თბილისში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 94 კგ-ში ირაკლი ჩხეიძემ მეხუთე ადგილი დაიკავა
ფოტოზე: ირაკლი ჩხეიძე

94 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ვაჟებს შორის ატაცში მსოფლიო მიღწევა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს ეკუთვნის. ქართველმა ათლეტმა 1999 წელს ათენში 188 კილოგრამი აიტაცა და ეს მიღწევა დღემდე მიუწვდომელია.

თბილისშიც ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს პირველობის მონაწილენი ბევრს ეცადნენ, მაგრამ ქართველის რეკორდს ვერც მიუახლოვდნენ: ამ მოძრაობაში ოქროსმედალოსანმა კოლუმბიელმა რესმან პარადეს მონტანომ მხოლოდ 172-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა.

მისთვის კონკურენცია უკრაინელ ვლადიმირ ჰოზას უნდა გაეწია, მაგრამ ამ უკანასკნელმა საწყისი წონა ვერ დასძლია და ბრძოლას გამოეთიშა, თუმცა ნუგეშად აკვრაში (204 კგ) მოპოვებული ოქრო დარჩა. ატაცში მეორე-მესამე ადგილები, შესაბამისად, ფარხოდბეკ სობიროვსა (უზბეკეთი, 170) და რეზა ბეირალვანდის (ირანი, 161) ერგოთ. აკვრაში მეორე იყო სობიროვი (203), ბრინჯაო ბერალვანდის (201) ხვდა.

ამავე წონაში იასპარეზა ირაკლი ჩხეიძემ, რომელიც 336 კილოგრამით (150+186) მე-5 ადგილს დასჯერდა.

გოგონებმა 69 კილოში მოსინჯეს ძალები. განსაკუთრებით 18 წლის ეკვადორელი ნენსი პატრიცია დახომეს ბარერა გამოირჩა, რომელიც კონკურენტებზე მთელი თავით მაღლა იდგა. ატაცში 99 კილოთი მეორე იყო მისი 15 წლის თანამემამულე ანჯი პაოლა პალასიოს დახომესი. ბარერა აკვრაში მაშინ გავიდა ფიცარნაგზე, როცა კონკურენტებმა ასპარეზობა დაასრულეს. ეკვადორელმა 125-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და ჩემპიონობაც მოიპოვა.

სოფიო მუქათარიძეს 144 კილოგრამით მე-13 ადგილი ერგო.

კვარცხლბეკი

ვაჟები (94 კგ)

1. ფარხოდბეკ სობიროვი (უზბეკეთი) 373 (170+203)

2. რესმან პარადეს მონტანო (კოლუმბია) 372 (172+200)

3. რეზა ბეირალვანდი (ირანი) 362 (161+201)

5. ირაკლი ჩხეიძე (საქართველო) 336 (150+186)

11. ირაკლი ჯალაღონია (საქართველო) 310 (137+173)

გოგონები (69 კგ)

1. ნენსი პატრიცია დახომეს ბარერა (ეკვადორი) 230 (105+125)

2. ჯენიფერ მიჩელ კანტუ იგლესიასი (მექსიკა) 219 (95+124)

3. ალიონა შევკოპლიასი (უკრაინა) 218 (98+120)

13. სოფიო მუქათარიძე (საქართველო) 144 (64+80)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
თბილისი 2015. ევროპის ჩემპიონატი: ჩემპიონმა ტიტული შეინარჩუნა
აღმასკომის სხდომა: კახი კახიაშვილი ევროპის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
ირაკლი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონია!
ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: ირაკლი ჩხეიძემ საქართველოს მე-9 მედალი მოუტანა
მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფიჯიში ივარჯიშა
კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა