უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის წინ ყველა კლუბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ფეარ პლეის" პრინციპს დაიცავს
22 მაისს, ბოლო ტურის შეხვედრებში გაირკვევა, რომელი გუნდები დაემშვიდობებიან უმაღლეს ლიგას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რამდენიმე შეხვედრას. ყველა კლუბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ფეარ პლეის" პრინციპს დაიცავს.

მაგალითად, ბათუმის "დინამო" მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს და ძირითადი შემადგენლობით ითამაშებს.

ამასვე აპირებს ფოთის "კოლხეთი" ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ ლანჩხუთის "გურიასთან" მატჩში, რომელიც სარაგბო სტადიონ "პარკი არენაზე" გაიმართება.

"ლანჩხუთი ჩვენი მეზობელი რაიონია და ბუნებრივია, მისი გავარდნა არ გაგვახარებს, მაგრამ სპორტული სამართლიანობა მოითხოვს, რომ ამ შეხვედრას სრული სერიოზულობით მოვეკიდოთ და ასეც იქნება.

ეს ამ სეზონში ბოლო საშინაო თამაშია. ხალხი მოვა და ჩვენგან გამარჯვებას დაელოდება. სრული შემადგენლობით ვერ ვითამაშებთ, რადგან გიორგი ლემონჯავამ წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო და ვერ დაგვეხმარება. სხვა ყველა მწყობრშია, არავის დავასვენებთ.

არანაირი სურვილიც არ გვაქვს, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ნახევარი ძალით ვითამაშოთ და ჩვენზე იეჭვონ. ეს შეურაცხმყოფელი იქნება", - ამბობს ფოთელთა მთავარი მწვრთნელი გელა სანაია.

საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ "ლელოს" განუცხადა, რომ თერჯოლის "საპოვნელას" მატჩი მისთვის და მისი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია:

"რა თქმა უნდა, სატურნირო თვალსაზრისით, ამ შეხვედრას აზრი დაკარგული აქვს, მაგრამ ეს ჩვენი პრესტიჟის მატჩი იქნება. დავიცავთ სამართლიანი თამაშის პრინციპს".

მნიშვნელოვანია "ცხინვალი"-"ლოკომოტივის" მატჩიც, რადგან ჟერარდ სარაგოსა მულეტის გაწვრთნილები სახიფათო ზონაში არიან და თუ ვერ მოიგებენ, შესაძლოა, უმაღლეს ლიგას დაემშვიდობონ. მოტივირებულ "ლოკომოტივს" უმოტივაციო "ცხინვალთან" უმძიმესი 90 წუთი ელის.

კლუბი განცხადების გაკეთებას აპირებდა. საქმე ისაა, რომ "ლოკომოტივის" ბედი გორის "დილასა" და "ზუგდიდის" თამაშის შედეგზეც იქნება დამოკიდებული. თბილისელებისთვის მნიშვნელოვანია, რა დამოკიდებულება აქვთ გორელებს ამ თამაშის მიმართ.

"დილამ" ევროპალიგის საგზური მოიპოვა, თბილისელებმა კი შეიტყვეს, თითქოს, ექსჩემპიონი ბოლო ტურში "ზუგდიდთან" ახალგაზრდული შემადგენლობის დაყენებას აპირებს.

მაგრამ "ლოკომოტივის" წარმომადგენელს "დილას" დირექტორი გიორგი ტუღუში დაუკავშირდა და აცნობა, რომ შესაძლოა, გორელთა შორის ორიოდე ახალგაზრდამ ითამაშოს, თუმცა, სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ამ შეხვედრას მაინც სერიოზულად მიუდგებიან.

ერთ-ერთი მიზეზი, ევროპის წამყვანი ლიგები ინტერესს ბოლომდე რომ არ კარგავენ, ინტრიგაა. იქ ბოლო ტურამდე ყველა ყველას ეომება. საერთოდაც, ეროვნულ ჩემპიონატს პატივი, უპირველესად, ჩვენ უნდა ვცეთ. ჩვენი ჩემპიონატი კი კარგა ხანს იმდენად პროგნოზირებადი იყო, ინტრიგა თითქმის აღარ იყო. ასეთი ფეხბურთი არავის დააინტერესებს.

კვირას ბოლო ტურის შეხვედრებს ქვედა საფეხურზე მყოფი გუნდებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და გაირკვევა, უმაღლეს ლიგაში ვინ დარჩება და ვინ გავარდება. კლუბების წარმომადგენლების ლაპარაკი გვაიმედებს, რომ "ფეარ პლეის" პრინციპებს დაიცავენ. ასეთი მიდგომა ეროვნულ ჩემპიონატს აუცილებლად წაადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koba
ზვიად ლაზარიდი - საპოვნელა, მერანი და ზუგდიდი გავარდებიან და ვინღა შემოვა, ცოტა ჭკუა ხომ უნდა დაატანოთ ნათქვამს, სამივე ვერ გავარდება ხოო..
amashuleli
გუნდები და ახალგაზრდები კარგია,ფეარ პლეი უკეტესი..წინა ტურში ერთერთ თამაშს დავესწარი და სასიამოვნო ერთი შევნიშნე რო ახალი სახეები გამოჩდნენ სამსაჯოშიც რაც ზალიან სასიამოვნოა ახალი სისხლი და ზალა ჯირდება ყველაფერს მატშორის მსაჯებს,მწვრთნელებს და ყველაფერს..
ზვიად ლაზარიდი
საპოვნელა,ზუგდიდი და მერანი გავარდებიან!
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"მეგობრის ღალატი დანაშაულია" - ჟალევსკი შეყვარებულის გამო სკანდალში გაეხვია
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"დილას" დირექტორი: გვაინტერესებს, როგორ გადავიდეთ კერძო მეპატრონის ხელში?..
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
რაში ხარჯავთ ამ ფულს? - გორის მერია "დილას" ხელმძღვანელებს
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!
"მე, როგორც "დილას" მწვრთნელი, ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ!"
გორის "დილას" და "პარტიზანის" მეტოქეობა თანამშრომლობაში გადაიზარდა
უჩა სოსიაშვილი: რეფორმებს მეც შევეწირე
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო