საქართველოს ნაკრებმა მანჩესტერში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში მეორე მატჩი უელსელ თანატოლებთან გამართა
საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მანჩესტერში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში მეორე მატჩი უელსელ თანატოლებთან გამართა და ერთი ქულის სხვაობით, 9:10 დამარცხდა.

"მანჩესტერ სიტის" აკადემიის მოედანზე, თავსხმა წვიმაში წარმართულ შეხვედრაში ანგარიში უელსელებმა გახსნეს - მე-5 წუთზე ლელო დაგვიდეს და გარდასახეს კიდეც.

სხვაობის შემცირებმა გელა აფრასიძემ 31-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით სცადა, თუმცა რთული პოზიციდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ აფრასიძის დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა 36-ე და 40-ე წუთებზე და ტაიმი ერთი ქულის სხვაობით დავთმეთ - 6:7.

მეორე ტაიმში უელსელებმა უპირატესობა ზუსტი საჯარიმოთი გაზარდეს, საპასუხო ჯარიმა კი აფრასიძემ 67-ე წუთზე გაიტანა - 9:10.

დარჩენილი დრო უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. 70-ე წუთზე ჯარიმიდან უელსებმა ვერ გაიტანეს, აქედან ხუთ წუთში კი ანგარიშში დაწინაურების შანსი აფრასიძემ ვეღარ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ გელა მოედნის ცენტრიდან ცდილობდა ჯარიმის გატანას და მის დარტყმულ ბურთს მხოლოდ სიძლიერე დააკლდა.

ანგარიში აღარ შეცვლილა და მინიმალური სხვაობით უელსის ნაკრებმა გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ "უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტანი ბექა გორგაძე დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოქმედ ჩემპიონებთან, ახალი ზელანდიის ნაკრებთან 0:55 დათმო. ტურნირზე ბოლო მატჩს "უმცროსი ბორჯღალოსნები" კი 15 ივნისს, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა უელსთან ამ შემადგენლობით ითამაშა: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. გელა აფრასიძე, 1. თორნიკე მატარაძე, 2. გიორგი ხურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე, 4.დემურ ეფრემიძე, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ილია სპანდერაშვიილ, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე (კაპ).

სათადარიგოები: 16. ლუკა გოგინავა, 17. ნიკა ნეფარიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. ირაკლი ცხადაძე, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. სანდრო ილურიძე, 23. რატი შანიძე.

vaspa
ყოჩაღ ბიჭებო!!!!!! ყოჩაღ სპანდერ!!!!!!!
Beqa
მთაშიც თუ განვითარდა რაგბი ჩვენც გვეყოლება ჩვენი ჰაილენდერზი
შევარდენი 1906 ს
შენ მარტო რუსულ წიგნებს კითხულობ ჯიგარ? :) :)
simoni
ჩვენს ეხლანდელ ეროვნულ ნაკრებს თავის დროზე ახალგაზრდობაში რომ ზელანდიასთან ან უელასთან ეთამაშათ ეხალა უკვე ექვს ერზე ვიქნებოდით ეს თაობა დაანგრევს ექვს ერს
erekle
ჩვენი მამუკა გახარებული იქნება ორმაგად ღირსეული შემცვლელი ეზრდება ეროვნულ ნაკრებს
fauqa
ეს მოგების ტოლფასია უძლიერესი თაობა მოდის თან უდიდესი გამოცდილებით ვამაყობთ თქვენით
giga
მაგარი ბიჭები გვყავს!გაშვებული ლელოს მერე რა თამაში დაატრიალეს.ბრავო
ზურა
ძალიან კარგად ითამაშეს უელსის ნაკრებთან ერთი ქულით წაგება ჩვენი ახალგაზრდა ბორჯღალოსნებისთვის წარმატებაა თან ცოტა მეტი გამოცდილება და ცოტა იღბალიც რო ჩვენ მხარეს ყოფილიყო ამ თამაშს მოვიგებდით
დავით ცხამელი
ამ ბიჭების წინ კი ნამდვილად დაეცემა 6 ერის კარიბჭე!!!!
majlajuna
პირველი მსოფლიოა და იმაზე უკეთ ირჯებიან ვიდრე გვეგონა, გალებს ერთი ქულით ჩამორჩე თამაშში - დებიუტანტი გუნდისთვის ძალზე კარგი შედეგია ვეჭვობ ქართულ რაგბს კარგი დღე დაუდგება მალე გვეამაყებიან ყველა თაობის ბორჯღალები
davidbe
კარგი ტაობაა,ყოჩაღ მაინც ბიჭებს!!!
დათო
საუცხოო ცვლა გვეზრდება.გასათვალისწინებელია იც გარემოება, რომ უფროსი ბორჯღალოსნებისგან განსხვავებით, მათ არა აქვთ უცხოეთის კლუბებში თამაშის გამოცდილება.თავის დროზე ესეც ექნებათ!
gg
მეკოსაც კარგი შემცვლელი ეზრდება, გორგოძესაც, 10 ნომერზეც ივარგებს ლობჟანიძე. უკანა ხაზიც ნორმალური ჩანდა. შერკინება ხო პირველია მსოფლიოში. 5 წლის მერე უელსის დიდ ნაკრებთან ბრიტანეთში ამ ანგარიშით წაგებაც არ იქნება ცუდი შედეგი. ამ გუნდს საქრთველოში გავაპობდით. რაგბი რეგიონებში უნდა გავიდეს. ქუთაისელებმა ხო ნახეთროგორ ითამაშეს. მთაშიდაც რო რაგბი ითამაშონ აქტიურად მერე ზელანდიაც დაგვიდგეს თუნდაც.
dimitri
ამ თამაშში ცოტა მსაჯის უზუსტობა, ცოტა პრაქტიკის ნაკლებობა, ცოტა მწვრთნელის ნაკლები კვალიფიკაცია ჩანდა. მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორდება უეჭველი. ქართულს რაგბს კარგი მომავალი აქვს. ესაა მთავარი.
ყოჩაღ
ყოჩაღ ძალიან მაგრად ითამაშეს, ძალიან დამწყდა გული მოსაგები თამაში იყო, აღსანიშნავია რომ, ძირითადის რსმდენიმე მორაგბე გვაკლდა ირლანდიისთვის ასვენებდნენ და ჩემი აზრით მანდ შეცდა მწვრთნელი, ისე ვინმე ზელანდიელი მწვრთნრლი შჩირდებათ უკვე სხვა დონეზე რო გადაიყვანოს, ამ შტაბს კი ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს, წარმატებები ბიჩებს, დღეს დავრწმუნდი რო ჩვენ რაგბს მომავალი ნამდვილათ აქვს.
შევარდენი 1906
ვალიელებმა და არა უელსელებმა! წიგნებს უნდა წაკითხვა ალბათ.
tamazi olkiashvili
როდესაც შეგვიდზლია ასეტი სიდზლიერიტ ვეტამასჰოტ ეკვსი ერის ახალგაზრდულ ნაკრებს, ერტი კულიტ წაგება არაფერია, ამაკები ვარტ ბორჯქჰალოსნების კარგი თამასჰიტ....
z
ვამაყობ ამ ბიჭებით!!!
გიორგი
სუპერრაგბისტები გვყავს.რომ არა მსაჯების სიელმე ანგარიშიც საჩვენოდ იქნებოდა ისე როგორც დანარჩენში გავაფარჩაკეთ ახალგაზრდა უელსელი ბაბუები.საიმედო მომავალი ყავს ქართულ რაგბს.აფრასიძე და ყველა უკლელივ მაგრები ხართ.დიდი მადლობა თავდადებისთვის
zaza
ამ ბიჭებს ნორმალური მწვრთნელი სჭირდებათ და უკეთესად ათამაშდებიან სამწუხაროდ დღევანდელი სამწვრთნელო შტაბი დიდი რაგბისთვის მზად არ არის და ეს გუნდიც ამაზე მეტად ვერ განვითერდება
დიტო
მაგარი თამაში იყო. მადლობა ბიჭებს!!!
tngh
ქართველ "ბორჯღალოსნებს" ერთი ქულით წააგებინეს... და მაინც, ყოჩაღთ ბიჭებო!!!
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
ბექა გორგაძე: ფინალის მოსაგებად დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს