რას ფიქრობს ტორესი ნაკრებზე, წაიყვანს ვილმოტსი ორიჯის?
ინგლისურმა გამოცემა "დეილი მეილმა" გამოაქვეყნა საკუთარი ვერსია, ევროპის ჩემპიონატის რომელ მონაწილეს ჩემპიონობის რა შანსი აქვს. პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიაა.

მეორეა მასპინძელი საფრანგეთი, ხოლო მესამე - ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი.

საინტერესოა, რომ ინგლისის გაჩემპიონების იმედი ბრიტანულ გამოცემას ნაკლებად აქვს - თანამემამულეები ჩამონათვალში მეშვიდე ადგილზე დააყენეს. ყველაზე უიმედოდ ალბანეთი გამოიყურება...

1. გერმანია

2. საფრანგეთი

3. ესპანეთი

4. იტალია

5. ბელგია

6. ხორვატია

7. ინგლისი

8. პორტუგალია

9. ავსტრია

10. შვეიცარია

11. პოლონეთი

12. შვედეთი

13. უელსი

14. ჩეხეთი

15. ისლანდია

16. რუსეთი

17. უკრაინა

18. თურქეთი

19. სლოვაკეთი

20. ირლანდია

21. ჩრ. ირლანდია

22. რუმინეთი

23. უნგრეთი

24. ალბანეთი

ფერნანდო ტორესი: თავს ესპანეთის ნაკრების ნაწილად არ ვგრძნობ

"ატლეტიკოს" თავდამსხმელ ფერნანდო ტორესს იმედი არ აქვს, რომ ვისენტე დელ ბოსკე ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს. არადა, მწვრთნელმა თქვა - კარი დახურული არავისთვისააო. "მარკასთან" ინტერვიუში ფერნანდო ტორესმა აღნიშნა:

- ორი წელია ესპანეთის ნაკრებში არ მითამაშია. ბოლოს "ფურია როხას" ფორმა 2014 წლის მუნდიალზე მოვირგე. ვგრძნობ, რომ დღეს გუნდის ნაწილი აღარ ვარ. ამიტომ ევროპის ჩემპიონატზე არც ვფიქრობ. ჩემი აზრები ესპანეთის ჩემპიონატის უახლოესი მატჩის ირგვლივ ტრიალებს.

ვილმოტსი: ორიჯის საფრანგეთში წაყვანა კითხვის ნიშნის ქვეშაა

ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარკ ვილმოტსი აცხადებს, რომ უკვე მონიშნა საევროპე 23 ფეხბურთელის სია და რამდენიმე რეზერვისტიც შეარჩია:

- ოთხი წელია ბელგიის ნაკრებს ვწვრთნი და ნათელი წარმოდგენა მაქვს ფეხბურთელების შესაძლებლობებზე. ზოგმა ამ სეზონში გამოიჩინა თავი, ზოგს აქამდეც მიღებული ჰქონდა ჩემგან დადებითი შეფასება.

შემიძლია გითხრათ, რომ სიაში 23 ფეხბურთელი მყავს. ასევე, ჩამოწერილი მაქვს 6 რეზერვისტის გვარი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი სიის მოთამაშეებს ჩაანაცვლებენ. რაც შეეხება ლივერპულელ ორიჯის, მისი საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ გამოჯანმრთელდება, შანსს აუცილებლად მივცემ.

ირლანდიელები არსენალელით ძლიერდებიან

ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარტინ ონილი ევროპის ჩემპიონატის წინ გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს. იგი "მწვანეებში" იწვევს "არსენალის" ახალგაზრდა ნახევარმცველ დანიელ კროულის.

ამ ფეხბურთელმა უკვე მოასწრო როგორც ირლანდიის, ასევე ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაში და თავისი ნებაა, საბოლოოდ რომელ ქვეყანას აარჩევს.

გამოცემა "აირიშ ინდეპენდენტის" მტკიცებით, მარტინ ონილი დანიელ კროულის უკვე შეხვდა... დაითანხმა თუ არა, ახლო მომავალში გავიგებთ.

ჰოჯსონი რაშფორდზე უარს ამბობს

ბოლო დროს იმდენად კარგად ათამაშდა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი, რომ მისი ევროპის ჩემპიონატზე წაყვანაზე ბევრი ლაპარაკობს, მათ შორის, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი. თუმცა, როგორც ბრიტანელთა დამრიგებელი აცხადებს, რაშფორდის ევრო-2016-ზე თამაში ნაკლებად სავარაუდოა.

- ევროპის ჩემპიონატისთვის რაშფორდის ნაკრების შემადგენლობაში შეყვანა მეტისმეტად თამამი გადაწყვეტილება იქნება. თუ ასე მოვიქცევი, უარი უნდა ვთქვა ერთ რომელიმე თავდამსხმელზე, რომელიც შეიძლება მეტად იმსახურებს საფრანგეთში წასვლას. ჩვენი გუნდის თავდამსხმელთა დონის გათვალისწინებით, ევრო-2016-ზე რაშფორდის წასვლა ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. თუმცა გამორიცხული და შეუძლებელი მაინც არაფერია, - ამბობს როი ჰოჯსონი.

ფრანგული როკ-ჯგუფის პროვოკაციული მუსიკა

ფრანგულმა ჯგუფმა "ლუჩა ლიბრემ" ევროპის ჩემპიონატის წინ პროვოკაციული მუსიკა ჩაწერა. "ლუჩა ლიბრე" მექსიკური ჩხუბის სახეობაა, რომლის დროსაც მოწინააღმდეგეები საბრძოლველად ნიღბებით გამოდიან. ელექტროროკის მიმდევარი ჯგუფის წევრებიც სწორედ ნიღბებით გადიან სცენაზე.

ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილ მათ ნაშრომს ასე ჰქვია: We’re all gonna loose ("ჩვენ ყველა წავაგებთ"). ტექსტში გაქილიკებულია რუსეთი და ყატარი, რომლებმაც 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება მოიპოვეს. ასევე დასცინიან სუპერვიქტორს - ევრო-2016-ის თილისმას.

- ამ სიმღერის ტექსტი გასულ ზაფხულს დავწერეთ, სწორედ მაშინ, როცა ფიფას სკანდალი აგორდა. ვიფიქრეთ, რომ დავიდ გეტას მიერ შექმნილი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნი ძალიან მგრძნობიარე იქნებოდა და გადავწყვიტეთ, რაღაც საპირისპირო გაგვეკეთებინა, - აცხადებს "ლუჩა ლიბრეს" ერთ-ერთი წევრი პიერ-ივა ბუსარი, მეტსახელად "მსუქანა".

ევროისტორია: ავტოგოლები

1976 წლის 16 ივნისი. ზაგრები. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი. ჩეხოსლოვაკია-ჰოლანდია. მე-19 წუთზე ჩეხოსლოვაკების კაპიტანი, მცველი ანტონ ონდრუში შეტევაში ჩაერთო, ბურთი მიუვიდა თუ არა, ძლიერად დაარტყა და 1:0. მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, ჩეხოსლოვაკია - ფინალს, თუმცა ონდრუშმა გადაწყვიტა, ნახევარფინალში თამაშის სიამოვნება გაეხანგრძლივებინა და ერთი გოლიც გაიტანა - საკუთარ კარში.

გაინტერესებთ, როგორ დასრულდა შეხვედრა? - ჩეხოსლოვაკიამ დამატებით დროში 3:1 მოიგო. ფინალში ონდრუშის თანაგუნდელებმა პენალტების სერიაში აჯობეს გფრ-ს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი თერთმეტმეტრიანი სწორედ ანტონ ონდრუშმა გაიტანა. იგი მეკარე ივო ვიქტორთან ერთად ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ასე და ამგვარად, ანტონ ონდრუში პირველი ფეხბურთელი იყო, ვინც ევროპის ჩემპიონატებზე ავტოგოლი გაიტანა. შემდგომში მას მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. პირველ მათგანს ოცი წელი ველოდით: 1996 წლის 18 ივნისს, ბულგარელმა ლიუბოსლავ პენევმა თანაგუნდელებს მშვენიერი გოლი გაუტანა. მისმა ბულგარეთმა საფრანგეთთან 1:3 წააგო. სხვათა შორის, ერთი დღის შემდეგ პენევი 20 წლისა შესრულდა.

ოთხწლიანი ინტერვალით ავტოგოლები გაიფორმეს ბალკანელებმა: სერბმა დეიან გოვედარიცამ (ჰოლანდიასთან 1:6), 2004 წელს კი ხორვატმა იგორ ტუდორმა (საფრანგეთთან, 2:2). იმავე წელს ჟორჟე ანდრადემ მშობლიურ პორტუგალიას გაუტანა (ჰოლანდიასთან, 2:1), ხოლო 2012 წელს ინგლისი გლენ ჯონსონმა აზარალა (შვედეთთან, 3:2).

სტიკერების ალბომი

25 აპრილიდან საგაზეთო ჯიხურებში, სუპერმარკეტებსა და წიგნის მაღაზიებში იყიდება "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული გზამკვლევი - სტიკერების ალბომი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ეძღვნება.

ალბომში გაეცნობი დეტალურ ინფორმაციას "ევრო 2016"-ის მასპინძელი სტადიონების, მონაწილე ნაკრებებისა და ფეხბურთელების შესახებ, ასევე - ევროპის ჩემპიონატების ისტორიას, სხვადასხვა წლის გამორჩეულ მოთამაშეებს, ნაკრებებს და ა.შ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
[VIDEO] ესპანეთი შეუჩერებელია - ბულგარეთს ადვილად მოუგო
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
"ელ ნინიო" წავიდა - ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოს" დუბლებთან აღარ იმუშავებს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ბელგიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს
ევრო 2016. E და D ჯგუფები. II ტურის წინ: ნაქები ბელგიის შანსი
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
ფერნანდო ტორესი კარიერას განაახლებს
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
ტიბო კურტუას მამა: ჩემი შვილი ჩამშვები არაა
ევრო 2016-ის ამბები: ISIS ინგლისელ და რუს ფანებს ემუქრება
ტორესის ბოლო მატჩი - ინიესტას ბრწყინვალე პასი და 6 გოლი მეტოქისგან [VIDEO]
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკო B"-ს მწვრთნელად დანიშნეს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:1 მარცხდება
[VIDEO] როდესაც თავს ზევით ძალა არაა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო - სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ბელგიის ნაკრების მწვრთნელს ინტერნეტით ეძებენ
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
"კრისტალ პალასი" "ლილის" მცველის სანაცვლოდ 20 მილიონს იხდის
რიუდიგერმა შეიძლება პლეი-ოფში ვერ ითამაშოს
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოში" დაბრუნდა
ევრო 2016-ის ამბები: ხედირასათვის ევროფორუმი თითქმის დასრულებულია