ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] ბაბუის ნაჭამი ტყემლის ამბავი

[ოთხშაბათის საკითხავი] ბაბუის ნაჭამი ტყემლის ამბავი

მანამ არაფერი გვეშველება, სანამ არ ვაღიარებთ, რომ ჩვენი ადგილი ზუსტად იქაა, სადაც ახლა ვართ და საქმის გამოსწორებას არ დავიწყებთ
ქართველები ვიტყვით ხოლმე, ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილები მოჰკვეთაო. სწორადაც არის ნათქვამი და ქართული ფეხბურთის დღევანდელობასაც ძალიან უხდება. ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ამბავი ისეა, რომ რეალობას ვერაფერს ვუზამთ და ისღა დაგვრჩენია, ის მიზეზები გამოვიკვლიოთ, რამაც ჩვენი ფეხბურთი ამ დღემდე მიიყვანა...

თავის დროზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძველმა ხელმძღვანელობამ 16-გუნდიანი ჩემპიონატი დააკანონა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მართებული ნაბიჯი. როცა 10 ან 12-გუნდიანი ჩემპიონატისთვის არ გაქვს საკმარისი რესურსი, 16-იანისთვის როგორ გექნება?

ასე იყო თუ ისე, ეს ჭირი დღემდე ვერ მოვიშორეთ. რა თქმა უნდა, არ არის მართებული იმის მტკიცება, რომ ყველაფერი ჩემპიონატის ფორმატის ბრალია, მაგრამ სიმართლის მოზრდილი მარცვალი ამაში ნამდვილად არის.

შევხედოთ, რამდენგუნდიან ჩემპიონატს ატარებენ ჩვენი კბილა, ჩვენი გაქანების ქვეყნები. არც ლიტვაში, არც ლატვიაში, არც ესტონეთში, არც აზერბაიჯანში და არც სომხეთში არ ტარდება 16-გუნდიანი ჩემპიონატი.

ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობას რომ ჰკითხავდი, 16-გუნდიანი პირველობა რატომ აირჩიეთო, წამსვე მზად ჰქონდა პასუხი - რატომ და იმიტომ, რომ რეგიონებიდან რაც შეიძლება მეტი ტალანტი წამოვიდესო...

არა, ბატონებო, უმჯობესია, ეგ საკენკი თქვენს ქათმებს დაუყაროთ. ტალანტი როგორ წამოვა იმ გუნდიდან, რომელსაც არანაირი პირობა არ აქვს და თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი? ტალანტი როგორ წამოვა იმ გუნდიდან, რომელსაც სტადიონი არ აქვს, საწვრთნელ კომპლექსზე რომ არაფერი ვთქვათ?!

ასეთ გუნდებთან თამაშით სხვა ქართული გუნდების კლასიც დაეცა. სხვანაირად როგორ ავხსნათ "დილასა" და "ჩიხურას" მარცხი "შირაქთან" და "ზიმბრუსთან"? ჩვენი გუნდებისგან მთების გადაბრუნებას არა, მაგრამ იმას კი ვითხოვთ, რომ ასეთ მეტოქეებს მაინც მოუგონ.

ერთი ისიც ვიკითხოთ, როდის აღწევდნენ ქართული გუნდები საუკეთესო შედეგს ევროთასებზე ბოლო წლების განმავლობაში? ეს იყო არცთუ დიდი ხნის წინათ და ის დრო ყველას კარგად გვახსოვს. იმ დროს "დინამო", "ზესტაფონი" და "დილა" ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოდნენ. და იმ დროს ქართულ კლუბებს მინუსად სწორედ იმას ვუთვლიდით, ჯგუფურ ეტაპზე რომ ვერ ხვდებოდნენ, ახლა კი...

სირცხვილია, მეგობრებო, ძალიან დიდი სირცხვილია! ევროპული საკლუბო ფეხბურთის ახალმოსახლე გიბრალტარმა გაიყვანა ერთი გუნდი შემდეგ ეტაპზე იმ დალოცვილ ევროპალიგაზე და ჩვენ რაღა დაგვემართა?!

ერთიც: უკვე კარგა ხანია, "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთში აღარ არის. კარგად ვიცი, რას ნიშნავს ფეხბურთი ამ ქალაქისთვის, მაგრამ ახლა ასე მგონია: "ზესტაფონი" ზესტაფონზე არანაკლებად სჭირდება ქართულ ფეხბურთს. სჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ ეს გამართული კლუბი, ორი ბაზით, კარგი სტადიონითა და კიდევ უფრო კარგი პერსპექტივით, დიდი ალბათობით, ისეთ გუნდებთან მაინც არ დამარცხდება, როგორებთანაც სხვა ქართული კლუბები დამარცხდნენ წლეულს...

დიახ, ბატონებო, ეს გუნდი სჭირდება ქართულ საკლუბო ფეხბურთს, რადგან დღეს, ერთი გამონაკლისის გარდა, ქართულ ფეხბურთში ვერ ვხედავთ კლუბს, ამხელა აქტივები რომ ჰქონდეს. და ის ერთი გუნდიც ვერ იქნება პროგრესული, თუ ჩვენს საკლუბო ფეხბურთში კონკურენცია არ გაიზარდა.

არ გვინდა, ბავშვი ნაბან წყალს გადაჰყვეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უნდა შეეშვას ზოგადი ფრაზებით ლაპარაკს და საქმეზე გადავიდეს. ფედერაციის პრესტიჟი ძლიერი კლუბია. უნდა თუ არა ამ ფედერაციას, ილია კოკაია შემოსაბრუნებელია ქართული ფეხბურთისკენ.

არადა, ჯერაც არ მომხდარა იმის შეფასება, ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობა მართებულად მოექცა კლუბს თუ არა. ძალიან, ძალიან გამოადგებოდა დღეს ქართულ ფეხბურთს "შტურმთან" და "ბრიუგესთან" ტოლ-სწორად მებრძოლი "ზესტაფონი". გამოადგებოდა საყოველთაო უიმედობისა და ჩავარდნის ფონზე.

ქართულ ფეხბურთში ყველა ყველას მეგობარია და ყველა ყველას წყენას ერიდება. ეს გასაგებია, მაგრამ ფაქტი მოხდა და რაც მოხდა, იმაზე ვერ ვიტყვით, რომ არ მომხდარა. მე არ ვიცი ბოლომდე ამ ამბის ზუსტი გარემოებები და შესაბამისად, არც ის ვიცი, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ამის გარჩევა ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა.

ამ საკითხის გარკვევა "ზესტაფონის" ქართულ ფეხბურთში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხს მოჰფენს ნათელს.

ყველაფერი კარგია, მაგრამ ზესტაფონელ გულშემატკივარს სრული უფლება აქვს, მშობლიური ქალაქის სტადიონზე მოთამაშე თავისი გუნდი იხილოს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სტუმართმოყვარე იმერლები ამის შემდეგაც ფართოდ გაუღებენ სტადიონის კარს ნებისმიერ ქართულ გუნდს.

...ჩვენ თავი ჯერაც მაღლა გვაქვს აწეული, არადა, საშუალოზე საშუალო გუნდები ყველა ნიუანსში გვჯაბნიან. ზესტაფონში ვიყავი "გაბალას" მატჩისწინა ვარჯიშზე. 20 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ახლდა აზერულ კლუბს.

სიმართლე ითქვას, თეთრი შურითაც ვეღარ შემშურდა, პირდაპირ შავზე გადავედი. 20 სპორტული გამოცემა თუ ტელეარხი! გვაქვს კი ეს საქართველოში? არ გვაქვს და ამაშიც არის ლოგიკა.

ხალხს აღარ აინტერესებს წაგებულ თამაშებზე წერა და ვაი-ვიში...

აღარ აინტერესებს ჩვენი "ვარსკვლავების" ტრანსფერები რუსეთის თუ უკრაინის დაბალი დონის გუნდებში...

აღარ აინტერესებს ნაკრები, რომელიც წელიწადში ერთხელ "ყარაულის თოფივით" ისვრის...

აღარ აინტერესებს "ჩაგრული" ფეხბურთელების ამბავი, რომლებიც თვეობით დაეხეტებიან სარჩოსა და კლუბის ძებნაში. მერე ჩამოვლენ და გვეუბნებიან, რომ ყველა გააოცა თავისი კლასით, მაგრამ ვიღაცამ "დაჩაგრა", რომ კონტრაქტის პირობები "არ მოეწონა" ან ტრავმა ისე მიეწია, როგორც გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში და ასეთი ზღაპრები...

ვხედავ ყოველივე ამას და უკვე ძალიან ხშირად მქენჯნის სინდისი. რამდენად საჭირო ვარ მე ქვეყნისთვის, როგორც ჩემი საქმის რიგითი პროფესიონალი და რამდენად სწორად ავირჩიე ეს პროფესია? რისთვის მიხდიან ფულს, თუ სულ წაგებებზე, ათასგვარ ჭირსა თუ ნეგატივზე უნდა ვწერო?!

როდის იქნება, რომ 20 ქართველი ჟურნალისტი ახლდეს ჩვენს კლუბებსა თუ ნაკრებებს საერთაშორისო მატჩებზე? ის კი არა, თუ გრანდი არ ჩამოდის ან თბილისს მეგავარსკვლავი არ სტუმრობს, 20 ჟურნალისტის შეკრება აქაურ პრესკონფერენციაზეც ჭირს...

ამის შემდეგ ჩვენ გულზე მჯიღს ამაყად ვიცემთ და ვამბობთ, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ. არა, მეგობრები, არავინაც აღარ ვართ და მანამ არაფერი გვეშველება, სანამ არ ვაღიარებთ, რომ ჩვენი ადგილი ზუსტად იქაა, სადაც ახლა ვართ და საქმის გამოსწორებას არ დავიწყებთ.

ძნელია საკუთარი შეცდომებისა და უძლურების აღიარება, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია მათ გარეშე პროგრესზე ფიქრი. ჩვენ მაინც ნუღარ ვიქნებით ისეთი ბაბუები, რომელთა ნაჭამი ტყემალი შვილიშვილს კბილებს მოჰკვეთს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• დილა

რა 20 ტელევიზიაზეა ლაპარაკი როცა ქვეყანასჰი მხოლოდ ერტი სპორტული გაზეტი არსებობს

• baxtura

ესეთი სიმართლე დიდი ხანია არ წამიკითხავს!

• gia

მართალს ამბობს კომენტარებში ზაზა. არ დატოვოთ დინამო მედია მხარდაჭერის გარეშე და ჩადით სომხეთში. მართლა კაპიკების ბაზარია

• gio dila

დილას რაც დამართეს ყველამ კარგად იცით და ეხლა ეს მსჭერმეტყველობა ძაან მაგრად გვკიდია გორელ გულშემატკივრებს კარგად ვახსოვს არავის გიხაროდათ დილას წარმატებები და მაინც მიაღწიეს საწადელს დაშალეს გუნდი

• gio

ზუსტად იქ ვართ სადაცაა ჩვენი ადგილი დღეს, მსოფლიოს საფეხბურთო რეიტინგში, ვაღიაროთ და დავიწყოთ აქედან, ნოლიდან ფიქრი იმაზე, ვთხოვოთ უელსელებს და გაგვიზიარონ ეგებ თავიანთი ქვეყნის საფეხბურთო გამოცდილება!

• პაატა

აბსოლუტურად ვიზიარებ ავტორის მოსაზრებას და იმედია მალე დადგება შედეგი.რატომღაც მეიმედება დღევანდელი ფედერაციის..

• vava

ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი რისთვის შეიქმნა? 8-12 ათასიანი ხელფასებისთვის?

• svani

ყოჩაღ ავტორ 10-12 გუნდიანი უნდა იყოს ეს ჩემპიონატი!!!)))

• didish

მაპატიეთ მაგრამ მარტო წერა და კითხვა ჩემი აზრით არ უშველის არაფერს. თქვენ მადლობა სტატიის ავტორო ასე კარგად რომ გადმოეცით თქვენი სათქმელი მაგრამ კომენტარებსაც, რომ გადავხედე იქაც ბევრი სიმართლეა ნათქვამი.

• ამიკო

16-გუნდიანი კი არა 5-გუნდიანი ჩემპიონატი რომ ჩავატაროთ, თუ არ იქნა ძირეული ცვლილება და ფულადი სახსრები, მაინც არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს. აქ ყველაფერი ფუნდამეტალურად არის შესაცვლელი და თავიდან დასაწყები. დაუშვათ 10-გუნდიანი ჩემპიონატი იყოს, მერე რა??? რას ელოდებით უკეთესს? მე პირადად არაფერს არ ველი ძირეული ცვლილებების გარეშე. არა მგონია ფედერაციის ახალი ხეკმძღვანელობა წინაზე კომპენტენტური იყოს (წესიერი შეიძლება არის). მუჯირი კი ... არის დაკავებული.

• გუჯა კახაძე

ბ-ნო ალეკო! თქვენი სტატიები კარგად იკითხება, მაგრამ რეალობას ძალიან დაშორდით. ქართულ ფეხბურთს ჯერ დაბალი ტემპი ღუპავს და შემდეგ დანარჩენი... გუშინ "დინამოს" ფეხბურთელებმა 2 ტაიმის განმავლობაში მხოლოდ 57 სპრინტი გააკეთეს, რაც ნიშნავს -საშუალოდ 6 სპრინტი 1 ფეხბურთელზე (ქართველი ფეხბურთელი საშუალოდ 15 წუთში ერთხელ აკეთებდა სპრინტს, რაც თითქმის კატასტროფის ტოლფასია). ტოპკლუბები 90 წუთის განმავლობაში 300-დან 700 სპრინტამდე აკეთებენ. ჩემი მოსწავლე მოზარდი ფეხბურთელებიდან ნებისმიერი აკეთებს 30 სპრინტს 2 ტაიმის განმავლობაში. კარგი იქნება თუ მობრძანდებით და თქველი თვალით ნახავთ...

• haha

ჯერ გახადეს 14 გუნდიანი მერე 16 გუნდა, სწორედ ეს იყო კანტროლკა ჩვენი გუნდებისთვის. ისედაც სუსტი ახალგაზრდობა მოდიოდა და ამან სულ დაასუსტა. კიდევ იყო სპონსორების უაზროდ, ძალით შეტენა. გაიხსენეთ ქუთაისი. ახლაც იგივეს აპირებს ზოგიერთი. კიდევ იყო აქცენტის პირველ ნაკრებზე გაკეთება. ანუ პირამიდის წვეროდან დაწყება უსაძირკლვლოდ. კიდევ იყო თამაშების ჩაწყობა. კიდევ იყო მაზავშიკებისგან საფეხბურთო სკოლების გახსნა. და ბევრი იყო. ამას მარტო ფულთ ვერ უშველი.

• namdvili zaza

შენ, ყველაზე ჭკვიანო და ყველაზე "გამპრავებელო", მე რომ მომმართავ, კარგად წაიკითხე და დაიმახსოვრე! 1. აზერბაიჯანში არ არის უფრო მეტი გაზეთი, ტელევიზია, რადიო თუ ინტერნეტ გამოცემა. აზერბაიჯანი ზოგადად არ არის თავისუფალი ქვეყანა და შესაბამისად არც მედიაა განვითარებული საქართველოს დონეზე. თუმცა ასეც რომ იყოს ეს არ ამართლებს ქართველ ჟურნალისტებს რომლებსაც არ აქვთ შნო და უნარი 50 ლარიანი ავტობუსის ბილეთი აყიდინონ უფროსობას, აკრედიტაცია გაიარონ და ბაქოში ან ერევანში ჩვენი გუნდის თამაშს დაესწრონ! 2. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და ბიზნეს კლასის ბილეთი პათეთიკურად ვახსენე. იგულისხმება რომ მზამზარეულს სანამ არ მოართმევ მანამდე ერთ ადგილს არ გაანძრევენ ჩვენი პატივცემული ჟურნაისტები, რომლებიც სხვებს იცოცხლე ისე აკრიტიკებენ და თვითონ ბაქოში ვერ ჩასულან! 3. კლუბის ხარჯზე წასვლას ვინ გთხოვთ მაგრამ ეგეც არ შეუძლიათ, თორე კლუბს რომ დაკავშირებოდნენ იმას მაინც გაიგებდნენ საიდან როდის და რა დროს გადის გულშემატკივრების ავტობუსი ან მარშრუტკა და იმათ მაინც გაყვებოდნენ! 4. თუ ცოტა ხართ ამ სფეროში ეგ რა გამართლებაა?! მითუმეტეს ცოტას წასვლა თამაშზე უფრო ადვილია ვიდრე ბევრის! 5. რასაც მე ვწერ, მიმართულია ქართული ფეხბურთის უკეთესობისკენ და პრესტიჟის ამაღლებისკენ! იქნებ დაფიქრდნენ ვიღაც-ვიღაცეები და დინამო მაინც არ მიატოვონ და გაყვენენ გიუმრიში (სულ 200-მდე კილომეტრშია) და შენ მიდი აპრავე და ვიყოთ სულ ნაგავში!

• Gio

.. აიჩემეს ეს 16 გუნდიანი ჩემპიონატი და თურმე იმას დავუქცევივართ!..))) იყო 10 გუნდიანიც 3 სეზონი,12 გუნდიანიც...რა მერე?!....ავშენდით?!..დონემ აიწია?!..16 გუნდიანია ჩვენზე პატარა ურუგვაის ჩემპიონატი...ჩვენზე ბევრად პატარა კვიპროსის და ლუქსემბურგის 14-გუნდიანი...სხვაგან ეძებთ პრობლემას.. მთავარი პრობლემაკი საპირისპირო მხარესაა...300 ათასიან ისლანდიაში 22 ათასი რეგისტრირებული ფეხბურთელია... ხორვატიაში 160 ათასი...და 3000-მდე საფეხბურთო კლუბი...და ხორვატია და ისლანდია ბოლო ადგილებზე იყვნენ ფეხბურთელების და კლუბების რაოდენობით ევრო-2016-ძე!...ამიტომ სხვა ქვეყნების მონაცემებს უბრალოდ აღარც მოვიყვან....საქართველოში კი სულ 80-ამდე საფეხბურთო კლუბია!....თბილისში...სადაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს სულ 4-5 საფეხბურთო კლუბია!...მორჩა კინო....რაზე ლაპარაკობთ....რა ევროპაზე და მსოფლიოზე მოხვედრა რა ჩემპიონთა და ევროპა ლიგა....ამას მიხედეთ და ზღაპრებს ნუ უყვებით ხალხს!....

• ალეკო კაკაურიძეს

ალეკო კაკაურიძეს მინდა ერთი შეკითხვა დაუსვა. იყო თუ არა ბაქოში გაბალა - სამტრედიას თამაშზე? თუ არ იყო რატომ? მადლობა წინასწარ.

• zugdidski

ვეთანხმები ავტორს - ქართული ფეხბურთის დადამბლავება აქრობს თანდათან ჩვენში ბეჭდურ მედიას. აქ არ წერია სადმე წაყვანაზე. აქ წერია იმაზე, რომ ქართული სპორტული მედია მიდის უკან და ავტორიც ამ კატეგორიაში განიხუკავს თავს. ამას მე არ ვეთანხმები, მე მის ყველა წერილს სიამოვნებით ვკითხულობ, მაგრამ მაინც

• namdvilo zaza!

აქ საუბარია იმაზე რო აზერებს ამდენი მედიასაშუალება ჰავთ. ჩვენ არ გვყავს. ეს ერთი. ხუთვარსკვლავიან სასტუმროს არ ელოდება ეს ხალხი, ვიცნობ მე ამათ. სხვას ვინ რას აბრალება აქ ყველაზე მეტად თავის თავს აკრიტიკებს მგონი ეს კაცი. და კიდე ერთი თუ იცი შენ ნამდვილო ზაზა რომ კლუბის ხარჯით რომ წავა ჟურნალისტი, ის ვერაფრით იქნება თავისუფალი. აქ არ წერია წამიყვანეთო. აქ წერია ცოტა ვართო და მეც, ვინც ცოტა ხნის წინ ვიყავი ამ სფეროში, ვეთანხმები ბოლომდე

• Zura

სამშუხაროა ის რეალობა რაც დგეს სრულიად საქართველოშია. არცერთი სტრუკტურა არ აკეთებს თავის გასაკეთებელს და ამიტომაა ესე ცუდად ჩვენი ფეხბურთის საქმე. სამი შელია გერმანიაში ვცხოვრობ და ვთამაშობ სამოყვარულო გუნდში. არც მინდა შედარება რამხელა სხვაობაა. აგარაფერს ვამბობ პროფესიონალებზე. არ შეიძლება ესე გაგრძელება...

• form

ბოლომდე ვეთანხმები ავტორს ჩვენნაირი პატარა ქვეყანა რომელი ატარებს 16 გუნდიანს>? გაგვეცით პასუხი აქ მაამებლობას სად ხედავთ არავის არ უკმევს ეს კაცი

• namdvili zaza

არ დაბლოკოთ თუ სიმართლე გინდათ! როდის იქნება ეგ დრო და მაშინ როდესაც კეთილს ინებებთ და თქვენი დამსაქმებელი მედია საშუალების ხელმძღვანელობასთან მიბრძანდებით და ჯერ თხოვთ და თუ საჭირო გახდა კატეგორიულად მოთხოვთ რომ მივლინებით გაგიშვან მაგალითად აზერბაიჯანში! ასეთ შემთხვევაში როდესაც ევროთასებზე მეზობელი ქვეყნის გუნდს ვხვდებით არ მიიღება არავითარი თავის მართლება! რა ღირს ავტობუსით მგზავრობა თბილისიდან ბაქოში?! დაახლოებით 50 ლარი! რა ღირს აკრედიტაცია მატჩზე?! უფასოა! რატომ არ წახვედით?!! არ არსებობს რომ ჟურნალისტმა მოინდომოს, შეეხმიანოს კლუბის ხელმძღვანელობას რომელიც მიდის საზღვარგარეთ, შეეხმიანოს სფფ-ს, საკითხი დასვას საკუთარი გაზეთის თუ ტვ-ს ხელმძღვანელობასთან და ვერ მოახრეხოთ მატჩზე დასწრება! მაგრამ ჩვენ გულშემატკივრებმა კარგად ვიცით რატომაც არ ჩადიხართ - თქვენ გინდათ ვიღაც ყოვლისშემძლემ დაგირეკოთ და გახაროთ: "წამობრძანდით ბაქოში, უკვე აღებულია თქვენს სახელზე სამგზავრო ბილეთები ბიზნეს კლასში და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო".. აი ამას ელოდებით თქვენ და ერთი ადგილის განძრევა არ გნებავთ! სირცხვილია ამას რომ წერთ და სხვებს გსურთ გადააბრალოთ თქვენი უნიათობა, სიზარმაცე და საბოლოო ჯამში არაპროფესიონალიზმი! არ დაბლოკოთ!

• bebeto

დღეს ქართულ ფეხბურთში ზესტაფონი რატო არ არის ამაზე წინა ფედერაციას აქვს პასუხი გასაცემი, მაგრამ, ახლა მაგის დრო არ არის,სასწრაფოდ არის ზესტაფონი დასაბრუნებელი ქართულ ფეხბუთში თანაც წელსვე,როგორც ვიცი კოკაიამ გამოთქვა ისევ დააფინანსოს ეს კლუბი, ამ კაცმა ბევრი გააკთა ქართული ფეხბურთისთვის.კლუბს 2 ბაზა აქვს ერთის მაგიერ და ასევე კარგი სტადიონი,ასეთი კლუბის გაუქმება დანაშაულია თაობების წინაშე.

სიმაrtlea

• ბაბუა

ყურადგება!იძებნება ტორპედოს სპონსორი და პეხბურთელები! მპოვნელს ვთხოვთ, დეპეშა გამოაგზავნოს მისამართით, ქალაქში ბაბუას.

• dato

ალეკო გეთანხმები მიმვმართავ ფეხბურთის ფედერაციას რატომ ჭიანურდება ზესტაფონის დაბრუნება. ლევან კობიაშვილო ზეტაფონში რომ ჩამოხვედი გაიძახოდი ძესტაფონი დაჩაგრესო ეხლა სადხარ ???

• რრრ

სტატია არ უნდა წერო სტატიისთვის, რაც დილამ გააკეთა არავის გაუკეთებია, 2 ჯერ ზედიზედ ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპა ლიგაზე, მაგრამ დღეს რომ გუნდს დაფინანსება არ აქვს და 500 ლარზე ათამაშებ სხვა კლუბებიდან მოთხოვნად ბიჭებს ბოდიში და ფორმატის ბრალი კიარა სხვა რამის ბრალია, მშიერ ფეხბურთელს 1 კვირის შეკოწიწებულს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა არ უნდა მოსთხოვო

• comandor

სირცხვილი ყველაფერში წინა ფედერაციის დადანაშაულება და ახლის მაამებლობაა. სიჭინავას ბრალია დილას რომ დაფინანსება შეუწყვიტეს და ფეხბურთელები გარბიან? როცა ფინანსდებოდა ლამის ლიგაზე მოხვდნენ იგივე ჩიხურაც ბრძენ კაცს რომ დაეფინანსებინა არაფერი მოხდებოდა

• dimitri

აუ რამხელა სიმართლე დაწერა ასეთები გადაარჩენენ ქართულ ფეხბურთს გაიხარე ავტორო

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის

ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე

საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო

"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...

ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა