"როცა აქ ხელახლა მომიწვიეს, მეგონა, ხანგრძლივი მუშაობა მომიწევდა"
ალექსანდრ შტელინი ქუთაისის "ტორპედოს" აღარ გაწვრთნის - ამის შესახებ უკრაინელმა სპეციალისტმა გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. შტელინის თქმით, სეზონის დასრულების შემდეგ "ტორპედოსთან" განშორების სურვილი მასაც ჰქონდა და კლუბის ხელმძღვანელობასაც.

როგორც ირკვევა, 62 წლის მწვრთნელმა, რომელიც ბელგიის მოქალაქეა, წინადადება ლიეჟის "სტანდარდიდან" მიიღო და ამ კლუბის 21-წლამდელთა გუნდს გაწვრთნის.

"მე აქ აღარ ვიმუშავებ. ეს ჩემი სურვილიც იყო და კლუბის ხელმძღვანელობისაც.

საერთოდ, ნორმალურ ევროპულ კლუბებში ასეთი წესია: მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობენ. მეც აპრილში ვკითხე კლუბის პრეზიდენტს, თუ რას აპირებდა და დაზუსტებული პასუხი ვერ მივიღე, რომ არ იცოდა, ახალ სეზონს გუნდი როგორ შეხვდებოდა, რომ ფინანსების მხრივ გაურკვეველი სიტუაცია იყო და ასე შემდეგ. ყველაფერს მივხვდი - ამით მიმანიშნა, რომ თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურდა...

წლების წინ, ქუთაისის "ტორპედოდან" პირველად რომ წავედი, საქართველოსთან კავშირებს მაინც ვინარჩუნებდი. არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც მსიამოვნებს და მიხარია.

როცა აქ ხელახლა მომიწვიეს, მეგონა, ხანგრძლივი მუშაობა მომიწევდა და "ტორპედოდან" პირდაპირ პენსიაზე გავიდოდი... მაგრამ ასე არ მოხდა. ასე რომ, დროებით! მივდივარ! მაგრამ ორ-სამ წელიწადში რა მოხდება, არავინ იცის", - თქვა შტელინმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ შტელინი ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად ხელმეორედ შარშან ოქტომბერში დაინიშნა. მანამდე ის ქუთაისში 2001-03 წლებში მუშაობდა.

ალექსანდრ შტელინთან ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ

Grigoli
ამათ უსინდისობას არა აქვს საზღვარი, ამათი გაუმაძღარი შუბა დავხიე.
მურთაზი
ყველაფერს მივხვდი - ამით მიმანიშნა, რომ თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურდა.გუნდი ათამაშდა, სისწრაფეც მოუმატეს მაგრამ გაუშვეს-რატომ კარგი აგიგიაო
ქუთაისელი1
ისე კარგად ათამაშდა გუნდი და განვითარდა რომ გული ცუდს მიგრძნობდა რაგაც ბოროტებას ჩაიფიქრებდა ეს ვითომ ქუთაისზე და ტორპედოზე მზრუნველი გაუმაძღარი ტურები
ზაზა
...რატომ გაუშვეს?სადაა ქუთაისელი გულშემატკივარი?
777
ქართული საკლუბო ფეხბურთი ვერასდროს ვერ განვითარდება თუ არ დაამთავრებენ კლუბის ხელმძღვანელები 6 თვიანი კონტრაქტების გაფორმებას მწვრთნელ ფეხბურთელებზე! ან საერთოდ რა აზრი აქვს და რატომ ხარჯავთ ამ არცთუ პატარა თანხებს(საქართველოს დონეზე) უცხოელ მწვრთნელ ფეხბურთელებზე?!ბევრი იძახის ქართული ფეხბურთის განვითარება ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დაიწყოსო;ქართული ფეხბურთის განვითარება განათლებით უნდა დაიწყოს პირველ რიგში კარგი მენეჯერები მწვრთნელები მსაჯები ფიზმომზადების მწვრთნელები სპორტული მედიცინა უნდა მოამზადონ და ამის შემდეგ ეშველება საერთოდ ქართულ ფეხბურთს მანამდე ტყვილად ჰაერში ყრიან ფულს
inkognito
კარგი მწვრთნელია ბოლოს აშკარად დაატყო თავისი ხელი გუნდს მაგრამ ეს საქართველოა და აქ წინასწარ განსაზღვრული არავის არაფერი არააქვს
ქუთაისიდან
ასეთი კარგმი მწვრთნელი არც ერთ გუნდს არ ყავდა ჩემპიონატში, გუნდის ხელმძღვალებობაა გასაშვები გუნდიდან თორმე ეს უნდა დაეტოვებინათ.არ აწყობდათ პატიოსანი და პროფესიონალი გუნდში. გუნდი ყველაზე ძლიერი იყო ფიზიკურად, ჩემპიონატის პოლო ეტაპზე კი საუკეთესო თამაშს აჩვენებდა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"კოლხეთის" დირექტორი: 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ფინანსებზე იქნება დამოკიდებული
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა. XXVII ტურის წინ: ვამთავრებთ "კლასიკოთი"!
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - თავით და კლასით [VIDEO]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]