საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, რომელიც ბოლო დროს ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა, რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:

- გაქვთ თუ არა ამბიცია ფედერაციის პრეზიდენტობაზე?

- როგორ გითხრათ... ისე მიდის ყველაფერი, რომ ვალდებული ვარ, მქონდეს.

მკითხველი:

- ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი განცხადება ემსახურება მხოლოდ პირად ინტერესებს და გიფიქრიათ თუ არა, რომ ასეთი ფორმით, ასეთ სერიოზულ თემაზე ზერელე განცხადების გაკეთება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სადაც თორნიკე ერთ-ერთი ლიდერია, დესტაბილიზაციას გამოიწვევს?

- არანაირ დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს და სიტყვებს ჰაერზე არასდროს ვისვრი. ყველაფერი, რაზეც კი ვისაუბრე, დოკუმენტალურად დადასტურებულია და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება კიდეც.

ვთხოვე ფედერაციის წარმომადგენლებს, თავად გაესაჯაროებინათ ეს კონტრაქტი, რაზეც უარი მივიღე. მივწერე, რომ სადაზღვევო ფურცელი მაჩვენონ და დღეს ვადის ბოლო დღეა, როგორც ჩანს, არ აპირებენ მოცემას, რაც უარესია მათთვის.

სანამ აქამდე მოვიდოდით, ყველანაირად ვცადე მათთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, მაგრამ ამ წლების მანძილზე მათი მხრიდან მხოლოდ იგნორი და ერთპიროვნული მმართველობა იყო.

რაც შეეხება თორნიკეს, ის ამ საქმიდან აბსოლუტურად შორსაა. მისი სახელი ერთხელაც არ მიხსენებია არჩევნების დროს და მით უმეტეს, დღეს, ასეთ საქმეში. ვთხოვე მას, არ ჩარეულიყო ამ საკითხში და არ ჩაერევა. მისი საქმე კალათბურთის თამაშია, დანარჩენს მივხედავთ.

მკითხველი:

- აპირებთ თუ არა კალათბურთის ფედერაციასთან საერთო ენის გამონახვას მომავალში?

- არა. ამ ლაპარაკის მერე მათთან რომ ავიდე, სასაუბროდ დავჯდე, ათას სისულელეს დამაბრალებენ კიდევ, დარწმუნებული ვარ და რაზე ვისაუბრო? ან ვთქვათ, ვისაუბრეთ, რა მერე? გამოვალ ხვალ და ვიტყვი, რომ კარგი კონტრაქტია ეს? არა, გამორიცხულია, ის ყველანაირად ცუდია.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა შეგიძლიათ აქ -  კახა შენგელიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

ნიკოლოზი
კახა შენგელიას მაგ ზღაპრების ვინმეს ჯერავს?! ორი დღის წინაც შეხვედრას ითხოვდა, კიროვის პარკის საკალათბურთო დარბაზი გადმომეცით და ხმას არ ამოვიღებო. თავიდანვე იმ მიზეზით დაიწყო დაპირისპირება, ფაჩულიას რატომ გადასცეს დიდუბის დარბაზი, მე მინდოდაო. შემდეგ კიროვის დარბაზს დაადგა თვალი. შემდეგ "ვითა"-ს შეყვანა უნდოდა სუპერლიგაში კანონის დარღვევით და თანხის აღება. ვიცეპრეზიდენტად რომ დაინიშნა, სუპერლიგაში მომუშავე პროფესიონალებს დაერია, თავის .. ნათესავების მიყვანა უნდოდა. ცოლი მსაჯთა კომიტეტში მოაწყო. მოკლედ, მაგას კალათბურთი საერთოდ არ აინტერესებს, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. რომ გაიკითხოთ, იმდენ რამეს გაიგებთ, მაგის ერთ სიტყვას აღარ დაიჯერებთ.
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
არჩევნები, კორუფცია და ნაკრების შეფასება - პრეზიდენტობის კანდიდატები გადაცემა "360 გრადუსში" [VIDEO]
პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
ნაკრების მოთამაშეები ჩვენს მხარეს არიან - შიო ხეცურიანი და კახა შენგელია გაერთიანდნენ
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
დაუსვი კითხვა გიორგი ყიფიანს და მოიგე საქართველოს ნაკრების მაისური
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"
დაუსვი კითხვა მილტონ ჰეიგს
პაატა გურასპაულის რჩეულს საჩუქარი გადაეცა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
"მე დავიბადე ქართული სულით და აქ ბასკონიური სული განვავითარე" - "ბასკონიამ" თორნიკე შენგელიას ფილმი მიუძღვნა [VIDEO]
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა