ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლადო დვალიშვილი: ყველა დარწმუნდა, რომ შორი არ არის ჩემპიონთა ლიგამდე

ლადო დვალიშვილი: ყველა დარწმუნდა, რომ შორი არ არის ჩემპიონთა ლიგამდე

დვალიშვილი ზაგრებულ მატჩზე, დინამოს შანსებზე, მეთორმეტე მოთამაშეზე...
ვინც ზაგრებულ მატჩს უყურა, დაგვეთანხმება - ლადო დვალიშვილი მთლად საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული მაინც იყო თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში. 30 წლის ფორვარდმა ძალიან ბევრი იმუშავა, რამდენჯერმე გაამწვავა სიტუაცია და არც სახიფათო გადაცემები მოაკლო პარტნიორებს.

დვალიშვილს აქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის გამოცდილება და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. მას ასევე აქვს პლეიოფებში თამაშის გამოცდილება და იცის, როგორ უნდა დატრიალდეს ორმატჩიანი დუელის ბედი შენს სასარგებლოდ მაშინ, როცა პირველი მატჩი წაგებულია...

მოკლედ, დვალიშვილი ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია თბილისის "დინამოსათვის" და 2 აგვისტოს, სხვებთან ერთად, მისიც ძალიან გვეიმედება.

მან "ლელოს" ინტერვიუ მისცა...

- ძნელია ლაპარაკი ასეთ მატჩზე, - თქვა დვალიშვილმა საუბრის დასაწყისში, - ძალიან გულდაწყვეტილები ვართ ყველა - ფეხბურთელები, კლუბის ყველა წარმომადგენელი, გულშემატკივრები... თუ არ ჩავთვლით იმ 3 წუთს, ყველაფერი ნორმალურად იყო.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ფეხბურთი გრძელდება 90 წუთის განმავლობაში და წუთითაც არ შეიძლება მოდუნება, კონცენტრაციის დაკარგვა. კარგი იქნებოდა, ზაგრებში ერთი გოლი მაინც გაგვეტანა, მაგრამ ახლა იმ მოცემულობიდან უნდა გამოვიდეთ, რომელიც გვაქვს.

წინ საპასუხო თამაშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ზაგრებში დაშვებული შეცდომები და, რაც მთავარია, გამოვასწოროთ ანგარიში.

- საპასუხო მატჩის თემას კიდევ დავუბრუნდებით, მაგრამ ერთს აქვე გკითხავთ - გულწრფელად გჯერათ, რომ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა, გულწრფელად მჯერა ამის. გამარჯვების თუ არ გჯერა, მაშინ რა ფეხბურთელი ხარ?! მინდორზე რწმენით თუ არ გახვედი, ისე არაფერი გამოვა. მეც მჯერა და ჩემს თანაგუნდელებსაც, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. გავალთ მინდორზე და თავს არ დავზოგავთ...

- ზაგრების "დინამოზე" რა აზრის ხართ?

- რა თქმა უნდა, ძლიერი გუნდია, მაგრამ არა იმდენად, მისი დამარცხება არ შეიძლებოდეს. მე ვერ ვიტყვი, რომ ზაგრების "დინამო" ორი თავით მაღლა დგას ჩვენზე. თამაშის წინაც მჯეროდა, რომ ჩვენ გვაქვს ამ ბარიერის დაძლევის შანსი და ახლაც მწამს, რომ ეს შანსი არის.

- სიმართლე გითხრათ, ცოტა მოულოდნელი იყო ზაგრებში "პირველ ნომრად" მოთამაშე თბილისის "დინამოს" ხილვა. ეს მწვრთნელის ჩანაფიქრი იყო, თუ მოწინააღმდეგემ დაგვითმო სივრცე?

- მწვრთნელმაც და ფეხბურთელებმაც თავიდანვე ვთქვით, რომ არ უნდა გვეთამაშა მხოლოდ დაცვიდან. უნდა გვეთამაშა ჩვენი ფეხბურთი და მოგვეხვია თავზე მოწინააღმდეგისთვის.

გამოჩნდა, რომ შეგვიძლია ასეთი ფეხბურთის თამაში, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და ძალიან ვწუხვართ ამის გამო. ჩემი აზრით, ეს არ იყო თამაში, რომელიც 0:2 უნდა წაგვეგო...

- "დინამოს" შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყავით. ეს, ალბათ, იმითიც აიხსნება, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპებსა და პლეიოფებში თამაშის გამოცდილება გაქვთ. როგორ ფიქრობთ, სწორედ ეს გამოცდილება ხომ არ დაგვაკლდა ზაგრებში?

- გმადლობთ კომპლიმენტისთვის... "დინამო" ახალგაზრდული გუნდია და ეს თქვენც იცით. რა თქმა უნდა, ზოგადად არის ასეთი გამოცდილების ნაკლებობა. იცით, ძალიან არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. თუ როგორ ვითამაშე, ამაზე თქვენ და გულშემატკივარმა უნდა იმსჯელოს...

ისე კი, მნიშვნელოვან თემას შეეხეთ. მე მართლაც მაქვს ეს გამოცდილება. მოგების ტკბილი გემოც ვიცი და მარცხის სიმწარეც. სწორედ ასე გროვდება გამოცდილება. ახალგაზრდული "დინამოსთვის" ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი.

ბიჭებმა ირწმუნეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. რომ ჩემპიონთა ლიგის ლამის მუდმივ მონაწილე ზაგრების "დინამოსთან" შეუძლიათ ტოლ-სწორად თამაში. ყველა დარწმუნდა, რომ შორი არ არის ჩემპიონთა ლიგამდე. თავადაც იცით, ზაგრების "დინამო" თავისი ქვეყნის გრანდია. სულ ჩემპიონი ხდება და ევროტურნირებზეც სულ ჯგუფში თამაშობს. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, ალბათ თქვენც, რომ სხვაობა არც ისე დიდია.

- ჩემთვის ერთგვარი სიურპრიზი იყო ხორვატთა 19 წლის ნახევარმცველის, ანტე ჩორიჩის თამაში. მარკო პიაცას წასვლის შემდეგ ლიდერობას უფრო მარკო როგისგან ველოდით, მაგრამ ჩორიჩმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა - გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა...

- საერთოდ, ზაგრების "დინამოს" ტყუილად როდი ეძახიან "ტალანტების სამჭედლოს". ამ გუნდში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. წარმოიდგინეთ, შეიძლება მოთამაშე იჯდეს სათადარიგოთა სკამზე და უზომოდ ნიჭიერი იყოს.

ზოგადად, ხორვატები უაღრესად სპორტული ერია. თითქმის ყველა სახეობაში ძალიან ძლიერები არიან. ფაქტია ისიც, რომ საერთო გამოცდილებით ზაგრების "დინამო" წინ დგას ჩვენზე. უფრო კონკრეტილად რომ ვთქვათ, მეკარე ედუარდო წლების განმავლობაში იყო პორტუგალიის ნაკრების მეკარე და აგერ, ევროპის ჩემპიონატზეც გახლდათ, სადაც რუი პატრისიოს სათადარიგო იყო.

სუდანი ალჟირის ნაკრების ძირითადი შემტევია. მოგეხსენებათ, ამ ნაკრებში მაჰრეზი, ფეგული და სხვა ცნობილი ფეხბურთელები თამაშობენ... ასეთ გუნდს "დინამო", ჩემი აზრით, თითქმის არ ჩამოუვარდება. რა თქმა უნდა, მეტოქე ძლიერი გუნდია, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ამ ბარიერის გავლა შეიძლება.

- ერთი მხრივ, 2 აგვისტოს გოლები გვჭირდება, მაგრამ მეორეცაა - არნახული მობილიზაციაა აუცილებელი დაცვაში, რადგან ერთი გაშვებული გოლი პრაქტიკულად ამთავრებს თამაშს...

- თამაშამდე დრო საკმაოდაა და მწვრთნელი ზუსტად გვეტყვის, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. ახლა მხოლოდ ჩემი აზრი შემიძლია ვთქვა. ცხადია, ძალიან კარგი იქნება სწრაფი გოლი, მაგრამ ვფიქრობ, დაცვასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ სწრაფი გოლი არ გამოვა, ვთქვათ, მეორე ტაიმის დასაწყისში რომ გავიტანოთ, ცუდი იქნება? კიდევ ხომ დარჩება დრო გასატანად? ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თბილისში ჩვენ აუცილებლად გვექნება საგოლე შანსები.

მთავარია, ისინი გამოვიყენოთ. ყველა ჩვენგანი მზადაა დიდი ბრძოლისთვის. დანარჩენს უშუალოდ 2 აგვისტოს მატჩი გამოაჩენს.

- ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გულშემატკივარს. რას ეტყოდით მათ?

- ზუსტად ვიცი, რომ არ სჭირდებათ მათ ჩემი მოწოდება და ისიც ვიცი, რომ მოვლენ სტადიონზე. მაგრამ მაინც ვეტყვი ქომაგებს - მოდით სტადიონზე და ერთად ვცადოთ გამარჯვება! მჯერა, ზაგრების "დინამოსთან" მატჩში გულშემატკივარი ჩვენი მეთორმეტე მოთამაშე იქნება.

პოლონეთსა და ისრაელში თამაშის დროს არაერთხელ მქონია შემთხვევა, როცა ჩემს გუნდს გოლი ვერ გაჰქონდა და ის გოლი გულშემატკივარს "გაუტანია"... დანარჩენი უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული. არცერთი დინამოელი თავს არ დაზოგავს, რათა ქართველი ხალხი გაახაროს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სწრაფი გოლიიი

( სიმართლე გითხრათ, ცოტა მოულოდნელი იყო ზაგრებში "პირველ ნომრად" მოთამაშე თბილისის "დინამოს" ხილვა)ძალიან მაგარი ტაქტიკა კი იყო,მაგრამ ასეთ ტაქტიკას ძლიერი თავდამსხმელი სჭირდება და არა გელაშასნაირი,მას რომ ის მომენტი(ცარიელ კარს რომ ააცილა)გამოეყენებინა მაშინ კი ვიტყოდი დინამო გავათქო შემდეგ ეტაპზე...მაგრამ...

• kodala

ნიკოლოზ აბა შენ იცი ხვალ. ლამის გადააყოლონ ამ ერთ გოლს ეს კაცი. გაიტანე ჯანოს მსგავსი სუპერ გოლი და გააჩუმე ეს ხალხი! მჯერა გელაშვილი გაიტანს.

• zizu

ნ-ს. შენ რა გინდა? ის ხომ არა, რომ გელაშვილი სასტარტოში იყოს!! არ გამოვა, არა!!!!!!

• natali

ყველა ნარდი გულშემატკივარი სტადიონზე და არა ისეთი...... როგორც ეს ....... 765-ია!!!!

• gizog

ყველა ნამდვილი გულშემატკივარი სტადიონზე!

• gizog

ლადო გაიხარე, გაუძეხი ბიჭებს და გაამარჯვებინე, მართლაც დიდი გამოცდილების კაცი ხარ და სწორედ შენი გოლით დავიწყოთ ზაგების დინამოს ნგრევა, ეს იქნება კიდევ ერთი ისტორიული მატჩი დინამოსი. რაც შეეხება სტადიონზე მოსვლას უნდა მოვიდეს არა მაყურებელი არამედ დინამოს გამარჯვებისთვის გულანთებული გულშემატკივარი. ასეთ შემთხვევაში რაოდენობას მნიშვნელობა აღარ აქვს. ბევრჯერ 5 ათას გულშემატკივარს გადაუჯოკრია 50 ათასი მაყურებლისთვის.

• ჩვენ

ჩვენ მოვიგებთ ომს!

• 765

7 სეზონია გოლი არ გაგიტანია და უგოლოტ როგორ უნდა მოიგო

• Z.LO

ეეეჰ

• ლუკა

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ყოველ ღამე გელაშვილის მომენტი მესიზმრება და აცილების მომენტში მეღვიძება. ეს კოშმარი არ მთავრდება. 2 აგვისტოს ნიკოლოზმა აუცილებლად უნდა გაიტანოს და განმკურნოს ამ კოშმარებისგან, თორემ ფსიქიკური ჯანმრთელობა შემერყევა.

• ინასა

ისე გელაშვილმა მაგარი გარდასახვა შეასრულა, ჯონი ვილკინსონს შეშურდებოდა, მარა რაღაც მგონია რო ხვალე შეაგდებს ეგ მამაკაცი

• რეზო

გოლი, გლი ისევ გოლი დინამო, დინამო. ასეთი სეძახილები და რაც ყველაზე აუცილებელია სავსე სტადიონი.

• მსქროლავი ტროლი

თქვენ მხოლოდ ერთი შანსი გქონდათ ზაგრებში გოლის გატანისა - საამისოდ რაგბის კარები უნდა დაემონტაჟებინათ ხორვატებს....

• ნ

გელაშვილს თუ უნდა,რომ სამუდამოდ არ შერჩეს თამაშების გამფუჭებლის სახელი,თუ შანსი მიეცემა, თავი შეაკლას ზაგრებს და მინიმუმ 1 გაიტანოს,თუ არადა სამუდამოდ "მუმუ" დარჩება

• fcd

ეს კაცი დროულად მოაშორედ გუნდიდან დინამოს ტრენერზე მაქ ლაპარაკი გაგებაში არარი საერთოდ რასაც აკეტებენ ამას მარტო ბიჰები აკეტებენ და ეგ იურა არაფრის აზე არა.ზაგრებში რო ეგრევე წინ წასვლას და შჰეტევას მოსტხოვ გამოუცდელ გუნდს ამას რაგაუნდა ელაპარაკო.

• islandieli komentatri

გელაშვილლი კიდე დარწმუნებულია რო შორია ლიგამდე

• svani

ამდენი ხნის მერე სტადიონზე მოვდივარ...

• სირბილის სწავლების ცენტრი

სტადიონზე მოვალთ და დაგეხმარებით! ...მაგრამ ყველა 3 წუთს ახსენებთ როდესაც 6 წუთი იყო: 39-ე პიველი გოლი, როდესაც 5 მცველს 4 მოწინააღმდეგე უტევდა; 42-ე მეორე გოლი, 4 მცველს 3 უტევდა; 44-ე წუთზე 3 მსველს 3 უტევდა და ბოლო პასი ძლიერი რომ არ გაეკეთებინათ კიდევ ერთ გოლს გაიტანდნენ, რადგან მეკარესთან პირისპირ იყვნენ, მაგრამ მეკარემ გამოსვლაზე კარგად ითამაშა და 45-ე წუთზე 4 მცველს 2 უტევდა და ასეთი შეტევის მოგერიება ბევრად ადვილია. 4-ვე შემთხვევაში რამდენიმე შემტევი ერთდროულად შემორბოდა და ასეთ დროს დაცვის ორგანიზება თითქმის შეუძლებელია. თქვენც გამოიყენეთ ეს იარაღი და ნახავთ, რომ გოლს ადვილად გაიტანთ!

• kkk

მივიდეთ ხალხო გავავსოთ სტადიონი. ლადო გაიხარე, გამარჯვებებიიი.

• gh

გენაცვალე ლადო,თქვენ შეუძლებელი უნდა შეძლოთ

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]

"ის არის ბიჭი, რომელიც ფეხბურთს ეკუთვნის! მას ახლა სჭირდება..." - დვალიშვილმა იტალიელებთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

"ხვიჩა რუსეთში არ დაბრუნდება" - დვალიშვილმა ტრანსფერსა და "ნაპოლიში" კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე serieanews.com-თან ისაუბრა

ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "სლოვანის" მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]

"საბურთალომ" ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიმატა

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

ქართველი ლეგიონერების 10 საუკეთესო ტრანსფერი ზამთარში

რომელ ფორვარდს უხმობს ვლადიმირ ვაისი? ფეხბურთელთა არჩევანი და სათამაშო ფორმა

ზაგრების "დინამოს" შემტევმა "რეალს" 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა