"ჩვენ უნდა გავსულიყავით შემდეგ ეტაპზე და რადგან ეს არ მოხდა, ყველანი დამნაშავეები ვართ"
გორის "დილამ" სომხური "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა. რა თქმა უნდა, ორმატჩიანი დუელის ასეთმა შედეგმა ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული. ისიც ფაქტია, რომ თამაშის წინ "დილა" ფინანსურმა კრიზისმა შეარყია, რის გამოც გუნდი არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა.

- შირაქი-დილა 1:0, პენ 4:1 - მინდა, ბოდიში მოგიხადოთ! [VIDEO]

- დილა-შირაქი 1:0 - მშრალი მინიმუმი [VIDEO+PHOTO]

"ლელომ" ინტერვიუ სთხოვა "დილას" გამოცდილ თავდამსხმელს, გუნდის კაპიტან ირაკლი მოდებაძეს. საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდს სხვადასხვა კლუბისგან წინადადებები არ აკლია, მაგრამ ის ჯერ კიდევ ელის "დილაში" სიტუაციის გარკვევას.

ჩვენი საუბარი, რა თქმა უნდა, "შირაქთან" მატჩით დაიწყო...

- როგორ შეიძლება, ვინმე კმაყოფილი იყოს "შირაქთან" თამაშების საბოლოო შედეგით? გასათვალისწინებელია, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა გუნდი ამ შეხვედრის წინ. ჯერ იყო და, სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპი ვერ გავიარეთ. მერე გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. პირველ მატჩამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი და ჩვენ ჯერ ისიც კი არ ვიცოდით, როგორი შემადგენლობით ვითამაშებდით "შირაქთან"...

და მაინც, ამ შემთხვევაში თავის გასამართლებელი მიზეზების ძებნა არ შეიძლება. ჩემიდან დავიწყებ - ჩვენ უნდა გავსულიყავით შემდეგ ეტაპზე და რადგან ეს არ მოხდა, ყველანი დამნაშავეები ვართ.

გულწრფელად გეტყვით - პირველი მატჩის შემდეგ მჯეროდა, რომ გავიდოდით, ყველანი ძალიან ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილნი, მაგრამ... მოხდა ის, რაც მოხდა. ფაქტია, რომ ფეხბურთი ბევრი წვრილმანისგან შედგება...

- თერთმეტმეტრიანები ცუდად შეასრულა გუნდმა. საპასუხო მატჩამდე თუ ვარჯიშობდით ამ კომპონენტზე?

- პირველი მატჩის შედეგი ისეთი იყო, რომ ვუშვებდით ალბათობას და ვვარჯიშობდით კიდეც 11-მეტრიანებში. სამწუხაროდ, არ წაგვივიდა პენალტები.

იცით, ძალიან ძნელია, როცა 120 წუთი გაქვს ნათამაშები, ამხელა ენერგია გაქვს ჩადებული... ყოველივე ამას თან დიდი ემოციური დატვირთვა ახლავს. ვარჯიშზე შეიძლება ხუთი პენალტი დაარტყა და ხუთივე გაიტანო, თამაშის დროს კი...

- როგორ ფიქრობთ, ოთარ მარცვალაძე და გუგა ფალავანდიშვილი რომ დარჩენილიყვნენ გუნდში, "დილა" ამ ბარიერს გაივლიდა?

- კი, მე ვფიქრობ, გაივლიდა. ან ფეხბურთელები რომ დარჩენილიყვნენ გუნდში, ან ეს ბირთვი, რომელმაც "შირაქთან" ითამაშა, უფრო შეთამაშებული რომ ყოფილიყო, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს გავივლიდით.

- როგორც ვიცით, თქვენით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, მათ შორის, ბათუმის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ასახელებენ. რას აპირებთ?

- მარტო მე კი არა, "დილას" არაერთი ფეხბურთელი აინტერესებს სხვადასხვა კლუბს. როგორც ვიცი, არის შანსი, რომ ჩვენთან დალაგდეს სიტუაცია და წასვლას არ ვჩქარობ. ამდენი წელი მაკავშირებს ამ გუნდთან...

თუ არაფერი შეიცვალა, მერე ვიფიქრებ წასვლაზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შოთა გუგეშაშვილი
რა ხდება ბისნეს ჯგუფსეგაგვაგებინეტ არ შეიზლება
გივი გაგნიძე
ირაკლი შენ კაცი ხარ და ერთგული ხარ გუნდისა და გორელებისა. დ ი ლ ა ს აუცილებლად ეშველება და დარწმუნებული ვარ გუნდის საქმეები გამოკეთდება შენ და შენისთამები ბ-ნ უჩასთან ერთად დაალაგებთ გუნდს,მჯერავს თქვენი გამარჯვებებისა
თაზო
კაი ფეხბურთელია და თან მაგარი ადამიანი.
ლუკა
ირაკლი მოდებაძე გამორჩეული თავდამსხმელია საქართველოს ჩემპიონატში. დილას მენეჯმენტი დიდ სისულელეს გააკეთებს თუ მას ხელიდან გაუშვებს. დილა სწორ გზაზე იდგა რამდენიმე წლის წინ, სერიოზულ კლუბად ყალიბდებოდა მაგრამ აურდაურიეს ზოგიერთებმა საქმე და დღეს ისევ თავიდან უნდა დაიწყოს გუნდის შენება. ამდენი დრო დაიკარგა და რისთვის? იმედია დილას მესვეირები სერიოზულ ინვესტორს მოძებნნიან და აღარ გამეორდება გიუმრის კოშმარი.
gori
jangos madloba da samtredisa warmatebebi, mores piradad vicnob da ar gamkvirvebia misgan eseti saqcieli, more tyuilad ar aris dilas panebis sayvareli pexburteli, madlob more
ეს
ეს ძალიან მაგარი ფოტო გადაუღო სომეხმა ფოტოგრაფმა მორეს, ისეთია შვილიშვილებს რომ უნდა აჩვენო და "დილას" მუზეუმში რომ უნდა იყოს :-)
vano
მორე შენ ყველაზე ერთგული კაცი ხარ ყველაზე მეტად ამ ფეხბურთელს ვცემ გორის დილაში პატივს
ქერდიქარდი
ირაკლი მოდებაძე უკვე იქცა დილას თილისმად. და დიდი სიყვარული დაიმსახურა გორელი ქომაგის ტავალში სწორედ თავისი ადამიანობით, ერთგულებით და რა თქმა უნდა თამაშით. წარმატებები
fcb
ჯანგო გაიხარე.მორე გორის ოქროა ეგ კაცი გოლს რო შეაგდებს ისეთი სიყვარულით გამოხატავს ეკალი მაყრის სიხარულისგან ხოლმე შენ გენაცვალე მორე.
გიო
კაცური კაცი ხარ.
bujanga
დილა ყოველთვის გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობდა..მისი განსხვავებული სათამაშო სტილი ქონდა..უდავოდ ნიჭიერი და კვალფიცირებული მწვრთნელია უჩა სოსიაშვილი..კაცი მ,ერამდენე წელია არაფრიდან ერთ ტვეში გუნდს აყენებს..და ათამაშებს...ასეთ ხალხს უნდა და ჭირდება თანადგომა..ორივე თამაში ვნახე..და სულ სხვა იყო ჩემპიონატში ნათამაშები..და სულ განსხვავებული ფეხბურთი ეთამაშა ახლა..სიმართლე გითხრათ ეს ბოლო ორი თამაში მომეწონა..კაცმა ორი დღის მოსული ფეხბურთელებიდან გუდი დააყენა..ახლაც კიდევ ხლეის შეშლა და ფეხბურთელების წასვლა..აღარ ვიცი..მერე ვინ უნდა თამაშოს..ალბათ გაზონის მკრეჭავები..დაუდექით უჩას ვერდით..ეს კაცი იმსახურებს ამას
Jango
ირაკლი, გამორჩეული, ვაჟკაცი კაცი ხარ, ნამდვილი სპორტსმენი და ფეხბურთელი. ნამდვილად მინდა რომ სამტრედიას ძლიერი კონკურენტი ჰყავდეს დილა-ს და ირაკლის სახით. წარმატებები!
dila
საგოლ მოდებაძე სწორე ფიქრობ და მსჯელობ.კაი კაცი ხარ კიდე რო სიტუაციის გამოსწორებას ელოდები და სხვებივით უცებ არ გაიქეცი.არავის არ ვამტყუნებ ტქვენ უკან ოჯახები დგას მაგრამ ელემენტალურად მათაც შეეძლოთ შენსავით მოქცეულიყვნენ.წარმატებები შენც და დილასაც.
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა