საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დაუმარცხებელ სვლას აგრძელებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დაუმარცხებელ სვლას აგრძელებს. მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა გია კაზანჯიანის გუნდმა აუტსაიდერ ალბანეთთან და შოტლანდიასთან მატჩებით დაიწყო, რომლებიც ჯამში 108 ქულით დაამარცხა.

მესამე მეტოქე ინგლისი იყო, რომელსაც მანამდე ორივე მატჩი - უკრაინასთან და სლოვაკეთთან წაგებული ჰქონდა, თუმცა საქართველოსთან ბრიტანელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს და გამარჯვებამდეც ცოტა დააკლდათ.

საქართველოს ნაკრებმა ბეწვის ხიდზე გაიარა. იოლი გამარჯვებებით გულდამშვიდებული ჩვენი ნაკრები 2 მარცხის მქონე ინგლისთან სათამაშოდ თავდაჯერებული გავიდა და ცივი შხაპი მიიღო.

კუნძულელებმა პირველი პერიოდი 29:15 მოგვიგეს, რაც გუნდური თამაშისა და ფარქვეშ შედეგიანი ბრძოლის დამსახურება იყო. ნომინალური ცენტრი გოგა ბითაძე საკუთარ ფარზე ბურთებს კი ხსნიდა, მაგრამ მეტოქის სამწამიანში ვერაფერი გამოსდიოდა. ამის გამო ის პერიმეტრზე იწევდა და პირველ მეოთხედში 3 ცდიდან სამივე სამქულიანი ჩააგდო, მეორე მეოთხედში უკვე ორმაგ დუბლს უწია, მაგრამ მხოლოდ მისი გარჯა ვერ გამოდგა საკმარისი.

ინგლისელები ჩვენს ფარქვეშ კომფორტულად გრძნობდნენ თავს და საშუალო მანძილებიდანაც ზუსტად უტევდნენ. პირველ პერიოდში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა მცირე დანაკლისით კუნძულელებმა დიდ შესვენებამდე მიიტანეს და შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

გასახდელში ქართველებმა მწვრთნელებისგან მკაცრი გაკვეთილი მიიღეს და მოედანზე დაბრუნებულებმა ჩამორჩენის გაბათილებას წარმატებით მიჰყვეს ხელი. ის კი არა, ქართველებმა ჩამორჩენის აღმოფხვრა ხომ მოახერხეს და დაწინაურდნენ კიდეც. ამ საკვანძო ეპიზოდში აღსანიშნავია საბა აკობიას და ლუკა ბულაშვილის შედეგიანობა.

მესამე მეოთხედის ბოლო წუთზე ქართველები 6 ქულით იგებდნენ, თუმცა მეტოქის გარღვევა გაეპარათ და 2 საჯარიმო ტყორცნა მიიღეს - 56:52 გადამწყვეტი პერიოდის წინ.

თამაშის განახლებისთანავე ინგლისელებმა ზეწოლა გააძლიერეს და ქართველებს წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდნენ. დროული გამოდგა ნიკა ლოლიშვილის 2 სამქულიანი, თუმცა ინგლისელები მაინც არ ტყდებოდნენ და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს - 61:63. აქ ისევ აკობიამ ისახელა თავი, რომელმაც ჯერ ორქულიანი, შემდეგ ჩაჭრა და მას მოყოლილი სამქულიანი მიითვალა.

5 ქულით დაწინაურებულ ქართველებს სამქულიანი ბითაძემაც შეაშველა და მატჩის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე ანგარიში 71:63 გახადა. შეხვედრის ბედიც აქ გაირკვა. ქართველებმა საბოლოოდ 76:70 მოიგეს და 3 ტურის თავზე დაუმარცხებლები და D ჯგუფის ლიდერები არიან.

ძალიან იშვიათი და ქართველი კალათბურთელისთვის გვარიანად სარეკლამო შემთხვევა დაფიქსირდა ამ შეხვედრაში. ბითაძემ, რომელიც 17 წლისა და 210 სანტიმეტრი სიმაღლისაა, 5 ცდიდან ხუთივე სამქულიანი ჩააგდო, რასაც 15 მოხსნა და 5 დაფარება მოაყოლა და ეფექტურობის შესაშური კოეფიციენტი - 33 ერთეული დააფიქსირა.

16 ქულა, 4 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა ამ მატჩის გამარჯვებაში უდიდესი წილის დამდებმა საბა აკობიამ. 10 ქულა და 4 ჩაჭრა მოაგროვა ლუკა ბულაშვილმა.

საქართველოს ნაკრებს 2 მთავარ კონკურენტთან დარჩა სათამაშო. 1-ელ აგვისტოს კაზანჯიანის გუნდი ზედგამოჭრილი დასვენებით ისარგებლებს, ხოლო 2-ში, თბილისის დროით 23:00 საათზე უკრაინას დაუპირისპირდება. ჯგუფის ბოლო მატჩს ქართველები 3 აგვისტოს სლოვაკეთთან გამართავენ. დღეს უკრაინა 13 ქულით აგებდა სლოვაკეთთან, თუმცა საბოლოოდ 78:61 იმარჯვა და ქართველებივით დაუმარცხებელი - მეორე ადგილზეა.

ევროპის U18 ჩემპიონატი. B დივიზიონი. სკოპიე. მაკედონია. 31 ივლისი

საქართველო 76:70 ინგლისი

15:29, 17:15, 24:8, 20:18

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან 71:88 დამარცხდა