"ბათუმმა" საკუთარ მოედანზე გამართულ შეხვედრაში "სოხუმი" ანგარიშით 86:81 დაამარცხა
"ბათუმი" სუპერლიგის მესამეადგილოსანია. ამ გუნდმა რეგულარული ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალურ წყვილში "დინამოსთან" ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თანაბარი ძალის გუნდებში ფავორიტის სტატუსი მხოლოდ ფორმალობაა.

"ბათუმმა" "დინამოსთან" სერია 1:3 დათმო და მესამე ადგილისთვის მატჩში "ქუთაისთან" დამარცხებულ "სოხუმს" შეხვდა.

მატჩი ზღვისპირეთში გაიმართა... სად? რომელ ზღვისპირეთში? მართებული შეკითხვაა - "სოხუმიცა" და "ბათუმიც" ხომ ზღვისპირული გუნდებია. გუშინდელი მატჩი აჭარაში შედგა. ვისურვოთ, რომ რაც შეიძლება მალე ემასპინძლოს "სოხუმს" სუპერლიგის მატჩებისთვის მშობლიურ სოხუმში.

"ბათუმის" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც ორმაგი დუბლი შესრულა - 21 ქულა, 13 მოხსნა. მატჩის ბომბარდირი კი გივი ბაქრაძე გახდა, რომელიც 28 ქულამდე ავიდა. 25 ჩააგდო ფილიპ მილერმა. გივიმ 7-დან 5 სამქულიანი გამოიყენა, ფილიპმა - 5-დან 4 სამიანი.

აი, სწორედ ეს დააკლდათ სოხუმელებს "ქუთაისთან" მეხუთე ნახევარფინალურ მატჩში. იმერეთში მათ მხოლოდ ერთი სამიანი გამოიყენეს.

სუპერლიგა. მატჩი III ადგილისთვის

17 მაისი, ბათუმი

ბათუმი-სოხუმი 86:81

22:27, 21:24, 21:11, 22:19

ბათუმი: ბ. ლეჟავა (20ქ, 5მ, 3პ), მიქელაძე (4ქ, 10პ), სტეფანიშინი (16ქ, 5მ), რევაზაშვილი (3ქ), თენიეშვილი, რამიშვილი (5პ), კრივცოვი (20ქ, 8მ), ა. დვალიშვილი (21ქ, 13მ), მაისურაძე (2ქ).

სოხუმი: მილერი (25ქ, 5მ, 4პ), სმიტი, გ. ბაქრაძე (28ქ, 4პ), ალხანაიძე, ჯგერენაია (7ქ, 13მ), ათუაშვილი (11ქ, 5მ), დ. დვალიშვილი (6ქ, 4მ), მირზიშვილი (4ქ), ძიძიგური.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
აკაკი დვალიშვილის გუნდი "ნოვოსიბირსკი" რუსეთის სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია
სუპერლიგა. პლეი ოფი: "დინამო" და "ქუთაისი" დაწინაურდნენ
"სოხუმმა" "დინამო" მნიშვნელოვან შეხვედრაში დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა "ბ" ნაკრებმა ჩინური ტურნე 2 მოგებით დაასრულა
გივი ბაქრაძის 24-ქულიანი სანაკრებო განაცხადი
საკალათბურთო ლეგიონი: მეტად ფერადოვანი კვირა
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი: სუპერლიგელთმმუსვრელი
საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა! - ინტერვიუ "სოხუმის" ლეგიონერებთან
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
დუდუ დადიანის მემორიალი: ილიას ზუროსის თვალწინ
სუპერლიგა 2016/17. XVIII ტური: "ქუთაისმა" "ოლიმპს" ისევ მოუგო
სუპერლიგა. XXIV ტური: სეზონის პირველი სამმაგი დუბლი ლევან ფაცაციამ შეასრულა
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი: "ქუთაისი" და "სოხუმი"
სუპერლიგა 2016/17. XXV ტური: "ოლიმპის" პრეტენზია
აკაკი დვალიშვილის ბენეფისი - "ქუთაისმა" "ტიტებს" სძლია და ნახევარფინალშია
3X3 კალათბურთში საქართველოს ნაკრები ანდორაში ევროშესარჩევში სათამაშოდ გაემგზავრა