საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა - "ბორჯღალოსნებმა" ივნისის ტესტების ბოლო, მესამე მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს და მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

24 ივნისს, სუვაში, თბილისის დროით დილით გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა და ფრედ, 3:3 დასრულდა. ჩვენგან საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს - ბურთი ფიჯელთა ჩათვლის მოედანში ლაშა ხმალაძემ დადო. "მეკომ" ვერ გარდასახა.

იხილეთ ვიდეო: ლაშა ხმალაძის ლელო

იხილეთ ფოტოგალერეა

დარჩენილ დროში ფიჯელებმა სტარტზე მოპოვებულ 3 ქულას ვერაფერი შემატეს, კვირიკაშვილმა კი ორჯერ გაიტანა საჯარიმო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 14:3.

იხილეთ ვიდეო: ფიჯი-საქართველო 3:14

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოკეანიის ტურნეში მანამდე ორი ტესტი გამართა - სამოასთან ფრედ, 19:19 ითამაშა, ტონგას კი ანგარიშით 23:20 სძლია.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]

ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]

საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ისტორიაში მეორედ ეთამაშნენ ერთმანეთს - პირველად გუნდები 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში დაუპირისპირდნენ და მაშინ ფიჯელებმა ანგარიშით 24:19 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები:

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე, 1. კარლენ ასეიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

მარქაფა:

16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. საბა შუბითიძე.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია

ika
ვამაყობ რომ ქართველი ვარ ისეთი გახარებული ვარ არ ვიცი რა დავწერო საიტყვები არ მყოფნის ნამდვილი ვაშკაცები ხართ
irakli
თქვენ შემოგევლეთ სულ ყველას ბიჩებო..ამაყი ვარ ქართველი რომ ვარ თქვენ გენაცვალეთ ნამდვილო ქართველებო.
რომან
გენაცვალეთ - ლომფხვები ხართ მგლებო!!!
giorgi
ფიჯიმ სათანადოდ ვერ დაგვაფასა და დაისაჯა კიდეც!ჯარიმებზე კარში დარტყმას თაკილობდნენ ბიჭები, ალბათ ფიქრობდნენ, როცა იქნება გავტეხავთ ქართველებსო. და როცა ისინი ქაოსურად გვიტევდნენ, ჩვენები ქულას ქულაზე უღებდნენ... ერთი კი უნდა ითქვას: ეს იყო ბოლო წლების თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის შედეგი და რაც მთავარია სამშობლოს სიყვარულით მიღწეული წარმატება და ამისთვის ყველას დიდი მადლობა !!! წინ მომავალში უფრო დიდი გამარჯვებებისთვის
vato
ეს ხალხი საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც გირსეულად წარმოადგეგენ ჩვენს ქვეყანას. მადლობა მწრვთნელებს,რაგბის კავშირს ყველა მოთამაშეს ამ უმაგრესი შედეგბითვის. მალე 6 ერის გუნდები თვითონ შეგვეხვეწებიათ მათთან თამაშს. იმიტომ რომ ეს ჩვენ დავიმსახურეთ! საქართველოს გაუმარჯოს!
jondie
გენაცვალეთ!!!
guro
გენაცვალეთ ბიჭებო!!!! ამ რაგბის მამებს ნამუსი სინდისი თუ ასეთი რამე გააჩნიათ უნდა მიგვიღონ 6 ერში თორე კარგად გამოჩნდა ასეთი ჩაკეტილობით მხოლოდ და მხოლოდ უკან მიდიან !!! იტალიამ გაავსო ტომარა ხის კოვზებით ჩვენები გამოაცოცხლებენ მაგ ტურნირს ეს უეჭველია და ამას თუ იქ ვერ ხვდებიან მაშინ ბრმები ყოფილან
soxumeli
თქვენ გაიხარეთ ლომებო!
Davit
მადლობა ლომებო
თეო
ვაიმე ისეთი გახარებული, ამაყი ვარ თქვენს გამო, კიდევ ბევრი სიხარული და წარმატება მოგეპოვებინოთ ჩვენი ქვეყნისთვის! თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა გაწეული შრომისთვის... უფალმა დაგლოცოთ , ძალა და ღონე ნუ მოგაკლოთ
პაატა
პროგრესი აშკარაა გილოცავთ ყველა რაგბის მოყვარულს..
გია
დიდუ, რა იყო ეს, ჰააა? :))))
კახაბერი
ნელ-ნელა დავიბრუნებთ ძველ დიდებას ქართველები, უფალი არ გაგვწირავს.ჩვენც ვიქნებით ერთ-ერთი წარჩინებული სახელმწიფო დედამიწის ზურგზე. მანამდე კი, ამ მაგარი კაცების რკენით უნდა მოვიოხოთ გული. თქვენ შემოგევლოთ მთელი საქართველო, ჩვენო საამაყო ბიჭებო!!!!!
giorgi
არჩევნებზე პარლამენტში და მერე მთავრობაში სულ ეს ბიჭები ავირჩიოტ "გათავისუფლებული დეპუტატის" სტატუსით
georgian
აქ კომენტარი ზედმეტია.. ბრავოოოო!!! ნამდვილი, პატრიოტი, სამაგალითო ქართველები!!!
გაგა
წავართვით თუ არა ფიჯელობა?! გილოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას! ისე,ნიკებზე გამოკიდება პირველად ვნახე - რას არ მოესწრები კაცი! ბულგაკოვის კითხვა კარგია!
დანი001
გაგიმარჯოთ ბიჭებო.თქვენნაირი ქართველები ამრავლოს ღმერთმა.მეამაყებით
ლევანი
სტატიის ავტორს ვთხოვ შეასწოროს 11.ნომერზე თაზო მჭედლიძე თამაშობდა.
მსქროლავი ტროლი
ადმინს უნდა ვთხოვოთ, რომ ანონიმური კომენტარები არ გაუშვას, თორემ კომენტარებში რაგბზე დაბოღმილი "სასტავი" შეინიშნება, რომელიც, როგორც წესი, ქართულ ენასთანაც მწყრალად არის და რაღაი, რაგბისტებზე ხმა ვეღარ ამოეღებათ, პატიოსანი ტროლების უაზრო დატროლვაზე გადმოდიან.... არა უშავს, ჩვენმა ბიჭებმა ესე გააგრძელონ და ავიტანთ როგორმე, ოღონდ არა ანონიმურად, ჩემო ქართულადწაკითხულიდანაზრისგამოტანისუნარსმოკლებულნო..... და ფინთად მინორულ ნოტაზე რომ არ დავამთავრო, დიმა ობოლაძის ცხელ-ცხელი სხარტულათი დაგემშვიდობებით - რაგბი აქაურობას!!!
rezo110
ბედნიერი ვარ გამარჯვებით და ამდენი კომენტარით, ბიჭებთან ერთად ჩვენც "ვითარდებით". კიდევ ერთი - ჰეიგის მატჩის წინა დღის კომენტარი, რომ ფიჯისთან ახალ ისტორიას დავწერთო. ეს რაზე მეტყველებს? იმაზე რომ მწვრთნელია!!!, იცის თავისი გუნდის პოტენციალი, ხედავს მათი განვითარების დინამიკას. თვითონაც ეგეთივე თავდადებული, პატივმოყვარე და გულიანი ადამიანია.შეკრა ბიჭები ერთმანეთისთვის, ოჯახისთვის,ქვეყნისთვის.დიდება თქვენ ამ მაგალითისთვის
ირაკლი ქუთაისელი
ნეტა ყოველკვირა თამაშობდნენ. გენაცვალეთ. თვალი დაუდგეს ევროპას.
დათი
თუ ხვალ ახალგაზრდებმა საფრანგეთსაც მოუგეს, ეს იქნება ქართული რაგბის საეტაპო კვირა
გულშემატკივარი
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსაჯი ობიექტური იყო და წინა თამაშებისგან განსხვავებით არ იყო მიკერძოებული. ისე მარტო 3 ქულა ფიჯის მე არ მახსოვს და შემახსენოს იქნებ ვინმემ, უმაღლესი დაცვა ვითამაშეთ უამრავი შეცდომა დავაშვებინეთ, თავიანთი კოზირი საერთოდ ვერაფერში ვერ გამოიყენეს. ბოლო 5 მეტრი რამდენჯერმე გმირულად დავიცავით ძალიან თავდაჯერებულები იყვნენ და იმედი ქონდათ რო დადებდნენ აუტში გადაქონდათ და ფლავდებოდნენ:) ძალიან მაგარი იყო მაგრა ვისიამოვნე
დავითი
გენაცვალეთ ლომებო. იყავით გახარებულნი როგორც ჩვენ მთელ საქართველოს გვახარებთ. საინტერესოა რას დაწერს მსოფლიო პრესა
azazelo-s
ბულგაკოვის უწმინდური azazelo-ს ნიკი რა პონტია? აქ შენს ზემოთ მფრინავი ტროლისა არ იყოს, თუ გულით გიხარია და ნაკრებისთვის მილოცვა გინდა, რუსული უწმინდურის ნიკის გარდა დაილია ქართული სიტყვები?
tazo
თქვენი ჭირიმე ბიჭებოოო!!!!!ჯიგრები ხართ,ჯიგრები!!! იმდენს ვბღაოდი,მთელი კორპუსი წამოვყარე ამ დილით :)):)):))გაიხარეთ,და დიდი მადლობა!!!!!!
გულშემატკივარი
ძალიან მაგარი რამე მოხდა, ამ ტესტებით კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვით, რომ არ ვართ მეორე რანგის რაგბისტები, ხელით თამაში, შერკინება, დერეფანი, ხაზი, შეტევების ორგანიზება, სისწრაფე, ძალა ყველაფერი იყო მაღალ დონეზე. მილტონის ხელია, ასეთ რაგბს ჩვენები არ თამაშობდნენ აშკარა პროგრესია და ახლა ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მილტონას დატოვება, არადა ეჭვი მეპარებოდა, ძალიან კარგი რომ ვცდებოდი.
მსქროლავი ტროლი-s
საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მიულოცეო და არა სტალინის გამარჯვებებზე ლეგენდები მოყევიო ჯოო
ინასა
გილოცავთ ბიჭებოოო, 65 კომენტარი და არც ერთი ნეგატიური, ქართველებმა გულშემატკივრობა არ იცითო ნურავინ გევტყვის, გასაკრიტიკებელს კიდე ბევრს გავაკრიტიკებთ, იბრძოლე შენ იომე და და თუ გინდ ღირსეულად წააგეთ, აბა ნახეთ თუ ვინმემ გაგაკრიტიკოთ, ყველა სპორტს ეხება ეს და აბა მე თუ სტდიონზე მოვალ, გულით გგულშეტკივრობ და შენ აგებ უგულოდ ვიღაც რუმინეთთან ასტრონომიული ანგარიშით, მოდი მერე და ეგ კრიტიკაც ღირსეულად მიიღე
მსქროლავი ტროლი
არა მგონია, ქართულ ენაში "მგელ"-ს დადებითი დატვირთვა ჰქონდეს, ეგ უფრო ქურდული ტერმინოლოგიის ბრალია.... ყოველ შემთხვევაში, იაკობ ცურტაველი როცა წერდა - "მოვიდა მგელი იგი ვარსქენ" - ქართველი პიტიახშის მიერ ფიჯის კუნძულების დაპყრობას ყველაზე ნაკლებად იგულისხმებდა.....
გია თუთბერიძე
ქართველები-კაცები! მარჯი საქართველო!
ალექსანდრეს
რა პრობლემაა ძმა მგლომები არიან ესენი! :))))
სოსო0919
გილოცავთ
qartveli qomagi
ბიჭებო ნამდვილი კაცები ხართ.ვამაყობ თქვენით სულ ასე გამარჯვებებით გევლოთ მგლებო.რაგბი საქართველოში ნომერ პირველი სპორტია და მოვითხოვოთ ქომაგებმა რომ ეს სპორტი სათანადოთ დაფასდეს.არაპრის მაქნისებს რომ მილიონებს ტენიან
B-52
აი აქ კი ყველაზე უნამუსო ოპონენტსაც ჩააგდებინეს ბორჯღალოსნებმა ენა, აბა თქვით და გაბედეთ რომ სტუმრად ფიჯის დამარცხება იოლი საქმეა ნახევარი გუნდით მაშინ როდესაც მათ მხოლოდ 2 ძირითადი აკლდათ. გრანდებსაც უჭირთ მათთან სახლში თამაში. მოკლედ დიდი რევოლუციის მომსწრენი გავხდით დღეს, გმირები ხართ ბიჭებო!!! ჭირიმე თქვენი!!!!!
უუუუუუუუუუუუუუჰ!
მაგრა "დევიღალე", მარა კაია! "რაც კაია, კაია"! P.S. გაიხარე ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო !
aleqsandres
ძველ ქართულად ლემი მგელს ნიშნავდა :) ისე მგლებიც რიან და ლომებიც :D მაგათ ესე გააგრძელონ და დანარჩენს მოევლება :D
me
ფიჯი იტალიაზე სუსტი გუნდი რატო გგონიათ ვერ გავიგე. იტალის ფიჯი 10 დან 8 მოუგებს თუ 10ვეს არა
მსქროლავი ტროლი
ამდენი გახარებული ქართველის კომენტარი ბოლოს 4 წლის წინ წავიკითხე არჩევნებზე.... აბა რა, უნდა მოვასწროთ და გავიხაროთ, თორემ სექტემბრიდან მსოფლიოს შესარჩევი იწყება ფეხბურთში.... პირველი თამაში ავსტრიასთან გვაქვს და ისე არიან გაცოფებულები ჯგუფში ჩარჩენით, 1938 წლის ანშლუზი მონაგონია - ჰიტლერმა რომ შეიერთა და მუნდიალიდან ავტომატურად მოქესტეს....ჰოდა, რაგბისტები ხომ არ გაგვეშვა მაგ თამაშზეც - რავი, რას ვკარგავთ, სხვა თუ არაფერი, გავლახავთ მაინცა....
azazelo
ჯერ გამარჯვებაში ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარებოდა, ეხლა კი გული მწყდება,რომ 15 ქულაზე მეტით ვერ დავამარცხეთ, არადა თურმე სულ ადვილად შეგვეძლო, ცოტა იღბალი რომ დაგვხმარებოდა საჯარიმოებში და გარდასახვაში.. მადა ჭამაში მოდისო,,)) გაიხარეთ ლომებო!!!!
Irakli 88
Gaixaret bichebo, es aris xalxi romelta cyalobitac gvaqvs sashualeba chveni qveynit viamayot,icit aq vinmem ra grdznobaa roca uxcoeltan ertad uyureb tamashs da am patara qveynis shvils yvelaze didi ro ggonia tavi, es sascaulia xalxo
irakli
საამაყო ხალხი ნეტა ესეთები ვიყოთ ყველა სფეროში.
ნოდარი
წყნარი ოკეანის კუნძულები ხომ მივჯირყნეთ?! ახლა ბრიტანეთის კუნძულებამდე სხვა კუნძული დაგვჩა რამე?
რეზო
გენაცვალეთ
გიო
ბევრ რაგბის მამას დაფიქრება მოუწევს, ნამდვილად შეგვწევს ძალა იტალიას და შოტლანდიას ტოლისწორ ვეთამაშოთ. ყველაზე მაგარი ამ ტურნეში გარდა მოგებისა ის იყო რომ თამაშიდან თამაშამდე უმატებდით და წინა თამაშის შეცდომებს ვასწორებდით. იოლი საქმე არ არის ფიჯის ლელო არ დაადებინო და ფაქტიურად შეტევის საშუალებაც არ მიცე. მჯერა რომ ესეთი მაღალ დონეზე რეგულარული თამაშები და უახლოეს მომავალში ტოტ5-ში გარანტირებული ადგილი გვექნება. გაიხარეთ და მადლობა ბიჭებს რომ დღე ესე კარგ ხასიათზე დაგვაწყებინა
მებრძოლი ლაზი
შეანგრიეს ნამდვილად 6 ერის კარები, ეხლა ერთი გზა დარჩენიათ ან უნდა ხელი ჩამოგვართვან და ანაც სირაქლემას პოზა დაიკავონ და თავი მიწაში ჩარგონ ვითომ არაფერი...მაგრამ უკანალი ნამდვილად ზევით დარჩებათ აბზეკილი.......)))))))))))
qomagi
ჩვენს მორაგბეებს გაუმარ-ჯოს! ბ-ნ მილტონ ჰეიგს გაუმარ-ჯოს! სრულიად საქართველოს სარაგბო თემს გაუმარ-ჯოს! ჯოს! ჯოს!
HOHO!! RAIA ES?!
დიდი ხანია უკვე ვითხოვ მელიტონას დაჯილდოვებას საქართველოს მიმართ დამსახურებისთვის!!
gio
ჯიგრები ხართ ბიჯებო მადლობას გიხდით
giga
აწი ჩვენ არ ვიკადრებთ იტალიასთან თამაშს :D
levan natbeladze
გენაცვალეთ ვაჟკაცებო ყველას გულში!!!
შოთა
მართალია გვაკლდა ძირითადი შემადგენლობის რამოდენიმე ლომი, მაგრამ შემცვლელებიც არანაკლები გვყავს. კარგი იყო მირცხულავა. საღოლ ფოთიი: )))
გიორგი
გენაცვალეთ ბიჭებო, ძალიან მაგრები ხართ! გილოცავთ ყველას!
ნოდარი
აქ რა კომენტარი უნდა გაკეთდეს? კომენტარები აქ ზედმეტია. ჩვენი მამაცი და თავდადებული ბიჭები, დიდები და პატარები, მხოლოდ ერთმანეთს-ღა თუ ეჯიბრებიან, ვინ უფრო ასახელებს საქართველოს!
gio
ყოჩაღ ბიჭებო, კიდევ თქვენ თუ გაგვახარებთ ამ ბედკრული საქართველოს შვილებს, თორემ, პოზიტიურს ნაკლებად ვისმენთ და ვხედავთ! ფეხბურთელები კი გვავიწყებენ რომ ერთ დროს ქართველებიც თამაშობდნენ სანახაობრივ ფეხბურთს, მაღალ დონეზე!
ალექსანდრე
ერთი რამე ვერ გავიგე. მგლები თუ არიან ლომები როგორღა არიან?))ეს ხუმრობით. მართლა არანორმალურად მაგრები არიან) გენაცვალეთ ბიჭებო
ბექა
მადლობ ბრძოლისთვის და თავდადებისთვის. თქვენ ქართველ ხალხს უდიდეს სიხარულს ანიჭებთ (თუნდაც ვერმოგებულ შეხვედრებში, თქვენი საქმისადმი დამოკიდებულებით და იმ სიყვარულით, რაც სამშობლოსადმი გაგაჩნიათ).
rey
უჯიგრესი უძლიერესი კაცები მელიტონის თამადობით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ბმბ
რაგბის მამები ისევე უშანსოდ არიან, როგორც ფიჯი იყო დღეს უშანსოდ, 6 ერის კარს არ გვიღებდნენ, მაგრამ ჩვენმა ლომებმა შეანგრიეს ეს კარები. აი ასე!!!
jiji
ვაშა..! ვაშა... და ვაშა..! თქვენღა ხართ ქართული სულის, გულის და ღირსების მატარებელნი და დამცველნი, ამ დამცირებულ და დაკნინებულ დროში!უდიდესი მადლობა ბატონ მილტონს (ალბათ უფრო მელიტონს)! თუ ვინმე ჩვენს სამშობლოს ქართულად ემსახურება - ეს კაცია! კიდევ ერთხელ ვაშა..!
mister
იტალიას სულ სპაგეტები თუ არ აყრევინეს ჩვენმა ლომებმა აგერ ნახავთ, თქვენი ჭირიმე ლომებო თქვენი:-)
ზაზა
მადლობა ყველაფრისათვის... თავს გიხრით... გაიხარეთ....
გიგა
ეს ბიჭები ნამდვილი ქართველი ერის განახიერებაა.
me
მაგარი იყო მაგრად გამიხარდა სულ წარმატებები გვქონდეს ოქროს თაობაა და უკეთესები მოდიან კიდე. ისე ვოლავოლა ჩვენკენ იყო მგონი :D
აჯიმე
ნარიაშვილი, ქუბრიაშვილი, ჩილაჩავა, მიქაუტაძე, გორგოძე, კოლელიშვილი, ლობჟანიძე, თოდუა. ნახევარ გუნდზე მეტი გვეკლდა, თან კვირიკაშვილს თამაში არ წაუვიდა. წარმოგიდგენიათ რა პოტენციის გუნდი გვყავს!
ალეკსანდრე
გილოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას!როგორ ამაგლდა ჩვენების კლასი,რაგაც 10ცლის წინ ამას ვინ წარმოიდგენდა,განვიტარების ტემპი არ უნდა შეჩერდეს
ზვიადი
ამაყი ვარ თქვენით ბიჭებო! იცოცხლეთ!!!
z
მასპინძლის პატივისცემა სულ დავკარგეთ)))
otari
მართლა მაგარი კაცები ხართ ბიჭებო, საქართველოში რაგბი ნომერ პირველი სპორტია. გილოცავთ გაიხარეთ ეს ერთი და სხვა მრავალი.
ქართველი
შემდეგი გაჩერება იტალია. შემდეგ შოტლანდია, ირლანდია, უელსი, მალე არგენტინაც და მივუკაკუნებთ იმ დიდ გუნდებსაც... )))
ლაშა- გიორგი
ჯიგრები ხართ გაიხარეთ, წარმატებული გამოსვლა იყო ოკეანეთის ტურნირში
Lado
გენაცვალეთ!
jorj
სასწაული ბიჭები ხართ! გილოცავთ პირველ რიგში ქართველ მორაგბეებს და შემდეგ სრულიად საქართველოს!
imereli
+1.66 ქულაა, თუ სკოტებმა საკურა დაამარცხეს მეთერთმეტეზე გადავდივართ.
Давид
თქვენ გენაცვალეეეეეეეთ!!!!
სიმართლის მოყვარული
ამ ვაჟკაცებმა არა მარტო რაგბი შეაყვარეს მთელ საქართველოს. მათ საქართველოს სიყვარულის მაგალითი გვიჩვენეს და ჩვენი სამშობლოს მიმართ პატივისცემა ჩაუნერგეს სარაგბო სამყაროს!
კობა
გილოცავთ ყველას. როგორც იქნა ჩვენც რაღაც გვიხარია
მებრძოლი ლაზი
გამოდით იტალიელებო უნდა დაგთვალოთ)))!!!
NMN789
გ ი ლ ო ც ა ვ თ ! გენაცვალეთ ბიჭებო.
gizog
გაიხარეთ ბიჭებო, ჯანმრთველები იყავით და სულ გამარჯვებით გევლოთ საქართველოს სასახელოდ. მადლობა დიდ ჰეიგს და მის შტაბს. მადლობა ფედერაციას. გაიხარეეეთ!!!
jigrebi xart bichebo!!!!
მგონი მალე ჩვენ არ შემოუშვებთ 6 ერის გუნდებს ერთა თასზე :D
gogi
მოუწევს მელიტონას თავის ლამაზ ოჯახთან ერთად საქართველოში სამუდამოდ დაფუძნება, ვატყობ მე.
ქართველი
მოვგუდეთ ფიჯიც!!! ფეხი არ გავანძრევიეთ ვაფშე - 3 ქულა მხოლოდ 3 ქულა !!!!!!!!!! აზრზე ხართ???!!! მგლები გვყავს მგლებიიი!!! გილოცავთ ყველას!!!
მერაბი გ.
გახვრიტეს ყურები ფიჯის განახლებული გუნდით. ჩვენ რა ოპტიმალური შემადგენლობით ვიყავით? გორგოძე, მიქაუტაძე, ჩილაჩავა, ლობჟანიძე, კოლელიშვილი, მჭედლიძე ... ჩამივიდეს კუდრაჭა იტალია და მის ბუმბულს 50 ათასი მაყურებლის თანდასწრებით გავატანთ ნიავს
gg
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას. თუ ვინმემ იცით რამდენი ქულა მოგვემატება?
imereli
გენაცვალეთ ლომებო!!!
შოთა
ეს მართლაც დასაწყისია ჯერ. წინ სასწაული გველოდება და ეს 6 ერია. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. არაფერი გვესაქმება ეღთა თასზე. კიდევ რამოდენიმე წელიწადი და ბობოლა გუნდებთანაც დავიწყებთ ტოლსწორად თამაშს. ამის დიდი იმედი მაქვს... გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. მადლობა ბიჭებს!
შალვა
საუკეთესო მეორე ტაიმი! დაცვა შეუვალი. შერკინება, დერეფანი,რაკში ბრწყინვალე თამაში. ყველა შეუდარებელი იყო! მე ამაყი ვარ - რომ ქართველი ვარ! ესენი დევები არიან!!!
შოთა
მთელს საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას! ბიჭებო გაიხარეთ. ნამდვილი გმირები და ლომები ხართ!!!
სირიგუ Mandela-ს
თქვენ გენაცვალეთ ჯიგრებშიიიიიიიიიიი!!!!
უჩა
გამარჯვება!!!საქართველო!!!თავისუფლება!!!გილოცავთ!!!14-3!!!
daviti
გილოცავთ ყველას!!!! ეს არის ხალხი, რომლებმაც მთელ საქართველოს შეაყვარა რაგბი და მგონი ეს მხოლოდ დასაწყისია!!!!! გაუმარჯოს საქართველოს და ჩვენ ბიჭებს!!!!
daviti
გილოცავთ ყველას!!!! ეს არის ხალხი, რომლებმაც მთელ საქართველოს შეაყვარა რაგბი და მგონი ეს მხოლოდ დასაწყისია!!!!! გაუმარჯოს საქართველოს და ჩვენ ბიჭებს!!!!
დათო
დიდებულია! წინ, წინ... საქართველო!
llcl
თქვენ გენაცვალეთ ლომებო, ღმერთმა სულ გამარჯვებულები გატაროთ, ძალიან მაგრად და კაცურად იომეთ
ანდრი
ისე დაასრულეს ტურნე, ბოლოს მეგონა ერთა თასს ვუყურებდი. საღოლ ნაკრებს!!!
zure
გილოცავთ ბიჭებო, თქვენ ნამდვილი გმირები ხართ. ეხლა დრო მოვიდა უკვე იტალია ჩამოვიდეს ჩვენთან და ვანახოთ მსოფლიოს რო ჩვენ ვართ ღირსები 6 ერში სათამაშოდ
dato
გილოცავთ
gogig
დიდი გამარჯვება. გამახსენეთ, როდის იყო ბოლოს ფიჯიმ ლელო, რომ ვერ დადო. კაჭარავა საუკეთესო იყო. გილოცავთ.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა
ლაშა ხმალაძე: რეკორდსმენი "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია