"სამტრედიის" 22 წლის თავდამსხმელის აზრით, პრობლემის მიზეზი ფსიქოლოგიაშია მოსაძებნი
მიუხედავად "ბაქსელ არენაზე" დამარცხებისა, "სამტრედიას" კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კატასტროფული წაგების მიზეზს ხსნის:

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"ამხანაგურ შეხვედრებს ის დატვირთვა და დაძაბულობა არ ახლავს, რაც ოფიციალურს. მთავარი მიზეზი, რის გამოც დავმარცხდით, ჩვენი გამოუცდელობა და ნერვიულობა იყო. მეტოქე მოედანზე ასე ნამდვილად არ გამოსულა - "გაბალა" გაცილებით მობილიზებული და თავდაჯერებული იყო.

აზერბაიჯანელები შარშან ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდნენ და გამოცდილება ეტყობოდათ, მაგრამ ასეთი ანგარიშით მოგებას თავად "გაბალას" ფეხბურთელებიც არ ელოდნენ. ჩვენი პრობლემის მიზეზი ფსიქოლოგიაშია მოსაძებნი. იმედია, ზესტაფონში ეს აღარ განმეორდება".

გია ცეცაძის გაწვრთნილებს შემდეგ ეტაპზე გასვლის მხოლოდ მინიმალური, თეორიული შანსი აქვთ, მაგრამ გუნდში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ საპასუხო მატჩს მოიგებენ. 22 წლის ზივზივაძე იმედოვნებს, რომ გუნდი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაციას მოახდენს:

"ძალიან საწყენია, რაც პირველ შეხვედრაში მოხდა. "გაბალა" ძლიერი მეტოქეა და ველოდებით, რომ საპასუხო მატჩი დაძაბული იქნება. შემდეგ ეტაპზე გასვლა ახლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით, ჩვენი შეცდომები გავაანალიზოთ.

თამაშისთვის ნირწამხდრები ვემზადებით, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, აზერბაიჯანში განცდილი სირცხვილის გამო ნამუსი ზესტაფონში მაინც მოვიწმინდოთ. შეიძლება შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეთ, მაგრამ ეს მატჩი მაინც უნდა მოვიგოთ".

ზივზივაძე განიცდის, რომ 0:3-ზე გოლის გატანისა და სხვაობის შემცირების შანსით ვერ ისარგებლა:

"საჯარიმოში ბურთი მარცხენა ფეხზე გადავიტანე და ცუდად დავარტყი. ჯობდა, ეს მარჯვენით გამეკეთებინა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. არადა, იქნებ ამას შედეგზე გავლენა მოეხდინა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
სვანი-ს.ეგ კლუბმა უნდა გადაწყვიტოს ლეგიონერს უნდა დაეყრდნოს თუ ადგილობრივს,ორივე შემთხვევაში კლუბს თვითონ ხემძღვანელობას უნდა ქონდეთ განვითარების სწორი გეგმა.რაც შეეხება იმას რომ აზერებმა და და კვიპროსელებმა ფეხბურთი არ იციან, ეგ დამოკიდებულება ჩვენ ფეხბურთს ვერ გვასწავლის.აზერების გუნდებია რო ვერ ვუგებთ 2 წელიწადია.
svani
bebeto-ს მერე ლეგიონერები რომ მოგყავს ხომ იცი რომ, აქაური ფეხბურთელები დაიჩაგრებიან როგორც აზერბაიჯანშია(მაგრამ აზერებმა არ იციან ფეხბურთი) როგორც კვიპროსშია))) ეგ არ არის გამოსავალი 3-4 ლეგიონერი შეიძლება ისიც მაღალი დონის)) და არა 11დან 9 უცხოელი რომ თამაშობდეს
bebeto
სვანის.მე გაბალას მაგალითი გადმოვიღოთთქო არ ვიძახი ამას, რამე მიზანი და გეგმა უნდა არსებობდეს კლუბებში რომ ისინი ეთაპობრივად განვითარდენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ამ დღეში იქნებიან.
bebeto
ჯანგო.იმათ რისი თავიც და შნო აქვთ იმას იყენებენ მაქსიმაურად და ჩვენიდან განსვავებით რაღაცას გეგმავენ ხოლმე წინასწართქო ამის თქმა მინდა.ჩვენ კი გაურკვევლად ინერციით მივდივართ სადღაც მოუსავლეთში.
Jango
bebeto გაბალას სტრატეგია არა აქვს ლეგიონერებზე დაყრდნობის, ეს მისი პირდაპირი დანიშნულება და გარდაუვალი აუცილებლობაა რადგან იქაური ... არც ფიზიკური,არც მენტალური და არც გონებრივი შესაძლებლობები არ განიხილავს როგორც ასეთის- წარმატებული აზერბაიჯანელი ფეხბურთელის არსებობას. ამიტომაც ეს კლუბი და სხვებიც აზერბაიჯანში, არსებობენ მხოლოდ იმ ტერიტორიაზე ფულის ხარჯზე და ადგილობრივ რესურსს რომც სურდეთ მაინც ვერ დაეყრდნობიან. სუფთა აზერებით დაკომპლექტებული კლუბი რომ გააკეთო მათი ხვედრი იქნება პირველსაზვე ეტაპზე 15-0 წაგებები და მეტი არაფერი. ქართველებს კი ფეხბურთის თამაშის შნო გვაქვს, მაგრამ ამის აქეთ ვიჭედებით რადგან არა გვაქვს სინდისი, კაცობა, ფული, სტრატეგია კლუბების გრძელვადიანი განვითარების თორემ ოქროს საბადოს პატრონი ოქროს ყიდულობდაო ისე გვემართება ჩვენ ამ ლეგიონერებზე საუბრებით.
samtredski
გუშინ ჩიხურას თამაშს რომ უყურებდი იმასაც ვფიქრობდი გუნდი გასვლაზე თამაშს იგებს საშინაო თამაშზე ომოცდაათამდე ბალეშიკი თუ ჩამოყვა ფეხბურთელზე ესეც მოქმედებს ჩვენ თითქმის განწირულ თამააშზე ნახვთ რამდენი ვიქნებით
Sota gugeSaSvils
შოთა გუგეშაშვილო შენ რომ სამტრედიას მწვრთნელი იყო გაბალას რას დაუპირისპირებდი გვითხარი მაინც რა ნამუსით ეხები ზივზივას თუ იცი მაინც ერთი წლის წინ სად იყო ეს ბიჭი მარა ბევრი ფეხბურთის უცოდინარი რომ ერევა საქმეში ესაა აღმაშფოთებელი სამტრედიელებს გვჯერა ჩვენი გუნდის ჩავალთ ზესტაფონში და გავამხნევებთ ჩვენ ვხედავთ ამ ბიჭებში თავდადებას.
Sota gugeSaSvils
შოთა გუგეშაშვილო შენ რომ სამტრედიას მწვრთნელი იყო გაბალას რას დაუპირისპირებდი გვითხარი მაინც რა ნამუსით ეხები ზივზივას თუ იცი მაინც ერთი წლის წინ სად იყო ეს ბიჭი მარა ბევრი ფეხბურთის უცოდინარი რომ ერევა საქმეში ესაა აღმაშფოთებელი სამტრედიელებს გვჯერა ჩვენი გუნდის ჩავალთ ზესტაფონში და გავამხნევებთ ჩვენ ვხედავთ ამ ბიჭებში თავდადებას.
Curo
Kvelam daakenos erti adgili,, acaდet am bichebs,,da shedegsac dadeben,,
svani
romandro-ს რომელი არ იყო ერთი გამოცდილი მიგინეიშვილი, დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი, გორგიაშვილი თუ არაბული ახალგაზრდაა მაგრამ ასაკობრივები ხომ აქ გამოვლილი))) kaxa-ს თავი უკვე შეირცხვინეს და ჩვენც შეგვარცხვინეს რა მიაწექით?!!))) საქართველოში აღარ უნდა ჩამოსულიყვნენ) bebeto-ს კაი რა გაბალას სტრატეგია გადმოვიღოთ რეებს იძახი ვაბშე :DD ერთ აზერბაიჯანელს რომ ათამაშებენ)) იმიტომ არის აზერბაიჯანის ნაკრები ეგეთ დონეზე როგორც კვიპროსის)))
dave
გაბალას ბიუჯეტი წელიწადში 15 მლნ. ევროა, სამწუხაროდ მაგის მეათედიც არაა სამტრედიის, მაგრამ თუნდაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატმა და განსაკუთრებით კი ისლანდიამ გვიჩვენა რომ მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის სიდიდე და დახარჯული ფიფნასები არ წყვეტს ყველაფერს. მთავარია ჟინი,თავდადება და რამოდენიმე ეტაპის გავლა სრულიად შესაძლებელია. მართლა გაბალაა ბარსელონა ხომ არ არის. თუმცა 5:1 -ის შემოტრიალება ძალიან, ძალიან ძნელი იქნება.
bebeto
გაბალას მაგალითზე მაინც ვისწავლოთ ამ გუნდს შარშანდელი სტრატეგია არ შეუცვლია აქცენტს კვლავ ლეგიონერებზე აკეთებს წელსაც და მიდიან რაღაც მიზნისკენ,კი ბატონო სამტრედიას ლეგიონერების თავი არ აქვს მაგრამ არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ გააგრძელეთ მუშაობა თამაში როგორც არ უნდა დამთავრდეს, ერთწლიანი გუნდები ღუპავს ასევე ქართულ ფეხბურთს სხვა რამეეფთან ერთად.
შოთა გუგეშაშვილი
რა ნამუსზე ლაპარაკობტ სირბილი ტკბენ არ ისიტ სისწრაფე ტკვენ არ გაგტვ რომ გიკურებტ ცამბისტები მგონიხარტ
haha
მართალიოა ეს ბიჭი, მთავარია მოიგონ. ეხლა აქ რომ აბრახუნებენ, რა დროს ნირწამხდარიაო, ადექი და გაულაწუნეო. ეხლა მე რაც არ უნდა ვულაწუნო ტაისონს, კაი ტურას დავიჭერ. მე იმის თქმა მინდა რომ ჭკუა უნდა იხმარონ და არა უტვინოდ ითამაშონ. ასე უტვინოდ გაყავდა ჩიხურას დრო და წაასხა. ასე უტვინოდ ითამაშა სამტრედიამ გასვლა და წაასხა. ამიტომ ჯერ ჭკუაა საჭირო და მერე შემსრულებელი.
rezo
თქვენ შემდეგ ეტაპზე ვერ გახვალთ, ეს რეალობაა, მაგრამ შეგიძლიათ რომ მოიგოთ ეს თამაში, ხოდა მოიგეთ, ოღონდ გოლი აღარ გაუშვათ
roma
ბუდუ რა ნირ წამხდარი ემზადები შენი ვალია თქვა რო რევანშს ავიღებთო რაც გამოვა ამას მაყურებელი შეგიფასებთ
გივია
ეეეჰ შეგეძლოთ მაინც. რაც ბუნებაში არასოდეს მოხდება იმას მაინც ნუ ილაპარაკებთ სანამ მართლა აგვიკრძალია საქართველოში ფეხბურთი. სამწუხაროა მაგრამ აზერბაიჯანულ და უკვე სომხურ (სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს) ფეხბურთსაც რამდენიმე ათეული წლითა და რამდენიმე ასეული მილიონით ჩამოვრჩებით.
kaxa
რადროს შიშია, გაათმაგებული ეკვეთეთ რა ვერ გასვლა, არ მყავდეს ეს გაბალა მადრიდის რეალი. თავი არ შეირცხვინოთ ბიჭებო, მიდით მიაწექით.
romandro
რათქმაუნდა ამთამაშის შემობრუნება ძალიან ძნელია, მაგრამ თავდადებით თამაში მაინც გმართებთ,რათა დაანახოთ არაკეთილმოსურვებს რო ბაქსელ-არენაზე წაგებული თამაში გამოუცდელობის ბრალი იყო,და ეს ანგარიში არასახავს ამ ორ გუნდსშორის კლასით ასეთ დიდ სხვაობას. წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი !!! და მომავლს უკეთესის იმედით შეხედეთ....
მურთაზი
ბუდუ ზივზივაძე: ნამუსი მაინც უნდა მოვიწმინდოთ-ნამუსის ძებნით თავს ნუ შეიწუხებთ,რაც არ გაქვთ როგორ მოიწმენდთ ფეხბურთი კი თქვენ არ იცით და ძალით იბრალებთ ეს ეხება საქართველოს ყველა გუნდს ნუ ხრავთ ჩემ ფულს უსირცხვილო ..
saq
ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა ისიც თქვა ბედნიერია ის გუნდი წაგებულ თამაშზე და თითქმის განწირულ მატჩზე ამდენი გულშემატკივარი რომ დახვდებაო.
svani
თქვენ ნამუსს ვერასდროს ჩამოიწმინდავთ სანამ 5:0 არ მოუგებთ ...
Jango
თამაშისათვის ნირწამხდარების მზადება, ეს კიდევ რა ბედენაა? რა დროს ნირწამხდარობაა? გტკიცეს?ჰოდა ადექ და სტკუცე, გაულაწუნე,როგორც მინიმუმ ხურდა დაუბრუნე,2-3 სილურჯეც მიაყოლე, აბა რავა გინდა?ცხოვრებაში და მითუმეტეს სპორტში არცერთი ნაბიჯის უკან დახევას და სისუსტეს მეტოქე არ გაპატიებს. შეიძელით და ივარგეთ,ვალდებული ხართ,თორემ გაისადაც ისევ გამოუცდელები იქნებით და არ დამთავრდება 1-ლ ეტაპზე თქვენი გამოვარდნები. აბა ბიჭები, ცხვირი ზემოთ და საქმეს მიხედეთ! დილას 5-0 მოუგეთ, საბურთალოს 8-2 მოუგეთ, ვინ ჩემი ფეხებია ეს გაბალა? 4-0 ხვალ სასწორზე!
სიმართლე
არ გიტყდებათ სუ რომ მაგ პონტში თამაშობთ? :(
სირბილის სწავლების ცენტრი
ფსიქოლოგია და სირბილი... 2 სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემა, თუ თანამედროვე ფეხბურთის თამაშს აპირებთ!
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
მიქაუტაძე 4-მატჩიანი წაგების შემდეგ და პსჟ კვარაცხელიას გარეშე
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]