ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ინგლისის ნაკრები: ვინ მივა "სამი ლომის" სათავეში

ინგლისის ნაკრები: ვინ მივა "სამი ლომის" სათავეში

ელერდაისი, კლინსმანი, ვენგერი თუ სხვა
უკვე არახალია, რომ ინგლისის ნაკრები ახალი მწვრთნელის ძიებაშია. ევროპის ჩემპიონატზე ინგლისელებისგან ბევრი ჩემპიონობასაც კი ელოდა, ხოლო ვინც ჩემპიონობას არა, შორს წასვლის მოლოდინში მაინც იყო, ამ "შორში" კი, სულ ცოტა, ნახევარფინალი იგულისხმებოდა.

დიდი მოლოდინის მიუხედავად, "ლომებისთვის" მორიგი დიდი საფეხბურთო ტურნირი ფიასკოთი დასრულდა, ნაკრები სენსაციურად დამარცხდა ისლანდიასთან. ამას როი ჰოჯსონის გადადგომა მოჰყვა და ახლა ყველანი ინტერესით ველოდებით, თუ ვინ აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას და ვინ ჩაიბარებს ერთ-ერთ ურთულეს პოსტს მსოფლიოში.

ოფიციალურად ჯერ არაფერია ცნობილი და არაფერი დასტურდება, მაგრამ აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ინგლისის ნაკრების თავკაცად სემ ელარდაისს ვიხილავთ.

ცხადია, არიან სხვა კანდიდატებიც, მათ რა გამოლევთ, მაგრამ ფავორიტად "დიდი სემი" მიიჩნევა და ეს ამბავი თითქმის გადაწყვეტილიაო...

ვნახოთ და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ელარდაისი ნაკრების თავკაცობის კანდიდატი მაშინაც გახლდათ, როდესაც საბოლოოდ, სტივ მაკლარენი დაინიშნა, მერე ფაბიო კაპელო და მაშინაც, როდესაც როი ჰოჯსონი მოვიდა.

ელარდაისი პრემიერლიგაში თავისი "ბოლტონით" შემოიჭრა და ამ პატარა კლუბის საკმაოდ დიდი წარმატებებით ბევრი გააოცა. თუმცა ეს წლების წინ გახლდათ და ალბათ, "დიდი სემის" საუკეთესო წლებიც სწორედ "რიბოკზე" იყო, მან "ბოლტონი" ევროსარბიელზეც კი მოახვედრა.

მიუხედავად იმისა, რომ მას მერე ელარდაისის მოგებების პროცენტული მაჩვენებელი უფრო და უფრო ეცემა, ის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ინგლისელი სპეციალისტია და პრემიერლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ, სერ ალექს ფერგიუსონის, არსენ ვენგერის, დევიდ მოიესისა და ჰარი რედნაპის მარაქაში ტრიალებს.

"ბოლტონში" ელარდაისის მოგებების პროცენტული მაჩვენებელი 35,4 იყო. "ნიუკასლში" 33,3%, "ბლექბერნში" 34,21%, "ვესტ ჰემში" 30,7%, "სანდერლენდში" 30,0%. თუმცა ყველაფერი პროცენტებზე ხომ არ არის, მაგალითად, "სანდერლენდი" მან საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა და "შავ კატებს" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.

"ნიუკასლიდან" და "ვესტ ჰემიდან" იგი თავის დროზე ცოტა უსიამოვნოდ წავიდა, თუმცა "ჩაქუჩების" ერთ-ერთი მფლობელი დევიდ გოლდი (კონფლიქტი მას მეორე თანამფლობელთან, სალივანთან ჰქონდა) ელარდაისს რეკომენდაციას უწევს. ვინ იცის, "დიდი სემის" ცოტა ფიცხი, კონფლიქტური ხასიათი უკეთესიც კი იყოს ინგლისელ ვარსკვლავებთან ურთიერთობაში.

ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა მას ნაკლებად უჭირს ხოლმე.

"მას რეკომენდაციას სიამოვნებით გავუწევ. იგი შემართულია, ამბიციურია და დიდი ხანია საქმეშია, ძალიან გამოცდილია. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ის ინგლისელია" - თქვა გოლდმა.

ინგლისის ნაკრებისა და "ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი კრის სატონი: "ჩემი აზრით, ელარდაისი კარგი ვარიანტია. მან საკუთარ შესაძლებლობებში არაერთხელ დაგვარწმუნა. სიტუაციისა და ხარვეზების გამოსწორებაც კარგად ეხერხება. თუ ჩვენ ევრო 2016-ის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, ელარდაისი მშვენიერი კანდიდატურაა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ მან მოახერხა "სანდერლენდის" გადარჩენა. ეს დაუჯერებელი მიღწევა იყო. იგი დეტალურად სწავლობს მეტოქის სუსტ წერტილებს და თავისი გუნდის ძლიერი მხარეების გამოყენებით ცდილობს შედეგის მიღწევას".

61 წლის "დიდი სემი" ამჟამად ავსტრიაშია "სანდერლენდის" შეკრებაზე.

აი, იურგენ კლინსმანი კი კალიფორნიაშია და უკვე წლებია, ამერიკის ნაკრებს უდგას სათავეში. ახლა კი ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი შესაძლოა, ინგლისს დაუბრუნდეს და ნაკრები ჩაიბაროს. ყოველ შემთხვევაში, ვარიანტებს შორის 51 წლის "კლინსიც" ფიგურირებს. თანაც, აშშ-ში მან თითქოს, ამოწურა საკუთარი თავი.

გაიჟღერა "ბორნმუთის" ახალგაზრდა თავკაც ედი ჰაუს სახელმაც, საუბრობენ "ჰალის" სტივ ბრიუსზეც. ხოლო გარეთ საუთგეიტმა საკუთარი თავი გამორიცხა, ისევ 21-წლამდელთა ნაკრებში მირჩევნია ყოფნა ამ ეტაპზეო. "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერიც ერთ-ერთი კანდიდატია.

საბოლოო გადაწყვეტილებას სამკაციანი ჯგუფი მიიღებს - ასოციაციის ტექნიკური დირექტორი დენ ანსუორთი, აღმასრულებელი დირექტორი მარინ გლენი და ვიცე-თავმჯდომარე დევიდ გილი. მათ კონსულტაციები უკვე გაიარეს გარი ლინეკერთან, რიო ფერდინანთან და ფრენკ ლამპარდთანაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ynwa

არაფერი ამათ არ ეშველებათ, სანამ ფედერაციაში პრემიერლიგა იქნება პირველ ადგილზე და არა ნაკრები. წელს სატელევიზიო შემოსავლებით ლიგიდან უშანსოდ გავარდნილმა ასტონ ვილამ უფრო მეტი მიიღო, ვიდრე ბაიერნმა. და უნდა ამ ფედერაციას ეს უზარმაზარი ფული დაკარგოს? მათვის მტავარია პრემიერლიგა დაემსგავსოს ნჰლ-ს, ნბა-ს, სულ კიდიათ ნაკრები. ეს ჩანს კიდეც, რომ წლებია არავინ თხოვს პასუხს. მხოლოდ თითს იშვერენ მწვრთნელისკენ და ფეხბურთელებისკენ. ხო ნახეთ საიტზე ერთი უბადრუკი სმოლინგი კვირაში უფრო მეტს იღებს ვიდრე მთელი 15 კაცის ინგლისის მორაგბეთა ძირითადი ნაკრები, რომელმაც ავსტრალიას სამივე მატჩი მოუგო ტესტებში! და უნდათ ამ ფულის ტომრებს თავის შეწუხება და რამის შეცვლა?

"ნოტინგემში" სექტემბერში დანიშნული პოსტეკოღლუ შესაძლოა, დაითხოვონ

ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა

"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე

კლინსმანმა გამოთქვა მოსაზრება, რატომ გააფუჭა კეინმა მეორე პენალტი საფრანგეთის წინააღმდეგ

ჩვენი კარი შენთვის ღია იქნება! - არსენ ვენგერს პრემიერლიგის კლუბი სამსახურს სთავაზობს

"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო

ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა

ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა

ფრანკ დე ბური ახლა ინგლისში ცდის...

"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა

პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია

ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების

100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე

"დიდ სემს" შენი ესმის! - სკანდალურად წასული წაუგებელი ლოპეტეგი და ელერდაისი

დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ

არსენ ვენგერმა, მისი აზრით, მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა

როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო

"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება

ვენგერის აზრით, გერმანელთა წარუმატებლობის მიზეზი პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობაა

პირველად 2020 წლის შემდეგ - იურგენ კლინსმანი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა

ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]

პრემიერლიგის მომაკვდინებელი დუეტები - ისინი არავის ინდობდნენ!

"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

"კრისტალ პალასი": ალან პარდიუ გაუშვეს

"ევერტონის" ხელმძღვანელობამ სემ ელარდაისს კარისკენ მიუთითა

რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა

კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრებიდან დაითხოვეს

"კრისტალ პალასი" "ლილის" მცველის სანაცვლოდ 20 მილიონს იხდის

დიდი სემი წავიდა - ელარდაისმა "არწივები" იხსნა და პენსიაზე გავიდა

იურგენ კლინსმანმა განმარტა, რატომ დატოვა დანიშვნიდან 2.5 თვეში "ჰერტა"

"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა