საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველის აზრით, კარგი პასი გოლს ჯობია

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ბოლო დროს რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია, რაც გარკვეულწილად, გასული სეზონის ბოლოს მისმა ათამაშებამ და მოსკოვური გუნდის თავკაცის, დმიტრი ალენიჩევის გამონათქვამებმა განაპირობა, რომელიც ქართველ ჰავბეკს დიდ ნდობას უცხადებს.

- ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს - "სპარტაკის" მწვრთნელი ჯანოს ძირითადს პირდება

ამჯერად ჯანოსთან ვრცელი ინტერვიუ საიტმა championat.com-მა გამოაქვეყნა, სადაც საკლუბო და სანაკრებო ამბებზე ელაპარაკა.

ჯანო "სპარტაკის" ღირსებას უკვე ცხრა წელიწადზე მეტია იცავს, მისი კარიერა კი იმისდა მიხედვით იცვლებოდა, თუ ვინ წვრთნიდა გუნდს: ვალერი კარპინის ხელში ქართველი ტალანტი რეგულარულად თამაშობდა, დმიტრი გუნკოს დროს ის "როსტოვში" იჯარით წავიდა და რუსეთის თასის მფლობელი გახდა, მურატ იაკინის ხელში კი სულაც მეორე გუნდში აღმოჩნდა..

ალენიჩევის მოსვლის შემდეგ ჯანოს პოზიციები სასტარტო შემადგენლობაში გამყარდა. ტრავმის მოშუშების შემდეგ ქართველმა გაცემული ავანსები ჩემპიონატის ფინიშზე გაამართლა, ახალი სეზონის წინ გამართულ "სპარტაკის" შეკრებაზე კი აშკარაა, მწვრთნელი ენდობა ქართველ ნახევარმცველს, "წითელ-თეთრების" შეტევის სულისჩამდგმელად განიხილავს და მის ადგილს "თავდამსხმელის უკან" პოზიციაზე ხედავს.

ჯანოს თქმით, სწორედ ამ ამპლუაში გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად, - წერს საიტი.

"საგოლე პასისთვის ზე ლუიშს მადლობა წვენით გადავუხადე"

- ჯანო, "სპარტაკი" სეზონისთვის მთელი დატვირთვით ემზადება. როგორ გრძნობთ თავს?

- ახლა დიდი დატვირთვების ქვეშ ვართ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრწყინვალე პირობებში ვემზადებით. დადებითი ემოციები მოგვგვარა შეკრებაზე პირველმა გამარჯვებამ "რუდართან". თანაც, იმ თამაშში გოლიც გავიტანე.

- ლეგიონი: ჯანო ანანიძემ სლოვენიურ "რუდარს" გაუტანა [VIDEO]

- ზე ლუიშს საგოლე გადაცემისთვის მადლობა როგორ გადაუხადეთ?

- წვენი დავუსხი (იცინის).

- თქვენ, როგორც ნახევარმცველს, უფრო გატანა მოგწონთ თუ პასების გაკეთება?

- კარგი პასი გოლს სჯობია. ზოგჯერ ხდება, რომ მაგარი გადაცემის შემდეგ ბურთზე მხოლოდ ფეხის დახვედრებაღა გმართებს. თუმცა, მოედანზე ერთის გაკეთებაც გინდა და მეორისაც...

- გასულ წელს ტრავმის გამო ბევრი გაგიცდათ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- გმადლობთ, ძალიან კარგად! მადლობა ღმერთს, აღარაფერი მაწუხებს.

- ალენიჩევისგან ნდობას გრძნობთ?

- დიახ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დმიტრი ანატოლის ძე პირადად მესაუბრება. ამას წინათ მითხრა, რომ ამ სეზონში 10 გოლი უნდა გავიტანო და ამდენივე საგოლე გადაცემა შევასრულო. ასეთ თემებზე მწვრთნელი არ ხუმრობს.

- რეალური მიზანია?

- ვფიქრობ, რომ კი.

- ასეთი შედეგისთვის სტაბილურად თამაშია საჭირო...

- ფიზიკაში მჭირდება მომატება - უნდა ვივარჯიშო, რომ ფეხზე მყარად ვიდგე. კვირაში სამჯერ სატრენაჟორო დარბაზში ფიზმომზადების მწვრთნელთან ინდივიდუალურად ვვარჯიშობ.

- ამჟამად თავდამსხმელის ზურგსუკან გათამაშებენ...

- არ დავმალავ - ყველაზე მეტად ამ პოზიციაზეა ჩემთვის თამაში კომფორტული.

- და პარტნიორებიდან ვისთან ერთად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

- ყველასთან ერთნაირად: კვინსი პრომესთანაც, იველინ პოპოვთანაც და ზე ლუიშთანაც. ენობრივი ბარიერი ხელს არ გვიშლის - ჩვენ ყველა ერთ, საფეხბურთო ენაზე ვმეტყველებთ. თანაც, უკვე ყველამ ვისწავლეთ მთავარი სიტყვები რუსულად: "პას", "გაუშვი", "მომეცი", "ერთი"...

- ერთ-ერთ ვარჯიშზე "კედელს" ალენიჩევთან და ტიტოვთან ერთად ამუშავებდით. "სპარტაკის" ლეგენდებმა განგებ გიხმეს თავისთან?

- არა, შემთხვევით მოხდა ასე! როგორც წესი, წყვილში ჩემს მეზობელ გიოსთან (რედ. გიორგი მელქაძე) ერთად ვვარჯიშობ, მაგრამ მაშინ ის რომულსთან აღმოჩნდა.

- ურთიერთგაგება ალენიჩევსა და ფეხბურთელებს შორის განსხვავდება იმასთან შედარებით, რაც მურატ იაკინის დროს იყო?

- დიახ, რუს მწვრთნელთან უფრო მჭიდრო კავშირი გაქვს, უკეთესად გესმის მისი. უცხოელთან კი შედარებით ჭირს საუბარი - მუდმივად თარჯიმანი გჭირდება.

- ალენიჩევმა უკვე ისაუბრა მიზნებზე, რომლებიც გუნდს ახალ სეზონში ექნება დასახული?

- "სპარტაკს" ყოველთვის მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ჩემპიონობა. ევროპალიგაზე კი აუცილებლად უნდა მოვხვდეთ ჯგუფურ ეტაპზე.

"იყო ინტერესი ინგლისიდან, ესპანეთიდან და გერმანიიდან"

- სამი წლის უკან ვისი ინიციატივით გადახვედით იჯარით "როსტოვში"?

- ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ძალიან მსურდა მუდმივად მეთამაშა მას შემდეგ, რაც ტრავმის გამო დიდი დრო გამიცდა. ძიუბასთან ერთად "როსტოვში" წავედი და ძალიან კარგი წელიწადი გამომივიდა.

- რაში წაგადგათ ეს იჯარა?

- პირველ რიგში, საკმაოდ დიდი სათამაშო პრაქტიკა მივიღე, მაგრამ არ იფიქროთ, რომ რადგან "სპარტაკიდან" გადადიხარ, ძირითადში ადგილი გარანტირებული გექნება. ვამტკიცებდი, ვიბრძოდი იმისთვის, რომ სასტარტოში მოვხედრილიყავი. გამიმართლა, რომ მიოდრაგ ბოჟოვიჩი პირველსავე დღეებიდან კარგად განეწყო ჩემ მიმართ და მენდო. "როსტოვში" თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი წყალში, რადგან ვთამაშობდი ბევრს და რეგულარულად.

- "როსტოვთან" ერთად რუსეთში პირველი ჯილდო მოიგეთ. რა არ გყოფნით "სპარტაკში", რომ ბოლოს და ბოლოს, მოიგოთ ჯილდო?

- ვფიქრობ, დღეს "სპარტაკში" ყველაფერია საიმისოდ, რომ გუნდი ჩემპიონი გახდეს. იმედია, ეს ძალიან მალე მოხდება. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

"როსტოვთან" ერთად რუსეთის თასის მოგებამ დაუვიწყარი ემოცია მომცა და მინდა, იგივე "სპარტაკის" მაისურით განვიცადო. ამ გუნდში ხომ უკვე თითქმის ათი წელია, რაც ვარ.

- დადიოდა ხმები, რომ თქვენით ევროპული კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი...

- მსმენია, რომ თავის დროზე ჩემით ინგლისური კლუბები, "სევილია" და მადრიდის "ატლეტიკო" ინტერესდებოდნენ, თუმცა იმხანად "სპარტაკი" არანაირ წინადადებას არ განიხილავდა.

არცთუ დიდი ხნის წინ გერმანიიდან დამირეკეს, მაგრამ "სპარტაკთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს - გუნდთან, რომელთან ერთადაც მსურს ტიტულების მოგება.

- თქვენი ხელშეკრულება 2017 წლამდეა განსაზღვრული. ხელმძღვანელობამ მის გაგრძელებასთან დაკავშირებით საუბარი არ წამოიწყო?

- არა.

- "სპარტაკი" კირილ კომბაროვმა დატოვა და ნომერი "7" გამოთავისუფლდა...

- ნომერი შევიცვალე, "რუდართან" სწორედ "შვიდიანით" ვითამაშე. მამაჩემი მთელი ცხოვრება ამ ნომრით თამაშობდა და ის ბავშვობიდან მომწონს. როდესაც "სპარტაკში" მივედი, "შვიდიანი" დაკავებული იყო. სწორედ ამიტომ ავირჩიე 49, ანუ - 7 კვადრატში.

"ჩემი კუმირი რონალდო და მესია"

- თქვენს "ინსტაგრამში" არის ფრანჩესკო ტოტისთან ერთად გადაღებული ფოტო...

- კოჭის გამოსაკვლევად იტალიაში ვიმყოფებოდი და კლინიკაში ტოტის შევხვდი. სამწუხაროდ, გამოლაპარაკება ვერ მოვახერხე - იტალიური არ ვიცი. ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი, თუმცა კუმირად მაინც ვერ დავასახელებ. უწინ მეც, როგორც ყველას, რონალდოს თამაში მხიბლავდა, დღეს კი - მესის.

- ევროპის ჩემპიონატზე ვის ქომაგობთ?

- თავიდან ესპანეთს ვგულშემატკივრობდი. ჩემი საყვარელი კლუბი, "სპარტაკის" შემდეგ, "ბარსელონაა". მომწონს ანდრეს ინიესტა. ევრო 2016-ს შემორჩენილი ოთხი ნაკრებიდან გერმანელებს ვუქომაგებ, პერსონალურად კი - მესუთ იოზილს.

- დღეს რა დონეზეა საქართველოს ნაკრები?

- ნაკრებში ახალი მწვრთნელი მოვიდა, ვლადიმირ ვაისი. მასთან ერთი შეკრება გავიარე, რომლის დროსაც ყაზახეთის ნაკრებთან ამხანაგურად ვითამაშეთ. ცვლილებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც მოხდა - პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა და უკეთესობა შეიმჩნევა. მაგალითად, შენდება ახალი საფეხბურთო ბაზები.

სხვათა შორის, ევროპის ჩემიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მოუგო. ალბათ, ჩვენს გუნდს უფრო მეტად სურდა გამარჯვება.

- თქვენ რატომ არ ითამაშეთ?

- სამედიცინო შემოწმების დროს ექიმებმა თქვეს, რომ ცხვირით ცუდად ვსუნთქავ და ნაკრებიდან გათავისუფლება ვითხოვე, რათა ცხვირის ძგიდეზე ოპერაცია გამეკეთებინა. ახლა ყველაფერი კარგადაა.

აკაკი
ეხ ჯანო ჯანო შე პერსპექტიულო შენა ჰააა, მუდამ ახალგაზრდა, მუდამ რაღაცის მომლოდინე არ დაიღალე ბიჭო ჰააააა!
დათო
სადაც უნდა უნდა წავიდეს ის მუდმივ პერსპექტიულ ფეხბურთელად დარჩება.
jiji
ჯანო! შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ სწორედ ჯანი აკლია! ცოტა "ფიზიკა", რომ ჰქონდეს მსოფლიო თუ არა, ევროპის დონის ნამდვილად არის! რუსეთში არ მოხვედრილიყო, უკეთესი იქნებოდა! ხელი მოუმართოს ღმერთმა!

ცოტათი უკეთესი ფიზ. მომზადება და ათსაც გაიტან და ოცდაათსაც.
gizog
ჯანო, ის კაცია, ძალინ ბევრს რამეს პირდებოდნენ, მაგრამ სამშობლოზე უარი არ თქვა
gizog
ზაზას ვეთანხმები ''მართლაც სუპერ ტალანტია'' და ''მიდი ჯანო! საქართველოს შენი ძალიან ძალიან დიდი იმედი აქვს!'' ჯანო ეს სეზონი ყოფილიყვეს ოცნებების და სურვილების ახდენის სეზონი.
giga
რაია ორმაგი დუბლი მოთხოვა? ბარემ 10 მოხსნა და 10 ჩაჭრაც მიემატებინა :D :D :D :D :D :D :D ანტიკვარი მარინადია ჯანო უკვე.
namdvili zaza
5 წლის წინაც იგივეს ამბობდა - ფიზიკაში სუსტი ვარ და ამოქაჩვაზე ვმუშაობო. მაგრამ ეს ბიჭი ძალიან მიყვარს! მართლაც სუპერ ტალანტია და ტრავმებმაც ძალიან შეაწუხა. ეს ალბათ იმის ბრალია რომ მისი ფიზიკური მონაცების გათვალისწინებით ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. აბა სად ტანკივით კომბაროვი, ზე ლუიში და სხვები და სად პეპელასავით ჯანო! ისე, 17 წლისას არსენალი რო ეპატიჟებოდა, წასულიყო და დღეს მასოფლიო დონის ვარსკვლავი იქნებოდა. საუკეთესო ფიზ. მომზადების სპეციალისტების ხელში არც ამდენ ტრავმას მიიღედა. თუმცა რა არი აქვს ახლა ამაზე დარდს? მიდი ჯანო! საქართველოს შენი ძალიან ძალიან დიდი იმედი აქვს!
ika
ბიჭო წადი მაქედან წადი ! ყოველ წელს ერთიდაიოგივეა წადი გაასწარი !
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ჯანო ანანიძის "სპარტაკი" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მოსკოვის "სპარტაკში" გლობალური გარდაქმნები იგეგმება - გუნდიდან ჯანო ანანიძეც წავა?
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს
რა ბედი ელის ჯანო ანანიძეს ყურბან ბერდიევის გაწვრთნილ "სპარტაკში"?
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ეს ბიჭი აუცილებლად უნდა ავიყვანოთო!.. რა დაუჯდა "სპარტაკს" ჯანო ანანიძე?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
რუსული მედია: კახა ცხადაძეს "ქაირათში" დმიტრი ალენიჩევი შეცვლის
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
"საქართველოში საფეხბურთო პირობები საშინელია და საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ..." - გიორგი მელქაძე
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკს", დიდი ალბათობით, იტალიელი მწვრთნელი გაწვრთნის
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა