შორს არ არის ის დრო, როცა ბრაზილიელი იმაზე უკეთეს ჩემპიონატში მოსინჯავს ძალას, ვიდრე ქართული უმაღლესი ლიგაა
საქართველოს ნაკრებში უცხოელი ფეხბურთელის შესაძლო გამოჩენას ზოგიერთი მტკივნეულად ხვდება. წესით, ეროვნული ნაკრები იმის ნაკრებია, რომ იქ მხოლოდ იმ ეროვნების წარმომადგენელმა ითამაშოს, რომლის ღირსებასა და პრესტიჟსაც ეს ნაკრები იცავს.

რა თქმა უნდა, მარტო ქართველებს რომ გაგვეკვალა ეს ბილიკი, მარტო ჩვენ რომ მოვქცეულიყავით ასე, ხმას არ გავიღებდით, მაგრამ რას ვიზამთ? ჩვენ ხომ ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებს? საკუთარ ნაჭუჭში ხომ არ ჩავიკეტებით?..

...როცა ფეხბურთელის ნატურალიზებას მიმართავენ, ისეთი მეგასაფეხბურთო ქვეყნები, როგორებიც არიან ესპანეთი და იტალია, შენც დაფიქრდები - როგორ შეიძლება შენი ეროვნული გუნდი იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს არის?

რა თქმა უნდა, სანაკრებოდ ლეგიონერი უნდა შეირჩეს უაღრესად დიდი დაკვირვებით. ის უნდა იყოს მაღალი სათამაშო კლასის ფეხბურთელი და, ამასთან ერთად, უნდა თამაშობდეს იმ პოზიციაზე, რომელიც ამა თუ იმ გუნდისა თუ ნაკრებისთვის პრობლემატურია...

დღეს რენე ფერეირა დოს სანტოსზე ვისაუბრებთ. ის ცენტრალური მცველია. მას აშკარად აქვს სათამაშო კლასი. ვფიქრობთ, შორს არ არის ის დრო, როცა ბრაზილიელი იმაზე უკეთეს ჩემპიონატში მოსინჯავს ძალას, ვიდრე ქართული უმაღლესი ლიგაა. არადა, რენეს აქვს საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი...

რაში გვჭირდება ბრაზილიელი მცველი, ვინც თავის დროზე "ზესტაფონმა" ჩამოიყვანა საქართველოში, ახლა კი თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერია? საქართველოს ჰყავს რამდენიმე კვალიფიციური ცენტრალური მცველი. კიდევ კარგა ხანს ითამაშებენ ნაკრებში საბა კვირკველია და ლაშა დვალი. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალურ მცველად თამაში გურამ კაშიასაც შეუძლია...

სამაგიეროდ, დიდი ალბათობით, მსოფლიოს ჩემპიონატის კარს მომდგარი შესარჩევი ციკლის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს ალეკო ამისულაშვილი და მას აუცილებლად დასჭირდება კვალიფიციური შემცვლელი. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ფეხბურთელის ნატურალიზება თუნდაც იმიტომ მიგვაჩნია საშურ საქმედ, რომ ნაკრებში ამ პოზიციაზე კონკურენციამ მოიმატოს.

ცოდვა გამხელილი სჯობს - შესაბამისი კანდიდატურები არ ჩანს, თორემ ფეხბურთელის ნატურალიზებაზე უარს არც თავდასხმის და ნახევარდაცვის ხაზში ვიტყოდით. განა, საქართველოს ნაკრებს აწყენდა გამოკვეთილი მეგოლე-თავდამსხმელი, რომელიც შანსებს მაქსიმალურად ყაირათიანად გამოიყენებდა?

...ისევ რენეზე. რა თქმა უნდა, რაოდენ მაღალი კლასისაც უნდა იყოს ფეხბურთელი, ყველა შემთხვევაში არ გაგიჩნდება სურვილი, რომ ის შენი ქვეყნის სანაკრებო ფერხულში ჩააბა. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი კარგად შეეგუა საქართველოს, შეიძინა უამრავი მეგობარი, ქართული ენაც ისწავლა...

ახლა გავარჩიოთ, რა შეიძლება მოხდეს რენეს შემთხვევაში. ის ახლა 24 წლისაა. თავის დროზე, როცა 2013 წელს ის "ზესტაფონში" გამოჩნდა, მაშინ დიდი რყევები იყო ამ გუნდში. ეროვნული ჩემპიონატის პირველივე ტურში "ზესტაფონი" თბილისის "დინამოს" შეხვდა.

ის თამაში სახელდახელოდ შეკრულმა "ზესტაფონმა" ძალიან კარგად ითამაშა და გამოკვეთილ ფავორიტთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. კარგად ითამაშა რენემაც, თანაც, არა ცენტრალური მცველის, არამედ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. მაშინ რა ვიცოდით, რომ ეს მისი ოპტიმალური პოზიცია სულაც არ იყო.

მერე და მერე ეს ოპტიმალური ამპლუაც გამოიკვეთა. ბრაზილიელის თამაშში არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რაც კიდევ უფრო მეტად გვაფიქრებინებს, რომ ის აშკარად გამოსაყენებელი კაცია - რენე თამაშიდან თამაშამდე უმატებს. არ გვინდა, ისე მოხდეს, რომ ის კარგ ჩემპიონატში, კარგ გუნდში გადავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვახსენდეს, რომ რენეს ქართული დროშის ქვეშ ჩაყენება შეგვეძლო...

კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს ბრაზილიელი თანახმა იყო, ეთამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. იმედია, ახლა სიტუაცია არ შეიცვლება. მთავარი კი მაინც ისაა, რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული გუნდის დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი.

ჩვენი აზრი ასეთია და საინტერესო იქნებოდა სლოვაკი დამრიგებლის მოსაზრებაც. ვაისთან სათქმელ-სალაპარაკო ბლომად დაგროვდა და იმედია, მალე ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვას გასცემს პასუხს...

შეგნებულად აღარ ჩამოვთვლით იმ ნაკრებებს, ნატურალიზებული ფეხბურთელის სამსახურით რომ სარგებლობენ. დავწერთ მხოლოდ ერთს - დღეს ყველა გზა მართებულად მიგვაჩნია, რომელიც ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავალს შეუწყობს ხელს.

სათაკილო კი ნატურალიზებაში არაფერია, ყოველ შემთხვევაში, დღეს, როცა გლობალიზაციამ ფეხბურთშიც გვარიანად შეაღწია. ისეთი ქვეყნებიც კი მიდიან ამ გზით, რომლებიც საფეხბურთო სიამაყისა თუ თავმოყვარეობის მხრივ ჩვენზე მეტნი თუ არა, ნაკლებნი არ არიან...

P.S. თემა დაიწერა თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩამდე, რომელშიც რენე ფერეირა შეიძლება ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ფეხბურთელის ავ-კარგზე ერთი თამაშით არ უნდა ვიმსჯელოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

otari
არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ არის საჭირო ეროვნულგაიგეთ ეროვნულ და არა ევროპულ ნაკრებშI,მესიც,რომ იყოს თანახმა არ მინდა ბატონო ის საქართველოს მაკრებშI,გაიგეთ ტვინ გამხმარებო,რომ ნაკრები უნდა იყოს წმინდა ქართული
ჯვარშე
მე ვთვლი რომ რენემ უნდა ითამაშოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.ყველას თავისი მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით.არ იქნება ურიგო
acm
მე პირადათ ვფიქრობ რო აუცილებელია ეს ბიჭი ქართველი გახდეს ეს საჭიროებიდან გამომდინარეც აუცილებელია არ უნდა დავუშვათ ესეთი კარგი შანსის დაკარგვა არავინ იცის რენე რა დონეზე ავა რაც შეეხება მისი შესაძლებლობებს მე პირადათ ვთვლი რო ძალიან კარგი მცველია მაგრამ ბევრი პრობლემები აქვს თამაშის ხარისხის მხრივ ეხლა კეთდება ბევრ კომენტარი რო ის ზლიერია ლიდერია და ა.შ. არადა მას აქვს ის მინუსები რაც საბოლოოდ ფასს უკარგავს მას როგორც მოთამაშეს მაგალითად ვთქვათ ის რო პოზიციურად ზლიერია მაგრამ სწორად ვერ ირჩევს და ვერ აკონტროლებს იმ ზონას რაც საჭიროა კარგავვს თავსი ზონას და ასევე აშკარად ახასიათებს გაუგებარი მოქმედებები გაუაზრებელი რომელსაც პრობლემები მოჰყვება ხოლმე საერთოში ეს ყველაფერი შესაძლებელია გამოსწორდეს სწორი მიდგომის პირობებში მაგრმა ჩვენთან სწორი მიდგომა არ არსებობს რენე არი კარგი ბიჭი მაგრმა ჯერ ძალიან ბევრი უკლია რო ძალიან კარგი რო იყოს მაგრამ აუცილებელია ის გავინაღდოთ იმიტო რო საჭიროა არ დაიკარგოს ის ვისაც განვითარების შანსი აქვს სხვა ქვეყანაში თუ წავიდა ის სხვა ქვეყანა აუცილებლად დაიმატებს მას მერე როცა ამის შანსი ექნება უბრალოდ გავიხსენოთ რა მოხდა ზაგრებთან მატჩებში 3 გოლის მომენტში სრულიად უსუსური უამბიციო არაპროფესიონალური არაფრისმომცემი მოქმედებების მთელი კასკადი იყო დინამო თბილისის მხრიდან ეს უბრალდო კლასის ნაკლებობის ბრალია კლასი კიდე სწორი მიდგომით მოდის ის მომენტი ყველაზე ცუდი იყო როცა ერთი ჩაგდებული პასით მთლიანად მოტეხეს მთელი დაცვა ასეთ რამეს დღეს ფეხბურთში არ უნდა ჭამდე თუ რამის ამბიცია გაქ
lelo
ხალხნო გამოფხიზლდით რა უნდა რენეს ნაკრებში. ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე უხეში ფეხბურთელია. ეს ყოველივე ფიფიას ხრიკებია ვერ ხვდებით დიდ პატივს ვცემ ქვილითაიას და მართლა მასეთი ცენტრალური თავდამსხმელი ჩვენს ჩემპიონატში არ არის მაგრამ გააკეთა ფიფიამ თავისი საქმე გახდა ბომბარდირი და გაყიდა და თუ იქ ფიზიკურად არ მოძლიერდა მოუწევს სკამზე ჯდომა. და კიდევ ერთი დაკარგული ფეხბურთელი რომელიც არ ნაკრებს გამოადგება და 4 წლის განმავლობაში ეროვნულ ჩემპიონატშიც ვერ დაბრუნდება. დაფიქრდით და გადახედეთ რამდენი ცენტრალური მცველია ჩვენს ჩემპიუონატში რომლებიჩ უკვე სჯობს რენეს
მებრძოლი ლაზი
საქართველოს სჭორდება მხოლოდ ორი ნატურალიზებული..ერთი კარგი ცენტრალური მცველი და ერთი გოლის გამტანი..რენე ნამდვილად ის მცველია რომელსაც შეუძლია დაცვა შეკრას და სამწუხაროდ მსგავსად მაღალ დონეზე ჩვენი მცველები ვერ თამაშობენ...თუ გვინდა 2018ზე, რენე სექტემბრიდანვე უნდა ჩავრთოთ საქმეში...ტექნიკური პრობლემა თუ არ შეუშლის ხელს
გერმანელი
მაშინ რაღა განსხვავებაა კლუბსა და ნაკრებს შორის? არსებული ზღვარი მათ შორის უნდა შენარჩუნდეს, სხვანაირად ეს ეროვნული ნაკრები აღარ იქნება. გლობალიზაციით ყველაფრის დასაბუთება კი აქ გადაჭარბებულია
დავითი
მიუხედავად იმის რომ ყველა ეროვნებას პატივს ვცემ მაინც ესე ვფიქრობ რომ მირჩევნია ამისულაშვილმა თავის კარში გაიტანოს ორი გოლი და ნერვიულობისგან ინფარქტმა დამარტყას ვიდრე ვიღაც გადმოხვეწილი არაქართველი რომელიც პელესავით მაგარი იყოს და მსოფლიო ჩემპიონატი მოგვაგებინოს, აი ესეთი ნატურალიზირებული გვყავდეს ნაკრებშ...
gizog
კონსერვატიზმი კარგია, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა. თუ სპეციალისტები ჩათვლიან, რომ რენე სანტოსის თამასი სარგებლობას მოუტანს ნაკრებს რა პრობლემაა ითამაშოს, ხოლო თუ რენე ბოლო თამაშების დონისაა, ეს სპეციალისტების გადასაწყვეტია, მაშინ სხვა ამბავია, თავს ნუ მოიკლავთ პასპორტის გაცემაზე, იმას ისეთი ხალხი იღებს ალბათ საქართველოში გავლით რომ ყოფილა და კაცმა 5წელი იცხოვრა და კეთილსინდისიერად იშრომა რას ერჩით? კიდევ ვიმეორებ უკანასკნელი თამაშები არ მაქვს მხედველობაში. როცა გუნდი აგებს მთელი მე-2 ტაიმი კაცს რა აცინებდა იქნებ კითხოს ვინმემ.
otari
რენე კარგი იგროკია კიდე მოუმატებს
lasha
კარგი მოთამაშეა სირბილი მაინც იცის ჩვენი ფეხბურთელებისგან განსხვავებით
აღსდექ საქართველო
კი ნამდვილად უცხოელები სჭირდება მაგ.გერმანიიდან მივიწვიოთ ისეთი ფეხბურთელები რომლებიც განაცხადში ვერ ხვდებიან აქ ქართული პასპორტები მივცედ და აი გვეშველება ან საფრანგეთის მაგალითზე გავსებულია აფრიკელებით რა რომელი ... ბაბუა იყოსუფთა სისხლის ფრანგი.ჰოდა
აზროვნების იდეალი
მაგალითად თუ რენე დაკიდევ სხვა ნატურიზირებული ფეხბურთელები კარგ ფორმაში იქნებიან და ამავე დროს ძლეირი ევროპული დონის კლუბებში ითამაშებენ სხვა რა დაგვრჩენია .ფასიანი არის ბავშვთა სკოლები აი რატომაცაა რომ ნაკლები ლეგიონერები გვყავს დონე დაბალია იმიტომ ვართ ბოლოდან მეორე ჯგუბში შესარჩევში გინდ ევროპა და ვინდ მსოფლიო უცხოელი ფეხბურთელები ს საჭიროებას ამიტომაც ითხოვს ნაკრები
LEVANI
რენე არა რელე,არ გააღმერთეს ვიღაც ბრაძიაგა ფეხბურთელი,ამისნაირებს რო აქებთ გემოვნება სადღაგაქვთ ? შედეგიც სახეზეა რენეეეეეეეეე
Vova
საქართველოს ნაკრებში დარეგისტრირებულს ფიფია უფრო სარფიანად გაყიდის
svani
qarveli-ს იმითი არა "აქანე" რომ თამაშობდა ზესტაფონში მაშინაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა და დააცადე ევროპალიგაზე როგორ ითამაშებს ჯერ ნახე მაინც)) კალათბურთში რომ არის ნატურალიზებული კალათბურთელები იქ რატომ არ ამბობთ არაფერს თუ ცუდია ცინცადე და ვაბშე ვერ თამაშობს)) შეიგნეთ რომ საჭიროა საჭირო ნატურალიზება!! და ყაზახეთიდან კიარ უნდა მოიყვანო ვიღაც)) ყველა რომ უყურებს და შენ თვალით რომ უყურებ მის თამაშს და იცი როგორია უნდა დააკვირდე 100 ჯერ და მერე გადაწყვიტო))) გია-ს ჩვენ არავის არ ვეხვეწებით თვითონ გამოთქვა სურვილი რენემ))))))))) ნუ დალშე რაც თქვი ეგრეა მარტო ფეხბურთში არაა რაგბზეც ეგრეა პირადი გამოცდილებიდან გეუბნები მეც ეგრე ვიყავი ზუსტად რაგბზე)) ეს საქართველოა ხალხშია პრობლემა)))))))))))))))))))))))
tevdo
საერთოდ ვერიდები კომენტარების დაწერას...მაგრამ ხო არ გაერეკეთ?? რა რენე?? ნუ მეტიჩრობთ და ყველას ნუ ბაძავთ ყველაფერში.... მოიძებნება ქართველი მაგაზე მაგალი დონის ცენტრალური მცველები....დავლი კაშია ხოჭოლავა კვერკველია....და მაინდამინც ვინმე თუ უნდა გვყავდეს ნატურალიზირებული რენეზე მგალი დონის მაინც უნდა იყოს...ხორვატიასჰი მაგის შეცდომას მოყვა გოლი ....და ჩვენტანაც მაგის შეცდომა იყო ის საჯარიმო...პრობლემას ჭერში კიარა საძირკველში უნდა მიეხედოს....ბაცშვთა ფეხბურთს მიხედეთ და გაყარეთ დორმოჩმული მწვრტნელები ბავშვთა ფეხბურთიდან...
zzz
ლეგიონერი გვესაჭიროება მაგრამ არა რენე! ჯერ დაცვაში გვყავს ხალხი და რენე კიდე შორსაა მაგათთან.ამას ჯობია საშუალო დონის 9 ნომერი მაინც ვნახოთ რომ რეალიზაციის პრობლემაა! ჩვენ კიარა მთელი ევროპა ეძებს ცხრიანებს.
svani
თენგო-ს გაშვებული გოლი როგის სინდისზეა და მეკარე თუ აიღებდა ჩავთვლიდი რომ ერთი მაინც მოიყვანეს ნორმალური ლეგიონერი დინამოში(ველევის გარდა ასეთუისე)და ძალიან ბევრ მცველს ატყუებენ ასეთუისე მაგრამ უნდა შეხედო როგორ თამაშობს ზაგრებშიც კარგად ითამაშა)))
qomagi
შეცდომა ყველას მოსდის რენე გამოგვადგება
qarveli
ერთი თამაშით არ უნდა ვიმსჯელოთ ხომ?!... აბა რომელი თამაშით ვიმსჯელოთ... ახლა რომ ეროვნული დაიცკება და დინამო რო შეხვდება თერჯოლის საპოვნელას,იმითი ?!
თენგო
სადაა ჩემი კომენტარი,ვინმეს დედაზე შევაგინე თუ რა იყო, რომ არ აქვყნებთ.
მსქროლავი ტროლი
კი, ნამდვილად გვჭირდება ლეგიონერები ნაკრებშიც - ჩვენს ბიჭებს რომ ვაგინებ, მაინც რაღაცნაირ უხერხულობას განვიცდი ხოლმე....
გუჯა კახაძე
ალეკო კაკაურიძე: "დღეს ყველა გზა მართებულად მიგვაჩნია, რომელიც ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავალს შეუწყობს ხელს"... თუ ქართული ფეხბურთისთვის სიკეთე გინდათ "დამდგარი ფეხბურთი" ეროვნულ სირცხვილად გამოაცხადეთ და ყოველი მატჩის შემდეგ გამოაქვეყნეთ რომელმა ფეხბურთელმა რამდენი სპრინტი გააკეთა. გულშემატკივარი სტადიონზე სწრაფი და კომბინაციური თამაშის სანახავად მიდის!
Temuri
ნუ მეტიჩრობთ. ჩვენნაირი ქვეყნებია ნახევარი გუნდი ნატურალიზებული ფეხბურთელებით, რომ ყავთ სავსე-რენე საქართველოს ნაკრებში იდეალური ვარიანტია....
სოსო
მართლა ამ რენეთი წაიღეთ ტვინი უკვე. რენეზე უარესი რითია ოდესაში მოთამაშე ხოჭოლავა,რომელიც ძირითადშია,თუ უკრაინის ჩემპიონატი უფრო დაბალი დონეა ვიდრე ჩვენი.თანაც ხომ ხედავთ 99% წინააღმდეგია ამ თქვენი გენიალური აზრის.
გია
გული მწყდება საქართველოში რო მცველის პრობლემაა (და არა მარტო მცველის) და საშუალო დონის უცხოელს რო ვეხვეწებით ნაკრებში თამაშს. თუ აქამდე ვზრდიდით კარგ მცველებს ეხლა რა გვეტაკა, მარა არ გამოსწორდება სიტუაცია სანამ ხალხს გული არ მიუბრუნდება ფეხბურთზე. ჩემს ბავშვს ფეხბურთზე არ შევიყვან იმიტომ რომ ვიცი რა სიბინძურეც ტრიალებს ქართულ ფეხბურთში. ერთი უბნელი შემხვდა,ბავშვი დამყავს ფეხბურთზეო და გაგიჟებული იყო. მწვრთნელი 500 ლარს მთხოვს 10 დღით ზბორზე უნდა გამოუშვა თორე ძირითადში ადგილს დაკარგავსო და საიდან მოვიტანო ეს ფულიო დარდობდა. 10 დღეში რა ზბორი უნდა გაიაროს ისეთი ბავშვებმა რო ძირითადის ფეხბურთელი სასტავიდან ამოაგდოს...უმრავლესობას გამოყავს ბავშვები ფეხბურთიდან უსახსრობის გამო.ასე ფულიანობით, ძმაკაცობით, ბიძაშვილობით, უსამართლობით, არაპროფესიონალიზმით იკარგებოდა და იკარგება თაობები საქართველოში. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ფეხბურთი შეეძლო ეთამაშა ქუჩაში დარჩა, ზოგიც ციხეში მოხვდა,ასე გაწირეს თაობები უნამუსო ფეხბურთის ჩინოვნიკებმა და მწვრთნელებმა ხოდა იმ თაობების ცოდვით ვერ გაიხარა და ვერც გაიხარებს ჩვენი ფეხბურთი კაი ხანი,და თუ კი ისევ ისე გაგრძელდა თაობების დაკარგვა აღარაფერი არ გვეშველება არასდროს... თუ რამე არასწორად ვთქვი მითხარით....
qarveli
მორჩით რა ლაპარაკს ამ ფეხბურთელთა ნატურალიზებაზე... ჯერ ერთი,ეს ევროპული ფეხბურთის საერთო ტენდენცია არაა... არის ცალკეული შემთხვევები,მაგრამ არა საკოველთაო... ევროპული ქვეკნების კლუბები სავსეა უცხოელი ფეხბურთელებით... მათ შორის ჩვენნაირი საფეხბურთო დონის ქვეკნები... რაგა შორს ვიაროთ,აგერაა აზერბაიჯანი,კაზახეთი... იქ ზოგიერთი კლუბი ამ ქვეკნების ნაკრებებზე ძლიერია სცორედ ლეგიონერების ხარჯზე... და ამ ლეგიონერებიდან რამდენს ექნება სურვილი რო ითამაშოს აზერების და კაზახების ნაკრებში... თუნდაც მხოლოდ იმიტომ,რომ უკეტეს კლუბებში გაიკიდონ...მათ უმეტესობას,ხომ საკუთარ ნაკრებში თამაშის არანაირი შანსი არ აქვთ... და ნატურალიზების გზით რო ცავიდნენ მაგალითდ აზერები,მაშინ მათი ნაკრები მარტო გაბალას ფეხბურთელებით იქნება სავსე... კი ბატონო, ჯერ რენე... მერე ველევი... ხვალ კიდე ვინმე გამოჩნდება ტორპედოში,ან გორის დილაში... და ვარიგოთ ქართული პასპორტები... ჩვენსავით ზარმაცი ხალხის საქმეა ზუსტად... რაც შეეხება ევროპულ გრანდებს,რომელთც აქ მოიხსენიებს ავტორი,იშვიათი გამონაკლისის გარდა,მათ არ კავთ კავთ ნატურალიზებული ფეხბურთელები... კლოზე,პოდოლსკი,ფერაკანიანები საფრანგეტის ნაკრებში... ისინი დაბადებიდან ამ ქვეკნის მოქალაქეები იკვნენ... ისევე როგორც ნავალოვსკი საქართველოსი... საქართველოს ნაკრებში,ჩვენი ბიჩები,ჩვენი... და არა აქვს მნიშვნელობა თუ რა ეროვნების იქნება...თუნდაც ქართველი,თუნდაც ბრაზილიელი,ან თუნდაც ჩინელი... ოგონდ საქართველოს მოქალაქე და არა სპეციალურად ნატურალიზებული... ის ქართველი,ბრაზილიელი,ჩინელი,კველა ქართველები იქნებიან,საქართველოს ნაკრებში,ქართული დროშის ქვეშ...
თენგო
ბ.ალეკო რენე არის არა სტაბილური და არა საიმედო მცველი,როგორც კი მოუწია თამაშმა ოდნავ მაღალი დონის გუნდთან ვიდრე საქართველოშია,ყველამ ვნახეთ რა თამაშიც ანახა,ჯერ იყოდა ზაგრებში ისეთი ათხლავა 19 წლის ბიჭმა რენეს ალბათ ცოტახანი არ დაავიწყდება,თუნდაც გუშინ რა თამაში ანახა,ყველაფერს თავი რომ დავანებოთ გაშვებული გოლი რენეს სინდისზეა,ასე რომ მორჩით ჟურნალისტები ამ რენეზე საუბარს.თქვენზე უარესად არც ჩვენ გულშამატკივრები ვერკვევით ფეხბურთში.თქვე კაი ხალხო ამ რენეს რომ მიაკვდით,ეგერ ოდესაში,ხოჭოლავა რომ თამაშობს თანაც ძირითადში,რას უწუნებთ, თუ უკრაინის ჩემპინატი ჩვენსას არ შეედრება?ასე რომ ჩვენს ბიჭებს მიხედეთ და იმთზე წერეთ და იზრუნეთ,ვინც მართლა ქართული სულით და გულით მიუდგება საქმეს.
qomagi
აიყვანეთ რენე ნაკრებში...
რენე
ორივე თამაშში საუკეთესო იყო რენე. არცერთი გოლი მისი ბრალი არ იყო
რენე
აბა ბიჯო რენემ წაგვაგებია ორივე თამაში ის რო არა გავაგდებდით ზაგრებს
რენე
აბა ბიჯო რენემ წაგვაგებია ორივე თამაში ის რო არა გავაგდებდით ზაგრებს
ზვიადი
მართლაც რა გაატრაკეს მაგ რენეთი, განსაკუთრებით ზაგრებთან ჩატარებული ორივე მატჩის შემდგომ?!
svani
100% გეთანხმები ბ-ნო ალეკო როგორ შეიძლება ერთი თამაშით შეაფასო) მანამდე ხომ მოგწონდათ ერთი თამაშით ნუ აფასებთ ფეხბურთელს თუ ადამიანებთანაც ეგრე ხართ ერთი შეხედვით აფასებთ?!)))))))))))))))))))))))))
devidball
რა გაატრაკეთ ამ რენეთი საქმე ...,გაურღვიეს გუშინ ....ძაან ცუდია
lika
ნატურალიზებაში არაფერია ცუდი, პირიქით მე გეთანხმებით რომ ნაკრებისთვის ერთმნიშვნელოვნად კარგია. რენე ძალიან კარგი ფეხბურთელია და მეეჭვება დარჩეს ამ სეზონში დინამოში.
სიმართლე
გუშინდელი თამაშის მერე ამ სტატიას აღარ დავწერდი, პრინციპში არც ზაგრების თამაშის მერე, მეორე გოოლი ზაგრებში თავიდან ბოლომდე რენეს ბრალი იყო :@ ათამაშეთ ნაკრებში მარა სომხეთს და ლუქსენბურგს რომ შევხვდებით მაშინ
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ლევან სალუქვაძე: თბილისის "დინამო" არჩეულ გზას არ გადაუხვევს!
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი რენე ფერეირა ბრაზილიაში ითამაშებს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
თბილისის "დინამო" - ახალი გუნდის კონტურები
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]