საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა ილია მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში უელსთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა ილია მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში უელსთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ბევრი ვიმუშავეთ დაცვაზე, სწრაფ წამოდგომაზე და ეფექტური ბოჭვების კეთებაზე - შესაბამისად, ვეცადეთ რაქებში ნაკლებნი ვყოფილიყავით, რათა დაცვაში დროულად მოვწყობილიყავით. ვითამაშეთ ხასიათით და გულით და ეს თამაში ჩვენი თავდაჯერებულობისათვის აუცილებელი იყო.

"შეტევას რაც შეეხება, რათქმაუნდა შემდეგი თამაშისთვის ბევრი რამის გამოსწორებას ვგეგმავთ, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ბევრი რამ უნდა გამოგვესწორებინა, პირველი მატჩის შემდეგ, რათა დაგვემტკიცებინა უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისთვის, ქომაგებისა და საქართველსოთვის, რომ ჩვენ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძია" ნამატჩევს განაცხადა ილია მაისურაძემ.

შემდეგი მატჩი 15 ივნისს, კვლავ მანჩესტერ სიტის აკადემიის სტადიონზე გვექნება. ამჯერად ირლანდიას ვეთამაშებით, რომელმაც პირველ ტურში უელსი, ერთი ქულის სხვაობით, 26:25 დაამარცხა, ხოლო გუშინ კი ისტორია დაწერა - ახალ ზელანდიას 33:24 მოუგო, რითაც პირველი ირლანდიური ნაკრები შეიქმნა, რომელმაც შეძლო ახალი ზელანდიის დამარცხება.

მატჩი საქართველოს დროით 20:45 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს თიბისი ბანკი და საზოგადოებრივი მაუწყებელი მეორე არხზე შემოგვთავაზებენ.

ლადო კილასონია მეორე ტურის მატჩისა და ირლანდიასთან მომავალი რკენის შესახებ:

"გუშინდელი თამაში ერთმნიშვნელოვნად ჩვენ აქტივში უნდა ჩაიწეროს. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ - ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც რაც მთავარია. ზელანდიის შემდეგ პირველივე დღე დაეთმო აღდგენას და ვიდეოანალიზს. შემდეგ გვქონდა დაცვის ვარჯიში, სადაც ზელანდიასთან დანახული პრობლემების გამოსწორება ვცადეთ - უფრო, რომ ავხსნათ გავშლილიყავით ბოლომდე, მოედნის მთელი სივრცე აგვეღო დაცვაში და მაქსიმალურად წინ ავსულიყავით. დაცვის ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა და მატჩამდე ერთი დღით ადრე გვქონდა კაპიტნის ვარჯიში, რომელმაც ასევე ძალიან კარგად ჩაიარა."

"გუშინ ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და განყობაც შეუდარებელი გვქონდა - სასტუმროში, ავტობუსში, გასახდელში და გახურებისას. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენთვის ასეთ გუნდებთან თამაში პატივია და გაზრდის შესაძლებლობა. ჩვენ ამით არაფერს ვკარგავთ, არამედ დიდ გამოცდილებას ვიძენთ. ჩვენი თავის და ალბათ გულშემატკივრების გარდა, აქ ჩვენგან ბევრს არაფერს ელიან, მაგრამ საქართველო სწორედ იმიტომ არის გამორჩეული გუნდი, ეროვნული ნაკრები და 20-წლამდელებიც, რადგან ჩვენ იქ ვაკეთებთ ყველაფერს განსაკუთრებულად კარგად, როდესაც ამას ჩვენგან არ მოეილიან!

"ისიც აღსანიშნავია, რომ ამინდმაც ხელი შეგვიწყო. წვიმამ თამაშის ტემპი დააგდო, თუმცა მაინც - გვქონდა ბევრი ხარვეზი, როგორც დერეფანში, ასევე ხაზის ფეხით თამაშში, რამაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ეს პირველი ტაიმის შემდეგ შედარებით გამოსწორდა, თუმცა იდეალურამდე მაინც არ მივიდა. ბიჭები მუშაობენ საკუთარ თავზე. ვერ ვიტყვი, რომ მოტივაცია არ აქვთ. პირიქით, ძალიან მონდომებულები არიან - გუშინ მოედანზეც ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ ეს არ გვეყო და წავაგეთ ათით ცხრა.

"მთავარია, რომ ჩვენ ასეთი თამაში ვითამაშეთ და ძალიან მეამაყება, რომ ამ გუნდთან ერთად ვარ! თუმცა ისიც სათქმელია, რომ ასეთი შანსები რაგბში ძალიან იშვიათია და მათი არ გამოყენება ძვირად ფასდება. ლელოსთან ახლოს მაინცდამაინც არ ვყოფილვართ. ბიჭებმა მოედანზე მიიღეს პრაგმატული გადაწყვეტილებები, კარში არტყეს და ამან გაამართლა. მეორე ტაიმში, როდესაც უელსმაც ნახა, რომ ხელით თამაში არ გამოსდიოდა ამინდის გამო, მაღალი ბურთების აწევა დაიწყეს, თუმცა ჩვენი უკანა ხაზი აშკარად მზად დახვდა ამას. ერთხელ პოზიციურ თამაშშიც ვაჯობეთ. თითქმის ყველა დაკიდებული ბურთი ავიღეთ ჰაერშივე, რაც უდაოდ მისასალმებელია. მაგრამ ფეხით თამაშიდან გამომდინარე უელსმა ბევრად მეტი დრო გაატარა ჩვენ 22-ში ვიდრე ჩვენ მათ მოედანზე, ამიტო პოზიციურ თამაშში მთლიანობაში ალბათ დავიჩაგრეთ.

"გველის ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან სერიოზული მატჩი, სადაც კიდევ ერთხელ უნდა მოვუმატოთ ჩვენ თამაშს - გუშინ ჩვენი ამოცანა იყო 20-30 პროცენტით მოგვემატებინა, რასაც მეტ-ნაკლებად ალბათ მივაღწიეთ, 15-ში შემდეგი ნაბიჯიც ეს იქნება, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ.

"კარგად შევისწავლეთ ირლანდიის მატჩი უელსთან და გუშინაც სანამ დრო გვქონდა ზელანდიასთანაც დავაკვირდით - ეს არის ძალიან მოძრავი და ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა მოუგოს კონკრეტულ მოწინააღმდეგეს - კარგად იცის სად არის სად არის მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. თუ ამინდი ხელს შეუწყობთ, არ მგონია ჩვენთან "ჯახით" თავი მოიკლან. შესაბამისად ალბათ უფრო სწრაფ და გაშლილ თამაშს შემოგვთავაზებენ."

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან