ნახევარფინალში "რასინგი" და "მონპელიეც" გავიდნენ
მაშინ, როცა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ოკეანეთში ტესტებს მართავს, "ბორჯღალოსანთა" ნაწილისთვის გადამწყვეტი დრო დადგა საფრანგეთის ჩემპიონატში.

ტოპ-14-ში ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა, ოთხივეში ირიცხება ქართველი მორაგბე. ასე რომ, წლეულსაც აუცილებლად გვეყოლება საფრანგეთის ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ შარშან ფინალში "სტად ფრანსემ" 12:6 მოუგო "კლერმონს". ამ თამაშში გამარჯვებულთა შორის სათადარიგო იყო დავით ქუბრიაშვილი, ხოლო წაგებულებში სასტარტოში ითამაშა დავით ზირაქაშვილმა.

წლევანდელ გათამაშებაში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" 88 ქულით პირველი ადგილი აიღო, ხოლო ირაკლი ნატრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას, კონსტანტინე მიქაუტაძისა და მამუკა გორგოძის "ტულონმა" 82 ქულით - მეორე. ორივე გუნდმა ამით გაინაღდა ნახევარფინალში თამაში.

პლეი ოფში კი ოთხი გუნდი იბრძოდა ნახევარფინალის ორი საგზურისთვის. დავით ხინჩაგიშვილის "რასინგმა" "ტულუზს" 21:16 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა. გამარჯვებულებს 21-დან 18 ქულა დენ კარტერმა მოუტანა. ხინჩაგიშვილი განაცხადში არ ყოფილა.

დავით ქუბრიაშვილის (ფოტოზე) და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" კი "კასტრს" 28:9 მოუგო. ქუბრიაშვილმა და ნარიაშვილმა სასტარტოში ითამაშეს, ნარიაშვილი ტრავმის გამო შეცვალეს.

17 ივნისს, პირველ ნახევარფინალში "კლერმონი" "რასინგს" შეხვდება, ხოლო 18 ივნისს "ტულონი" "მონპელიეს" დაუპირისპირდება.

gela
ნარიაშვილს არ მიუღია ტრავმა...ნარონ ბოლომდე ითამაშა.დუდუ და ნარო ლომები არიან მონპელიეში
giorgi
ტრავმა ნარიაშვილს ჰქონდა თუ ქუბრიაშვილს? ???
giorgi
მიქაუტაძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე ტულონშია, მხოლოდ მომდევნო სეზონიდან იტამაშებს მონპელიეში ერთია ბადრი ალხაზიშვილიც მიამატეთ ტულონის ქართველ ლეგიონერებს - აღარ ირიცხება ესპუარებში, "დიდების" გუნდში ვარჯიშობს
valiuta
მიქაუტაძე ტულონშია:)
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
საქართველოს ნაკრების ორმა მორაგბემ კლუბი შეიცვალა
რაგბის ლეგიონი: ვის ვუქომაგოთ ამ სეზონში
ლეგიონერები - ნაკლული ტური, გადადებული შეხვედრები და ქუბრიაშვილი "პერპინიენში"
"მონპელიემ" "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი გელა აფრასიძე დაიმატა
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება
გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა