"სამტრედია"-"გაბალას" მატჩის დღეს საქართველომ დიდი სკანდალი და ფინანსური სანქციები აიცილა თავიდან
ეს ამბავი ბევრს ყურადღების მიღმა დარჩა: 3 ივლისს, ევრო 2016-ის 1/4-ფინალის დაწყებამდე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას.

ეს კონვენცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების დარეგულირებას ისახავს მიზნად, როგორებიცაა საფეხბურთო მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების სფეროს სტანდარტების უზრუნველყოფა.

კონვენციას კიდევ 13 სახელმწიფოს (საფრანგეთი, ჰოლანდია, საბერძნეთი, შვეიცარია, პორტუგალია, მაკედონია, ლიტვა, მოლდოვა, მონაკო, ჩერნოგორია, უკრაინა, ბულგარეთი, რუსეთი) მინისტრმა მოაწერა ხელი. დოკუმენტის განახლებული რედაქცია ჩაანაცვლებს "სპორტულ შეჯიბრებებსა და განსაკუთრებით საფეხბურთო მატჩებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის შესახებ" ევროსაბჭოს მიერ 1985 წელს მიღებულ კონვენციას.

სპორტის სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა აუცილებელი რომაა, ამას 7 ივლისს ზესტაფონში გამართული შეხვედრაც ადასტურებს.

ახლა ირკვევა, რომ "სამტრედია"-"გაბალას" მატჩის დღეს საქართველომ დიდი სკანდალი და ფინანსური სანქციები აიცილა თავიდან. ზესტაფონში გაიმართა საგანგებო სხდომა, სადაც მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლო ინციდენტზე ილაპარაკეს და შემდეგ საკმაოდ დიდი სამუშაო გასწიეს, სკანდალი თავიდან რომ აეცილებინათ.

საბედნიეროდ, მატჩი მშვიდობიანად დასრულდა...

- სამტრედია-გაბალა 2:1 - კარის გაჯახუნება [VIDEO]

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

ცხადია, ფეხბურთი ერთ-ერთი დიდი პოლიტიკური იარაღია. დღეს საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების მნიშვნელობა სპორტულ მასშტაბს სცილდება და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში გადადის. უეფას კონვენციის მიზანია, რომ ფეხბურთი მკაცრ სპორტულ ჩარჩოში მოაქციოს და პოლიტიკური სარჩული მოაცილოს. სწორედ ეროვნული საფეხბურთო ფედერაციების, უეფასა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა უნდა გახდეს უსიამოვნებების თავიდან აცილების წინაპირობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეკსანდრე
ეტყობა ვიგაცეებს სამაგიეროს გადახდა უნდოდათ,გაბალაში შარშანდელი "სტუმარტმოყვარეობისტვის",კარგი ქნეს რომ ეს აგკვეთეს,მაგრამ სხვა კუთხიდან თუ შევხედავთ,რა სულ ჩვენ უნდა ავიტკიოთ თავი,მეზობელს არ ეწყინოსო,შარშან ძლივს გადაურჩნენ აქედან წასული გულსემატკივრები, ჯურნალისტები და არავინ მათ დასაცავად იქ თითი არ გაანძრია, და ბოდიშიც კი არავის მოუხდია,მიუხედავათ იმისა რომ დინამოს ხელმძგვანელობამ ბოლოს გაბედა და მორიდებული პროტესტი გამოთქვა,აქ კი ასეთ სათაურს ვკითხულობთ-რას გადაურჩა საქართველო!
kaplan
და რაო ვითომ,რა უნდოდა ამით ეთქვა ჟურნლისტს?..რას ბოჟიალობთ,რაც ჟურნალისტები არიან ისეთი ფეხბურთია
bagrati
ეგ მეც გავიგე, რომ ვიღაცეებს ზესტაში სამტრედიის თამაშზე აზერბაიჯანის დროშის დაწვა და დემარშის მოწყობა უნდოდათო, მაგრამ არ მოუშვიათ ზოგი ზესტაფონამდე და ზოგიც სტადიონამდეო, ითქვა მერე. არ ვიცი, რამდენად ნაღდია ოღონდ
გუკა
და რა მოხდა ბოლოსდაბოლოს დაწერ? ან დაწერეთ ან დაანებეთბთავი საერთოდ ნუ წერთ
dudu
გიუმრიში იყო სტალინის პორტრეტი გამოფენილი რუსულ ენაზე დახვრიტეთ ,,დილა", მაგაზე თუ გაკეთა ვინმემ რეაგირება?!
samtredski
რაც სურათზე ხალხი ჩანს ეს ყველა სამტრედიელია მოპირდაპირ ტრიბუნაზე კიდე ფან კლუბის 50 მდე წევრი იყო გვერდითაც ბლომად იჯდა სამტრედიელები მარა რას გადავრჩით ვერ ვხდები
zaza tbilisi
...ერთი თქვენ წერა ისწავლოთ რა,... ...და რას გადავრჩით, მოვკვდი კაცი ნერვიულობით და ინტერესით,...
saq
ვიყავი მაგ თამაშზე ისე ცოტა გაკვირვებული კი დავრჩი იმდენი სამტრედიელი რო ვნახე განწირულ თამაშზე მაინც ყოჩაღ მაგარი გვერდით დგომაა სხვა ეტყობა ორივე გუნდის ფანების მუქარას გულისხმობდა თამაშის დაწყებამდე მეტი არაფერი მომხდარა.
al
მაინც ვერ გავიგე რა სკანდალს და სანქციებს გადავრჩით
svani
Avto-ს ხო და ნაციონალებს მაგათი დანგრეულია ეს ქვეყანა))))) ეხლა მიწისძვრაც რომ, მოხდა მაგათმა დააჭირეს წითელ ღილაკს ხელი ხალხი რომ, დანგრეულიყო და დაქცეულიყოო)))))))
Kote
იმდენად შინაარსიანი სტატიაა, ვერ ჩავწვდი ბოლომდე ))) ცოტა გასაგებოდ რომ დაწეროთ არა?
ალეკსანდრე
თუ წერთ გარკვევით დაწერეთ,სათაური ისეთია, კაცი იფიქრებს მონგოლების შემოსევას გადაურჩა!
giga
და რას გადავრჩით ამ ჭურნალისტს დაავიწყდა ეთქვა?
Avto
ნაციონალევს აწყობთ ეხლა მასეთები
svani
bagrati-ს სომხები იქნებოდნენ ალბათ)))
bagrati
ეგ მეც გავიგე, რომ ვიღაცეებს ზესტაში სამტრედიის თამაშზე აზერბაიჯანის დროშის დაწვა და დემარშის მოწყობა უნდოდათო, მაგრამ არ მოუშვიათ ზოგი ზესტაფონამდე და ზოგიც სტადიონამდეო, ითქვა მერე. არ ვიცი, რამდენად ნაღდია ოღონდ
svani
და რამოხდა რამე გაწევ გამოწევა იყო? რაზე ლაპარაკობთ :დ
ჰმ
და რას გადაურჩაა?
Walkabout
მაინც ვერ გავიგე, რას გადავრჩით ზესტაფონში? რამე ინციდენტი იყო?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]