საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე
20 ივნისს მანჩესტერში საქართველოს ნაკრებმა 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა იტალიელ თანატოლებთან და 18:17 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი იტალიელებმა 7:5 მოიგეს.

შესვენების შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ორი ლელო გაიტანეს, რასაც იტალიელებმა ერთი საჯარიმოთი უპასუხეს - 15:10.

ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა, მატჩში პირველად, შეძლეს საჯარიმოს გატანა - 18:10.

უკანასკნელ წუთზე იტალიელებმა შეძლეს ლელოს დადება და გარდასახვა, გამარჯვება კი "უმცროს ბორჯღალოსნებს" დარჩათ, რომლებისთვისაც ეს პირველი მოგებაა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-9 ადგილის პლეი ოფის ნახევარფინალური დაპირისპირება იყო. მეორე ნახევარფინალურ წყვილში საფრანგეთი და იაპონია ხვდებიან, მათში გამარჯვებულს საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის მატჩში შეხვდება.

goga
შენ ნორმალური თუ ხარ რეებს წერთ ვინ ოცნება რა ოცნება ან რა კალაძე რეგბს რა ჭირდა კალაძის ასაგორძინებელი ან ვინმესი...მართლა საცოდავო საქართველო მეცოდები მართლა
მათე
რას ეწევი ან სვამ ასეთი ჰალუცინაციები, რომ გაქვს? რა ოცნება, რა კალაძე. 25 წელია რაგბი დამოუკიდებლად რაც ვითარდება და განუწყვეტლივ ძლიერდება
მათე
მადლობა ქართულ ოცნებას!მადლობა კახი კალაძეს!მათ ხელში აღორძინდა ქარტული რაგბი!
mamuka09ze
მიხარია ძალიან, გენაცვალეთ, ბორჯღალოსნებო! წინ, საქართველო!
გია თუთბერიძე
ყოჩაღ-კარგია.იტალიის დამარცხებას ექვსი ერის საკითხისთვისაც (დიდები) დიდი მნიშვნელობა აქვს.
სოსო
ყოჩაღ ბიჭებო,ასე გააგრძელეთ და ასახელეთ საქართველო
Malxazi
უმადურები ნუ ვიქნებით ქართველმა მწვრთნელებმა გაიყვანეს ეს გუნდი მსოფლიოზე და მინიმუმ ათეულში მოვხვდით
gio
დიდი წარმატებაა ბიჭებო დიდი მადლობა ამ დიდი სიამოვნებისათვის, გაიხარეთ.მაგრამ ჯარიმების დარტყმებს უნდა მივხედოთ თორემ კინაღამ გავანიავეთ ამხელა წარმატება.
hh
მთავარია ფეხბურთის მუქთახორებმა არ შეუშალონ რაგბს ხელი, აქაოდა ხალხი ამათი შემხედვარე ჩვენს უვარგისობა უმაქნისობას მიხვდებაო. ისედაც ვხვდებით რო ქართული ფეხბურთი ნოლია და რაგბი რო უნდა დაფინანსდეს მათ მაგივრად. ტყუილ იმედებს გვაძლევენ და ამ იმედებში თვითონ ფულებს ჭამენ
ამაყი ვარ თქვენით
გილოცავთ ყველას, ნაკრებს, მთელ საქართველოს, გორგაძე, საჯაია, ლობჟანიძე ყველა ყველა ყველა მთელი ნაკრები, ემოციებში ვარ, ძალიან მაგრები ხართ, 9 თუ გავედით ხო საერთოდ გავგიჟდები
გიორგი
კარგი მწვრთნელი ჭირდებათ და შედეგი უკეთესიც იქნებოდა... მიუხედავად იმისა რომ ესეც უზომოდ დიდი წარმატებაა. მადლობა ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს!
არტაგი
გულითადად გილოცავთ და იმუშავეთ ხარვეზების გამოსწორებაზე!...
tariel
ვაშა !!!!
Gogi
გილოცავთ. დამსახურებული გამარჯვება. რაც მნიშვნელოვანია, ევრიპელებმა დაინახეს, რომ იტალიაზე უკეთესი მოზარდი თაობა გვყავს. განსაკუთრებულად გამოვყოფ გორგაძეს - შესანიშნავი ტურნირი ჩაატარა, კარგი მომავალი უნდა ქონდეს (ოღონდ არ გაყოყოჩდეს).
dima
გილოცავთ ბიჭებო მშვენიერი იყო. ჩემ აზრს დავაფიქსირებ სამწვრთნელო შტაბზე და ვიტყვი, რომ მომავალი წლიდან კარგია თუ უცხოელები იქნებიან. ეს აუტები რა გახდა კიდევ. გარდა ამისა მსაჯიც სცოდავდა დღეს
გიორგი
თითქმის თამაშის ბოლომდე ჯარიმის დანიშვნის საფუძველი არ მისცეს. აი, ეგ მესმის. დისცოპლინა სატანადო იყო და მწვრთნელების ხელიც ეტყობოდათ
ნოდარი
მართლაც ისტორიული გამარჯვებაა. მთელ საქართველოს ვულოცავ! ბიჭებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია! სიტყვები არ მყოფნის! აი, ყველა ქართველი რომ ასე ირჯებოდეს! ბიჭებო, ახლა საფრანგეთი-ღა გრჩებათ დასამარცხებელი. რის ბობოლები, რა ბობოლები!
Coma
მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით. დარტყმები და აუტები არ წაგვივიდა თორე მინიმუმ 15 ქულით მოვუგებდით. რაც მთავარია დავამტკიცეთ რომ მსოფლიოს ჩემპიონატზეა ჩვენი ადგილი. მომავალ წელს უფრო მეტს მივაღწევთ უკვე ჩვენი დახმარებით!!!
beeq
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო დიდი მადლობა თავდადებისთვის! ქართული რაგბი სანდო ხელშია რა თაობა გვეზრდებააა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან