ნაცნობი "გაბალა" და "ზიმბრუ", უცნობი "შირაქი" და პერსპექტივაში "ალაშკერტი"
გუშინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროტურნირების წილისყრა გაიმართა და ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული გუნდის მეტოქე გაირკვა, მეოთხე კი, თბილისის "დინამო", ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ბრძოლაში და ამ სტადიისთვის მხოლოდ მისი სავარაუდო მეტოქეებია ცნობილი...

ევროტურნირები 2016/17 - წილისყრა სრულად

ჩვენი გუნდების მეტოქეებზე ვრცლად ევროტურნირების სტარტის წინ ვისაუბრებთ, დღეს კი ზოგადი მიმოხილვით დავკმაყოფილდეთ...

ეს ეტაპი უნდა გავიაროთ!

წილისყრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეთა სია და ამათგან ორი აშკარად არასასურველი იყო (უნგრული "ფერენცვაროში" და ბოსნიური "ზრინსკი"), ორი - შედარებით უკეთესი (ჩერნოგორიული "მლადოსტი" და ლიტვური "ჟალგირისი"), აი, დანარჩენი ორი კი - იდეალური!

კიდევ ორი სავარაუდო მეტოქე კი პირველი ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი წყვილის გამარჯვებული უნდა ყოფილიყო: "სანტა კოლომა" (ანდორა) -"ალაშკერტი" (სომხეთი) და "ნიუ სეინთსი" (უელსი) -"ტრე პენე" (სან მარინო).

საბოლოოდ, გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ანდორისა და სომხეთის ჩემპიონების წყვილში გამარჯვებული გუნდი იქნება. ამ წყვილში უდავო ფავორიტი, რა თქმა უნდა, "ალაშკერტია" (არცთუ დიდი ისტორიის მქონე კლუბი წლეულს პირველად გახდა სომხეთის ჩემპიონი), თუმცა, სჯობს, მოვლენებს არ გავუსწროთ და ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს დაველოდოთ, რომლებიც 28/29 ივნისსა და 5/6 ივლისს გაიმართება.

ჩვენი ჩემპიონის მეტოქეზეც ვრცლად ამის მერე ვისაუბრებთ, ოღონდ იმის თქმა კი წინასწარ შეიძლება, რომ "დინამოს" სავსებით რეალურად ხელეწიფება ანდორისა თუ სომხეთის ჩემპიონის ბარიერის დაძლევა. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს "დინამო" საკუთარ მოედანზე, 12/13 ივლისს გამართავს, საპასუხოს კი - 19/20 ივლისს.

გორის "დილას" მეტოქე "შირაქი" (სომხეთი)

დაარსდა: 1958

სტადიონი: გიუმრი სიტი (2 750)

ტიტულები: სომხეთის ოთხგზის ჩემპიონი, ექვსგზის ვერცხლისა და ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი, თასის ერთგზის მფლობელი

მწვრთნელი: ვარდან ბიჩახჩიანი

ევროპალიგის მონაწილე სამი ქართული გუნდიდან განთესილი მხოლოდ "დილა" იყო და "ჩიხურასა" და, განსაკუთრებით, "სამტრედიისაგან" განსხვავებით, შედარებით სუსტი სავარაუდო მეტოქეებიც ჰყავდა: "შირაქი" (სომხეთი), "ბირკირკარა" (მალტა), "ბოკელი" (ჩერნოგორია), "ლუსიტანოსი" (ანდორა), "ფოლგორე" (სან მარინო).

რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ პრობლემებმოძალებულ გორელებს ანდორის ან სან მარინოს წარმომადგენელი შეხვედროდა, მაგრამ... უჩა სოსიაშვილის გუნდს წილისყრამ სომხეთის ვიცე-ჩემპიონი, ამ ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და ტიტულოვანი კლუბი - "შირაქი" (გიუმრი) არგუნა.

ახლა ძალიან ძნელი სათქმელია, რომელია ამ წყვილის ფავორიტი, არადა, "დილას" რომ თავისი წამყვანი ფეხბურთელები შეენარჩუნებინა, მაშინ მცირე უპირატესობას ქართულ გუნდს მივანიჭებდით, ახლა კი, სურვილის მიუხედავად, ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდით. მეტოქისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, "შირაქი" მაინც არ მიგვაჩნია დაუმარცხებელ გუნდად.

იმასაც ვიტყვით, რომ გიუმრის კლუბს მხოლოდ ორჯერ აქვს გადალახული ევროტურნირებზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი და იმედი დავიტოვოთ, ეს მიღწევა უცვლელი დარჩება.

"შირაქთან" ქართულ გუნდებს არასდროს უთამაშიათ ევროტურნირებზე, სომხეთის სხვა გუნდებთან კი ექვსჯერ მოგვიწია დაპირისპირება და, თქვენ წარმოიდგინეთ, უპირატესობასაც ვფლობთ! ქართულმა გუნდებმა ოთხჯერ დაძლიეს სომხური ბარიერი (ორჯერ - "ბანანცის", თითოჯერ - "ერებუნისა" და "კილიკიას"), ორჯერ კი პირიქით მოხდა - იმავე "ბანანცთან" და "არარატთან".

ამ წყვილის გამარჯვებული ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "ტრნავასა" და მალტის "ჰიბერნიანსს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

საჩხერის "ჩიხურას" მეტოქე "ზიმბრუ" (მოლდოვა)

დაარსდა: 1947

სტადიონი: ზიმბრუ (10 400)

ტიტულები: მოლდოვის რვაგზის ჩემპიონი, ხუთგზის ვერცხლისა და ოთხგზის ბრინჯაოსპრიზიორი, თასის ექვსგზის მფლობელი.

მწვრთნელი: ფლავიუს სტოიკანი (რუმინეთი)

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირებზე დაბრუნებული "ჩიხურა" განუთესავი იყო და სავარაუდო მეტოქეებზე "სასურველს" თითქმის ვერცერთზე ვიტყოდით - "ბეითარი" (იერუსალიმი, ისრაელი), "კუკეში" (ალბანეთი), "ადმირა" (ავსტრია), "ნეფთჩი" (აზერბაიჯანი), "ზიმბრუ" (მოლდოვა).

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ სოსო ფრუიძის გუნდი მოლდოვის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, კიშინიოვის "ზიმბრუს" უნდა დაუპირისპირდეს. ამ წყვილში გამარჯვებული კი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ "ოსმანლისფორს" გაეჯიბრება.

მანამდე კი ის ვთქვათ, რომ ქართული გუნდები აქამდე სამჯერ შეხვედრიან მოლდოვურ გუნდებს. უპირატესობა ჩვენს მხარესაა: 2013 წელს ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამომ" ორივე მატჩი მოუგო "მილსამის" (2:0, 3:1). 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ზესტაფონმა" ორი მატჩის ჯამში აჯობა "დაჩიას" (3:0, 0:2), 1999 წელს კი თბილისის "დინამომ", ყველასთვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ აჯობა... "ზიმბრუს" (2:1, 0:2).

და აი, 17-წლიანი პაუზის შემდეგ მშვენიერი შანსი გვაქვს, რომ ევროტურნირებზე მოლდოველებთან არსებული თანაფარდობა ჩვენ სასარგებლოდ შევცვალოთ. თუმცა, ეს ფრიად რთული საქმე იქნება: "ზიმბრუს" რუმინელ მწვრთნელს, ამ ქვეყნის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ფლავიუს სტოიკანს თავის გუნდში რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს და ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ "ჩიხურას" მეტოქე, ფაქტობრივად, ყოველწლიურად ასპარეზობს ევროტურნირებზე.

საუკეთესო შედეგი "ზიმბრუს" 2014/15 წლებში ჰქონდა, როცა ევროპალიგაზე სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და მხოლოდ პლეი ოფში დამარცხდა ბერძნულ პაოკ-თან...

სხვათა შორის, "ზიმბრუს" გენერალური დირექტორი გახლავთ ამ გუნდისა და მოლდოვის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იგორ ოპრეა - ის ოპრეა, 1994 წლის 7 სექტემბერს თბილისში, საქართველოს ნაკრების პირველ ოფიციალურ მატჩში რომ გაგვიტანა და ამ გოლით მოლდოვას სენსაციური გამარჯვება მოუტანა.

"სამტრედიის" მეტოქე "გაბალა" (აზერბაიჯანი)

დაარსდა: 2005

სტადიონი: გაბალა სიტი

ტიტულები: აზერბაიჯანის ჩემპიონატის სამგზის ბრინჯაოსპრიზიორი, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე

მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი (უკრაინა)

ევროტურნირებზე "სამტრედია" 21-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და, რა გასაკვირია, რომ განუთესავი იყო. თუმცა, გია ცეცაძის დამოძღვრილ "სამტრედიას" თავიდანვე არ გაუმართლა, რადგან ერთიმეორეზე ძლიერი სავარაუდო მეტოქეები ელოდა: "მაკაბი" (თელ-ავივი, ისრაელი), "დებრეცენი" (უნგრეთი), "გაბალა" (აზერბაიჯანი), "ვადუცი" (ლიხტენშტაინი), "ბეროე" (ბულგარეთი).

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ყველაზე ტიტულოვან კლუბ თელ-ავივის "მაკაბიში" სულ ახლახან შოთა არველაძე დაინიშნა მთავარ მწვრთნელად. "მაკაბისა" და "დებრეცენს" კი ავცდით, მაგრამ, როგორც წილისყრამ ინება, ზედიზედ მეორე წელიწადია ქართული გუნდი აზერბაიჯანის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბ "გაბალას" უნდა გაეჯიბროს.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო პროვინციული აზერბაიჯანული გუნდის მეორე გამოსვლა ევროტურნირებზე, მაგრამ უკრაინელი სპეციალისტის, რომან გრიგორჩუკის დამოძღვრილმა გუნდმა (სადაც ლეგიონერები ჭარბობდნენ) ორი მატჩის ჯამში აჯობა თბილისის "დინამოს" (1:2, 2:0).

ევროტურნირებზე "გაბალას" წარმატებული ასპარეზობა ამის მერეც გაგრძელდა და აზერბაიჯანულმა გუნდმა იმდენი მოახერხა, რომ... ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც მოხვდა. ამ ერთი წლის განმავლობაში "გაბალას" შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა - გრიგორჩუკის ტაქტიკურად კარგად განსწავლულ გუნდში კვლავაც ლეგიონერები (თანაც, არცთუ ურიგო დონის) არიან უმრავლესობაში, რომელთა რიცხვი (ისევე, როგორც გეოგრაფია) ამ ზაფხულს კიდევ უფრო გაიზარდა.

მათ შორის კი, უპირველეს ყოვლისა, ნიკა კვეკვესკირი უნდა ვახსენოთ: საქართველოს ნაკრების გონიერი ნახევარმცველი, ისევე, როგორც წინა სეზონში ("დილაში"), ბაქოს "ინტერშიც" გამორჩეული იყო.

რაც შეეხება ევროტურნირებზე ქართულ-აზერბაიჯანულ კლუბებს შორის დაპირისპირების ისტორიას, აქ სამწუხარო რეალობა გვაქვს: 5 შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ მოხდა, მომდევნო ეტაპზე ჩვენი გუნდი ("თბილისი", "სიონი") რომ გავიდა, დანარჩენ სამ შემთხვევაში კი დავმარცხდით.

"გაბალაზე" უკვე ვთქვით და ისიც ვახსენოთ, რომ 2012 და 2014 წლებში აზერბაიჯანის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა "ნეფთჩიმ" გაგვაწბილა.

"სამტრედია"-"გაბალას" წყვილში გამარჯვებული ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ "აქტობესა" და უნგრულ მტკ-ს შორის წარმატებულს დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

spain
წინ ქართველო კლუბებო.
სირბილის სწავლების ცენტრი
გასულ წელს ევროტურნირები ყველა ქართული გუნდისათვის პირველივე ეტაპის შემდეგ მთავრდა... მიზეზი მზრტივია - თანამედროვე ფეხბურთში ფიზმომზადება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ფეხბურთის ქართველ მესვეურებს ინტელექტუალური შესაძლებლობები ნორმალური აქვთ, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს უჭირთ კარგისა და ცუდის გარჩევა... დაუღლელად სირბილის უნიკალური ქართული მეთოდიკა „ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5“, მიუხედავად სწრაფი შედეგებისა, გამოყენებული ჯერ კიდევ არ არის. წარმატებას ვუსურვებთ ყველა ქართულ კლუბს!
იკ
ქართულ მოლდოვურ დაპირისპირებას რაც შეეხება, როგორც მახსოვს დინამომ გადალახა მოლდოვური მილსამის ბარიერი რამდენიმე წლის წინ (2:0;2:0). ასე რომ გამოდის 2:1 ვუგებთ მოლდაველებს :)
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე