ესპანეთთან მოგება იყო მეორე შემთხვევა, როცა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონის ტუტულის მქონე გუნდი დაამარცხა!
ძნელია უემოციოდ შეაფასო 2016 წლის 7 ივნისის მოვლენა - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, ევროპის მოქმედი (სულ სამგზის) და მსოფლიოს ექსჩემპიონი ესპანეთის ნაკრები!

ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

კი ბატონო, მადრიდის გარეუბანში, "ალფონსო პერეს კოლიზეუმზე" გამართული მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ ვერც ეს და ვერც სხვა ფაქტი ვერ დააკნინებს ჩვენი ნაკრების გამარჯვებას მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს გრანდთან, ისევე, როგორც ვერ დააკნინებს ის უცნაური ვერსიებიც, თამაშის დამთავრებისთანავე რომ წალეკა სოციალური სივრცე!

ზოგიერთი იმდენად სასაცილოა, არც ღირს ამაზე ლაპარაკი, თუმცა, სასაცილოს კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ, აი, ბოღმითა თუ ცინიზმით გაჯერებული ვერსიების ავტორების კი ნამდვილად არ გვესმის.

სამაგიეროდ, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, მომავალში რაც შეიძლება ბევრჯერ წამოეძახოთ - ესა თუ ის მატჩი საქართველოს ნაკრებმა კი არ მოიგო, არამედ - მეტოქემ წააგოო! თანაც, იმასაც ვისურვებდით, რომ ასეთი წამოძახებები ოფიციალურ მატჩებში გამარჯვებ(ებ)ის მერე ყოფილიყოს...

რადიკალური სახეცვლილება

ესპანეთის დონის გრანდთან, თანაც, სტუმრად გამარჯვება, თავისთავად, ძალიან დიდი მოულოდნელობა (ოღონდ სასიამოვნო) იყო. თუმცა, ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ: უფრო დიდი მოულოდნელობა იყო იმის ფონზე, თუ რა უძღოდა წინ 7 ივნისის მატჩს.

რა უძღოდა და ერთმანეთზე უსახური და ერთმანეთზე დამრთგუნველი 2 ამხანაგური მატჩი სლოვაკეთის, ფაქტობრივად, მეორე ნაკრებთან და რუმინეთთან. არც ის დაგვავიწყდეს, თუ როგორი გოლები (სულ - 8) გადიოდა ამ მატჩებში ჩვენი ნაკრების კარში: ამ ყველაფერს აღარც "კურიოზული" ერქვა, აღარც "ბავშვური შეცდომებიდან" გამომდინარე და აღარც - "უპატიებელი".

რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

თუმცა, ისე არ გამოგვივიდეს, თითქოსდა, იმ ორივე უსახურ თამაშში დამარცხება მხოლოდ ჩვენი მცველების შეცდომების ბრალი იყო: არც სლოვაკეთთან და არც რუმინეთთან, რასაც თანამედროვე ფეხბურთის თამაში ჰქვია, მსგავსი კი არა, სულ ოდნავ მიახლოებულიც კი არ უჩვენებიათ არც ჩვენს ნახევარმცველებს და არც ჩვენს ფორვარდებს.

ჰოდა, არავის უნდა გაჰკვირვებოდა ის მეტად და მეტად ნეგატიური განწყობა, სლოვაკეთისა და რუმინეთის ნაკრებებთან წაგებების მერე რომ არსებობდა ქართველ გულშემატკივრებში; კი ბატონო, საქართველოს ნაკრების ისტორიიდან რამდენიც გნებავთ, იმდენი უსახური მატჩის გახსენება შეიძლება, მაგრამ სლოვაკეთის მეორე ნაკრებთან და რუმინეთთან წაგებები მაინც "სხვანაირად" მტკივნეულად აღვიქვით ყველამ.

დიახ, ყველამ (ჟურნალისტმა თუ გულშემატკივარმა), ვისთვისაც საქართველოს ნაკრების წაგება თუ მოგება სულ ერთი არ არის: მარცხი რომ გვწყინს და გამარჯვება რომ გვიხარია. გულახდილად ვიტყვით: ნამდვილად აღარ გვინდა სლოვაკეთის მეორე ნაკრებთან და რუმინეთის ნაკრებთან გამართული იმ ორი ამხანაგური მატჩის პერიპეტიების გახსენება...

მაგრამ რას უნდა მივაწეროთ დროის ასე მოკლე პერიოდში ჩვენი ნაკრების ასეთი სახეცვლილება? იმ "ტრადიციას" დავაბრალოთ, როცა გამორჩეულად მოტივირებულად მხოლოდ გრანდებთან ვთამაშობდით?

დაგვეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი ასეთი მატჩის გახსენება შეიძლება, როცა სწორედ ესპანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან თუ იტალიასთან უთამაშია საქართველოს ნაკრებს ისე, რომ ქართველი გულშემატკივარი არ გაუწბილებია.

ახლა კი, ამ ორი ამხანაგური მატჩის მერე მეტისმეტად უარყოფითი ფონი შეიქმნა და ქართული მედიისა თუ გულშემატკივართა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის რეაქციაც სრულიად ადეკვატური იყო; ეგ კი არა, ამ ორივე ამხანაგურ მატჩში დაშვებული უამრავი და მართლაც კურიოზული შეცდომის შემხედვარე, ისეთი შთაბეჭდილებაც გვრჩებოდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ძალიან დიდი ნაწილისათვის, თითქოსდა, სულ ერთი იყო, ის მატჩები როგორ თუ რანაირად წარიმართებოდა.

ასეთი დამოკიდებულება, ზოგმა... წინასაშვებულებო პერიოდს დააბრალა, ზოგმა - კომუნიკაციის პრობლემას, ანუ ნაკრების ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი აშკარად "სხვადასხვა ენაზე" საუბრობენო.

ვერც იმას გავექცევით, რომ ჩვენი ნაკრების ახალი თავკაცის ზოგიერთი გადაწყვეტილებაც უცნაურად მოჩანდა: ამ შემთხვევაში საკადროსაც ვგულისხმობთ და, ფაქტობრივად, ყველა მატჩში ახალ-ახალი ტაქტიკური სქემით თამაშსაც.

ამას გარდა, იყო გარკვეული კითხვის ნიშნები ცალკეულ ფეხბურთელთა უთამაშებლობასთან დაკავშირებით და ყველაფრის "მწვერვალი" კი, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრების სლოვაკი თავკაცის, ვლადიმირ ვაისის სიტყვები იყო, ესპანეთთან მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე რომ განაცხადა - ვიდრე მე ვარ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამ შეკრებაზე მყოფი რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებში აღარ ითამაშებსო!

ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

ანუ ვაისის სიტყვები ღიად მიგვანიშნებდა ყველას, რომ ნაკრების "შიდა სამზარეულოშიც" გარკვეული პრობლემები იყო. თუმცა ესპანეთთან თამაშმა ყველაფერი ზემოთქმული "გადაფარა" და იმის მიუხედავად, რომ მატჩი ამხანაგური იყო, ამ მოგების მნიშვნელობის დაკნინება ნამდვილად ვერ იქნება კარგი საქციელი.

მეორე გამარჯვება გრანდთან და მომდევნოს მოლოდინი...

საქართველოს ნაკრების ისტორიაში რამდენიმე გამორჩეული მატჩი ყოფილა და 7 ივნისის შემდეგ სწორედ ასეთად ჩაითვლება ესპანეთთან გამარჯვებაც; მით უფრო, რომ ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა, როცა საქართველოს ნაკრებმა შეძლო და მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონის ტუტულის მქონე გუნდი დაამარცხა!

მოდი, ჯერ მსოფლიოს ჩემპიონები ვახსენოთ და იმასაც შეგახსენებთ, რომ იმავე ესპანელებთან მანამდე ორივე მატჩი გვქონდა წაგებული, საფრანგეთთან - სამი შეხვედრა წავაგეთ და ერთხელ ფრედ ვითამაშეთ, იტალიასთან 7 მატჩი წავაგეთ და ერთი ფრედ ვითამაშეთ, ინგლისთან ორივე შეხვედრა წავაგეთ, გერმანიასთან კი ოთხჯერვე დავმარცხდით.

არც იმ გუნდებთან დავიკვეხნიდით წარმატებული თამაშით, სხვადასხვა დროს ევროპის ჩემპიონები რომ გამხდარან - საბერძნეთთან, დანიასთან; ეგ კი არა, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ორი სარეკორდო მარცხიდან ერთ-ერთი სწორედ დანიასთან გვაქვს: 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მორტენ ოლსენის დამოძღვრილმა გუნდმა 6:1 მოგვიგო!

მოკლედ, ესპანეთთან ამ მატჩამდე ერთადერთი გამარჯვებით ვამაყობდით: 2006 წლის 15 ნოემბერს, თბილისში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ურუგვაის ნაკრებს 2:0 მოვუგეთ!

ურუგვაის ნაკრების გამორჩეულ მწვრთნელს, ოსკარ ტაბარესს თბილისში არაერთი საერთაშორისო დონის ვარსკვლავი ჰყავდა ჩამოყვანილი: დიეგო ფორლანი, დიეგო ლუგანო, დიეგო გოდინი, ვალტერ გარგანო, მაგრამ იმ მატჩში ჩვენი კაპიტნის, ლევან კობიაშვილის დუბლით ასეთი მაღალი დონის მეტოქე დავამარცხეთ!

აქვე, ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენს ნაკრებს მაშინ გერმანელი სპეციალისტი კლაუს ტოპმიოლერი მოძღვრავდა.

და აი, თითქმის ათი წლის მერე კვლავ შევძელით ტიტულიანი ნაკრების დამარცხება, თანაც, სტუმრად. თანაც, შევძელით სავსებით სამართლიანად არსებული უარყოფითი განწყობის ფონზე, წინა ორმა ამხანაგურმა მატჩმა რომ დაგვიტოვა ყველა ქართველ გულშემატკივარს...

P.S. მომდევნო წერილში ვეცდებით, საქართველოს ნაკრების ეს სამი ამხანაგური მატჩი ტაქტიკურ პრიზმაში დავინახოთ. ფაქტია, ვლადიმირ ვაისი ეძებს იმ მოდელს და სქემას, რომელიც ოპტიმალური იქნება მის ხელთ არსებული რესურსისთვის და ამის დასტური იყო ის გადაადგილებები, სამივე სპარინგში რომ ვიხილეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიო
ამ მატჩის შედეგს არავითარი ღირებულება არ აქვს ტოტაიზატორის და აბსურდული სარეიტინგონგო ქულების გარდა. მთავარია შესარჩევი ტურნირების შედეგი. ანუ, თამაშების სერია, რომელიც ქულებში და ცხრილში დაკავებული ადგილით გამოიხატება. ამ გუნდში ფეხბურთს არავინ თსმაშობს. ესპანეთის, ან ნებისმიერის დამრცხება
beso
ურუგვაის და ესპანეთის შედარება ძაან სასაცილოა
tngh
რა დონის ბოღმით უნდა იყოს კაცი სავსე, რომ ეს გამარჯვება არ გაეხარდეს და გამარჯვების "მიზეზები" ტოტალიზატორში და სხვა მსგავს ამბებში ეძებოს.
ხშირად მინდა რომ ფეხბურთი კონსტიტუციით აიკრძალოს!!!
სიფანდების ქვე-ყანაა ბატონებო და ქალბატონებო სიაფანდების! აფერისტების ხელშია ეს ქვეყანა და აფერისტების ხელში იქნება სულ მუდამ! რა მოგეწონათ რა(ანგარიშის გარდა)?! რას კივიხართ და რას წივიხართ?!რა წაიღეთ ტვინი?!გაისროლა "პოლის" ჯოხმა და ამის მომსწრეები გავხდით ბოლო-ბოლო!შეგვჭამეთ თქვენი ურაპატრიოტული,უმეტესად ... და არაადექვატური შეფასებებითა და კომენტარებით!ჯოოო ჩამოდით დედამიწაზედ!ჩამოდით რეალობაში! რა მოგეწონათ რა?! მოწინააღმდეგის ნახევარზე რომ გადახვალ საათში ერთხელ და სააათში ერთხელ რომ დაარტყავ კარებისაკენ... კარებისაკენ და არა კარებში!!! არ იფიქროთ რომ თქვენზე ნაკლებად(თუ მეტად არა!)შემტკივა გული ჩვენს ქვეყანაზედ თუ ნაკრებზე!მე მახსოვს ევროპის გრანდების(შესაბამისი დროისა და პერიოდის): ბულგარეთის, იტალიის,სლოვაკეთის დიდ გუნდებთან თამაში და დადებითად დაფიქსირებული შედეგები(ერთჯერადად)!!!! და მერე?! მერე?! მერე რა?!!!!მერე იყო: თამაში ნული,შედეგი ნული,ქულა ნული!სირცხვილი,თავისმოჭრა და სულში ჩაფურთხება ქვეყნისა თუ გულშემატკივართათვის!ეს უნდა გამოასწორეთ სწორედ ეს!!!!! ...ქართველები ვართ და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს!!! გადით ბიჭოოო! მსოფლიოზე გადით ბიჭოოოოოო!!!თამასამ აიწია ბიჭოოო! ესპანეთს მოუგეთ და სხვანაირად გვიყურებს საკუთარი თუ საერთოდ ფეხბურთის გულშემატკივარი!!! დააამტკიცეთ რომ "პოლის" ჯოხები არ ხართ!!!!!!!!!!!!!
თენგო
იმაზე რატომ არაფერს წერთ,ნავალოვსკიმ დედაზე რომ აგინა ქართველ გულშემატკივარს.
გია
ეს იკო ტოტალიზატორზე თამაში
333
ძალიან გთხოვთ თავი დაანებოთ დემაგოგიას და ნუ გვმოძღვრავთ გულშემატკუვრებს რადგან ყველას აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი.....თითქოს არ იცოდით რა უნდა დაგეწერათ და უაზროდ "თემა შემოაგდეთ".თქვენ ნამდვილად ვერ გამოდგებით საქართველოს ნაკრების დამცველად.არა მგონია ვინმეზე მეტად გიყვარდეთ ნაკრები და იზიარებდეთ წარმატებას თუ წარუმატებლობას.ყველა კარგად ხვდება ყველაფერს და არავინ არავის და არაფერს არ აკნინებს! ყველას გაგვეხარდება ნაკრები წარმატებულ თამაშს თუ გააგრძელებს....
ბურუსა
ძვირფასო ავტორ მოგებები სისტემური უნდა იყოს და არავინ მოიხსენიებს ჩვენს ნაკრებს ცინიზმით!
aburjga
იქნებ არ მიაქციეთ ყურადღება, პორტუგალიამ 7:0 მოუგო ესტონეთს! ჩვენი და ესტონეთის თამაშის შედეგი ხომ გახსოვთ, 0:3 წავაგეთ! ეს მოხდა ცხადაძის ხელში! აქედან გამომდინარე იქნებ ცოტა უფრო რეალურად განვსაჯოთ საქმის ვითარება!
Temo
ამგენს უნდ ეკაიფო მეტის რისი ესნი არ არიან
giga
რა გაბურღეთ ტვინი, თვითონვე აკნინებენ მთხლებურთელები თავიანთი თამაშით ამ მოგებებს.
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა