რამდენად სამართლიანი იყო სფფ-ის წინა ხელმძღვანელობის მხრიდან "ზესტაფონის" მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები?
საქართველოს XXVII ჩემპიონატი დასრულებულია. ჯერაც გაურკვეველია, რა ბედი ელის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს". საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას ვერ ასცდება, მანამდე კი "ლელო" უცხოეთში მყოფ ილია კოკაიას დაუკავშირდა.

ვრცელი ინტერვიუ მომავლისთვის გადავდოთ, ახლა კი "ზესტაფონის" მფლობელის მიერ მიმდინარე მოვლენებზე გაკეთებული კომენტარით დავკმაყოფილდეთ:

"მგონი, შეხსენება არ სჭირდება საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში არსებულ უსამართლობას ღიად ვებრძოდით.

ჩვენ ვაპროტესტებდით ორ ძირითად მომენტს - პირველი იყო სახელმწიფოს მხრიდან კლუბების არათანაბარი დაფინანსების მანკიერი სისტემა. საბედნიეროდ, დღეს ამ მიმართულებით ვითარება მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ...

მეორე - ეს იყო ყოველგვარი სპორტული პრინციპის იგნორირებით, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ნაბიჯები, რომლებიც გულისხმობდა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას. როგორც იცით, თავის დროზე სწორედ ეს უგუნური გადაწყვეტილება გახდა ჩვენს კლუბში ინვესტიციების მკვეთრი შემცირების მიზეზი.

სასიხარულოა, რომ დღეს ვითარება ამ მიმართულებითაც იცვლება...

რჩება მხოლოდ ერთი - ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტი. ვერდიქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანი იყო სფფ-ის წინა ხელმძღვანელობის მხრიდან "ზესტაფონის" მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები.

იქნებ შარშან ჩვენს კლუბს სულაც სამართლიანად მოექცნენ და ჩვენ არაფერი გვაქვს სადავო? ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გაირკვეს ჭეშმარიტება? ხომ შეიძლება, სავსებით ლოგიკური და კანონიერი იყო მაშინდელი ვერდიქტი?!

ჩემი მხრიდან, შემიძლია გითხრათ, რომ თუ ფეხბურთის ფედერაციის მაღალი ინსტანციების მიერ ის გადაწყვეტილებები უსამართლოდ იქნება მიჩნეული, მზად ვარ, გავაგრძელო საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დაფინანსება", - გვითხრა კოკაიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
კარგი იქნება, ზესტაფონი ჭირდება თავის სტადიონით და ბაზით ქართულ ფეხბურთს.
zazas
შენ იწვევ ნდობას და კოკაია არა?
ლეო ძია-s
ყველამ საკუთარ გორი დილას მივხედოთ.
Khariskhi
საქართველოს დისციპლინა სჩირდება ყველაპერწი.
dimitri
დაბრუნდეს ზესტა ჩვენი ერთადერთი სიხარული თორემ ვერ იქნება საქმე კარგად ბევრ გავყოლილვართ ზურგზე ხელებშემოწყობილი და ბევრს გავყვებიYთ კიდე!
zaza
რბილად რომ ვთქვათ ეს კაცი არ იწვევს ნდობას და სამწუხაროდ მასზე კარგი წარმოდგენის მქონე ადამიანი ჯერ არ მინახავს...
bagrati
ზესტა დააბრუნეთ, ბიჭო !
Giorgi567
ბატონო ილო თქვენ უკვე გყავდათ კარგი გუნდი, მაგრამ ვერ თუ (არ) შეიფერეთ როცა უნდა გაგეძლიერებინათ მაშინ დაშალეთ ის გუნდი. ამიტომ მე როგორც ერთერთი გულშემატკივარი გეუბნებით თქვენ არ გესმით ფეხბურთი, თუ როგორ მოდის წარმატება ამას ვერ ჩასწვდით, მხოლოდ ფედერაციასთან (ან ფედერაციებთან) კინკლაობით ვერ თამაშობენ ევროტურნირებზე
zestafoneli
აქ ცოტა სხვანაირადაა აზროვნება საჭირო. თქვენ იცით, რომ ბევრი ფეხბურთმა დააბრუნა ქალაქში? უქმეებზე სავსე იყო ზესტაფონი. სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო ნათქვამია. ჩვენ გვინდა ძველი ძლიერი ზესტაფონი და ფედერავციის ვალია შეფასება მისცეს იმას რაც მოხდა. მერე ვილაპარაკოთ რომელ ლიგაში და როგორ. ის თამაში შეიცავდა საფრთხეს და უნდა გადადებულიყო. მაშ რატომ ჩავიდა კობი იქ სადაც ჩავიდა და რატო გადადო თამაში?
bingo
ზესტაფონელებო, თქვენ იმსახურებთ ფეხბურთს. ბევრი რამ არ მომწონს კოკაიასაი მაგრამ ამჯერად მართალია. ნუთუ არ გვინდა და ზედმეტი იქნება ძლიერი ზესტაფონი?
ირაკლი
ეხლა მოუნდა,მერე ისევ მიაგდებს, თამაშებს ვეღარ ყიდის და შემოაკლდა ეტყობა ფული, ბატონო ილია პოლიტიკაშიც გინდა თქვენ ჩართვა, როგორც ვიცი და ეტყობა ეს ერთერთი სატყუარაა თქვნის აზრით, ყვლამ ყველაფერი იცის, განსაკუთრებით ზესტაფონლებმა
irakli
დაბრუნდეს. გუნს თუ ეყოლება კერძო ფლობელი ამას რა ჯობია. უღონდ არა პრდაპირ უმაღლესში არამედ რეგიონალური ლიგიდან ამოიყვანნოს გუნდი. ეს ილიკოს არ გაუჭირდება
ramazs
ზესტაფონელები გეუბნებით შენ: მოგვიყვანე უკეთესი ან გაჩუმდი!
ლეო ძია
მოდი რაა ილო ძია... არ ეშვება ეს კაცი ანარქიას და ინტრიგნობას. ყველაფერი კარგადააო მაგრამ ეხლა უნდა რომ ძველი ფედერაციის ნაცვლად ახლებს აუწეწოს საქმეები. იურიდიულად ძველიც მართალი იყო როცა მოკვეთეს, თორემ ეჩივლა ლოზანაში და მოეგო, ახლა თუ ახალმა ფედერაციამ თქვა რომ მაშინ ზესტას მოკვეთა კკანონის გვერდის ავლით მოხდა (არადა ზუსტად დებულების მიხედვით იმოქმედა მაშინ დომენტამ) ეს ნიშნავს რომ არარსებული კლუბი უმაღლესში დაუშვას ფედერაციამ. და ვის ნაცვლად? როგორ? ეს ძალზე არასწორი და სპორტული პრინციპების სრული დარღვა იქნება. თუ უნდა კოკაიას დაიწყოს დაბალი ლიგიდან და ამოვიდეს უმაღლესში, მაგრამ არ უნდა ეგ და როცა უმაღლესში იყო ზესტა მაშინაც სხვისგან იყიდა ადგილი. ახლა დეპუტატად იყრის ზესტაფონში კენჭსო და საკენკკებს ყრის აქეთიქით... არ კეთდება ასე დიდი საქმეები ბიძიკოებო, არაა.
Dato-s
ერთადერთი საშუალება წინა ფედერაციასთან საკუთარი სიმართლის დამტკიცების, იყო ულტიმატუმის ენა. დამიჯერე ყვირილი არავის არ ეხალისება და არ უნდა სანამ სხვა გზა აღარ დარჩება. სწორედ კოკაიას ულტიმატუმებმა დააყენა დღის წესრიგში წინა ფედერაციის შეცვლის საკითხი. კოკაიას გარდა სხვა ხმას არ იღებდა, ან ვერ იღებდა. კოკაიას რომ ხმა არ ამოეღო, დღესაც იგივე სიტუაცია იქნებოდა ქართულ ფეხბურთში (რა სიტუაციაც იყო ყველა ნამდვილმა გულშემატკივარმა იცოდა და იცის და თუ ვინმე ვერ ხედავდა როგორი უსამართლობა იყო ეს უბრალოდ წარმოუდგენელია). P.S უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუ როგორი შერჩევითი სამართალი იყო
kaxi
მართალი ხარ წინა ფედერაციამ არასწორი საქციელი ჩაიდინა და არასამართლიანად ჩამოართვა რუსთავის გუნდს და ზესტაფონს ჩააბარა ჩემპიონობა და მეორეცეხლა იცი რომ ეს ფედარაცია რათქმა უნდა არ გაამართლებს წინა ფედერაციას და ამიტომ აჭიკჭიკდი
რამაზი
ჩემი აზრით, არ ჭირდება ქართულ ფეხბურთს და არც ზესტაფონს ისეტი ადამიანი, ვისაც უცბად რაღაცა არ მოეწონება და გუნდს ბედის ანაბარა მიაგდებს. მაგის ხუშტურებზე ფედერაცია ვერ ივლის.
ika
ბიჯო დააბრუნეთ კაცმა ააშენა ზესტაფონი!
sviri
იცოდეთY, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ კიდევ ერთი წელი უფეხბურთოდ დავრჩეთ. ეს იქნება დიდი ხნით ფეხბურთის სიკვდილი, ტრადიციის სიკვდუილი და გვინდა თუ არა ჩვენ ვიტყვით, რომ ფეხბურთი ზესტაფონში მოკლა ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ და დამარხა კობიაშვილის ფედერაციამ!
ara
ჩემთვის გაუგებარია რა უნდა ქნას ფედერაციამ. კოკაიას კი უნდა მოუხსნას სასჯელი, მაგრამ ზესტას რას უშველის? ეხლა იქმნება ახალი ჩემპიონატი-10 გუნდა. რა ქნან ზესტა დაამატონ და გახადონ 11 გუნდა? თუ სხვა გააგდონ და ზესტა დაამატონ? კი ბატონო ზესტაფონში ფეხბუურთი უნდა იყოს მაგრამ ამას რეფორმებს ხომ არ შევწირავთ. კარგი იქნება თუ სახელმწიფოებრივი აზროვნება იქნება.
zesta
ჩვენ გვინდა ფეხბურთი და კოკაიას ალტერნატივა არაა დღეს. ასე რომ თუ მერყევია და ცუდი, ჩვენვე მოვითმენთ, ოღონდ ფეხბურთი იყოს!
dato
კოკაიამ ზესტაფონი ქართული ფეხბურთის ისტორიაში შეიყვანა ტიტულებით, მაგრამ ზესტას გულშემატკივრებო გინდათ ისეთი მერყევი კაცი რომელიც გაქცევაზე დაიმურება და ულტიმატუმების ენით ებლატავება ფედერაციას? ეს არის კაცი რომელმაც თავისი შექმნილი გუნდი თვითონ დაშალა ზესტაფონის საკრებულოს ხელით.
მურმან მაჩიტიძე
ვისაც გული არ შეგტკივათ ცუდს ნურაფერს დაწერთ.ჩვენთვის ფეხბურთი არის გულის წამალი.დაიძახეთ შევიკრიბოდ კიდევ ერთხელ მხარი დავუჭიროთ ბატონ ილია კოკაიას.
simartle
სიმართლე ისაა რო ყველაფერი ის რასაც ეს კაცი ითხოვდა დევს სახელმწიფო პროგრამაში და ეს გარიყეს. ზესტაფონში ფეხბურთი იყო ზეიმი. მე თბილისიდან დავდიოდი ამ თამაშზე. კობის ღირსების საქმედ უნდა იქცეს ზესტაფონში ფეხბურთის დაბრუნება!
wneva
დააყენე ზესტას საშველი ან წადი სადმე სხვა გუნდი იყიდე
dato
ამ მერყევმა კოკაიამ რამდენჯერ გადათქვა დაფინანსება არ დაფინანსება ვინ მოთვლის. 2004-2014 წლამდე თითქმის ყოველ წელს იმუქრებოდა აღარ დავაფინანსებო და ბოლობოლო 10 წლის მერე წავიდა. ახლა რამდენი წელი უნდა იძახოს დავაფინანსებო? არადა იყო წლები როცა მხოლოდ ზესტაფონი აჩვენებდა სანახაობრივ და სხვებთან შედარებით ხარისხიან ფეხბურთს. ამ გუნდის შექმნა კოკაიას დამსახურებაა ისევე როგორც დაშლა.
Walkabout-s
კი მაგრამ, თუ ვერდიქტი არ მოუხსნეს, ფიზიკურათ არ ექნება ფეხბურთში საქმიანობის უფლება...
მინდია
რას ვაჭრობს, რას ამბობს არასწორს. რისთივის დასაჯეს პროსტა. ან რას ითხოვდა არასწორს...
gio
არ ვარ ზესტას ფანი, მაგრამ ამჯერად მართალია! უნდა მიეცეს შეფასება იმას რაც მოხდა!
Walkabout
აუ ეს კიდევ ვაჭრობს...)) კაი დაუშვათ მიიჩნიეს როგორც ამას აწყობს ისე, მერე კიდევ სხვა რამე არ მოეწონება და გაატარებს ცხოვრებას ასე გაბუტვა-შერიგების რეჟიმში...)))
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე