"გვინდა სტუმრებს ვასიამოვნოთ არა მარტო წმინდა სპორტული მხარის კარგი ორგანიზებით, არამედ ქართული კულტურითა და სტუმართმოყვარეობით"
ნელ-ნელა თბილისი მსოფლიო ძალოსნობის მექად ყალიბდება. 2015 წელს საქართველოს დედაქალაქმა ევროპის პირველობას უმასპინძლა, რომელიც საყოველთაო აღიარებით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მანამდე გამართულ ანალოგიურ ტურნირებს შორის.

კონტინენტის პირველობის შემდეგ თბილისს უკვე მსოფლიოს პირველობაც ანდეს, ოღონდ ამჯერად იუნიორებს შორის. 25 ივნისიდან ორი ივლისის ჩათვლით, თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ძალოსნები მოიყრიან თავს და ფიცარნაგზე გაარკვევენ, თუ ვინ არის მათ შორის საუკეთესო.

მსოფლიოს ჩემპიონატის სამზადისთან დაკავშირებულ მოვლენებზე საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსნობის ცოცხალი ლეგენდა კახი კახიაშვილი გვესაუბრა:

- როგორ მიმდინარეობს მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის?

- მზადება მიდის სრული სვლით, გადასულები ვართ დასკვნით ფაზაში. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ რთული ვითარებაა, აუცილებელია ქვეყნისა და ქალაქის უწყებების სრული მობილიზება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩავატაროთ მაღალ დონეზე. სპორტის სამინისტრო ამ საქმეში მთლიანად არის ჩართული. ამ ურთიერთობებით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ არის საკითხები, რომლებსაც სპორტის სამინისტრო ვერ გადაწყვეტს, მაგალითად, თუნდაც დენის საკითხი, სკამებია საჭირო. ამიტომ ვთხოვ ყველა უწყებას, მხარში დაგვიდგნენ და მაღალ დონეზე ჩაგვატარებინონ მსოფლიო ჩემპიონატი.

მინდა აღვნიშნო, რომ სპორტული ფედერაციები სრულად არიან მობილიზებულნი. ბევრ მათგანთან გაფორმებული გვაქვს თანამშრომლობის მემორანდუმიც, გვეხმარებიან ყველანაირად, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში. 25 ივნისს გახსნის საზეიმო ცერემონიალია. ველით გულშემატკივარს. სპეციალურად მოწყობილი იქნება ქართული სახლი. ველით ფეხბურთის გულშემატკივარსაც. გასაგებია, ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და ქართულ სახლში სპეციალურად ამისთვის მონიტორები იქნება დამონტაჟებული.

ქართული სახლი ეწყობა მერიის მხარდაჭერით. თბილისს სამოცი ქვეყნის დელეგაცია ესტუმრება და ჩვენ გვინდა სტუმრებს ვასიამოვნოთ არა მარტო წმინდა სპორტული მხარის კარგი ორგანიზებით, არამედ ქართული კულტურითა და სტუმართმოყვარეობით.

- ქართული სტუმართმოყვარეობა ძალოსნობის სამყარომ ერთი წლის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უკვე გაიცნო...

- რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარება იყო იმის წინაპირობა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვენდნენ და ასეთი დიდი ტურნირი გაგვამართინეს.

- ჩემპიონატის დაწყებამდე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესიც არის დაგეგმილი...

- ეს იქნება მიმდინარე წლის ერთადერთი კონგრესი. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ტომაშ აიანიმ მთხოვა, რომ ამ კონგრესისთვის სათანადოდ მოვემზადოთ, ვინაიდან ამ კონგრესზე ისეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომ საქართველო ძალოსნობის ისტორიაში შევა. სწორედ თბილისში იქნება ხელმოწერილი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

კონგრესს დაესწრება 140 დელეგატზე მეტი და რა თქმა უნდა, მათ შორის იქნება ტომაშ აიანიც.

- ბატონო კახი, ახლა მოდით, წმინდა სპორტულ მხარესაც შევეხოთ. რა შანსები აქვთ ამ ტურნირზე ქართველ ძალოსნებს?

- რეალური შანსი გვაქვს, ავიღოთ ორი ოქრო და რამდენიმე სხვა სინჯის მედალიც, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებშიც. ნაკრები სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ისევ და ისევ აღვნიშნავ სპორტის სამინისტროს დახმარებას.

- ბატონო კახი, შესაძლოა, ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს ჩემპიონის მედალი გადაეცეს...

- მოგეხსენებათ, ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშამ ვერცხლის მედალი მოიგო, თუმცა სპორტსმენი, რომელმაც ტალახაძეს გაუსწრო, "სუფთა" არ იყო და ლაშა აღიარეს მსოფლიო ჩემპიონად. სავარაუდოდ, გახსნის ცერემონიალზე ქართველ სპორტსმენს ოქროს მედალს გადასცემენ.

ბოლოს, გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ვთხოვ, მობრძანდეს მსოფლიო ჩემპიონატზე, ისიამოვნოს ძალოსნობით. გარდა ამისა, გავიმეორებ, რომ მოწყობილი იქნება ქართული სახლი, სადაც საფეხბურთო ფანკლუბების წარმომადგენლებიც შეიკრიბებიან. აქვე აღვნიშნავ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე დასწრება უფასო იქნება.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
აღმასკომის სხდომა: კახი კახიაშვილი ევროპის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა