ჰემილტონის ჰეთთრიკი, როსბერგი მეორეზე, "მერსედესის" დომინირება გრძელდება
როგორც მოსალოდნელი იყო, ლუის ჰემილტონმა ზედიზედ მესამედ მოიგო ბრიტანეთის გრანპრი და იმ დროს, როცა გახარებული პოდიუმზე ცეკვავდა, დამარცხებული ნიკო როსბერგი იძულებული იყო, პუბლიკის სტვენა აეტანა. ასეა: "სილვერსტოუნი" ჰემილტონისთვის საკუთარი მოედანია, სადაც კიდევ ერთხელ, ზედიზედ მესამედ, ჯამში კი მეოთხედ (2008, 2014, 2015, 2016) დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები.

ამ გამარჯვებით, თანაგუნდელთან დუელებით დასტრესილმა ჰემილტონმა მორიგი გამოცდა ჩააბარა და ახლა, საერთო ჩათვლაში ლიდერ როსბერგს მხოლოდ და მხოლოდ 4 ქულითღა ჩამორჩება. "უბედნიერესი ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი," - უთხრა მოგვიანებით ჟურნალისტებს ჰემილტონმა, რომელსაც კარიერაში ახლა უკვე 47 გრანპრი აქვს მოგებული.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ავსტრიაში შეჯახებისა და "მერსედესის" პილოტების ქცევის შესახებ დაუსრულებელი დებატების შემდეგ, ამჯერად როსბერგი ჰემილტონთან უშანსოდ იყო. ამიტომაც თქვა რბოლის შემდეგ, ამაზე მეტი დღეს მართლაც შეუძლებელი იყოო. როსბერგს ზედმეტად დიდხანს მოუხდა ბრძოლა "რედ ბულის" ახალგაზრდა პილოტ მაქს ვერსტაპენთან, მეორე ადგილიც ძლივს მოიპოვა და მიუხედავად ტექნიკური პრობლემებისა, შეინარჩუნა კიდეც. მაგრამ ჰემილტონი მას უკვე 4 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა და დიდი შანსია, როსბერგმა ორ კვირაში, უნგრეთში ლიდერობა დაკარგოს.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელის უიღბლობათა სერია კი გრძელდება. ისევე, როგორც ავსტრიაში, "ფერარის" გერმანელ პილოტს გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო, სტარტზე ხუთი ადგილით უკან დაახევინეს და ფეტელმაც მე-9 ადგილზე წინ ვეღარ წაიწია. გარდა ამისა, ფეტელი გასწრების წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა კიდეც. "ეს არ იყო ჩვენი დღე და საჩვენო სიტუაცია. ბოლიდი მძიმედ დადიოდა," - აღნიშნა ფეტელმა, რომელიც საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა - სება თანაგუნდელ კიმი რაიკონენსაც ჩამორჩება და "რედ ბულელ" დანიელ რიკარდოსაც.

რომ არა FIA-ს მიერ გამკაცრებული სტარტის წესი, "სილვერსტოუნზე" სტარტი მართლაც ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ რაკი კოკპისპირულად წვიმდა, რბოლა Safety Car-თან ერთად დაიწყო და პირველი 6 წრე სწორედ ასე იარეს! ეს კი როსბერგისთვის იყო ცუდი, რადგან გერმანელი ჰემილტონზე უკეთეს სტარტერად მიიჩნევა, მაგრამ Safety Car-ის გამო მის ამ ძლიერ მხარეს აზრი დაეკარგა. მეტიც: შეცდომის გამო როსბერგმა მეორე ადგილიც კი დაკარგა, ახალგაზრდა ვერსტაპენმა გადაასწრო და ეს პოზიცია როსბერგმა მხოლოდ 39-ე წრეზეღა დაიბრუნა - სხვათა შორის, ძალიან ძლიერი მანევრით!

ამის შემდეგ როსბერგმა ჰემილტონზე შეტევა კი სცადა, მაგრამ ფინიშამდე ხუთი წრით ადრე გადაცემათა კოლოფის პრობლემა შენიშნა და მეორე პოზიცია რომ შეინარჩუნა, ამაზეც მადლობელი უნდა იყოს.

ბრიტანეთის გრანპრი

სილვერსტოუნი (52 წრე, 306.198 კმ)

1. ლუის ჰემილტონი Mercedes 1:34:55.831

2. ნიკო როსბერგი Mercedes +6.911

3. მაქს ვერსტაპენი Red Bull Racing +8.250

4. დანიელ რიკარდო Red Bull Racing +26.211

5. კიმი რაიკონენი Ferrari +1:08.735

6. სერხიო პერესი Force India +1:16.941

7. ნიკო ჰიულკენბერგი Force India +1:17.712

8. კარლოს საინსი Toro Rosso +1:25.858

9. სებასტიან ფეტელი Ferrari +1:31.654

10. დანიილ კვიატი Toro Rosso +1:32.600

11. ფელიპე მასა Williams + 1 წრე

12. ჯენსონ ბატონი McLaren + 1 წრე

13. ფერნანდო ალონსო McLaren + 1 წრე

14. ვალტერი ბოტასი Williams + 1 წრე

15. ფელიპე ნასრი Sauber + 1 წრე

16. ესტებან გუტიერესი Haas F1 + 1 წრე

17. კევინ მაგნუსენი Renault + 3 წრე

18. ჯოლიონ პალმერი Renault -

19. რიო ჰარიანტო Manor F1 Team -

20. რომენ გროსჟანი Haas F1 -

21. მარკუს ერიკსონი Sauber -

22. პასკალ ვერლაინი Manor F1 Team -

საერთო ჩათვლა

1. ნიკო როსბერგი Mercedes 171

2. ლუის ჰემილტონი Mercedes 167

3. კიმი რაიკონენი Ferrari 106

4. დანიელ რიკარდო Red Bull Racing 100

5. სებასტიან ფეტელი Ferrari 98

6. მაქს ვერსტაპენი Toro Rosso 87

7. ვალტერი ბოტასი Williams 54

8. სერხიო პერესი Force India 47

9. ფელიპე მასა Williams 38

10. რომენ გროსჟანი Haas F1 28

11. ნიკო ჰიულკენბერგი Force India 26

12. კარლოს საინსი Toro Rosso 26

13. დანიილ კვიატი Red Bull Racing 23

14. ფერნანდო ალონსო McLaren 18

15. ჯენსონ ბატონი McLaren 13

16. კევინ მაგნუსენი Renault 6

17. სტოფელ ვანდოორნი McLaren 1

18. პასკალ ვერლაინი Manor F1 Team 1

19. ჯოლიონ პალმერი Renault 0

20. ესტებან გუტიერესი Haas F1 0

21. მარკუს ერიქსონი Sauber 0

22. ფელიპე ნასრი Sauber 0

23. რიო ჰარიანტო Manor F1 Team 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი 338

2. ფერარი 204

3. რედ ბული 195

4. უილიამსი 92

5. ფორს ინდია 73

6. ტორო როსო 41

7. მაკლარენი 32

8. ჰაასი 28

9. რენო 6

10. მანორი 1

11. ზაუბერი 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
იაპონიის გრანპრი: თასი "მერსედესისაა"!
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!