ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
ის, რაც გუშინ გულშემატკივარმა იხილა, ძალიან დამთრგუნველი იყო. ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასული "სამტრედია" ბაქოში "გაბალასთან" 1:5 დამარცხდა.

ევროპულ შეკრებაზე გია ცეცაძის გუნდმა ძლიერი ალბანური და რუმინული გუნდები ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა და გუშინაც მისგან რაღაც გამორჩეულის იმედად ვიყავით. სამწუხაროდ, იმედები არ გამართლდა...

შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. ისინი განსაკუთრებით მე-13 წუთიდან გააქტიურდნენ და სტუმრებს კარის დაცვა ძალიან გაუჭირდათ.

მალევე "სამტრედიას" საკუთარ ნახევარზე დაშვებული შეცდომების გამო მწარედ აზღვევინეს: შეტევა ნიკა კვეკვესკირის ლამაზი პასით დაიწყო და სამტრედიელებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს, "სტანდარტის" გათამაშების შემდეგ კი, ძნელი ასახსნელია, კარის წინ შეგროვებულმა სამტრედიელებმა "გაბალას" ცენტრალური მცველი ვოისლავ სტანკოვიჩი როგორ მიატოვეს. ამან კი ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა - 1:0.

გავიდა ორიოდე წუთი და თეო ლუის ვიკსის ფლანგური გადაცემით საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სერგეი ზენიოვმა "სამტრედიის" კარი მეორედ აიღო - 2:0.

ამის შემდეგ "სამტრედია" ოდნავ გააქტიურდა და შეტევის ორგანიზება სცადა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. სამაგიეროდ, ვისკმა სტუმართა დაცვისა და ნახევარდაცვის მორიგი უყურადღებობით ისარგებლა და საჯარიმოს ხაზიდან ისე თავისუფლად დაარტყა, გეგონებოდათ, ქართული გუნდის მცველები ეპიზოდს ტელევიზორში უყურებდნენ...

თამაშის ცენტრიდან განახლებისთანავე, სხვაობის შემცირების ორი შანსი ჰქონდა ბუდუ ზივზივაძეს, თუმცა ჯერ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ააცილა კარს, მერე კი მეკარე დმიტრი ბეზოტოსნიმ მოიგერია ბურთი.

მეორე ნახევარი სამტრედიელებმა აგრესიულად დაიწყეს და სხვაობა შეამცირეს კიდეც. ლაშა შერგელაშვილმა ეფექტურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა - 3:1.

ამის შემდეგ სამტრედიელები უფრო თამამად ათამაშდნენ და გაჩნდა იმედი, რომ სხვაობის შემცირებას შეძლებდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს ნიკა სანდოხაძეს საკუთარ ნახევარზე ბურთი ვიკსმა აართვა, კარისკენ სწრაფად დაიძრა, მეკარე ჩამოიცილა და ჩვენს იმედებს ცივი შხაპი გადაასხა - 4:1.

სამ წუთში კი ზენიოვმა ვიკსი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ლიბერიელმა ნახევარმცველმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. "სამტრედიის" დაცვა სრულად ჩავარდა - 5:1.

მალე სხვაობის შემცირების შანსი ბაჩანა არაბულს ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

ძალიან არ გვინდა, დავიჯეროთ, მაგრამ საპასუხო შეხვედრა, რომელიც 7 ივლისს ზესტაფონში გაიმართება, ფორმალობად მოჩანს. წაგებაზე არანაკლებ მძიმე და აუტანელი იმის განცდა იყო, რომ ჩვენს მეზობლებთან ჩამორჩენა გაზრდილა. თუკი ადრე მათ ქართველებთან მოგება პატივად მიაჩნდათ, ახლა, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

მატჩის შემდეგ

- გია ცეცაძე: გვაქვს თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!

- ნიკა კვეკვესკირი: არ ვფიქრობთ, რომ "სამტრედია" სუსტი მეტოქეა

- რომან გრიგორჩუკი: მეორე რაუნდში ჯერ არ ვართ, "სამტრედიას" სტუმრადაც უნდა მოვუგოთ

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

30.06. ბაქო. "ბაქსელ არენა". 5 000 მაყურებელი

გაბალა-სამტრედია 5:1

გოლები: 1:0 სტანკოვიჩი (16), 2:0 ზენიოვი (19), 3:0 ვიკსი (30), 3:1 შერგელაშვილი (59), 4:1 ვიკსი (69), 5:1 ვიკსი (72)

გაბალა: ბეზოტოსნი, აბასოვი, ვერნიდუბი, სტანკოვიჩი, რიკარდინიო, სადიგოვი, კვეკვესკირი, ოზობიჩი, ვიკსი (86. ქ. ალიევი), დაბო (78. ეიუბოვი), ზენიოვი (83. მუტალიმოვი).

სათადარიგოები: პეტრკევიჩი, რ. ჰასანოვი, მირზაბაიოვი, რაფაელ სანტოსი

მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე (71. ცნობილაძე), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (58. მარკოზაშვილი), ჯიქია (46. გამყრელიძე).

სათადარიგოები: მეშველიანი, მთივლიშვილი, შ. კერძევაძე, გორგიაშვილი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილება: ჯიქია (44), მარკოზაშვილი (63), ზენიოვი (65), ვიკსი (69)

არბიტრი: დენის შჩერბაკოვი (ბელარუსი)

სერგო კორძაია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გენო
ყველას დაგავიწყდათ სამტრედიამ ისტორიული გოლი გაიტანა ევროტურნირებზე!!!!!!!!!!!!
ქუთაისელი
ბიჭებო კარგად თამაშობთ, თუმცა უკანა ხაზი არ გივარგათ. მეკარე გამოცვალეთ. მოძრაობაში ისინი დაჩაგრეთ. ყურები არ ჩამოყაროთ. გინდათ 2 ზუსტი დარტყმა პირველ ტაიმში და ორიც მეორეში. გამოიყენეთ გველის ნაკბენის ტაქტიკა!
bebeto
მოიგო ძლიერმა გუნდმა.არაუშავს სამტრედიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და შედეგიც მოვა დროდადრო,მთავარია ახლა ხელი არ ჩაიქნიონ და ერთწლიანი გუნდებივით არ მოიქცენ.
Shota
რაც შეეძლეს კი გააკეტეს .ერტი საყრდენი და უკანა სჰუა მცველები ჩავარდა და გამოცდილება არ ეყოტ.უკნიდან უნდა დაეცკო და კონტრშეტევაზე არ ცავაგებდიტ .ჩვენები სცრაპად გაგადიოდენ სშეტევასში>
mamuka
მე არ ვარ სამტრედიელიი, თბილისელი ვარ. ვუყურე თამაშს. კი ცუდია წაგება 1:5-ზე მითუმეტეს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ რაც ვნახე, ყველა ეს გოლი იყო დაცვის და მეკარის უსუსტესი თამაშის ბრალი. თუმცა თვითონ ,,სამტრედია" მთლიანობაში კარგი გუნდი ყოფილა და იმედი მაქვს ,,გაბალა"-ს დამარცხებას ნამდვილად შეძლებს, თუ ისევ დაცვამ და მეკარემ არ ჩაისვარეს. რა თქმა უნდა 1:5-დან ამოქაჩვა სასწაულია, მაგრამ რაც მე ეგ თამაში ვნახე, ცოტა საფეხბურთო დისციპლინის დამატება და ,,სამტრედია" ,,გაბალას" მსგავს გუნდებს 10-დან 10-ს მოუგებს. ასე რომ წარმატებები ძმებო!
jere
წაგება სასიამოვნო არასდროსაა, ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ძალიან მახარებს აგრესიული შემტევი ფეხბურთი, მოედნის ხედვა, შეტევაში სწრაფად გადასვლა , ბევრი მოძრაობა თავისუფალი პოზიციების დასაკავებლად... წაგების მიუხედავათ ძალიან კარგი შემტევი გუნდის ჩამოყალიბების კონტურები ჩანს, წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო მე მჯერა თქვენი.
mudam mziano
ეხლა უფრო მეტად მიყვარხარ სამტრედია!
dedaia beca kakakia vstreca
სამტრედიამ ბევრი გაამწარა ეროვნულ ჩემპიონატში და ეხლა გვაქილიკებენ თუმცა გაბალას რომ ვერ გაივლიდა თვითონაც კარგად იცოდნენ საქართველოს ინტერესი არაფერ შუაშია
სამტრედიელებს
ესე იგი წაკითხულს გაგება უნდა კიდევ ერთხელ გიმეორებთ, თქვენი გუნდი არ მაღელვებს ეროვნულ ჩემპიონატში მაგრამ მაღელვებს ევროთასებზე რადგან საქართველოს წარადგენს! საქართველოს!
joni
ვინ გეხვეწებათ სამტრედიაზე გული შეგტკიოდეთო ჩვენ სამტრედიელები ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდებით ისინი მიაღწევენ მიზანს ეს გამოუცდელი ბიჭები პირდაპირ ნიანგის ხახაში მოხვდა ფეხბურთთან დაცილებულებო ლოგიკურათ იაზროვნეთ
joni
ვინ გეხვეწებათ სამტრედიაზე გული შეგტკიოდეთო ჩვენ სამტრედიელები ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდებით ისინი მიაღწევენ მიზანს ეს გამოუცდელი ბიჭები პირდაპირ ნიანგის ხახაში მოხვდა ფეხბურთთან დაცილებულებო ლოგიკურათ იაზროვნეთ
dedaia beca kakakia vstreca
ჩვენ სამტრედიას გულშემატკივრები ვითხოვდით იმას რაც გუშინ გაბალასთან გააკეთა სამტრედიამ რომ არ ჩაჯდა უკან დაცვაში რაც გამოვიდა ის გამოვიდა ყველამ თავის გუნდს უქომაგოს ბევრს გაასწორებს ჩემპიონატში სამტრედია მერე ილაყბეთ ჩვენ ვაფასებთ გიასაც და გუნდსაც ეს არვის საქმე არაა
სამტრედიელებს
თუ გგონიათ, რომ თქვენ გუნდზე ლაპარაკის უფლება მარტო თქვენ გაქვთ ძალიან ცდებით პირველ რიგში საქართველოს წარადგენენ ეს გუნდები და გუშინ სამტრედიამ ქართული ფეხბურთი შეარცხვინა. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი, მაგრამ ხალხს კრიტიკას რა უფლებით "უკრძალავთ"?
jigrebs
და რუსეთის ორ-სამ გუნდთან 5-1 ცაგება დამაკმაყოფილებელი იქნებოდა თქვენთვის? უამბიციო, უთავმოყვარეო ერად ვიქეცით
tazo
იცით მაინც უკვე რომ სამტრედიაში გუშინდელი თამაში არავის ახსოვს ყველა მომავალი თამაშის ბილეთებზე ფიქრობს ბოღმიანებო მაგრამ რა იცით ვისაც სამტრედიაში გულშემატკივრობა არ უნახავს მას ფეხბურთიც არ უნახავს
guris ra ewvis
ჩვენ სამტრედიელებს გვჯერა ჩვენი გუნდის ვის რა უნდა?
erosi
სამტრედია შირაქსაც გაარღვევს და ზიმბრუსაც გაბალა რუსეთის ორ სამ გუნდს თუ ჩამორჩება მარტო ყოფილ საბჭოეთში საქართველოს ჩემპიონატში დაამტკიცებს სამტრედია რომ ყველაზე ძლიერია ეს გამოჩნდა მომენტებში გაბალასთანაც თვალები მიხატული ხომ არ გაქვთ
zmo
რადღეში ჩააგდეს ჩვენი მცველები მაგათ მაგივრად მე მცხვენოდა ესე მეგონა პირველად იყვნენ სამტრედიის ფეხბურთელები მინდორზე ფილმი პირველი მერცხალი გამახსენდა თან ვისთან ,,გაბალა,, ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში ჩვენ კი უკან და უკან მივდივართ, ეს მწვრთნელები ყველანი გასაყრელები არიან ქართული ფეხბურთიდან საიდან მოვიდნენ თვითონ არაფერი იციან და ბავშვებს რა უნდა ასწავლონ
CRACI
არჩილ ხოფერია-ს. საღოლ ძმა, რომ ასეთი გადამეტებული ოპტიმიზმის მატარებელი ხარ. ცოტა კი გამეცინა შენს ამ კომენტარზე,...
guri
toma-ს. საქმე ეხება სამტრედიას და საჩხერე და დილა რა შუაშია ამ სტატიასტან. თანაც ნუ დაგავიწყდება ჯიგარ, რომ სამტრედიისაგან განსხვავებით, ორივე ამ გუნდმა მოიგო.
გიორგი
ბათუმის დინამო ან ქუთაისის ტორპედო რო ყოფილიყო სამტრეედიის ადგილზე არამგონია ასე მწარედ განადგურებულიყვნენ!ცეცაძემ კიდე ლაპარაკის მეტი არაფერი იცის,თამაში 1ვე წუთიდანვე გაუხსნა,გასვლაზე ვთამაშობდით და იმდენს მაინც უნდა ხვდებოდეს მწვრთნელი კონტრშეტევაზე ააგოს თამაში ასეთ მეტოქესთან.
quTaisi
სამტრედიას ნებისმიერ საშინაონ თამაშზე 3 ათასი კაცი მიდის ამდენი ბალეშიკი ჩემპონატში არავის ყავს საქართველოში ზესტაფონში ჩვენც ჩამოვალთ მე მგონია რომ დაცვაში რო არ ჩაიკეტეს ამიტომ მიიღეს 5 გოლი
tato
ყველა სამტრედიელი ქომაგი თქვენს გვერდითაა ბატონო გია და ბიჭებო გპირდებით ზესტაში ანშლაგი იქნება
d.t
კარგით რა გაბალებთან და შამბალებთან თუ ამ ანგარიშით წააგებ აბა ვის უნდა მოუგოთ

ლეგიონერი სიტყვა კი არ შველის საქმეს ლეგიონერს თუ მიიყვან ვიკსიზე ნაკლები არ უნდა მოიყვა თუ არა სირიკო ლეგიონერები არ გვაკლია საქართველოშიც მაგრამ შედეგი არ არის მაგალითიც სახეზეა
toma
ხედავთ ხალხო აქ რამდენი ყოფილა დაბოღმილი სამტრედიაზე საჩხერის და გორის თამაშზე თითქმის არავინ არ აკომენტარებს
zmo
თავის მოჭრა ქართველებს ისედაც არ გვაკლია ამ ფეხბურთელებმა ხო სულ გაგვანადგურეს ან სად პოულობთ ესეთ უსუსურ და უჯიგრო უთავმოყვარე ხალხს ამათი შენახვა და ფულის გადაყრა რაში გჭირდებათ ამდენი გაჭირვებული დადის ქვეყანაზე იმათ მაინც მოახმარეთ თავს მაინც არ მოგვჭრის,
მსქროლავი ტროლი
მერე რა, რომ ლიბერიელად ითვლება, პორტუგალიაში თამაშობს და თუ ეგენი უარს იტყვიან, ჩვენ უნდა გავანატურალოთ....

არჩილ ხოფერია საქართველოს პრეზიდენტობა დაგშვენდებოდა. თუ ხუმრობ ბრჭყალებში მაინც ჩასვი შედეგი. თუ არადა დიდება შენს ოპტიმიზმს. გუნდი რომელიც შარშან რიგ შემთხვევაში ტოლსწორად ეჯიბრებოდა ევროპის საშუალოზე ძლიერ გუნდებს და მასთან 4-0 ის მოგების იმედი კიდევ გაქვს კეთილი შურით მშურს ასეთი ოპტიმიზმის. ამის გაკეთება "ბარსელონასაც" კი გაუჭირდებოდა არათუ სამტრედიულ ტრამვაის. გამახსენდა "დორტმუნდმა" მოუგო "გაბალას" შარშან ჯგუფურში 4-0 და რითია ერთი ჩვენზე ძლიერი"ბორუსია".
მსქროლავი ტროლი
პორტუგალიას რომ ვარსკვლავთბიჭუნას ნაცვლად ეს თეო ვიკსი წაეყვანა, ბევრად უკეთესი გუნდი იქნებოდა.....
toma
ხედავთ ხალხო აქ რამდენი ყოფილა დაბოღმილი სამტრედიაზე საჩხერის და გორის თამაშზე თითქმის არავინ არ აკომენტარებს
tite
კალას და ივანიშვილს ადარებთ აზერებს მაგათ რო აქვთ იმდენ ერთ აზერს ცალ ჯიბეში აქვს
mamuka
ეს არის უამბიციობა და უთავმოყვარეობა...აქ არც ქილიკია არაფერ შუაში და არც უაზრო კრიტიკა. სამწუხაროდ ბოლო წლებია ქართულ კლუბებიში მარტო ამას ვხედავ...არანაირი განვითარების ამბიცია და თავმოყვარეობა არ გააჩნიათ და ევროთასებზე მარტო მოვალეობის მოსახდელად გადიან
Akaki
ეხლა თუ ხვდებით ლეგიონერების ძალას? მთელი გაბალას ძირითადი ბირთვი ლეგიონერებია, აბა აზერბაიჯანელებს სად იციან ფეხბურთი.. ეხლაც გამოცტით და თქვით ნუ იმატებთ ლეგიონერებსო აი პასუხიც 5:1 gaga-ს გაგა ამ წაგებასთან არც კალაძეა დანმაშავე არც ფიფია არც კობიაშვილი :) და პირიქით ყველაზე მეტს ესენი აკეთებენ ქართული ფეხბურთისთვის, ეხლანდელი ფეხბურთის ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურა, ფულადი პრემია ჯილდოები და სიჭინავას დროინდელი ერთია? რაც მაგას და მაგის გარემოცვას ფული აქვთ გათეთრებული ფედერაციის ბიუჯეთიდან იმდენი ლარიანი მოგვცა ყველას არ გინდა? :D აბა სითინავამ ფედერაციის სახელით მხიარულ და საზრიანთა კლუბში 100 000 რომ გადარიცხა რა იყო ეგ რაში ჭირდება მხიარულ და საზრიანთა კლუბს ამდენი ფული სასაცილო არაა? ან სად ფეხბურთი და სად მხიარულთა და საზრიანთა კლუბი :D კარგით რა :D და ისეთ მყვლეფავების დროს კეთდებოდა რამე? :D
Jango
samtredski samtredieli gulSematkivari კალაძის დამსახურება სამტრედიის კლუბში რა არის ბავშვებო იცით? ის რომ მონახეს ფორმულა რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ფული საკრებულოს დამტკიცების გვერდის ავლით მაგრამ რაიონის ბიუჯეტზე ამოკლებით მ(კონსოლიდირებულ ბიუჯეტს აკლდებოდა რაიონისას,ეგაა რომ საკრებულოს დამტკციცება არ სჭირდებოდა)ეძლეოდა კლუბს და ამით გაჩნდა მეტნაკლებად სტაბილური ფინანსური მდგომარეობა, ჩემი და თქვენი ჯიბეების ხარჯზე და მათი მართვით. აი ეს იყო სულ კალას და მისიანების დამსახურება. დღესაც კი ეს არის მუნციპალიტეტისა და რაღაც უცნაური არამომგებიანი საფეხბრუთო კავშირის მართვის ქვეშ მყოფი კლუბი. მას კი სანამ არ ეყოლება კერძო მეპატრონეები , მანამ იქნება სულ საეჭვო მდგომარეობა მისი მომავალის პერსპექტივების მიმართ,ასე რომ თავს ნუ გადაიდებტ კალაძის დამსახურებაზე,აქ მისი როლი მინიმალურია. მაგრამ არც არავინ დათმოსბ ამ კლუბს ასე ადვილად გასასხვისებალდ თუკი ვინმე "მათი კაცი" არ მოვა.ასე რომ სმატერდია კიდევ მრავალ წელს იქნება სახელწმფიო ფულზე,ჩემი და თქვენი შესანახი. მერაბი მართალი ხარ გენაცვალე, იმედი არის მოგების და ბიჭები შეეცდებიან კიდევაც რომ მოიგონ (ან საბოლოოდ ჩაისვარონ)და დაამტკიცონ რომ გუშინდელი მატჩი მათი ხელმძღვანელობის ბრალი იყო უმეტესწილად და არა მათი.
გულშემატკივარი
ვინმაც რა უნდა ილაპარაკოთ ფაქტი ერთია, წავაგეთ ძალიან მწარედ და შევრცხვით საქვეყნოდ, ძალიან სამწუხაროდ. წაგება არ გვინდოდა და არც გვაწყობდა, მაგრამ ვთქვათ 2-1, 3-1 რომ წაგვეგო კიდევ ვიტყოდით რომ არა უშავს ვის არ წაუგიათქო, მაგრამ 5-1 სირცხვილია სხვა თუ არაფერი. რომ ვიცოდე აქ გადავახევთ ბურთს თავზე მაშინ კიდევ ჰო, მაგრამ აქ არა მგონია მსგავსი რამ მოხდეს, სამწუხაროდ
მახო
კალაძე და ივანიშვილი ამდენი ფული რო გაქვთ და ქვეყნისთვის არაფერს აკეთებთ, ერთი წესიერი გუნდი მაქინც გააკეთეთ რომ ... აზერებთან არ ვისხამდეთ თავს ლაფს
rio
შერგელას ულამაზეს გოლზე და ზივზივას ას პროცენტიან მომენტზე არაბულის დარტყმაზე რატომ არაფეს ამბობთ შურიანებო ეს ახალგაზრდები პირდაპირ ლომის ხახაში რო მოხვდნენ ა თქვენ კანაკავს გოლის მერე გერმანიასთანაც მოგებას ითხოვდით
antoni
სირცხვილი გრძელდება და დასასრული არ უჩანს, აი გამოცდილებას შევიძენთ, არა უშავს,ბიჭებმა მაგრად ითამაშეს, მოწინააღმდეგეს გაუმართლა და ასეთი სისულელეების წერა არ არის საჭირო რა და ტრენერი კიდევ რაღაც შანსებზე ლაპარაკობს! ვინც ქართულ ფეხბურთში ხართ არ გრცხვენიათ მაინც? ისლანდიამაც კი ისწავლა თამაში?!
არჩილ ხოფერია
ფეხბურთის ფედერაციაზე ამა თუ იმ მიზეზით განაწყენებული ადამიანებმა დრო იხელთეს და შედგენენ გუნდს, ფედერაციას და საერთოდ ყველაფერს სამტრედიის წაგების გამო! არაფერი მოსვლია სამტრედიას იმ თამაშში ასე კტასტროფული ანგარიშით წასაგები. შემთხვევითობა და უიღბლობა არის მთავარი მიზეზი. აი განმეორებითში 4:0 ს დავასობთ გაბალას და მერე სად მიდიხართ?!
ramazi
ყველა სამტრედიელი გულშემატკივარი თქვენს გვერდითაა დანარჩენები მარტო ქილიკით არიან ბოღმისგან შირაქს და ზიმბრუს ადარებენ გაბალას და კიდე კალა რომ არა ფეხბურთი სამტრედიაში კაი ხანს კიდე არ იქნებოდა
gaga
ასე იქნება სანამ ფიფია,კალაცე,მატი ტოჯინა კობიასვილი სანამ იქნებიან..
gri
ეს ყველაფერი კალაცის,კობიასვილის და იმატი .. ბრალია..
მერაბი
შეიზლება გაგიკვირდეთ მაგრამ სატრედიელთა თამაში ბევრად უკეთესი იყო ვინემ გორელების მაგრამ ვფიქრობ ბევრი შეცდომა მცველებისა საბედიწერო აღმოჩნდა..არა უშავს გამოცდილებას შეიძენთ და შემდეგში უკეთესად გამოვაა....სახლში გამარჯვებას ველოდები არა აქვს მნიშვნელობა რა ამგარიშით...თქვენ ეს შეგიძლიათ.
koki
ისე სამტრედიელი ბალეშიკების საყურადღებოდ ამისთანა თავის მოჭრას სულ არ გასულიყვნენ სათამაშოდ ალბათ აჯობებდა რადგან აზერები იმას კი არ იტყვიან სამტრედია გადავიმტვრიეთ მუხლებზეო არამედ საქართველო გავაფარჩაგეთო
koki
როგორც ყველაფერი არ იჭმევა ისე ყველაფრისგან ფულის შოვნა არ შეიძლება.ალბათ საფლავში ტრიალებენ ვიტალას რამაზის დათოს სულები ამათი შემხედვარე ისე ღმერთო არ მიწყინო და ესენი სტადიონზე უნდა დარბოდნენ და ის დიდი ქართველები კი..... ეეე უსამართლოდ არის ეს ქვეყანა მოწყობილი. ყველაზე საინტერესო სატირალი რომ არ იყოს ის არის რომ რამ გაუწყალათ სისისხლი ამ ახალგაზრდა ხალხს.ჯიგარი ამათ არა აქვთ თავმოყვარეობა და საკუთარი თავის პატივისცემა ხალხისა და ქვეყნის სიყვარულზე ლაპარაკი ამ ჯოგთან ზედმეტია
mamuka
გაბალსსთან 1-5 რომ აგებ ამას გუნდი ქვია???ტვროპაში რა უნდა ასეთ სამარცხვინო გუნდს?კიდო კარგი რომ გაბალასთან თამაშობდნენ))))))))
samtredieli gulSematkivari
ჩერჩეტების საყურადღებოდ კალას სახელი და დიდება თუ აკლია მაშინ ზღვას ქვიშა აკლია ვერავინ ვერავის ვერ დააძალებს გინდა თუ არა სამტრედიაში ჩაკლული ფეხბურთი გააღვიძეო ეს კალამ გააკეთა შურიანებო ეს ბიჭები კი ჩემპიონატში დაამტკიცებენ ყველაფერს ვერ დათვალეთ რამდენი მომენტი ქონდათ ბაქოში თუ თვალები მიხატული გაქვთ
samtredski
აქ წერეთ მარტო სამტრედიას გულშემატკივრებმა სამტრედიელება იცის მარტო როგორ გვენატრებოდა ფეხბურთი ამდენი წელია კალამ რაც გააკეთა ერთ წელიწადში გუნდი ევროპაზე გაიყვანა ეს ჩაჩუას მერე არავის გაუკეთებია
ილი
არაპროფესიონალი ფეხბურთელები გვყავს ხალხო..გიორგი სააკაძეს უნდა აყურებინო თამაშის დაწყებამდე,იქნებ იოტის ოდენა ამბიცია შემატოს და სისხლი აუჩქროლდეთ.
Boka
Imedia cecadze gaitvaliscinebs da migineishvils mounaxavs adgils skamze. Mekare mxolod metertmete motamashe ki ar unda ikos aramed mteli gundis imedi.
rati
სამტრედიაში ფეხბურთი ორი ათეული წელია მკვდარი იყო მადლობა კალას და ბიჭებს ცეცაძეს რაც შეეხება მაგარი ადამიანია ბიჭები დაცვაში რო არ გამოკეტა ბიჭებო თქვენს გვერდით ვართ ზესტაფონში დარწმუნდებით ამაში
dato
როცა გუნდი გადის უეფაზე ის ბირთვი უნდა შეინარჩუნო რომლებმაც გაიყვანეს, მაგრამ ჩვენთან პირიქითაა გაუშვებენ ძველებს და მოყავთ ვითომ უკეთესები, სამტრედიიდან არ იყო გასაშვები ენდელაძე რაც კალაძის ბრალია, ფულის დახარჯვა არ უნდა გუნდი და სახელი კი უნდა
Sura
Wiqsi da kvekvesqiris zaaan magrebi arian zmao amas qvia gundi da ityvian mere ra azerbaijanio ai naxet rogor gvjobnis gundi
dato
როცა გუნდი გადის უეფაზე ის ბირთვი უნდა შეინარჩუნო რომლებმაც გაიყვანეს, მაგრამ ჩვენთან პირიქითაა გაუშვებენ ძველებს და მოყავთ ვითომ უკეთესები, სამტრედიიდან არ იყო გასაშვები ენდელაძე რაც კალაძის ბრალია, ფულის დახარჯვა არ უნდა გუნდი და სახელი კი უნდა
mamuka
კახა კალაზე ნამდვილი ქართველი და პატრიოტი ადამიანი))))რა მაგარი გუნდი ააშენა)))იმდენი ფული იჩალიჩა საქართველოს მთავროვაში))აი ნამდვილი ქართველი))))ააშენა გუნდიც და ქვეყანაც))
beqa
არადა ყველაზე მეტად სამტრედიასი მჯეროდა
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ლაშა შერგელაშვილი ბერძნულ "იანინაში" ჩაირიცხა
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ქართველების "რიგასი" ლატვიის ჩემპიონობისთვის იბრძვის - ირაკლი სიხარულიძემ "მეტა-ლუს" გაუტანა [VIDEO]
ნიკა სანდოხაძე: "ტორპედოს" მიზანი ერთია - ჩემპიონობა!
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
ნიკა სანდოხაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ნიკა სანდოხაძემ "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ბათუმის "დინამომ" ეროვნული ნაკრების კანდიდატი დაიმატა
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ნიკა სანდოხაძე თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა
დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
ბუდუ შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" თასზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
"ჰაიდენჰაიმში" ზივზივაძის თანაგუნდელი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადაბარგდა
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ანანიძე... - ზამთრის შესაძლო ტრანსფერები
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ლეგიონერები: რატომ და როგორ?
თეო ვიკსი: "გაბალასთვის" "სამტრედია" უფრო რთული მეტოქე იყო, ვიდრე - მტკ!
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
ირაკლი სიხარულიძემ და ლაშა შერგელაშვილმა ლატვიური "რიგასი" დატოვეს