სფფ-ის პრეზიდენტი 2017 წელს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ამბავს გამოეხმაურა
7 აგვისტოს საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყება. საინტერესო ფაქტია: ფოთის "კოლხეთის" პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, რომ მორიგი პირველობის დაწყებამდე მონაწილე გუნდებს, სფფ-ის ინიციატივით, თამაშის წესებში ცვლილებების შესახებ შესაბამისი ინსტრუქტაჟები უტარდებათ და ეს სამსაჯო ინსტრუქტორების მეშვეობით ხდება...

მაგალითად, ფოთში ჩატარებულ ინსტრუქტაჟში მომხსენებელი წარსულში ცნობილი მსაჯი ავთანდილ შალამბერიძე გახლდათ, რომელმაც ფოთელთა გუნდს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ფეხბურთის წესებში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

უმაღლესი ლიგის 28-ე გათამაშება გარდამავალი ჩემპიონატის სტატუსით ჩატარდება და მასში 14 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ბევრისთვის ეს მისაღები ვარიანტია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ "ეს ჩემპიონატი კი არა, საცდელი ლაბორატორიაა" - სოციალურ ქსელში ასეთი აზრიც ამოვიკითხეთ.

ცხადია, საერთო დონე მხოლოდ გუნდების შემცირებითა და ჩემპიონატის ახალ-ახალი ფორმატით არ გაიზრდება - ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა კლუბებს, ბიუჯეტის გარდა, კერძო ბიზნესიც დააფინანსებს, მოწესრიგდება სტადიონები, ბაზები, აშენდება საფეხბურთო აკადემიები...

თუმცა, გუნდების შემცირება და ჩემპიონატის უკეთესი ფორმატი რომ შეიძლება იყოს ხელშემწყობი, ამაზე ფაქტები მეტყველებს - გავიხსენოთ, ევროსარბიელზე ქართული გუნდები ყველაზე წინ სწორედ 10 და 12-გუნდიანი ჩემპიონატების პირობებში წავიდნენ...

იმედი ვიქონიოთ, რომ ხანგრძლივი იმედგაცრუების შემდეგ ხალისს ეს გარდამავალი ჩემპიონატი მაინც დაგვიბრუნებს. ამ კუთხით დამაიმედებელია ის ფაქტი, რაც მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე გაჟღერდა: სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, 2017 წლამდე საქართველოში 10 საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს.

ეს საქართველოში მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით და ამის ინიციატორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ხოლო პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტმა ამ პროექტს მხარი დაუჭირეს.

- "თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში - 20 საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი"

იმ დროს, როცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოში პრივატიზაციის პროცესი "პრიხვატიზაციას" დაემსგავსა და მარტო თბილისსა და მის შემოგარენში 28 სტადიონი და სტანდარტული მოედანი განადგურდა, ერთ წელიწადში 10 სტადიონის აშენება საფეხბურთო სკოლებსაც წაადგება და უმაღლეს ლიგასაც.

ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

"სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სპორტულ კომპლექსებს ააშენებს თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის, 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანს - თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. უპრეცედენტო მშენებლობა წელს დაიწყება და 2017 წლის ივნისში დასრულდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ფეხბურთის მასობრიობის გაზრდას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირების მაღალ დონეზე ჩატარებას... ეს გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთისა და, ზოგადად, სპორტის აღორძინებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ის 2017 წელს დაგეგმილი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის კუთხით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თითოეულ ადამიანს, რომელიც სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო ჩართული", - წერია სფფ-ის განცხადებაში.

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: "საქართველოში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებას მივესალმები. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის განხორციელება ქვეყანაში ფეხბურთისა და, ზოგადად, სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო
რატომ აიცემეთ ზტბილისი ქუთაისი და ბათუმი? ხომ არ დაგავიწყდატ რომ სამტრედია მეორე ასგილზე გავიდა და ყველაზე წარმატებული ქარტველი ფეხბურტელი სამტრედიიდანაა. ჩაიხვიეს თბილისი ქუთაისი
qutaiseli
შენ რო მთელი ათი წელი და მეტი ანგრევ უცებ ვერ ააშენებ იმ დანგრეულს აი როცა გინგრევენ და სულში გაფურთხებენ ხმა მაშვინ უნდა ამოიღო ნგრევა ყოველთვის ადვილია ვიდრე შენება ეს დაუწერელი კანონია და კიდე ზუგდიდში როგორც ვიცი სტადიონი შენდება ბათუმშიც აშენდება და მეთუმკითხავ ქუთაისის გადაჭრილი კოჭივით სტადიონიც თავიდან ასაშენებელია.ფოთშიც უნდა იყოს კარგი სტადიონი აი ისეთივე როგორც ზუგდიდში შენდება.
ქართლოსი ქუთაისიდან
მადლობა მთავრობას და ღმერთმა შეასრულებინოთ.ძალიან გთხოვთ ზუსტად გაგვაგებინოთ სად და რომელ ქალაქში რამდენ ათასიანი აშენდება. გთხოვთ და გემუდარებით გაგვაგებინეთ ბატონო ლევან როდის დაიწყება ბათუმის დინამოს ლამაზი და ალბათ თბილისის და ქუთაისის შემდეგ ყველაზე დიდი და ლამაზი „40- ათასიანი სტადიონის შენება, შემდეგ ფოთის , შემდეგ ზუგდიდის და ზესტაფონის შესახებაც გვიმბეთ და გაგვახარეთ კარგი ამბებით. ღმერთი იყოს თვენს და ჩვენი სამშობლოს გვერდით, ამინ.
ქართლოსი ქუთაისიდან
მადლობა მთავრობას და ღმერთმა შეასრულებინოთ.ძალიან გთხოვთ ზუსტად გაგვაგებინოთ სად და რომელ ქალაქში რამდენ ათასიანი აშენდება. გთხოვთ და გემუდარებით გაგვაგებინეთ ბატონო ლევან როდის დაიწყება ბათუმის დინამოს ლამაზი და ალბათ თბილისის და ქუთაისის შემდეგ ყველაზე დიდი და ლამაზი „40- ათასიანი სტადიონის შენება, შემდეგ ფოთის , შემდეგ ზუგდიდის და ზესტაფონის შესახებაც გვიმბეთ და გაგვახარეთ კარგი ამბებით. ღმერთი იყოს თვენს და ჩვენი სამშობლოს გვერდით, ამინ.
qobuleteli
დომენტის და არველაძეების ხელში რომ უფსკრულში გადაეშვა ქართული ფეხბურთი იმიტომაც გააბუნცულეს ფედერაციიდან,შენ როცა მოდიხარ და უკეთესს პირდები ხალხს ვალდებული ხარ უნდა შეასრულო,სად არის ბათუმის სტადიონის მშენებლობა???
qutaiseli
ხო აპა ამან დაღუპა ქართული ფეხბურთი თორე დომენტის და რეზის ხელში დედა არყავდა ევროპას ისეთ დღეჩი ვაგდებდით.დდ და ვინმეს თუ ჯერა ნეტა ამ ზღაპრების.ნელა ნელა სწორედ ამის ხელში დადგება ფეხბურთი ფეხზე და არიქნება მაზავჩიკების და ფეხბურთის შარლატანების საგულაო ადგილი.ძმაკაცები და მეგობრები დაასაქმაო და ერთი მინდა ვიკითხო რომელი ფეხბურთთან ახლოს მყოფი ადამიანი არარის ამ კაცის ან ახლობელი ან მეგობარი ან უბრალოდ კარგი ნაცნობი.
dimpitauri
სახელმწიფო ფულს იხდიდეს და არ იცოდეს რაში პერსპეკტივაში ხო მაინც უნდა ჩადოს კერძო კლუბები ვინც იქნება ასაკობრივი შეზღუდვა მაინც დააწესეთ ან ლიმიტი ფეხბურთელების ასაკის რაოდენობაზე რო პერსპექტიული ფეხბურთელებში ჩააიდოს ფული და არა 35 წლის ბებრებში სახელმწიფომ იხადოს ფული
ალეკსანდრე
კობიმდე ხომ ყვაოდა ფეხბურთი საქართველოში,ეს ახალი პროექტები ნელ ნელა გამოიღებს თავის შედეგს
gri
ამ სუბიქტმა საერტოდ უკან წაიყვანა ყველაფერი,,მხოლოდ მეგობრები დაასაქმა ფედერაციასი,,
zesta
Kobiashvilo gagvagebie raxdeba zestafonis shesaxeb archevnebqmde rodarbodi da dapirebebs afrialebdi ris safuzvelze tqvi mainc.
bebeto
ქვეყნისთვის სპორტი უნდა იყოს პრიორიტეტი.რაც შეიძლება მეტი სტადიონები და ბაზები უნდა აშენდეს, კურორტული ზონა და ზღვისპირეთი უნდა იყოს გამოყენებული,სპორტში ჩადებული ინვესტიცია კი წარმატებებს აუცილებლად მოიტანს.ბოლო ბოლო ჯანსაღ თაობებს გაზრდის.
Guadua
არ მოსწყინდა ამდენი ტყუილები ამ გაჩინოვნიკებულ მშვენიერ ყოფილ ფეხბურთელს?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა