7 ივნისს მადრიდში, ხეტაფეს სტადიონზე ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა
7 ივნისს მადრიდის გარეუბან ხეტაფეში, "კოლისეუმ ალფონსო პერესზე" ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - დაამარცხა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები!

მატჩის მე-40 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა წამოიწყო კონტრშეტევა, სადაც მცველებთან მიახლოებისას ბურთი უკვე ჯაბა ჯიღაურმა მიიღო და საჯარიმოში შევიდა. ჯიღაურმა გამჭოლი პასი თორნიკე ოქრიაშვილზე გააკეთა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მოიგო.

52-ე წუთზე საკმაოდ არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა - ესპანელების ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ერთმანეთს თავებით ნუკრი რევიშვილი და სერხიო ბუსკეტსი შეეჯახნენ. შედეგად რევიშვილს წარბი გაუსკდა და ის როინ კვასხვაძემ შეცვალა, ხოლო ბუსკეტსმა თამაში განაგრძო.

ამის შემდეგ ესპანეთი უფრო გააქტიურდა, თუმცა საქართველოს ნაკრების დაცვა საიმედოდ თამაშობდა. ჩვენი ნაკრები ეპიზოდურად მაინც ახერხებდა მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებას და ცდილობდა სახიფათო მომენტის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ 90-ე წუთზე არბიტრმა მატჩს 7 წუთი დაამატა, რა დროშიც ესპანეთი ლამის მთელი გუნდით გადავიდა საქართველოს ნაკრების ნახევარზე. ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს კარში დარტყმა გიორგი ჭანტურიამ შეძლო, მაგრამ მცველს ბურთი სახეში გაარტყა.

საბოლოოდ "ჯვაროსნებმა" მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

იხილეთ ვიდეო

მადრიდი, "კოლიზეუმ ალფონსო პერესი"

ესპანეთი-საქართველო 0:1

გოლი: 0:1 ოქრიაშვილი (40)

ესპანეთი: დე ხეა, პიკე, ბუსკეცი (76 პედრო), ლუკას ვასკესი (61 დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46 ინიესტა), ტიაგო (46 კოკე), სერხიო რამოსი (46 სან ხოსე), ხუანფრანი (46 ბელერინი), ჟორდი ალბა, ადურისი, ნოლიტო

მთ. მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

საქართველო: რევიშვილი (55 კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი, აბურჯანია (78 ცისკარიძე), ყაზაიშვილი (72 ქვილითაია), დვალიშვილი (72 ჭანტურია), ოქრიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი (84 კობახიძე)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გაფრთხილება: 61 კვერკველია, 81 სან ხოსე

მსაჯები: ვილიალმურ თორარინსონი, გულფი სიგურდსონი, გუნარ გუნარსონი, ხუან მარტინესი

გიორგი
სულ ცოტა ხნის წინ კომენტარებში ბევრი სხვადასხვა 'წინასწარმეტყველება' გვახსოვს გაკეთებული მაგალითად, სფფ-ზე, ვაისზე, გაგუჩაძეზე და ასე შემდეგ. ფაქტი კი ერთია ვაისის საქართველოს ნაკრებმა შეძლო ის რაც მას არც ერთი სხვა მწვრთნელის ხელში არ ღირსებია-- მსოფლიო ფერხბურთის გრანდის დამარცხება თან მისსავე მინდორზე. ცალი ფეხით გვეტამაშებოდა ესპანეთი თუ სამით, ეს უკვე ისტორიულ ფაქტს ვეღარ შეცვლის რომ საქართველოსთვის აწი წარმატების საზომი გერმანიასთან საპატიო მარცხი 1:2 კი არ არის, არამედ ესპანეთთან მოგებული თამაში ესპანეთში. მორჩა, ახალ რეალობაში ვართ დღეს, და ვერანაირი 'წინასწარმეტყველებები' ამას ვეღარ შეცვლის. გუშინდელმა დღემ წარმატების თამასა ისტორიულად ახალ სიმაღლეზე ასწია. სასურველი იქნებოდა მეტი ანგარიში გავუწიოთ ხოლმე ფაქტებს და არა საკუთარ მოჩვენებით ყოვლისმცოდნეობას.
effe
გაოგნებული ვარ სიტყვებით ვერ გადმოვცემ გუშინ რაც მოხდა იმ სიხარულს... კომენტარებს ვკითხულობ და გული მისკდება რა გჭირთ ხალხო ესეთი დღეები თითზე ჩამოსათვლელია საქართველოსთვის და ამაზეც უკმაყოფილოები ხართ ესპანეთმა დაგვინდო ესპანეთმა ძალით წააგო ესპანეთს ეძინა ნეტა ყველა ეგრე გვეთამაშებოდეს და გვაგებინებბდეს თამაშებს არ გინდათ?? რაგბში რუსეთს და რუმინეთს რო ვუგებთ მაგაზე წევთ პანიკებს რო უძლიერესი გუნდი გვყავსო და გუშინ მოვუგეთ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს ეს ისეთი პონტია რაგბში მინიმუმ ავსტრალიას რო მოვუგოთ... კომენტატორებს კიდე ერთი მაგათ ვთვლიდი წესიერებად და რა იყო ეს ესპანეთის 1 ეწერათ მგონი და ცუდად იყვნენ რო ვიგებდით
bavaria
ამხანაგური მატჩები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ საუკეთესო ვარიანტი შეარჩიო, ძალიან მომეწონა ვაისის სიტყვები, რომ რამდენიმე ფეხბურთელს, სანამ მე ვარ, ნაკრებში არასოდეს არ დავუძახებო, იმედია ეს თამაში გარდამტეხი აღმოჩნდება ჩვენი ნაკრების საბოლოო ფორმირებისათვის, ახლა კი ზეიმის დროა (თუნდაც ერთი დღით)და მოდით ყველამ ერთად ვიზეიმოთ და მივულოცოთ ბიჭებს ისტორიული გამარჯვება
ვაჟა
მაგრა ტეხავს, ეს ლამაზი ყმაწვილები, სირიელი ველური ისლამისტებივით წვერებიანები და ბანჯგვლიანები რომ დარბიან!
mamuka09ze
გეფერებით, ბიჭებო. უზარმაზარ სითბოს გაიღებს ხალხი თქვენს მიმართ, თუ თქვენგან მონდომებას, ბრძოლას დაინახავს. ასე გააგრძელეთ!!! წარმატებები საქართველოს ყველა სფეროში!!!
mister
დაიცათ კაცო დაიცათ, რომ იძახით არ უნდოდა მოგებაო, მთელი სასტავი რომ შემოყარა, მსაჯმა 7 წუთი რომ გადაამატა, ბოლო ბოლო გააფთრებულები რომ გვიტევდნენ ესპანეთს არ უნდოდა მოგება? პიკეც კი ბურთის გასატანად იყო ჩასული წინ და მეუბნებით მოგება არ უნდოდაო?
qutaiseli
ცუდი ისარი რო ზოგიერთებს ცხადაძის წაგებული თამაშები ურჩევნია დღევანდელ მოგებულს ეს უკვე პირადული ამბავია და ფეხბურთთან საერთო არაფელი აქვს ვაისმა დაამტკიცა რო ის მაღალი დონის მწვრთნელია რაც შეეხება ზოგიერთი ფეხბურთელების უდისციპლინობას რასაც მან ხაზი გაუსვა თავის ინტერვიუში ამასაც მიხედავს და .ნაბიჯ ნაბიჯ გუნდი გუნდს დაემსგავსება ახალი სისხლი ნაკრებში საჭიროა და ეს მან სხვებზე უკეთაც იცის.ესპანეთთან რო გახსნილი თამაში ეთამაშა ჩვენებს ვერ მოვხიკავდით ბიჭებს მოედანზე ისეთ დღეში ჩააგდებდა ესპანეთი.ნაკრებთან სამუშაო ძალიან ბევრია დამთავარ მიზნამდე დიდი გზა გვაქ გასავლელი.

მადლობა ესპანეთს. ევროპაზე მათ ვუგულშემატკივრებ რადგანაც კლასიფიკაციის უფსკრულში გადავარდნილ საქართველოს ფაქტიურად გადასარჩენი თოკი გადაუგდეს და "ჟანგბადის ბალიშიც" თან მიაყოლეს. იმედია თავის თავში დარწმუნდებიან და სხვებთანაც არ გამოვლენ მოედანზე წინასწარ ხელჩაქნეულები. ვისთანაც გაგდის უნდა ითამაშო და ვისთანაც არა უნდა იომო შედეგისთვის. საბოლოოდ მაინც ტაბლო რჩება ისტორიაში და არავინ არ იკითხავს ესპანეთმა მოინდომა თუ არა.
Irakli apkhaidze
კაი რაა ნუ ბრაზდებით კომენტატორებზე, სასაცილო და კომედიაა ეს ყველაფერი აბა როგორ შეიძლება ამ ყველაფერს სერიოზულად უყურო და არ გაგეცინოს, რუმინეთისგან და სლოვაკეთისგან რომ 8 გოლს გაუშვებ და მერე ესპანეთს მადრიდში მოუგებ, მსგავსი კომედიები ბევრი გინახავთ? საქართველოს ნაკრების თამაშებს ლამის კაპლებით ვუყურებ, მაგრამ გუშინ გავსკდი სიცილით ჯერ გოლზე და მერე მსაჯის საფინალო სასტვენზე :))))
giga
ისტორიული არა კვახი. 5 წელი ტვინი უნდა გამოგვიჭედონ ახლა ამ მოგებით და რუმინეთთან და სლოვაკეთთან უნდა ჩაი ან ისევ.
გიორგი
აა შეგძლებიათ ხომ.... ასე თქვე კაი ხალხო, მოედანზე რომ გადიხარ უნდა იბრძოლო, ვინც იბრძვის ის იმარჯვებს კიდეც, ეს საწყისი წერტილი უნდა გახდეს.
მირიანი
ასე შეეძლო მოეგო ქეცბაიასაც შესარჩევში ძელი რომ არა .ქეცბას ტაქტიკა სწორი იყო წარმატება ნაკრებს
ლლლ
გასაგებია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომენტატორებმა ზედმეტად არ უნდა აქონ და ადიდონ ჩვენი ნაკრები, მაგრამ ეს დამცინავი და ცინიკური დამოკიდებულება რა არის ვერ მივხვდი უბრალოდ, თუ საკუთარ ნაკრებზე ღადაობა კაი ტიპობაა?
gela
მეც იმათ სიაში გახლავართ, ვინც გაცოფებული იყო და აკრძალვის მომხრე დაფინანსებისა, აქ გამოთქმული აზრებიდან ვეთანხმები იმას, რომ დღევანდელი დღით ტკბობაც ვისწავლოთო( ეს ხელს არ შეგვიშლის), მაგრამ სწორად , ანუ შეტევითი ფეხბურთის თამაშის დროა( ფიქრის კი არა). რაც კარგია კარგია, დღევანდელი დღისთვის მადლობა ყველას და ასრ გააგრძელეთ! ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ივიწყებს წყენას, თუ კი მოგვცემთ ამის საშუალებას!
Tgu
კარგით რა გააკეთა ვაისმა ან კობიაშვილმა მასეთი, რამე ახალი ტაქტიკა შემოგვთავაზა თუ რა არის? ერთი რაც ნათლად ჩანს დავალება აქვს მიღებული რა სასტა ითაც ცხადაე თამაშობდა იმ სასტავით აღარ ითამაშოს და ვიღებთ უსახურ ფეხბურთს, ვულოცავ საქართველოს და ბიჭებს ამ გამარჯვებას, არ გაVერებულიყვნენ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარონ, P.S. თუ დააკვირდებით შეცვლაზე ძველი სასტავი რომ შემოვიდა უფრო გააქტიურდა გუნდი
ფეოლა
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას 25 წელი ველოდი. მადლობის მეტი რა მეთქმის , დღეს მაგარი ამაყი ვარ. ისე ჩვენი ჰიმნის შესრულების დროს ბევრმა ტრიბუნებზე მყოფმა ესპანელებმა ადგომა არ იკადრეს ამიტომ ამ გამარჯვებით ორჯერ მეტი ამაყი ვარ, ახლა დიდი იმედი მაქვს აწი ჩვენს ბიჭებს ,, არ გაგიჭირდებათ მოგება,,
999999999999
შესაძლებელია მებრძოლი ნაკრების ჩამოყალიბება.ყოჩახ ოქრიაშვილი,ლობჟანიძე,ძიღაური დასაუკეთესო იყო ნავალოვსკის
lasha19
ამიერიდან რაც არ უნდა ცუდად ვითამაშოთ, ყოველთვის პატივისცემიტ მოგვეპყრობა სხვა ნაკრები, რადგან ეს გამარჯვება ყოველთვის ემახსოვრება ყველას. ძალიან მაგარი რაღაცა მოხდა დღეს. იმედია ჩვენი ფეხბურთელები, სულ ასე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ყოველ თამაშს და ასიათასობით ქარტველს გაახარებენ
lasha19
qutaiseli რუმინეთთან თამაშის მერე ძალიან გასავრაბზებელი იყო ყველაზე, ვაისის გარდა . რადგან ძალიან უპასუხისმგებლოდ ითამაშეს იქ ჩვენებმა. აგერ შესძლებიათ ფეხბურთის თამაში, და ასე მონდომებით უნდა ითამაშოს ნაკრებმა, რადგან მთელი ერის სიხარული და მწუხარება არის მასზე დამოკიდებული. ახალა ყველას გვიხარია, და იმედია სულ ასე იქნება
დილა
roca nakrebshi zaza zamtzradzis donid pexburtelebi gveyoleba shedegic mere gveqneba, hahahahah.............
giorgi
ისლამურმა სახელმწიფომ თავის თავზე აიღო თუ არა ნაკრების თამაშებზე კონტროლი მაშინვე შედეგი დაიდო. :D. ეს იყო მაგალითი თუ როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი შესაძლებლობების მაქსიმუმით. ბრავოოოო
Givi g
ყველას ვულოცავ გამარჯვებას.კარგია ეს წარმატება ფეხბურთელებისთვის ფსიგოლოგიური კუთხით.კარგად გამოჩნდა თავდადებით თამაშს შედეგის მოტანა შეუძლია.ისე ქეცბას სტილში იყო მაგრამ მის დროს დაცვა უფრო გაუვალი იყო, ნუ სანამ სიტუაცია აერეოდა.მე პირადად მიმაჩნია ამ რესურსით შედეგზე ორიენტირებული თამაში სჯობს შემტევ ფეხბურთს, ამ ეტაპზე ეგრეა
giorgi
ისიამოვნეთ!! http://www.uefa.com/friendlies/season=2016/matches/round=2000582/match=2019893/postmatch/report/index.html
Gio
ლუკა გეთანხმები, მთავარი სტაბილურობაა მაგრამ არ გვყავს ფეხბურთელები არა. სულ ასე არ გაიმართება დაცვაში ჯდომის უბრალოდ ამაზე მადლობა. გაგვახარეს. ამისულაშვილი არ უნდა იყოს ნაკრებში ასე მგონია,
Kaxa
ესპანეთმა ნახევარი ძალით არ ითამაშა. მათ მთელი ძალებით ითამაშეს, დამერწმუნეთ. და ევროპაზე კარგ გაკვეთილს წაიღებენ. ხომ იცით ფრაზა - გუნდი თამაშობს ისე, როგორც ამის საშუალებას მეტოქეები აძლევენ. დღეს ჩვენებმა ესპანელებს გასაქანი არ მისცეს. თუმცა რამდენად არის ეს საკმარისი ჩვენების რეალური წარმატებებისთვის მომავალში? ამაშია საქმე.
ოპტიმისტი
ყველას გასაგონად,ვინც ამბობს რომ ესპანეთი ნახევარი ძალით თამაშობდა,ან ამბობს ,რომ თავში არ აგვივარდეს ან საერთოდ სლოვაკეთთან და რუმინეთთან სამარცხვინოთ წაგებული თამაშების შემდეგ უჭირს რეაქციის გამოხატვა,მინდა გითხრათ რომ დაივიწყებთ დღეს ყველაფერი ცუდი რაც აქამდე ყოფილა,ან მომავალში იქნება და გაიაზრეთ დღევანდელი დღის მნიშვნელობა,დღის,რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.ვისწავლოთ დღევანდელი დღით ტკბობა და ნუ ვიქნებით უმადურები,მადლობა ყველა იმ ფეხბურთელს,რომელმაც დღევანდელი დღე გვაჩუქა. დღეს დიდი დღეა,დიდი!
Kaxa
ძალიან მახარებს ეს შედეგი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრების ყველაზე მწვავე კრიტიკოსებსაც ახარებს. მე სულ არ მინდა ეს გამარჯვება და მისი მნიშვნელობა დავაკნინო, თუმცა, ცოტა "მიწაზე რომ დავეშვათ" (დამიჯერეთ, ასე აჯობებს) მინდა გკითხოთ - საკმარისი იქნება ასეთი თამაში ავსტრიელების დასამარცხებლად? ან ირლანდიიის, ან უელსის? გულახდილად მიპასუხეთ, გთხოვთ. მე ვთვლი, რომ არა, რადგან დღესაც ბევრი ბავშვური შეცდომა იყო. ჩაშლა გაცილებით იოლია ვიდრე შექმნა. აი, როცა შექმნას ვისწავლით, მაშინ გავალთ ევროპაზეც და მსოფლიოზეც. ნიშნის მოგებით არ ვამბობ. მე სტაბილური წარმატებები მინდა, და ამას ამიტომ ვამბობ. პირველ რიგში, ეს ფეხბურთის ფედერაციის საყურადღებოდ. მათ არ უნდა დაიწყონ საუბარი სტილში "აი ხომ ნახეთ, რომ ჩვენი არჩევანი სწორი იყო და ტყუილად გვაკრიტიკებდით". არა, მეგობრებო, მანამდე გაგაკრიტიკებთ, სანამ ჩვენი ნაკრები სტაბილურად კარგ თამაშს არ ისწავლის!
guro
ისტორიული გამარჯვება!!!!
1976-1981
მოეფერეთ ,ამ კაცს!..ის მეორე კაჩალინია...
qutaiseli
ვაისის და კობის მლანძღველები სადარიან ნეტა ან ცხადაძის მომხრეები სად დაიკარგენ.ეტყობა კარგა ხნით გადაიკარგენ. და სანამ ნაკრებს ფეხი არ დაუცდება სადმე მანამდე აღარ შემოვლენ.დდ
მეგრე
დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, მართლაც რომ ტიტანური სამუშაო გაწიეს რათა ესპანელებს ეს თამაში ეჩუქებინათ, იმედია მომავალშიც გააგრძელებს ფედერაცია ამ კუთხით მუშაობას და არაერთი "ისტორიული მოგებების" მოწმენნი გავხდებით. ეს იყო მართლაც ისტორიული მოვლენა, დიდგორის გამარჯვების შემდეგ მემატიანეები ხეტაფეში მოპოვებულ ამ გამარჯვებას მოიხსენიებენ. პ.ს. ამისულაშვილს კანტუზია დამართეს ესპანელებმა თავს როგორ იქნევდა ერთ ეპიზოდში DDDDDD
Mamuka
გილოცავთ ესე დადეთ რა თავი ბოლომდე ბოლოს და ბოლოს 90 წუთია სათამაშო მეტი ხო არა დროებით ვაისი ჩაგდებულ ორ თამაშსაც დავივიწყებ დგეს ისეთი სიხარული მივიღე
gizog
საქართველოს ნაკრებს ვულოცავ, როგორც არმოჩნდა გამარჯვების გოლის გატანას ევროპის ჩემპიონთან, ხოლო ვერასოდეს გავიგებ ქართველი ე. წ. წამყვანის გამონათქვამს, მაშინ როცა ათიათასობით ქომაგი ამხელა სიხარულს ვეწიეთ, ამბობს''დავიჯერო თამაშგარე არ იყო"-ო. და ეს მაშინ როცა გვერდითმა და მთავარმა მსაჯმა ოდნავაც არ დააყენა ეჭვის ქვეშ გატანილი გოლი. არ მეტოქის ფეხბურთელებს გამოუხატით პროტესტი. მიმაჩნია ამ უადგილო რბილად, რომ ვთქვათ, გაუაზრებელი გამონათქვამისთვის იმ ე. წ. დიქტორმა ბოდიში უნდა მოიხადოს მრავალ ათასიანი გულშემატკივრის წინაშე.
Temo
ყველაზე მეტად მომეწონა გიას პოსტი "გუნდმა ასე თუ ისე ითამაშა განსხვავებით წინა თამაშებისა. ამ გამარჯვებამ არ უნდა აგვაფრინოს ცაში, დავეშვათ მიწაზე და სწორი ანალიზი გავაკეთოთ იმ სამარცხვინო თამაშებზე რაც ამ თამაშამდე გვქონდა". დიახ დასაფასებელია ეს მოგება! თუმცა ამან არ უნდა დაგვავიწყოს არსებული სერიოზული პრობლემები. ერთი რამე გამოიკვეთა - ჩვენებს აქვთ გრანდებთან მობილიზების უნარი. თუმცა ძალიან უჭორთ თანაბარი ძალისა და ოდნავ ძლიერ გუნდებთან თამაში, რადგან აქ მათგან შედეგს ელიან (გრანდებთან არაფერი აქვთ დასაკარგი!). უნდა ვირწმუნოთ ჩვენი ძალები, და ძალიან ბევრი ვიმუშაოთ არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ეს ხარვეზები დღევანდელ თამაშშიც საკმაო იყო. სექტემბერში ავსტრიას და სხვებსაც რომ მოვუგოთ. ფსიქოლოგიურად სწორად უნდა განეწყონ ჩვენები.
Akaki
roma-ს არ ვიცი ბატონო რომა წაიკითხავ თუ არა მაგრამ დაგიწერთ მაინც, თქვენს წინა კომენტარს რომელიც მე მომიძღვენით უკვე შედეგით გაეცა პასუხი :) მართალია წესით არ უნდა ჩანდეს მანდედან თქვენ ჩემზე უფროსი ბრძანდებით თუ არა მაგრამ ის ნამდვილად ჩანს ვინ როგორ ერკვევა ფეხბურთში ,,სამოყვარულო დონეზე მაინც'' :)
musenbazi
რა გწირთ ხალხო, დღეს მაინც ნუ წერთ ამ ღვარძლიან და გესლიან კომენტარებს, არა ესპანეთს მოგება არ უნდოდა და ბოსნიას და კორეას ჩვენ მოვუგეთ... ადამაინურად ძალიან მეცოდებოდა ვაისი და დღეს ამ ადამიანმა დაამტკიცა რომ მას აქვს პოტენციალი ჩვენ ნაკრებში და წარმატებები!!!
დავით123
ასეა ყოველთვის! მოიგეს? ყოჩაღ ბიჭებო... წააგეს? მწვრთნელი არ გვივარგა...
Akaki
ხალხო ვისაც თვალები სახეზე მოგცათ ღმერთმა და არა სახის უკან როგორ უნდა თქვათ რომ თამაშგარე იყოო ან ესპანეთს არ უნდოდა მოგებაო, ვისენტემ ფინალის სასტავი დაგვიყენა რომ შეტევები გაეძლიერებინა და როგორმე გაეთანაბრებინათ მაინც, მაგრამ ქართველები უდიდესი ყურადღებით თამაშობდნენ, ის მაინც თუ დაითვალეთ რამდენი დარტყმა გადაუღობეს ჩვენმა მცველებმა და ესპანელებმა რამდენი შანსი ვერ გამოიყენეს, როგორ უნდა თქვა მოგება არ უნდოდა ესპანეთსო.. შეირგეთ რა დრევანდელი ღამე ყოველთვის კი ვერ მოვუგებთ ევროპის ჩემპიონებს
ხევსური
ნამდვილად ისტორიული გამარჯვება გახლდათ და ვულოცავ ყველას,გამორჩეულად ფეხბურთელებს და მწვრთნელს ბოლომდე თამაშისთვის.ქვემოთ ვიღაცამ დაწერა - მარტო 1981 წლის დინამოთი აღარ ვიამაყებთო...იცით,ის დინამო 6 წლის მანძილზე იყო სტაბილური გუნდი და არასოდეს მახსენდება,რომ თვით გრანდებთან ბურთის ფლობაში ამხელა სხვაობა ჰქონოდა.შეტევა იყო ჩვენი სტიქია,ეს გამოგვდის ყველაზე უკეთ და კარგი იქნება თუ ამ სტილს არ შეცვლის ვაისი. გთხოვთ,გაუთავებელ ხოტბას შევეშვათ,მადლობა ბიჭებს,მაგრამ ახლა გასავლელია შესარჩევი ციკლი და მათი ფეხბურთელობა იქ დამტკიცდება. პოტენციალი არის,თავდაჯერება მეტი ვისთან გამარჯვებით უნდათ და ახლა ვითამაშოთ ჩვენი,ქართული,ტრადიციული ფეხბურთი.
gurami
კომეტატორებიც ესპანელებისკენ იყვენ რებს ბაზრობდენ არ ცხვენია დეპუტატიჩს. ზურაბ ზურაბიშვილზე მაქ საუბარი. მაგარი ცინიკურად საუბრობს ქარტულ ფეხბურტზე
gizog
კარგი იყო, მადლობა ამჯერად ბიჭებს. ვულოცავ ვაისსაც. როგორც ჩანს მას აქვს ბევრი ხერხი ბიჭების დასაქოქად, ამჯერად მხოლოდ ერთი გამოიყენა და თანაც, როგორი წარმატებით.
gia
გასაგებია რომ ესპანეთმა ნახევარი ძალით ითამაშა მაგრამ უპირატესობასა ფლობდა, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების თავდადებაც დასაფასებელია. ტაქტიკა სწორად იყო შერჩეული.
lasha
მოდით ახლა და გამოდით ვაისის კრიტიკით, ცხადაძე მეც ძალიან მომწონდა, მაგრამ როცა ვაისის მარცხს გაიხსენებთ რუმინეთთან ესტონეთთან ჩვენი თამაშიც გაიხსენეთ. როგორც იქნა მიაღწია ამ მწვრთნელმა დაცვაში აკურატულობას, ამისულაშვილმა გამოისყიდა დღეს შეცდომები. დვალიშვილი ბევრს მუშაობდა და საღოლ უჩასაც. მოკლედ ესაა ჩვენი თამაში, ამას თამაშობს ბევრი კლუბი და ნაკრები თავისზე უკეტეს მეტოქესთან და არც მე მომწონს ლობჟანიძე, მაგრამ თუ დაცვაში ნორმალური თამაში გვინდა იქ ის გვჭირდება. + ოქრიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი, კვირკველია უშეცდომო იყო ყველანი. ცისკარიძე კი სად ჰყავდათ აქამდე? ნავალოვსკი კი ძირითადია, მაგრამ პირადად მე ცისკარიძეს გამოვუძებნიდი ადგილს სასტარტოში, სადაც ჯანოა საყრდენი, ცისკარიძეს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს უნივერსალი იყოს.
ლუკა
ყოჩაღ ბიჭებო, კარგად ითამაშეთ და მართლაც დამსახურებულად მოვიგეთ. მადლობა თითოეულ ფეხბურთელს და სამწვრთნელო შტაბს! არ ვეთანხმები იმ ხალხს ვინც იძახის რომ გმირები არიან ჩვენები; გმირები იქნებოდნენ ევროპისჩემპიონები რომ გამხდარიყვნენ. ეს მოგება საკუთარი თავის რწმენას დაგვიბრუნებს და თავდაჯერებას შეგვმატებს.
შაკო
ჯიღაური არანორმალურია ყოჩაღ, ძაან მომატებული აქვს
Gio
გილოცავ ყველას, ნუ ჩავარდებით ახლა ეიფორია, უბრალოდ ფიზიკას თუ მიუხედავათ კარგი იქნება. ნავალოვსკი მომეწონა ძალიან
gia
გოლი თამაშგარედან ნამდვილად არ იყო. გოლი წესების სრული დაცვით გავიდა. რაც არ უნდა იყოს მაინც გასახარია გამარჯვება ისიც ვისთან....
Malxazi
Ase mgonia raxac kargis dasackisarqo
temo
საღოოლ ბიჩებს მართლა ბოლომდე იბრძოლეს ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას ესპანეთან მოგება ხუმრობა არ არის
sopo
Aაგმერტებენ ეხლა საქარტველოს და იმას კიარ იდზახიან ესპანეტს რო ედზინაა და არ უნდოდა დიდად მოგებაა.. მოვა სჰესარცჰევი ციკლი დაიხსომეტ და ვნახოტ რას იზამენ
lasha19
ხალხო კიმ ჩენ ინი ხომ არ დანიშნეს ჩვენთან ? :))
Davit N
ესპანელები ძმები არიან. ხომ გაგიგიათ:ძმა-ძმისთვისა შავი დღისთვისა!
ანზორი
გენაცვალედ ბიჭებო!!!
lasha
მოდით ახლა და გამოდით ვაისის კრიტიკით, ცხადაძე მეც ძალიან მომწონდა, მაგრამ როცა ვაისის მარცხს გაიხსენებთ რუმინეთთან ესტონეთთან ჩვენი თამაშიც გაიხსენეთ. როგორც იქნა მიაღწია ამ მწვრთნელმა დაცვაში აკურატულობას, ამისულაშვილმა გამოისყიდა დღეს შეცდომები. დვალიშვილი ბევრს მუშაობდა და საღოლ უჩასაც. მოკლედ ესაა ჩვენი თამაში, ამას თამაშობს ბევრი კლუბი და ნაკრები თავისზე უკეტეს მეტოქესთან და არც მე მომწონს ლობჟანიძე, მაგრამ თუ დაცვაში ნორმალური თამაში გვინდა იქ ის გვჭირდება. + ოქრიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი, კვირკველია უშეცდომო იყო ყველანი. ცისკარიძე კი სად ჰყავდათ აქამდე? ნავალოვსკი კი ძირითადია, მაგრამ პირადად მე ცისკარიძეს გამოვუძებნიდი ადგილს სასტარტოში, სადაც ჯანოა საყრდენი, ცისკარიძეს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს უნივერსალი იყოს.
Emzar
ვულოცავ გულშემატკივრებს და პირადად ფეხბურტელებს ამ მართლაც და ისტორიულ გამარჯვებას ! და უფრო სასიხარულოა კარგი და გამარტული ტამაშით რომ გაიმარჯვებ
fani
უდიდესი სენსაცია ამას არავინ ელოდა, საღოლ ბიჩები აი ასე უნდა თამაში, ჯიგრები ხართ, გაოცებული ვარ
გიო
მადლობა ბიჭებს. რა ვქნათ ავგრძალოთ ფეხბურთი საქართველოში, თუ აზრი შეგეცვალათ. გეგონათ რომ გავნადგურდებოდით მარა შეუძლებელი შეძლეს ბიჭებმა. სამუშაო ბევრია მარა ამ ბიჭების დღევანდელი თავდადება დასაფასებელი
ობჩელი
გილოცავთ ყველას, ამ გამარჯვებით ვაისმა და ფედერაციამ მე მგონი წინა ორი კატასტროფული დამარცხება და ყაზახეთთან უღიმღამო ფრე გააბათილა. ასე რომ იწყებენ ნულიდან და ვუსურვებ წარმატებებს. არ არის საჭირო ზედმეტი ქება-დიდება, თავში არ აუვარდეთ.
gia
ვულოცავ მიუხედავად იმისა რომ თამაში არ იყო მოსაგები გუნდმა ასე თუ ისე ითამაშა განსხვავებით წინა თამაშებისა.ამ გამარჯვებამ არ უნდა აგვაფრინოს ცაში, დავეშვათ მიწაზე და სწორი ანალიზი გავაკეთოთ იმ სამარცხვინო თამაშებზე რაც ამ თამაშამდე გვქონდა.
jaba
ხალხო, ჯერ არ მჯერა ისევ მომხდარის... ყველას გილოცავთ...
kaxa
კომენტატორებს საღოლ
vato
გაოგნებულ დუმილს ჯობია მიულოცოთ ყველას ეს სასწაული:). აუ რა გაუვარდათ საგოლ ბიჭებს! ილუზიებს არ ავყვები. ვიცი ეს 5 წელიწადში ერთხელ ხდება!
თენგო
კარგი იქნება თუ როგორც გულმოდგინედ ლანდზღავდით როცა აგებდნენ, ისე გულმოდგინედ შეაქოთ ვაისიდა ბიჭები, ჩვენს ასეთ გუნდთან არასოდეს მოგვიგია თუნდაც ამხანაგური თამაში.
gio
როგორ დავიჯერო ეს ყველაფერი?ღმერთმა ქნას ესე გაგრძელდეს
xashuri
დიდი სენსაცია.კველას ვულოცავ
Guro
ბიჭებო არ გეწყინოთ მაგრამ თქვენ ხართ უნამუსოები როგორი სიხარული მომანიჭეთ ნუ არვიცი და როგორ გამახარეთ ნუ მანდამაინც ევროპის გრანდები უნდა იყოთ ბოლომდე რომ მოინდომოთ?!!! არ შეიძლება ასე მაგრამ ვაისს ნამდვილად არ ვამართლებ ვაკოს გამოკვეთილ ფორვარდად დაყენებაში და ის ორი თამაში ვაისის ბრალია რაღაც ტაქტიკებს რომ დაუთმო დრო და 6 მცველი დააყენა)) აქ არაფერი ახალი არ ყოფილა ქეცბაიას ანალოგი იყო ზუსტად უბრალოდ ესპანეთმა არ ითამაშა და ჩვენც 90 წუთი ბოლომდე მობილიზებული ვიყავით ))))))
გიორგი
ფეხბურთი უნდა ავკრძალოთ ხომ?
gia
აშკარად ესპანეტს მოგება არ უნდოდა.
kote
აეეეე ესპანელებოოო, გამოდით უნდა დაგთვალოთ :D :D :D
Gogita
თამაშგარეთ იყო
dave
ვაშაააააააააააააააააა. გილოცავთ ყველას !
rezo
მარტო 1981 წლის დინამოს აღარ გავიხსენებთ აწიი
qomagi
მადლობა ღმერთო... მადლობა..
zviadi
ფიფას რეიტინგში ალბათ 30 ადგილით გადავალთ წინ
Vaso
დედა რა იყო ეს ააააა???? :D :D :D არც კი ვიცი რა ვთქვა სიხარულისგან... სრულ ეიფორიაში ვარ, სიზმარში ვარ ალბათ..... ///// ააააააა, ისე რავა ჩოუარა ქორივით ყაზაიშვიომაა, აააააა, დედა მოუვააა.... / აწი სულ გამარჯცებული გვატაროს, ღმერთმა
Spartaka
ჰე რაგავაკეთოდ ეხლა ვაგინოთ ისევ ბიჭებს_?..(საგინებელი არა მაგრამ სათამაშო მართლა არარის ბევრი)..
lasha19
აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ყოჩაღ ბიჭებო ყოჩაღ, ვიცი რომ შეგიძლიათ :) , ეგრე რა სულ ყოველთვის სულით და გულით ითამაშეთ და ფული შეიძლება ვერა მაგრამ ხალხის პატივისცემა და სიყვარული თქვენი იქნება !!!!!!!!!!! გილოცავთ კიდევ ერთხელ
nika
დაამტკიცა ვაისმა რა მცვრტნელიცაა.
nodarichi123
ეხლა არ დაიწყოთ თამაშგარედან გავიტანეთო, გილოცავთ ყველას და დავტკბეთ ამ ისტორიული შედეგით
dato
ყოჩაღ ბიჭებს სისხლიც კი დაღვარეს მაგრამ მაინც ძაან დასახვეწია თამაშის ხარისხი
გიორგი
ძლივს ერთი მართალი სენსაცია. მადლობა ბიჭებო
ფკ
ვულოცავ ქართველ ხალხს
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან