უჩვეულოა, მდიდარი აზერბაიჯანული კლუბი ევროპის ძვირად ღირებულ კურორტზე გამგზავრებას საქართველოში იაფად მზადებას რომ ამჯობინებს
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "სამტრედია" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალას" დაუპირისპირდება, რომელმაც შარშან თბილისის "დინამო" ამავე ტურნირის პირველივე ეტაპიდან გამოთიშა. შემდეგ "გაბალა" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა და გვარიანი გამოცდილებაც მიიღო...

იყო ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანული კლუბი მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა დატოვა, მაგრამ ის ჯერ გუნდშია და აზერბაიჯანელებს ევროპალიგის მატჩებისთვის საქართველოს დედაქალაქში ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ "გაბალა" საქართველოში 18 ივნისს ჩამოვიდა და გორში "დილას" ამხანაგურად დაუპირისპირდა. მე-60 და 63-ე წუთებზე რაშიდ ეიუბოვისა და რამილ გასანოვის გოლებით სტუმრებმა 2:0 გაიმარჯვეს. გრიგორჩუკის შეგირდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ბეზოტოსნი, რიკარდინიო, აბასოვი, ვერნიდუბი, სტანკოვიჩი, სადიგოვი, ალიევი, მამედოვი, ოზობიჩი, ეიუბოვი, ჰუსეინოვი; შეცვლაზე: პეტკევიჩი, მირზაბეკოვი, მუტალიმოვი, მუსაევი, სანტოსი, გულიევი, კვეკვესკირი, შახვერდიევი, გასანოვი, დილანოვი.

"გაბალას" პრესსამსახური აანონსებდა, რომ კლუბი საქართველოში 28 ივნისამდე დარჩებოდა და კიდევ 2 შეხვედრას გამართავდა - 22 ივნისს ბოლნისის "სიონთან", ხოლო 26 ივნისს დაგეგმილ სპარინგში მეტოქის ვინაობა თბილისში უნდა გაერკვიათ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ევროპალიგის წილისყრამ გრიგორჩუკი აიძულოს, სხვაგან გაამგზავროს გუნდი, რადგან მეტოქის ქვეყანაში მომზადება კარტების გახსნას ნიშნავს.

წილისყრის შემდეგ "გაბალას" მწვრთნელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "მეტოქის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან მათ არც ვიცნობ და არც არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ქართულ გუნდებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ამას საინტერესოდ აკეთებენ, კარგი მოთამაშეები კი ყოველთვის ჰყავდათ. მეტოქეს შევისწავლით და მოვემზადებით" .

საინტერესოა, რომ გამოცემა "აზერიფუტბოლის" ცნობით, საქართველოში შეკრებამდე გრიგორჩუკმა ძირითადი შემადგენლობის ორი თავდამსხმელი (ალექსეი ანტონოვი და სერგეი ზენიოვი) დუბლებში ხელმძღვანელობის ზეწოლით გადაიყვანა.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა ამტკიცებს, დღესდღეობით ისინი დიდ გასამრჯელოს არ იმსახურებენ, რადგან იმედებს ვეღარ ამართლებენ, კლუბი კი გრიგორჩუკის სატრანსფერო პოლიტიკით არის უკმაყოფილო. დანამდვილებით მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ "გაბალა" დატოვა წამყვანმა ნახევარმცველმა, უკრაინელმა ალექსანდრ გაიმ, რომელიც სამშობლოში ბრუნდება - ლუგანსკის "ზორიაში" ან პოლტავის "ვორსკლაში". ანტონოვს, ზენიოვსა და გაის გორში მართლაც არ უთამაშიათ. გრიგორჩუკი ამბობდა, რომ გაის გარეშე გუნდს გაუჭირდებოდა, რადგან ის "გაბალასთვის" საკვანძო ფიგურა იყო.

უკრაინული "სპორტ-ექსპრესი" საყურადღებო ცნობას ავრცელებს: "ხმების მიხედვით, გაის პოლტავის "ვორსკლაში" გადასვლა სურს. შესაძლოა, ის ლუგანსკის "ზორიაშიც" მოხვდეს. მას მწვრთნელთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ გუნდში ხელფასები ყველას შეუმცირეს და ხალხმა გაქცევა დაიწყო. რაც შეეხება ანტონოვსა და ზენიოვს, ამტკიცებენ, რომ კლუბში აღარ იციან, ისინი თავიდან როგორ მოიშორონ".

ეს ინფორმაცია დასაფიქრებელია. ამას გარდა, "სამტრედიის" წინააღმდეგ ვერც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ნახევარმცველი ელვინ ჯამალოვი ითამაშებს, რომელმაც ახლახან თურქეთში ოპერაცია გაიკეთა და მოედანს ორ კვირაში თუ დაუბრუნდება. აზერბაიჯანის ნაკრების მცველ პაველ ფაშაევს კი კონტრაქტი არ გაუგრძელეს და ის კარიერას "სუმგაითში" გააგრძელებს.

კლუბი აზერბაიჯანის ნაკრების მეკარე ანდრეი პოპოვიჩმაც დატოვა, რადგან სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. სხვათა შორის, გრიგორჩუკი მისმა თანამემამულეებმა, უკრაინელმა ასისტენტებმა - მიხეილ სავკამ და სტეპან მატვეევმაც მიატოვეს - მიზეზად დასახელებული ოჯახური მოტივები, რა თქმა უნდა, სიმართლის დამალვის მცდელობაა.

ამასობაში, აზერბაიჯანის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი 25 წლის ხორვატი ცენტრალური ნახევარმცველით, ფილიპ ოზობიჩითა და ლიბერიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველით, ლეო ლუის უიკსით გაძლიერდა. პირველი ხორვატიის ასაკობრივი ნაკრებების, მოსკოვის "სპარტაკის" დუბლებისა და ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელი გახლდათ. თურქეთისა და პორტუგალიის უმაღლეს ლიგებში ნათამაშები აფრიკელის ტრანსფერი კი კვიპროსის "ერმისს" ეკუთვნის და ახალ გუნდში იჯარით ითამაშებს.

მაგრამ უჩვეულოა, ევროპალიგაზე მოხვედრილი მდიდარი აზერბაიჯანული კლუბი საქართველოში იაფად მზადებას ავსტრიის ან ბალკანეთის ძვირად ღირებულ სამთო კურორტზე გამგზავრებას რომ ამჯობინებს. აღმოჩნდა, რომ გუნდის ბიუჯეტი შეამცირეს. კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ფარიზ ნაჯაფოვმა თქვა, რომ თბილისში გუნდი სახსრების ეკონომიის მიზნით ჩამოვიდა. ის ინტერვიუში ამბობდა, რომ შარშან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ძლიერი ლეგიონერების ხარჯზე მოხვდნენ და არ მალავდა, რომ ახლა ეს ურთულესი ამოცანა იქნება.

საქართველოში გამომგზავრებამდე ფინანსურ პრობლემებს გრიგორჩუკიც არ მალავდა:

"კლუბის ხელმძღვანელებმა ბიუჯეტის შემცირება გადაწყვიტეს და ეს მათი საქმეა. მატერიალური მხარდაჭერის გარეშე გუნდს გაუჭირდება, მაგრამ საქართველოში რომ მივემგზავრებით, ამაში რაიმე ქვეტექსტებს ნუ ეძებთ. მე უფულობა არ მაშინებს, მთავარია, ევროგათამაშებისთვის გუნდი კარგად მოვამზადო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
რა დასუსტდა არცეთი ძლიერი ფეხბურთელი არ წასულა გაის გარდა.ორი კიდევ მოუყვანიათ თან საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები.
გურო
არადა ძაან ძლიერი გუნდით გამოვა გაბალა აქ რაც წერია ეს სტატია პირიქით იქნება აგერ ნახავთ...არაპერი პროლემა არაქვთ აზერებს მაგათ რომ ფული აქვთ ისე უნდა...ქუთაიში მაინც ეთამაშათ ბევრი ხალხი მივიდოდა ზესტაფონი რა უბედურებაა ((
fak
ირლანდიამ გერმანიას ხომ ებრძოლა სამტრედიას მაგაზე მეტი შანსი არ აქ აზერებთან
sioni
ვისაც ახსოვს სამტრედიას პირველი გამოსვლა ევროპაზე ბათუმის ახალი სტადიონი მაყურებელს ვერ იტევდა ოც ათასამდე მოვიდა მაშინ დასანანია რო ტორპედოს სტადიონიმზად არაა ასეთი თამაშებისთვის
სამტრე
ორი მატჩის ჯამში ყველას გააოცებს სამტრედია და ბაქოშიც მოუგებენ. გამალა ბოლომდე უნდა დავშალოდ ბიჭებო მჯერა თქვენი დისიპლინის და მებრძოლი სულის კვეთების.
erekle
სამტრედია ისეა მოტივირებული გული კარგს მიგრძნობს ფორმის პიკს უახლოვდება ბიჭები შეიძლება ეს ის გუნდია ბევრს რომ გააკვირვებს
dato
სამტრედია მაინც ფრთხილად უნდა იყოს მოდუნების ტაქტიკა არ იყოს აზერების მხრიდან ისე ბრძოლა მაგარი იქნება სამტრედია არაფრით დანებდება
gaston
გაბალადან ხალხი გარბისო და აბა კვეკესკირი რას მირბოდა მანდ?! სამწუხაროდ ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა არასწორი გუნდის შერჩევით გაიფუჭა... ნიჭიერი ბიჭია და იმედია კიდევ მოუმატებს და უკეთეს ჩემპიონატში ვიხილავთ/// წარმატებები,,,,,,,,,,,,,,
svani
ხო რაღაც ხოდზე აღარ არიან აზერები თვითონ გულშემატკივრები.. ეხლა მაინც, ეხლა მაინც რაა.........!!!!
jango
რაც არ უნდა შემადგენლობა ჰყავდეს, სამტერდიამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს, ეგაა აქსიომა.
ალეკსანდრე
შემადგენლობა დაუსუსტდაო,გორის დილას კი მოუგო,მაგ შემადგენლობიტ

დილა-გაბალა გორში არ იყო, თბილისში იყო.
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
საქართველოსთან მატჩისთვის ესტონეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
"გაბალას" მწვრთნელი: "სამტრედიაზე" არაფერი ვიცი, მაგრამ ფეხბურთის თამაში ყველა ქართულმა გუნდმა იცის
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]