ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე ბოლო სპარინგი "ფენერბაჰჩეს" ბაზაზე გამართა
ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე ბოლო სპარინგი იქაური სუპერლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითებულ "ესქიშეჰირსფორთან" (სადაც გასული სეზონის მეორე ნახევარში თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობდა) "ფენერბაჰჩეს" ბაზაზე გამართა.

ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით, "ანტალიასთან" მძიმე მატჩიდან ორი დღის შემდეგ ტორპედოელებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს, რაც სასტარტო შემადგენლობის თამაშს დაეტყო და პირველ ტაიმში თურქები უპირატესობას ფლობდნენ. ისინი მე-2 წუთზე დაწინაურდნენ, როცა ტორპედოელთა დაცვა შეცდა და გაბონელმა ალექს მეიე ნდონგმა ანგარიში გახსნა.

ამის შემდეგ ისევ თურქები უტევდნენ, ქუთაისელებმა კი თამაშის გამოსწორება და მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნა მხოლოდ 20 წუთის შემდეგ შეძლეს. გოლების გატანა შეეძლოთ თორნიკე კაპანაძეს, გიორგი გურულს, გუგა ფალავანდიშვილს. ამ უკანასკნელის დარტყმულის შემდეგ თურქები ბელგიელმა მეკარე რუდ ბოფინმა იხსნა.

მეორე ნახევარში თურქები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ქუთაისელები თავს კარგად იცავდნენ და როგორც კი შესაძლებლობა ეძლეოდათ, სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. შანსები ჰქონდათ ანრი ჭიჭინაძეს, ვანო წილოსანს...

ტორპედოელებმა ანგარიში მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაათანაბრეს - მარცხენა ფლანგიდან ავთო ენდელაძემ შეტევა მარჯვნივ წილოსანს გაუგრძელა, მან კი საჯარიმოში ოთარ კვერნაძე მონახა, რომელსაც მიზანმა არ უმტყუნა - 1:1.

ტორპედო: ქვილითაია, ტაბატაძე (46. ბენაშვილი), კოლინი (46. ნერგაძე), გურული (46. ჭიჭინაძე), ტუღუში (70. საღრიშვილი), მამასახლისი (46. ენდელაძე), ფალავანდიშვილი (70. გავაშელიშვილი), დოლიძე (46. წილოსანი), ბაბუნაშვილი (46. კვერნაძე), ქიმაძე (46. ბრეგვაძე), კაპანაძე (46. ვ. კვარაცხელია).

"ტორპედოს" სამწვრთნელო შტაბმა სინჯებზე მყოფი ორი უცხოელი შინ გაისტუმრა: ერთი-ერთი ფრანგი ფრანკ მბარგაა, რომელზეც უკვე ვწერდით, ხოლო მეორე - მაროკოული წარმოშობის ჰოლანდიელი ისამ ელ ჰანკი. "ესქიშეჰირთან" სპარინგით ტორპედოელთა ორკვირიანი უცხოური შეკრება დასრულდა და გუნდი სამშობლოში გამოემგზავრა. ფეხბურთელები ორ დღეს დაისვენებენ და ვარჯიშს 2 აგვისტოდან განაახლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ძალიან ცუდი რომ უკან გააბრუნეს,ეს ნიშნავს რომ ცუდ ფეხბურთელებს სთავაზობდნენ.ის კოლინი კარგი რომაა დაიტოვენ,მჭვრთნელის საქმეა გუნდის მომზადება სელექციის წარმართვა სხვა ხალხის რომლებიც ძალიან ცუდად მუშაობენ.დიდი ნაწილი ფეხბურთელების ადგილზე დახვდათ,ნაწილი ჟორჟიკაშვილმა მოიყვანა,მხოლოდ კოლინი ჩამოიყვანა გახოკიძემ,ძალიან ცუდი სელექციონერები დაიყენეს ყენიას ცქიტიშვილის სახით,ესენი ამ პრეზიდენტს დაღუპავენ..
გიორგი
კოტე, ეგ სხვა ჰოლანდიელია, თავდამსხმელი. რაც შეეხება იმ ჰოლანდიელს რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა იგი ცენტრალური მცველია, იურგენ კოლინი და არსადაც წასულა გუნდშია! მე სულ სხვა რამ მაინტერესებს, ამ ხალხს გახოკიძე აგზავნის რომელზედაც ამბობენ,რომ უეფას აგენტი და ძლიერი პროფესიონალიაო, მაგრამ სად ჩანს მისი პროფესიონალიზმი როდესც ორი ფეხბურთელი ისე მიუბრუნეს თითო ტაიმის მეტი რომ არ უთამაშნიათ!!!
gizog
ძალიან მიხარია, ძველი გუშემატკივრისთვის ყველასათვის საყვარელი ტორპედო ქუთაისის აღორძინების დაწყება, ქუთაისი იყო მუდამ დიდი ქართული გამარჯვებების სამჭედლო, დიდი იმედია ეს ყველაფერი მალე აღდგება, კვლავაც მსოფლიო დონეზე ვიამაყებთ, ქუთაისელთა წარმატებებით ყველა ქართველები ფეხბურთშიც და საერთოდ სპორტსა ხელოვნებაშიც. წარმატებები ბიჭებს და მათ მხარში მდგომებს.
Kote
აკი საოცარი შთაბეჭდილება დატოვაო?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ოდესის "ჩერნომორეცი" ოთარ კვერნაძეს აკვირდება
გიორგი გადრანი და ოთარ კვერნაძე "დესნაში" იმყოფებიან სინჯებზე
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
დინამო (თბ)-ჟილინა 1:1 - ფრე ურიგო არ უნდა იყოს... [VIDEO]
თბილისის "დინამო" კიდევ სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა
ოთარ კვერნაძე ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა, რამდენად რეალურია პოლონური ვარიანტი?
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოდან" წასული ფორვარდი დაიმატა