ხეტაფეში, ესპანეთის ნაკრებთან საქართველოს გამარჯვება მთელი მსოფლიოსთვის დიდი სენსაცია აღმოჩნდა
ხეტაფეში, ესპანეთის ნაკრებთან საქართველოს გამარჯვება მთელი მსოფლიოსთვის დიდი სენსაცია აღმოჩნდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება ევროპის ჩემპიონის დამარცხებით დაასრულა.

ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა - პირველად, ეს 2006 წელს მოხდა, როცა თბილისში ურუგვაის 2:0 ლევან კობიაშვილის დუბლით ვძლიეთ...

...მაგრამ ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია, პლუს, ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ფიფას რეიტინგის ათეულშია (მაისში მე-6 პოზიციას იკავებდა), ბოლო 16 თვეში კი ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი პირველად დამარცხდა.

უცნაური და დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კრიზისში მყოფმა ქართულმა ფეხბურთმა შეძლო. ამ მოგებით ჩვენი ფეხბურთი მსოფლიო გრანდი ვერ გახდება და არც ჩვენი პრობლემები მოგვარდება. მაგრამ შანსია, რომ ეს სიხარულის დღე ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის გამოვიყენოთ.

ვაისის გუნდისთვის მომდევნო მატჩი უკვე ოფიციალურია - 5 სექტემბერს მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ავსტრიას უმასპინძლებს, იმ ავსტრიას, რომელიც დღე-დღეზე ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება.

ცნობილ რუსულ გამოცემა "სპორტ-ექსპერსს" ესპანეთი-საქართველოს თამაშის ტექსტური რეპორტაჟი მიჰყავდა და ამ სენსაციური მოგების პერიპეტიებს აღწერდა - ჟურნალისტის მიერ ცინიზმით (ნეტავ საიდან?) დაწყებულ რეპორტაჟში ჯერ პატივისცემა გაჩნდა, ბოლოს კი - გაოცება!

"შესაძლოა, ამ შეხვედრაში მცირე ინტრიგაა, სამაგიეროდ, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრების შეფასება ყოველთვის საინტერესოა - მე ქართველებს არ ვგულისხმობ...

...რა უნდა ვთქვათ, საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ჩინებულად ჩაატარა. დაცვაში კარგად იდგა. ვაისის ხელქვეითებს წარმატება შესვენებამდე განხორციელებულმა ერთადერთმა აზრიანმა შეტევამ მოუტანა. მაგრამ ესპანეთს წინ მთელი ტაიმი აქვს, რათა მომავალი ევროს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სახელი დაიცვას...

მატჩი დასრულდა! იმის თქმა, რომ შედეგი მოულოდნელია, არაფრის თქმას ნიშნავს. საქართველოს ნაკრებმა თავის 25-წლიან ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ესპანელებმა კი თავის გულშემატკივრებს დაფიქრების მიზეზი მისცეს. აღსანიშნავია, რომ ვაისის ხელქვეითებმა ტაქტიკურად გამართული თამაში აჩვენეს, რომლის წინააღმდეგაც ესპანელთა ვარსკვლავურმა თავდასხმამ ვერაფერი გააწყო, განსაკუთრებით - მეორე ტაიმში. თუმცა, მალე ევროპის ჩემპიონატი დაიწყება და, რომ იტყვიან, ეს სულ სხვა ისტორიაა.

თქვენთან ერთად საქართველოს ნაკრების უდიდეს წარმატებას თვალს ადევნებდა ევგენი პერეხოჟევი".

საინტერესო იყო მკითხველთა კომენტარებიც - ხუმრობა, გაოცება, მილოცვის ფორმა...

"მსაჯმა 7 წუთი დაამატა და ესპანელებს შანსი 99-ე წუთამდე მისცა - სასაცილოა, ყოჩაღ, ქართველებს"!..

"მსაჯები ყოველთვის ესპანელებს ემხრობიან და ამხანაგურ შეხვედრაშიც 7 წუთი დაამატეს, მე-10 წუთზე კი დაასრულეს"...

"კვასხვაძის კლუბი ვერ მოვძებნე. აი, ასეთმა უსახელო ბიჭმა მოუგო ევროპის ჩემპიონებს"...

"ქართველებმა ტექსტის დამწერს მათ მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების გამო ხასიათი გაუფუჭეს"...

"ქართველებით მოვიხიბლე, თანაც, ძალიან იშვიათად ჯარიმდებიან"...

"კვირკველია არავის ინდობს, დღეს ნამდვილი გმირია"...

"ჰა-ჰა-ჰა, ქართველები ესპანელებს მათსავე მოედანზე ბურთს ქუსლით უგორებენ - დასცინიან"!..

"რევიშვილს შეცვლა დასჭირდა. ასე იბრძვიან ბიჭები ამხანაგურ შეხვედრაში"!..

"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" სახელს გადაარქმევს და "ქინძმარაული ლაითს" უწოდებს"...

ვინმე ვალერი ვოლკოვი წერს: "არავის გაუკვირდებოდა, ესპანელებს ქართველები რომ გაენადგურებინა. ესპანელთა მოგებაზე მინიმალური ფსონი იყო.

მიუხედავად ამისა, "სატურნის" ყოფილმა სლოვაკმა მწვრთნელმა ვაისმა, მოულოდნელად, ქართველების დაცვა დაალაგა. ესპანელები კი ბურთს ნელა აგორებდნენ და თავდასხმაში ამიტომ გაუჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯმა 10 წუთი დაამატა, ამდენის დამატება კი არ მახსენდება, ქართველებმა საკუთარი კარის დაცვა მოახერხეს.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან მოგებამ ქართველებს დაუვიწყარი დღესასწაული მიანიჭა.

კიდევ რამდენი წელი დასჭირდება საქართველოს, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდეს? მეგონა, რომ ამას აზერბაიჯანელები და სომხები უფრო ადრე მოახერხებდნენ, მაგრამ ესპანეთთან ამ გამარჯვებამ დიდებადაკარგული ქართული ფეხბურთის აღორძინების იმედი დამიბრუნა. მაგრამ საამისოდ, დიდი ფულია საჭირო და რადგან ახლა ქართული ეკონომიკა სასურველ დონეზე არ არის, ამის გაკეთება ძალიან გაძნელდება"...

"70-იანი წლების "დინამოს" გულშემატკივარი ვარ და ეს ქართული ფეხბურთის ისტორიული დღეა. ძმებო, გილოცავთ და ჩვენს პატივისცემას გამოვხატავ - როგორ მომენატრა თქვენთან ჩამოსვლა და ქართული ღვინო! ღმერთმა ქნას, რომ ეს ბოლო გამარჯვება არ იყოს"!..

"იქ ჩადი და ნახავ, რა "ძმებიც" არიან"...

"მე მაინც ვულოცავ"...

"ასეთ მეტოქეს სუსტი კლუბების ფეხბურთელებით რომ მოუგებ, უდიდესი სენსაციაა"...

"ამხანაგური თამაში კი იყო, მაგრამ ესპანეთის მისსავე მოედანზე დამარცხება მაინც მაგარია. თამაშს ბარში მეგობრებთან ერთად ვუყურებდი და ბრავო, გრუზია"!..

"დაუჯერებელია, რომ საქართველომ, რომელმაც ციკლი სამარცხვინოდ ჩააგდო, ძირითადი შემადგენლობით მოთამაშე ესპანეთს მოუგო! გილოცავთ მეზობლებო"!..

"ქართველებს რესპეცტ! გავვოგნდი, შედეგი რომ ვნახე"...

"2006 წელს მსოფლიოზე იტალიის მოგების შემდეგ ამდენი არ მიყვირია! ღმერთო, მადლობა"!..

"თბილისი: ესპანეთი - საქართველო 0:1. ერთადერთი გოლი პედრო. ახლა ხეტაფე: საქართველო - ესპანეთი 0:1. ერთადერთი გოლი ოქრიაშვილი. კარგი რევანშია"...

"არა, რა, ვაისი კარგი მწვრთნელია. ქართველებო, გილოცავთ"!..

"გამიკვირდა, ქართველები არ იძაბებოდნენ"...

"გილოცავთ სომხეთიდან! ყოჩაღ, ბიჭებო!"

"ქართველების 4 ნომერი (გურამ კაშია - რედ) სასწრაფოდ ლა ლიგაში"!..

"ქართველები ტაქტიკურად მაგრად თამაშობენ"...

"ოქრიაშვილი რა კარგი ყოფილა, ჩვენს მწვრთნელებს თვალები სად აქვთ"?!.

"ფანტასტიკაა! ქართველებმა ერთი შეტევით მოიგეს"!..

ახლა ვნახოთ, რას წერენ უკრაინულ ფორუმებზე:

"გოლი მეორე ტაიმში რომ გაეშვათ და ვერ გაეტანათ, კიდევ გასაგები იქნებოდა. მაგრამ წინ 50 წუთი ჰქონდათ და ქართველების კარი ვერ აიღეს"!..

"ოქრიაშვილი ჩვენი ფეხბურთელია"!..

"ძალიან უცნაურია"!..

ესპანურ მედიაში ვკითხულობთ:

"საფრანგეთში გამგზავრებამდე ჩატარებული შეხვედრა ესპანეთს იმის გაანალიზებაში უნდა დაეხმაროს, თუ რა მოხდა ხეტაფეში. ესპანეთის ნაკრებმა წააგო გუნდთან, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში 137-ე რეიტინგი აქვს. საერთოდ, რა მიზნები გვაქვს, თუ საქართველოს ვერ ვუგებთ", - წერს პოპულარული "მარკა".

"დიარიო ასის" მკითხველებმა ასეთი შეფასებები გააკეთეს:

"საქართველოს მშვენიერი გუნდი ჰყოლია"...

"ჩვენ წაგებას არაფრით არ ვიმსახურებდით"...

"საქართველოს დაცვის დაძლევა ძალიან ძნელია"...

"იმედია, ევროპის ჩემპიონატს ჩეხებთან უკეთესად დავიწყებთ"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველებო გილოცავთ,ასე გააგრძელეთ.
Nukri
აჰა და ესეც შემადგენლობები
Nukri
ესპანეთი-საქართველო 0:1 გოლი: 0:1 ოქრიაშვილი (40. ჯიღაურის პასით) ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი (46. ბელერინი), პიკე, რამოსი (46. სან ხოსე), ალბა, ბუსკეტსი (75. პედრო), ტიაგო ალკანტარა (46. კოკე), ვასკესი (61. დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46. ინიესტა), ნოლიტო, ადურისი. სათადარიგოები: კასილიასი, ასპილიკუეტა, ბარტრა, მორატა, ბრუნო, სერხიო რიკო. მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე საქართველო: რევიშვილი (55. კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი (84. კობახიძე), აბურჯანია (78. ცისკარიძე), ჯიღაური, ყაზაიშვილი (72. ჭანტურია), ოქრიაშვილი, დვალიშვილი (72. ქვილითაია). სათადარიგოები: მაკარიძე, კაკაბაძე, დვალი, კვეკვესკირი, ჭანტურიშვილი, ყენია. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი გაფრთხილება: კვირკველია (60), სან ხოსე (81) არბიტრი: ვ. ტორარინსონი (ისლანდია)
Nukri
მახო:ზუსტად ვერ ჩამოვთვლი ვინ თამაშობდა მაგრამ იმას კი გეტყვი რომ ძირიტადი სასტავი ყავდა.აი ხვალე ჩეხებთან ვინც ეყოლება....
maxo
მოგება კარგია ვულოცავთ იქნებ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაქვეყნოთ ვინ თამაშობდა მაგ დღეს.
Gio
ეს იშვიათი მოგებები და კიდევ თამაშის დროს პატარპატარა ულამაზესი მომენტები ჩვენების შესრულებოთ, იმ გენის იშვიათი გამონათებებია, რომელსაც ჯერ კიდევ ღრმად ძინავს სხვადასხვა ბედის უკუღმართობების გამო და რომელიც აუცილებლად გაიღვიძებს, მერე ნახონ ჩვენი დიდება.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
როინ კვასხვაძე პასუხობს, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის "დინამოში" გადასვლა
როინ კვასხვაძე "დინამოდან" მიდის? - მეკარე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
როინ კვასხვაძის დაბრუნებით ქუთაისის "ტორპედოა" დაინტერესებული
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
კვასხვაძე, ხარაბაძე და სხვა - წიტაიშვილის დამატების შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ხუთი ფეხბურთელით გაძლიერდა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ