ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რევაზ ძოძუაშვილი: სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ფეხბურთის ექსპერტთა საბჭო!

რევაზ ძოძუაშვილი: სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ფეხბურთის ექსპერტთა საბჭო!

ვეტერან ფეხბურთელს და ნაკრების ექსმწვრთნელს საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებზე აზრი ვკითხეთ
საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებული ბოლო ორი ამხანაგური მატჩის თაობაზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ვეტერან ფეხბურთელს, საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილ წევრსა და ეროვნული ნაკრების ექსმწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს:

"ახლა რომ დავიწყოთ თავში ხელების ცემა და ვიძახოთ - დედა, ეს რა გვჭირს, აღარაფერი გვეშველებაო, ამით ქართული ფეხბურთი ვერაფერს მოიგებს. ჩვენი ფეხბურთი ავადაა და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება...

ჩვენ, ექსპერტებმა, სპეციალისტებმა, როცა ვიხილავდით ქართული ფეხბურთის მდგომარეობას, მოვიგონეთ არაერთი სიტყვა, რომელიც განსაზღვრავდა ყველაფერს. ხან ვთქვით, რომ სისხლის გადასხმა სჭირდება ჩვენს ფეხბურთს, ხან ჰაერი, ბოლოს მივედით კიბომდე. გისმინა ვინმემ?!.

სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ექსპერტების საბჭო - პროფესიონალებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც ნაკრებთან იმუშავებს. იქ უნდა შევიდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც თავის დროზე ითამაშეს დიდი ფეხბურთი ნაკრებში და იმუშავეს დიდ მწვრთნელებთან...

ჩვენ დღეს იმაზე კი არ უნდა ვმსჯელობდეთ, როგორ ვნადგურდებით, არამედ იმაზე, როგორ უნდა ვითამაშოთ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე, ოლიმპიადაზე... ვიღაც იტყვის, ხომ არ გაგიჟდა რეზო ძოძუაშვილი, ამას როგორ ამბობსო?!.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ საქმეს სწორად მიუდგები. თუ მე, რიონის პირას გაზრდილმა ქუჩის ბიჭმა, მოვახერხე, რომ მეთამაშა დიდი ფეხბურთი და ვყოფილიყავი წარმატებული მწვრთნელი, ესე იგი, მართლაც ყველაფერი შესაძლებელია. არადა, ფეხბურთი რომ მეთამაშა, არანაირი პირობა არ მქონდა...

ხურცილავას, ჩივაძეს, სულაქველიძეს და შეიძლება რეზო ძოძუაშვილსაც უნდა ვკითხოთ, სად არის გამოსავალი. დღეს ბევრი მხოლოდ იმიტომ გადის მინდორზე, რომ იქ დაფიქსირდეს. გაწყვეტილია ჯაჭვი გულშემატკივარსა და ფეხბურთელს შორის...

ბოლო თამაშის ანალიზი გავაკეთე ჩემთვის. სამი ცენტრალური მცველი დგას და ასეთი გოლები გადის ჩვენს კარში. ვკითხოთ აზრი ხურცილავას, ჩივაძეს, სულაქველიძეს... მე დაცვაში ორი ნომერი ვიყავი და ბევრი ვისწავლე ჩემი წინამორბედებისგან...

პირდაპირ მრცხვენია! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გივი ჩოხელი გვყავდა და იმ სამყაროში, სადაც სუნთქავდა ეს ბუმბერაზი მცველი, დაცვა ასე არ უნდა თამაშობდეს. არც ითამაშებს, თუ მოგვისმენენ. თუ არა და, 7 მცველიც რომ დააყენო, ისე მიდის დღეს ფეხბურთი, არაფერი გამოვა...

დღეს ტელევიზორს ჩართავ და ექსპერტების ცვენაა. აქეთ ბეკენბაუერი, იქით მიულერი თუ მარადონა... ჩვენ არავინ გვისმენს. არადა, ყველას გამოცდილება აუცილებელია. აღმასკომში რომაა, იმ სულაქველიძის გამოცდილებაც გვჭირდება და კახა კალაძისაც. ის კი არა, ამ საქმეში ლევან კობიაშვილიც უნდა ჩაერთოს. გახსოვთ, რა დიდებული მცველი იყო?..

მე ბევრი რამ შეიძლება არ ვიცი, მაგრამ უზომოდ მტკივა გული და ეს მალაპარაკებს. ერთმა თავის დროზე თქვა - რეზო ძოძუაშვილი კარგი მწვრთნელია, მაგრამ ინგლისური არ იცისო. დღეს ინგლისური იციან და მწვრთნელობა აღარ იციან... იყოს ინგლისურის მცოდნეც და არმცოდნეც, შეავსონ ერთმანეთი...

ჯერ სწორად გავაკეთოთ საქმე და მერე გავარკვიოთ, "პირველ ნომრად" უნდა ვითამაშოთ თუ "მეორე ნომრები" ვიყოთ. მე პირადულის გამო არ ვლაპარაკობ. მე ქართული ფეხბურთი მტკივა. აგერ, ორ გუნდს ვეხმარები პროფესიულ დონეზე გასვლაში და ერთ თეთრსაც არ ვიღებ", - გვითხრა ძოძუაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

• ზურა

თავის დროზე ბევრი დაკარგა ქართულმა ფეხნურთმა, ფეხბურთში გაბატონებული მაფიის მიერ რეზო ძოძუაშვილის ჩამოშორებამ დინამოსა და ნაკრების მწვთნელობიდან

• gio

თითონ ქვეყანაა ცოდვებით სავსე, და რას უნდა ველოდოტ უკეთესსს!

• mamulo

აბა ვკითხოთ ბატონ რეზოს"ასე რომ შეტკივა გული" ქართულ ფეხბურთზე--თუა თანახმა უხელფასოდ იმუშაოს ექსპერტთა საბჭო-ში? ან თუ აქვს ნაფიქრალი რა ფუნქციაექნებაამ საბჭოს და ვინ უნდა გაითვალისწინოს საბჭოს აზრი.ფული შემოაკლდა რეზოს და იმის შეშფოტება აქვს.გაიხსენეთ მისმა დამცველებმა ტოტალიზატორებისათვის-პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე ნაკეთები შეცვლები "ტორბედოში".

• გიო

რასაც ამბობს ეს კაცი თითქმის ყოველთვის მართალია, თავად დიდ ფეხბურთელს ბევრ გამოჩენილ ფეხბურთელებთან უთამაშია, ფეხბურთში დედი გამოცდილება აქვს

• Zurab

მოკლედ, არ გაახარეს ეს კაცი, მართლა დიდი ფეხბურთელი და დიდი მწვრთნელი.დაგავიწყდათ, რა წარმატებებს მიაღწია საზღვარგარეთ? ნათქვამია, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო. მეგობრებო, მერწმუნეთ, ძალიან ხშირად დიდი ადამიანები უხიაგი ხასიათის არიან, ამის უამრავი მაგალიითია. მე ძოძუაშვილს არ ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც ასეა. ასეთი ხალხი საურთიერთოდ ხშირად აუტანელნიც არიან, მაგრამ ვინც ქვეყნის გულშემატკივარია, არ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება და უნდა გამოიყენოს მისი ნიჭიერება. ძნელია, მაგრამ აუცილებელია.

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

ნიდერლანდებმა რუმინეთს დამაჯერებლად სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

ბელგიამ რუმინეთს მოუგო - E ჯგუფში რთული სიტუაციაა [VIDEO]

საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]

კოშმარული ლუნინი - რუმინეთმა უკრაინა გაანადგურა [VIDEO]

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი

რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან

რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს

გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე

E ჯგუფი: უკრაინა 4 ქულით პლეი-ოფში ვერ გავიდა [VIDEO]