ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"წარმოგიდგენიათ, "გაბალას" ნახევარი ბიუჯეტით "სამტრედიას" რა გუნდი ეყოლებოდა?"

"წარმოგიდგენიათ, "გაბალას" ნახევარი ბიუჯეტით "სამტრედიას" რა გუნდი ეყოლებოდა?"

გიორგი მანჯგალაძე: "ცუდი ფიზმომზადებითა და დაბალი ტემპით ქართულ გუნდებს ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ"
"სამტრედია" ბოლნისის "სიონის" ნახევარმცველით გაძლიერდა. 23 წლის გიორგი (და არა გიული, როგორც ადრე იწერებოდა) მანჯგალაძე თავიდან ლუგანსკის "ზორიას" დუბლშემადგენლობაში გამოჩნდა. მაშინ ქართველი ნახევარმცველი 16 წლისა გახლდათ.

უკრაინული გუნდის შემადგენლობაში მან 5 სეზონი გაატარა და 2014 წელს "პოლტავაში" ჩაირიცხა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და საჩხერის "ჩიხურას" ფორმა მოირგო. ბოლო სეზონი ბოლნისის "სიონში" გაატარა, ხოლო ზაფხულში "სამტრედიაში" გადავიდა და ევროპალიგაზეც ითამაშა.

პირველი შეხვედრა მთლიანად გუნდმა ჩააგდო, მეორეში კი გამოჩნდა, რომ სამტრედიელებს საკმაოდ კარგი ფეხბურთელი შეუძენიათ - აქტიური, თამამი, ტექნიკური და აგრესიული თამაშით მანჯგალაძე აზერბაიჯანელების დაცვას დიდ პრობლემებს უქმნიდა, მისთვის ბურთის ართმევას კი ვერ ახერხებდნენ.

რატომ გადაწყვიტა "სამტრედიაში" თამაში, როგორ აფასებს ქართულ ფეხბურთს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს... ამ ყველაფერზე გიორგი მანჯგალაძემ "ლელოსთან" საინტერესოდ ილაპარაკა...

- ცნობილია, რომ ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელებს "სამტრედიაზე" უკეთესი პირობები ჰქონდათ. ამიტომ იყო გასაოცარი, გუნდი რომ შეიცვალეთ...

- პირდაპირ გეტყვით: სხვა გუნდი რომ დაინტერესებულიყო, შესაძლოა, "სიონიდან" არ წავსულიყავი და უარი მეთქვა, რადგან ბოლნისში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი - მწვრთნელი და ხელმძღვანელობა მენდობოდნენ.

მაგრამ სამტრედიაში დავიბადე, დედაც და მამაც იქაურები არიან და ორ წლამდე ამ რაიონში ვიზრდებოდი. მართალია, მერე ოჯახი თბილისში გადმოვიდა, მაგრამ იქაურობასთან უამრავი ნათესავი და ახლობელი მაკავშირებს და როცა გადასვლა შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი.

ამას გარდა, გუნდის ევროპის ლიგაზე გამოსვლაც დიდი სტიმული იყო. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის თავის გამოჩენისა და წინსვლის შანსია.

- მაგრამ წლეულს "სამტრედიამ" ეს შანსი ვერ გამოიყენა და "გაბალამ" ეს ეტაპი დიდი უპირატესობით გაიარა. თქვენი აზრით, ორრაუნდიან ბრძოლაში აზერბაიჯანელების დასამარცხებლად რა დააკლდა გუნდს?

- "გაბალა" ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა - გინდ ასე თქვი და გინდ - ისე, ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით. მაგრამ იმდენადაც არ გვჯობდა, რომ 1:5 წაგვეგო. ბაქოში რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მათ კი ერთი შეცდომაც არ გვაპატიეს.

ზესტაფონის შეხვედრაში გამოჩნდა, რომ "სამტრედიას" ბევრად მეტი შეეძლო - ეს აზერბაიჯანელებმაც აღნიშნეს. ჩვენ კი, უპირველესად, გამოცდილება დაგვაკლდა. "გაბალას" ფეხბურთელებმა შარშან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს, ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი კი ევროთასებზე პირველად თამაშობდა. ეს ბევრს ნიშნავს. მაგრამ ბაქოში ორბურთიანი სხვაობითაც რომ წაგვეგო, საპასუხო შეხვედრაში ბრძოლა შესაძლებელი იქნებოდა.

- მარტო გამოცდილებით გაჯობათ "გაბალამ"?

- რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც იყო. შემადგენლობაში სულ 2 აზერბაიჯანელი ჰყავდათ, დანარჩენები ლეგიონერები იყვნენ, ხოლო რამდენიმე მათგანი - საკმაოდ მაღალი დონისაც: სტანკოვიჩი, რიკარდიონიო, ჩვენი ნიკა კვეკვესკირი, ვიკსი, ოზობიჩი, ზენიოვი... რეალურად, თამაშის ბედი მათ გადაწყვიტეს, "სამტრედიას" კი ასეთი ფეხბურთელების ჩამოყვანის საშუალება არ გააჩნია.

ვიკსი ახალგაზრდულ "ჩელსიში" თამაშობდა და კარგი სკოლა და კლასი ეტყობოდა - 6 გოლიდან 4 მან გაგვიტანა.

სად აზერბაიჯანელების შესაძლებლობები და სად - ჩვენი?! ამით "გაბალა" არათუ "სამტრედიას", ბევრ უკრაინულ კლუბსაც კი სჯობს. მე რომ ლუგანსკის "ზორიაში" ვირიცხებოდი, მისი ბიუჯეტი 3-4 მილიონი დოლარი იყო. რომ იცოდეთ, ასეთი მდგომარეობაა უკრაინული კლუბების უმრავლესობაში, კიევის "დინამოს", "შახტარსა" და "დნიპროს" თუ არ ჩავთვლით. "გაბალას" კი წლეულს ბიუჯეტი სამჯერ შეუკვეცეს და ტიროდნენ, 5 მილიონი დოლარიღა დაგვიტოვესო.

წარმოგიდგენიათ, ამის ნახევარი ბიუჯეტით "სამტრედიას" რა გუნდი ეყოლებოდა?

- უკრაინასთან კავშირებს დღემდე ინარჩუნებთ?

- რა თქმა უნდა?! იქ ბევრი მეგობარი შევიძინე. გული მწყდება, რომ ვითარება ძალიან აირია. ფეხბურთელი 20 ათასს რომ იღებდა, ახლა ხელფასი 2 ათასამდე შეუმცირეს და ამასაც ვერ ურიგებენ. დონეცკის "მეტალურგი" გაკოტრდა, ხარკოვის "მეტალისტი" და დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" იმავე საფრთის წინაშე დგანან, ფეხბურთელები გარბიან და ჩემპიონატის დონეც საგრძნობლად დაეცა.

- მაგრამ ჩვენზე მაღალი დონის ჩემპიონატი მაინც აქვთ...

- იმიტომ, რომ უკრაინელებს, ასეთ მდგომარეობაშიც კი, ჩვენზე მეტი ფინანსები აქვთ.

- უკრაინაში ნათამაშები ფეხბურთელები პარალელებს ადვილად გაავლებთ - რა მიმართულებებში ჩამოვრჩებით უკრაინელებს?

- ფინანსებზე უკვე ვთქვი. მათი სავარჯიშო პირობებიც ბევრად უკეთესია. ორი წლის წინანდელი ევროპის ჩემპიონატის წყალობით ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზე მოაწყვეს. მიუხედავად იმისა, რომ დონეცკი და ლუგანსკი რუსებმა დაიკავეს, დანარჩენ ტერიტორიებზე ძალიან კარგი სტადიონები, ბაზები და მოსამზადებელი ცენტრები აქვთ. სათამაშო კომპონენტები რომ ავიღოთ, ფიზიკურ მომზადებაში აშკარა ჩამორჩენა გვაქვს, ეს კი თამაშის და, ჯამში, ეროვნული ჩემპიონატის დონეს განაპირობებს...

ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე დავკონკრეტდები: თუ ხარისხიანი მოედნები არ იქნება, გუნდი კარგად ვერ მოემზადება და სწრაფად თამაშს ვერ შეეჩვევა. ცუდი ფიზმომზადებითა და დაბალი ტემპით კი ქართულ გუნდებს ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ.

აქ დიდ დატვირთვებს მიუჩვევლები რომ ვართ, ჩამოვა საშუალო ევროპული დონის გუნდი და მოძრაობით მოგვიგებს. არადა, ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ბავშვია, რომელთაც ასეთი გარემო გასაქანს არ აძლევს.

- თქვენი აზრით, გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატი საერთო დონეს წაადგება თუ არაფერი შეიცვლება?

- ჩემი აზრით, 10-გუნდიან ჩემპიონატზე გადასვლა კარგი ნაბიჯი იყო და ჩემპიონატის დონეს აუცილებლად დაეტყობა, რადგან ყველა შეხვედრას მნიშვნელობა ექნება და ერთ ტურშიც ვერ დაისვენებ - ამით ეს ფორმატი 16-გუნდიანს ბევრად სჯობია. ბოლოს და ბოლოს, 10-გუნდიანი ჩემპიონატებია ჩვენზე ბევრად მდიდარ შვეიცარიაში, შოტლანდიასა და ავსტრიაში და მათ რითი ვჯობივართ?

მაგრამ აუცილებელია, რომ ჩემპიონობისთვის რამდენიმე გუნდმა იბრძოლოს და 4-5 თანაბარი გუნდი მაინც გვყავდეს. რეალურად, დონე მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აიწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• bujanga

ისე ნუ იზამენ რომ ფეხბუღტი საერთოდ გულშემატკირის გარეშე დარჩეს.ფეხბურთს პოპულარიზაციას მარტო ფეხბურთელი ან გუდი არ უკეთებს..პირველ რიგში გულშემატკივარი..რომელსაც ..როგორც გამარჯვების სიხარულის ასევე წარუმატებლობის მიზეზებზე თავისი აზრის გამოთქმა უნდა..ეს ყველას ჭირდება ფეხბურთელსაც..გუნდსაც მტვარობასაც..და თვითონ გულშემატკივარსაც..ფეხბურთი რომ გვიყვარს ამიტომ გამოვთქვამთ აზრს როელიც ხან უარყოფითია ხან დადებითი..არა მინდავიფიქრო ისეთი რომ რომ როდესმე არავინ იქნება ამ აზრის გამომხატველი ქართულ ფეხბურთში...მარტო ფეხბურთელების და ფედერაციის საკუთრება არაა ჩვენი ფეხბურთი..ის ყველასია..და ყველამ უნდა გვაიზიროთ ერთმანეთის აზრი...მაგრამ ფხბურთელის ლანძრვა-გინება არ გვჭირდება...ან არის ფეხბურთელი ან არ არის..ასე უნდა დსაისვას საკითხი..უფრო ობიექტური ვიქნებით..ან არის გუნდი ან რაგაც აკლია..და თუ აკია იმაზე ვიფიქროთ რა და როგორი დახმარება ჭირდება...და არა გამუდმებით ლანძღვაზე..

• romandros

konkretika mieci vis mimartav da gachveneb chvenshi chorikana vinaa. aq azrs afiqsirebs xalxi da replikebs jobia gagvacno sheni mosazreba

• Dato

Cotac acalet kaladzes meore archevnebic moigos da amboben samtredias minimum 8 milioni dolarit daapinansebso tanac kovel cells.... :-) :-) :-) :-D

• qutaiseli

ზრდილობა იქონიე პატარავ და გოგონებში ვის გულისხმობ ეგეც დაწერე საერთოდაც უზრდელობაა ინტერნეტს ამოფარებული სიბილწე ფეხბურთზეა აქ მემგონი საუბარი და არა ვინმეს სქესზე.ეგეთები არცუნდა გაატაროს ადმინმა რადგაეს უკვე პირად ურთიერთობებში გადადის და საერთო არაფელიაქ სპორტთან და კიდე ბევრი ახალგაზრდა მინახია გოგონებს რო ასწრებს გინდ ჭორიკნობაში და გინდ სხვა მდაბიო ქცევის საქმეში ასე რო არამგონია ჭორიკნობა მარტო მანდილოსნების ჩვევა იყოს.

• romandro

უი რამდენი პატარა ჭორიკანა გოგონების კომენტარების წაკითხვა ყოფილა აქ შესაძლებელი თურმე?

• nika

ნახევარი ბიუჯეტის შემთხვევაში თქვენ დარჩებოდით უმუშევარი. ალბათ ცოტა უკეთეს ფეხბურთელებს მოიყვანდნენ. ცოტა უკეთესს, თორემ მაგათაც ხომ უნდა დარჩეთ ფული?

• ivane

მე წელებზე ფეხს ვიდგამ, ბიუჯეტში ფულს ვიხდი და მკითხა ვინმემ მინდა თუ არა ჩემი ფულის ამ მიმართულებით მიმართვა, ან ვის ჭირდება ის უსახური ტელევიზია? მეორეცაა, გავა ეს 5 წელი და მერე?გამოდის ჩვენ უნდა ვაჭამოთ საქმეს რომელიც მომგებიანი არ არის? კეთილი ინებონ და დააინტერესონ ბიზნესი ამ საქმით და თუ ამას შეძლებენ ეგ იქნება საქმე და თუ არა ათასი პრობლემა აქვს ამ გასაცოდავებულ ქვეყანას ამის გარდა...

• Jango

გაორმაგებული გრძონა მაქვს ამ ბიჭის ინტერვიუ რომ წავიკითხე. ეტყობა რომ ბევრი რამ ესმის, მაგრამ ბევრ რაიმეში არ /ვერ ერკევვა. ფეხბურთელი რომ 10 კლუბიან პირველ და უმაღლეს ლიგებს მოიწონებს,ის უკვე არაა პროფესიონალი,რადგან 14 კლუბის ასეულობით მასზე არანაკლები ამბიციური ბიჭი უნდა გავიდეს ფეხბურთიდან, მაგრამ როცა თავი ქუდში აქვს,სხვისი რად უნდა უჭირდეს? რაც შეეხება ბიუჯეტს - სამტრედია რომ კერძო კლუბი იყოს მისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა სტაბილური 2 მილიონი დოლარი ბიუჯეტი ქართველი კონტიგენტით. იმ პირობით, თუკი ინფრასტრუქტურული პირობები მოწესრიგებული იქნებოდა (მაგრამ რადგან ის ჯიუტად რჩება სახელმწიფო კლუბად, იმყოფინონ ის რაცა აქვღთ და მორჩა) უახლოეს წლებში მეტი მაღალი ბიუჯეტი გაუმართლებელია რადგან მისი ამოღების შანსი არაა სანამ კლუბი ევროსარბიელზე რეალურ ადგილს არ დაიკავებს, რადგან ამის გარეშე არც უეფას ფულები წამოვა და ვერც სატრანსფერო ბაზარზე დიდად ხეირიანად ვინმეს გაყიდის. და ბოლოს საქართველოს ჩემპიონობისათვის 4-5 თანაბარი კლუბი რომ იყოს დინამოს უნდა შეუკვეცო ბიუჯეტი, რადგან სხვების ბიუჯეტების ზრდა არ ხდება უკევ ზემოთ ხსენებული მიზეზთა გამო.

• kaxa

რომ ბაქიაობტ ტამაშამდე, ცალკე ტრინერბი და ცალკე ფეხბურტელები, უტხარიტ ხალხს სიმარტლე არ ვარტ ჩვენ პროფესიონალები და ნურც შედეგს გვტხოვტ და არც ხალხი მოიტხოვს შედეგს ტქვენგან, არა სერიოზული ხალხი და სიაფანტები ხარტ, ტამაშის მერე იწყებტ მაყუტზე საუბარს, უტხარიტ ხალს სიმარტლე ჩვენ დაბალი ხელფასიანი ფეხბურტელები ვარტ და ამ ხელფასიტ მეტს ვერ ვარჯიშოთ, წადიტ სახლში ტუარ მოგწონს ეგ ხელფასი და იტამაშებენ მაგ ტანხად ახალგაზდები, ოჯახები გვყავსო რომ იდზახიტ, გმერტმა გაუმარჯოს ტქვენ ოჯახს, ტქვენ კი ან გაინდზერიტ ან წადიტ და სვა საქმე ნახეტ რომ არჩინოტ ოჯახი, საქარტველოს ფეხბურტი არის ფეხზე დასაყენებელი და გამოცდილი და პატრიოტი ხალხი ჩირდება და არა ტქვენაირი.

• სირბილის სწავლების ცენტრი

გიორგი მანჯგალაძე: ...ფიზიკურ მომზადებაში აშკარა ჩამორჩენა გვაქვს, ეს კი თამაშის და, ჯამში, ეროვნული ჩემპიონატის დონეს განაპირობებს... ცუდი ფიზმომზადებითა და დაბალი ტემპით კი ქართულ გუნდებს ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ. აქ დიდ დატვირთვებს მიუჩვევლები რომ ვართ, ჩამოვა საშუალო ევროპული დონის გუნდი და მოძრაობით მოგვიგებს. არადა, ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ბავშვია, რომელთაც ასეთი გარემო გასაქანს არ აძლევს... მაგრამ აუცილებელია, რომ ჩემპიონობისთვის რამდენიმე გუნდმა იბრძოლოს და 4-5 თანაბარი გუნდი მაინც გვყავდეს. რეალურად, დონე მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აიწევს.

• მურთაზი

თუ ფეხბურთის თამაში იცით და მხოლოდ უფულობა გაწუხებთ და ფიზიკა გაქვთ სუსტი მოუმატეთ ვარჯიშებზე დატვირთვებს,მოკლედ რა ხარისხის თამაშებსაც აჩვენებთ ისეთივე ფულს მიიღებთ-სხვა ვარიანტი არ არის

• პაატა

ფეხბურთელმა ასე უნდა ილაპარაკოს იმედიანად მაგრამ ჩვენ გულშემატკივრებმა ხომ ვიცით რომ იმ ტემპით რაც ჩვენს ჩემპიონატშია შორს ვერ წავალთ.ჩიხურას და და დილას სწორედ ეს მოუვიდათ დაღლაააა...

• gio

xo ra, sanam amat tavis adgils ar miuchen ronaldoebi goniat tavi

• შოთა გუგეშაშვილი

ყველაფერAი ტუ გვჯობია გაბალა ნუ ბაქიბუქობტ ტამაშამდე

• haha

მარტო უფულობის გამო ხდება თურმე ყველაფერი. უხელფასობა და ინფრასტრუქტურა. მა ცოდნა საჭირო არ არი? მა ტექნიკა, სწავლა, ვარჯიში. აფრიკელები ხო სულ ხასხასა მოედნებზე ვარჯიშობენ და დოლარებში ბანაობენ თავის ქვეყნებში. ობიექტურად მარტო ბოლოს ამბობს - 10 გუნდა უნდა იყოს ჩემპი.

• romandro

წარმატებები სამტრედიულ კლუბს ეროვნულ ჩემპიონატში,მანჯგალაძის დამატებით მართლაც უკეთესი გუნდი იქნება სამტრედია, მითუმეტეს თავისი მშობლიური ქალაქი ყოფილა მანჯგალაძისთვის.რაც შეეხება ევროპა ლიგაზე გამოსვლას მართლაც საწყენი იყო პირველ ეტაპზე გამოვარდნა,მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ რომ კენჭის ყრისას ყველაზე ძლიერი გუნდი სამტრედიას შეხვდა,ვიდრე სხვა ჩვენს ქართულ კლუბებს.და მომავალში რაც შეხება 10-გუნდიან ჩემპიონატს მართლაც კარგი და დაძაბული ჩემპიონატი გვექნება, რაც ორმაგად გაზრდის ჩემპიონატის დონეს და ბევრ მაყურებელსაც მოიზიდავს სტადიონებზე,რითაც მომავალში უკეთეს შედეგის გარანტი იქნება ევრო ტურნირებზე.

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]

"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]

შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]