რა ხდებოდა ბოლო დეკადაში ჩელსის საყრდენ ზონაში
მას შემდეგ, რაც ლონდონის "ჩელსი" კლოდ მაკელელემ დატოვა, ლონდონელები გამუდმებით ეძებენ მის სრულფასოვან შემცვლელს.

ვფიქრობთ, მათ ვერ შეძლეს ამ ვაკუუმის ამოვსება. ახლახან "ჩელსიმ" "ლესტერიდან" ნგოლო კანტე გადაიბირა. ყველას დიდი იმედი აქვს, რომ ის ბოლოს და ბოლოს, გასწევს მაკელელეს მაგივრობას.

ახლა დროა, ის ფეხბურთელები გავიხსენოთ, ლეგენდარული ფრანგის წასვლის შემდეგ რომ ცდილობდნენ "ჩელსისათვის" მაკელელეს მაგივრობის გაწევას. დავიწყოთ თავად კლოდით...

კლოდ მაკელელე

საყრდენი ნახევარმცველის ეტალონი, რომლის შემცვლელიც "ჩელსიმ" ბოლო რვა წლის განმავლობაში ვერ იპოვა. 2004-05 წლების სეზონში კლოდმა ისე ძლიერად ითამაშა, რომ ინგლისურ ფეხბურთში სპეციალური ტერმინი დამკვიდრდა - "მაკელელეს როლი". ის დიდებულად კითხულობდა თამაშს, იცოდა ბურთის ართმევა სუფთად, ყველა ბურთს სწვდებოდა. ნგოლო კანტე მას ძალიან ჰგავს თამაშის სტილით.

მიკაელ ესიენი

სამართლიანად ითვლება აფრიკის ერთ-ერთ უძლიერეს ნახევარმცველად ბოლო ასწლეულში. ესაა, ტრავმებმა ნაადრევად დაანგრია მისი კარიერა. ესიენი თითქოს, დაბადებული გახლდათ საყრდენობისათვის. მისი სხეულის პარამეტრები ამ მხრივ იდეალური იყო. დიდებული იყო ორთაბრძოლებისას, დროულად ჩამოდიოდა უკან და აზღვევდა პარტნიორებს. იცოდა შეტევა და შორეული დარტყმები.

როცა ესიენი ჯანმრთელად იყო, "ჩელსის" არ ჰქონდა პრობლემები საყრდენ ზონაში, თუმცა მოჭარბებულმა ტრავმებმა ყველაფერი შეცვალა. განელი ძველ დონეს ვეღარ დაუბრუნდა, "ჩელსიში" ნემანია მატიჩის მისვლის შემდეგ კი სულაც "მილანში" გადავიდა.

ჯონ ობი მიკელი

ძნელია იფიქრო, რომ ჯონ ობი მიკელი უკვე ათ წელიწადზე მეტია, "ჩელსიშია". არადა, ეს სწორედ ასეა. ბევრი მიიჩნევს, რომ ნიგერიელს ხასიათმა არ მისცა საშუალება, წარმოეჩინა ბოლომდე თავისი მართლაც უდიდესი ტალანტი. მაკელელეს წასვლის შემდეგ ძირითადისათვის ბრძოლა მას ესიენმა მოუგო. ჯონი ყველაზე ხშირად მაშინ გამოდიოდა მინდორზე, როცა განელი ლაზარეთში იყო.

მიკელმა მაინც მიიღო არაერთი შანსი. თუნდაც, "ჩელსიში" მოურინიოს პირველად მისვლის დროს ან ბოლო სეზონში, როცა გუს ჰიდინკმა ის ფორმაში არმყოფ ნემანია მატიჩზე წინ დააყენა. გუნდში კანტეს მისვლის შემდეგ ისევ სათადარიგო გახდება.

მიხაელ ბალაკი

ბალაკი ერთ-ერთი იყო იმ ვარსკვლავთაგან, რომლის გარშემოც უნდა აშენებულიყო რომან აბრამოვიჩის ახალი "ჩელსი". ბალაკის ლონდონურ კარიერას ერთმნიშვნელოვნად ვერ შევაფასებთ. ერთი მხრივ, გერმანელი გახდა ინგლისის ჩემპიონი და მოიგო ქვეყნის თასი. კინაღამ მოიგო ჩემპიონთა ლიგა 2008 წელს და არასოდეს ეშვებოდა განსაზღვრულ დონეზე დაბლა.

და მაინც, ის გუნდის ლიდერი ვერ გახდა. მეტიც, ბალაკი ლონდონური კარიერის მიწურულს ხშირად იყო სათადარიგოთა სკამზე. 2010 წელს გერმანელმა სერიოზული ტრავმა მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა. მიხაელი ძველ დონეზე ვეღარ დაბრუნდა და "ჩელსიდან" "ლევერკუზენისკენ" გაეშურა.

ნემანია მატიჩი

"ჩელსიმ" ის ახალგაზრდულ ასაკში აიყვანა, რათა მომავალში მისგან დიდი ვარსკვლავი შეექმნა. ის ოცი წლის აღმოჩნდა ლონდონში და თავდაპირველად ვერ გაუწია კონკურენცია გამოცდილ ვეტერანებს. სერბი ჯერ "ვიტესში" გაანათხოვრეს, მერე კი "ბენფიკასთან" გარიგებაში ჩართეს დავიდ ლუისის ტრანსფერთან დაკავშირებით.

გაატარა რა სამი შესანიშნავი სეზონი ლისაბონში, მატიჩი ევროპის ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელებს შორის ჩაეწერა. "ჩელსის" მატიჩის დაბრუნება 25 მილიონი ევრო დაუჯდა. ნემანია ეგრევე ძირითადის ფეხბურთელი გახდა და პირველივე სეზონში კლუბს ინგლისის ჩემპიონობა მოუტანა. ბოლო სეზონი სერბს ჩაუვარდა. მან ძირითადში დაკარგა ადგილი და ახლა კლუბში მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

რამირესი

კარგად ჩაატარა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი. გარდა ამისა, იყო "ბენფიკას" ლიდერი. ყოველივე ამის გათვალისწინებით მიიღო უმაღლეს დონეზე თამაშის შანსი. "ჩელსიში" აფასებდნენ ბრაზილიელის ამტანობას და უნივერსალიზმს.

მას შეეძლო ნებისმიერ პოზიცია შეევსო. ნიშანდობლივია, რომ მან ულამაზესი გოლი გაიტანა "ნოუ კამპზე" 2011-12 წლების სეზონში. მაშინ ის მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. არასდროს ჰქონია მყარი ადგილი ძირითადში. ჩინეთიდან მიიღო სარფიანი წინადადება და კარიერას აზიაში აგრძელებს.

დავიდ ლუისი

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც გაიარა გზა მარშრუტით "ბენფიკა" - "ჩელსი". თავიდან ცენტრალურ მცველად იყიდეს და ჯონ ტერისთან ერთად უნდა ეთამაშა. როგორც ნაღდ ბრაზილიელს შეეფერება, ლუისი დაცვაში არაერთ შეცდომას უშვებდა. სამაგიეროდ, დიდებული იყო შეტევებში.

ავანტიურებისადმი მიდრეკილების გამო დაცვის ცენტრში წააგო ბრძოლა გარი კეჰილთან და რაფა ბენიტესმა ის საყრდენად დააყენა. ახალ პოზიციაზე ბრაზილიელი მეტ-ნაკლები წარმატებით თამაშობდა. როცა "პარი სენ-ჟერმენმა" "ჩელსის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზა, ლონდონური კლუბის შეფობას ბევრი აღარ უფიქრია.

ორიოლ რომეუ

რომეუს შემთხვევაში "ჩელსიმ" დასწრებაზე ითამაშა. მათ 5 მილიონი ევრო გადაიხადეს ფეხბურთელში, რომელსაც დებიუტი ჰქონდა "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში. დრომ აჩვენა, რომ გარკვეული ტალანტის მიუხედავად, ესპანელი არ იყო "ჩელსის" დონის ფეხბურთელი.

ორი სეზონის განმავლობაში სულ 22 მატჩი ითამაშა "ჩელსიში". მათ უმრავლესობაში ის სათადარიგო იყო. ჯერ "შტუტგარტში" გაანათხოვრეს, მერე კი "საუთჰემპტონში" გაიყიდა და დღემდე ამ გუნდის სათადარიგოთა სკამზე ზის.

რაულ მეირელეში

"ჩელსიში" "ლივერპულის" ერთ-ერთი ლიდერის როლში მივიდა. მოვიდა დრო და ის ლონდონურ კლუბს უიმედო სათადარიგოს რანგში ტოვებდა. პორტუგალიელი წავიდა თურქეთში, სადაც "ფენერბახჩესთან" გააფორმა კონტრაქტი. "სტემფორდ ბრიჯზე" უფრო მეირელეშის "იროკეზი" და ტატუები ახსოვთ, ვიდრე მისი თამაში.

სესკ ფაბრეგასი

იყო დრო, როცა "არსენალის" ლიდერის გადაბირება მსოფლიოს ყველა გრანდს სურდა. სამი არაერთმნიშვნელოვანი სეზონი "ბარსელონაში" და მის მიმართ ინტერესი შედარებით დაეცა.

"ჩელსიმ" მაინც გარისკა და სესკს მინდვრის ცენტრში ლიდერის როლი ანდო. ლონდონურ კლუბში ის შედარებით უკნიდან თამაშობს. ადვილი შესაძლებელია, კანტემ სწორედ მასთან ერთად ითამაშოს წყვილში. ბევრი მიიჩნევს, რომ ესპანელის საუკეთესო წლები უკვე ზურგს უკანაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"პარი სენ ჟერმენი" ნგოლო კანტეს დამატებას უფასოდ გეგმავს
მაკელელეს რონალდოსა და მესის შორის უკეთესზე დაეკითხნენ
ტრანსფერ ONLINE: 11 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
"აი, ამიტომ წავიდა არნოლდი "ლივერპულიდან" - კლოდ მაკელელე
"იუნაიტედი" გაძლიერებას გეგმავს - კანტე ერთ-ერთი პირველი სამიზნეა
კანტე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს
"ექიმების რეკომენდაციებს არაფრად აგდებდა" - The Athletic-ი მარესკას "ჩელსიდან" გაშვების მიზეზებს ასახელებს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"ალ იტიჰადი" კანტეს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს
"სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები არ მყავს, შეშფოთებული ვარ" - პეპ გვარდიოლა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ
"ჩელსის" გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას აუცილებლად უნდა მოხმარდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
ᓚᓐᓨᓐ ᓯᓐᓙᓝᓑᓘᓐ: ᓙᓚᓝᓓ ᓛᓐᓙᓔᓚᓔᓚᓔᓡ ᓚᓣᓙᓐ ᓙᓘᓙᓐᓑᓘᓫᓔ ᓫᓐᓚᓘᓐᓜ ᓛᓝᓡᓬᓝᓜᓡ
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
მაკელელემ ბელგიის ჩემპიონატის აუტსაიდერი "ეიპენი" ჩაიბარა