განცხადებას უცვლელად გთავაზობთ
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და "სასკი ბასკონია" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"კახა შენგელიას და ლევან ბულაშვილის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე და ქართულ ინტერნეტგამოცემებსა და გაზეთ "ახალ თაობაში" გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სასკი ბასკონიას" კემპის 17 ქართველი მოთამაშიდან ათს ელ-ფოსტაზე მიუვიდა წერილი, სადაც "სასკი ბასკონია" თვეში 600 ევროს სანაცვლოდ მათ ესპანეთში ცხოვრებას, კვებას და კლუბში ვარჯიშს სთავაზობს.

თუმცა მის გამომგზავნს არაფერი არ აკავშირებს არც კლუბ "ლაბორალ კუჩასთან" და არც მის მფლობელ კომპანია "სასკი ბასკონიასთან". წერილი გამოგზავნილია ვინმე კრისტინა გარსიას მიერ, რომელსაც ამის გაკეთების არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა, რადგან "სასკი ბასკონიას" ასეთი პირობები ქართველებისთვის არ წაუყენებია. პირიქით - ბასკებმა 17-დან 6 ქართველი კალათბურთელი შეარჩიეს, რომლებთანაც კონტრაქტზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

მაშ, რატომ მიიღეს ქართველმა კალათბურთელებმა კრისტინა გარსიასგან წერილი?! ეს ისეთივე გამოგონილი ამბავია, როგორებიც ბოლო დროს სისტემატურად ვრცელდება იმ ჯგუფისგან, რომელსაც სურს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" შორის არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის დისკრედიტაცია. ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ინფორმაციის, ანუ დეზინფორმაციის გამავრცელებელთა მიზანია კალათბურთის ფედერაციასა და წარმატებულ ესპანურ (ბასკურ) კომპანიას შორის გაფორმებული, ქართული კალათბურთის მომავალზე გათვლილი ხელშეკრულების ჩაშლა და შესაბამისად, ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

იმავდროულად, წარმოგიდგენთ "სასკი ბასკონიას" მიერ გამოგზავნილ წერილს აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით:

"ბატონებო, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ქართულ მედიასივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, ვითომდა "სასკი ბასკონიას" მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ კემპზე დამსწრე 17 ქართველი მოთამაშიდან ათს ელ-ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, სადაც "სასკი ბასკონია" თვეში 600 ევროს სანაცვლოდ მათ ესპანეთში ცხოვრებასა და ვარჯიშს სთავაზობს.

გვინდა გაცნობოთ, რომ "სასკი ბასკონიას" აღნიშნული შინაარსიის წერილი არავისთვის არ მიუწერია, უფრო მეტიც, ხსენებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს, ვინაიდან ჩვენი კლუბის თანამშრომელთა შორის წერილის ავტორი კრიასტინა გარსია არ ირიცხება და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

ვიტოვებთ იმედს, რომ მომავალში მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჩვენი კლუბის შესახებ გადამოწმებულ იქნება ან ჩვენთან და ან საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში, რითაც თავიდან ავიცილებთ დაუზუსტებელი, შეგნებულად არასწორი და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებას.

პატივისცემით, ხესუს ვასკესი", - ნათქვამია განცხადებაში.

შოთა გუგეშაშვილი
შენგელია აწადე მომავალ ტაობასგანვიტარება
ioane
რა უნდა ბულაშვილის მამას ვერ ვხვდები,მისი შვილი არ აურჩევიათ კემპზე,გადაიხადა თანხა და ითხოვს უკან დაბრუნებას?,თუ ფედერაცია ფულს ტეხავს ის უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს და არა მას,სირცხვილია ამ კაცის საუბარი და კახას რად უნდა ეს ადამიანი არ ვიცი,თუ ფედერაცია აშავებს კალათბურთელები დაიკენოს გვერდით და ბოლომდე მასთან დავდგებით,თორე ეს კაცი ავტორიტეტი არასდროს კოფილა
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
არჩევნები, კორუფცია და ნაკრების შეფასება - პრეზიდენტობის კანდიდატები გადაცემა "360 გრადუსში" [VIDEO]
კახა შენგელია: სჯობს, ფედერაციის ხელმძღვანელობამ წასვლის ფორმა დროულად შეარჩიოს!
ნაკრების მოთამაშეები ჩვენს მხარეს არიან - შიო ხეცურიანი და კახა შენგელია გაერთიანდნენ
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
"სასკი ბასკონიას" კემპი საქართველოში დასრულდა
"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"
საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" შორის თანამშრომლობა გრძელდება
მიხეილ გაბრიჩიძე: ნუ დავკარგავთ ყველაფერს, სჯობს დავსხდეთ და დავილაპარაკოთ
"მე დავიბადე ქართული სულით და აქ ბასკონიური სული განვავითარე" - "ბასკონიამ" თორნიკე შენგელიას ფილმი მიუძღვნა [VIDEO]
მოზარდი კალათბურთელები ესპანეთში "სასკი ბასკონიას" საწვრთნელ კემპს გადიან [VIDEO]