიბაძონ. დიდი მადლობა საქართველოს, რომელმაც ასეთი პიროვნება შვა და აღზარდა".

ნონა გაფრინდაშვილი:

"ნებისმიერი პიროვნებისთვის ვარსკვლავის გახსნა დიდი პატივი და დაფასებაა, ამიტომ ეს წუთები ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჭადრაკი ჩემი ცხოვრების არსია, ჩემი ცხოვრება ჭადრაკმა მაჩუქა, ცხოვრებაში რასაც მივაღწიე, ჭადრაკის დამსახურებაა, ამიტომაც ბრძენთა თამაშისთვის ზურგი არასდოს შემიქცევია. დღესაც ჭადრაკით ვცოცხლობ.

მთელი ცხოვრება საქართველოს სამსახურში ვიყავი და ბოლო ამოსუნთქვამდე მის სამსახურში დავრჩები".

ღონისძიების მონაწილეებმა ვერის ბაღიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გადაინაცვლეს, სადაც ნონა გაფრინდაშვილის საიუბილეო დიდი საზეიმო საღამო გაიმართა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Anzor
ნონას გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეიძლება დიდგორის ომში გამარჯვებას შეადარო. მან ხომ პირველმა დაამხო რუსი-ებრაელების მონოპოლია ქალთა ჭადრაკში, შემდგომ კი ფიშერმა კაცებიც მიაყოლა
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
თბილისში კირსან ილუმჟინოვის "ჩუმად" ჩამოსვლას ჭადრაკის ფედერაცია გამოეხმაურა
"მამა მაშინ გარდაცვლილა, მსოფლიოს ექსჩემპიონ მუზიჩუკს რომ ვხვდებოდი..."
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენი გავარდა, ჯობავა ბრძოლას აგრძელებს
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ჭადრაკი - მსოფლიო თბილისში, ოლიმპიადა ბათუმში
პირველად ევროპის საჭადრაკო სამყაროში - დაჯილდოება "ევროპის ოქროს პაიკი" გაიმართება
დრესკოდი, შორტი და კოვალიოვი - ინტერვიუ ზურაბ აზმაიფარაშვილთან
ქართველი მოჭადრაკე ქალები ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ითამაშებენ
სკანდალი თბილისის მსოფლიოს თასზე: რატომ გააძევეს კანადელი დიდოსტატი?
ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირს მეორე ვადით უხელმძღვანელებს